პოლიტიკა
სამხედრო
საზოგადოება

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" თავისი რესტორნებით, ბარითა და საცურაო აუზით სტუმრების მიღებას ივნისიდან განაახლებს
სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" თავისი რესტორნებით, ბარითა და საცურაო აუზით სტუმრების მიღებას ივნისიდან განაახლებს

სას­ტუმ­რო „ბილტმორ თბი­ლი­სი“ თა­ვი­სი რეს­ტორ­ნე­ბით, ბა­რი­თა და სა­ცუ­რაო აუ­ზით სტუმ­რე­ბის მი­ღე­ბას ივ­ნი­სი­დან გა­ნა­ახ­ლებს.

რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, 1-ლი ივ­ნი­სი­დან ორ­სარ­თუ­ლი­ა­ნი ღია სივ­რცე - „აზუ­რა ბარი“ გა­იხ­სნე­ბა და სტუმ­რებს ყვე­ლა წე­სის დაც­ვით მი­ი­ღებს. რო­გორც სას­ტუმ­როს ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, მა­გი­დებს შო­რის და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა 2-მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია. ასე­ვე, ერთ მა­გი­დას­თან სტუმ­რე­ბის მაქ­სი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა ექ­ვსს შე­ად­გენს.

„აზუ­რა ბა­რი­სა“ და ზო­გა­დად, სას­ტუმ­რო „ბილტმორ თბი­ლი­სის“ პერ­სო­ნალ­მა გა­ი­ა­რა სპე­ცი­ა­ლუ­რი სტრე­ნინ­გი, შე­სა­ბა­მი­სად ისი­ნი ყვე­ლა წე­სის დაც­ვით მო­ემ­სა­ხუ­რე­ბი­ან სტუმ­რებს. 1-ლი ივ­ნი­სი­დან ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ნა­წილ­ში მდე­ბა­რე ამ მშვიდ, სა­სი­ა­მოვ­ნო გა­რე­მო­ში მე­გობ­რებ­თან თუ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად გან­ტვირ­თვა უკვე ყვე­ლა მსურ­ველს თა­მა­მად შე­ეძ­ლე­ბა. „აზუ­რა ბა­რის“ ტე­რი­ტო­რია სტუმ­რებს პირ­ვე­ლი­ვე ნახ­ვი­სას ამახ­სოვ­რებს თავს, რად­გა­ნაც ის ქა­ლა­ქის ცენ­ტრში არ­სე­ბულ ოა­ზისს ჰგავს თა­ვი­სი შად­რევ­ნე­ბი­თა და გრი­ლი ნი­ა­ვით. ზა­ფხუ­ლის ცხელ დღე­ებ­ში აქ ყო­ველ­თვის სიგ­რი­ლეა, ამი­ტომ ჩვენს სტუმ­რებს ჩვენ­თან გან­ტვირ­თვა ძა­ლი­ან უყ­ვართ“, - გან­მარ­ტეს სას­ტუმ­რო „ბილტმორ თბი­ლის­ში“.

8 ივ­ნი­სი­დან თა­ვად სას­ტუმ­რო „ბილტმორ თბი­ლი­სი“ გა­ნა­ახ­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას თა­ვი­სი სა­ცუ­რაო აუ­ზი­თა და 31-ე სარ­თულ­ზე მდე­ბა­რე „ზიმ-რეს­ტორ­ნით“.

რო­გორც „ბილტმორ თბი­ლის­ში“ აღ­ნიშ­ნა­ვენ, მათ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით სა­სი­ა­მოვ­ნოა, სტუმ­რებს რე­გი­ო­ნის ყვე­ლა­ზე მა­ღალ სას­ტუმ­რო­ში მდე­ბა­რე რეს­ტო­რან­ში უმას­პინ­ძლონ, სა­ი­და­ნაც შთამ­ბეჭ­და­ვი პა­ნო­რა­მუ­ლი ხე­დე­ბი იშ­ლე­ბა და გან­თქმუ­ლია უგემ­რი­ე­ლე­სი სუში მე­ნი­უ­თი და სხვა მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი კერ­ძე­ბით.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, აუ­ზის ტე­რი­ტო­რია „აზუ­რა ბა­რის“ სივ­რცეს უერ­თდე­ბა, სა­დაც სტუმ­რებს ცივი სას­მე­ლით გაგ­რი­ლე­ბი­სა და გა­რუ­ჯვის სა­შუ­ა­ლე­ბაც ექ­ნე­ბათ.

სა­ცუ­რაო აუ­ზის გახ­სნას­თან ერ­თად, სტუმ­რებს სა­შუ­ა­ლე­ბა ექ­ნე­ბათ, აღად­გი­ნონ აკვა-აე­რო­ბი­კა­ზე ვი­ზი­ტე­ბი.

ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ყვე­ლა სივ­რცე და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრი­სა და მთავ­რო­ბის მიერ შე­მუ­შა­ვე­ბუ­ლი ყვე­ლა წე­სის დაც­ვით გა­ნა­ახ­ლებს ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას. შე­სა­ბა­მი­სად, სას­ტუმ­როს ყვე­ლა სერ­ვი­სით სარ­გებ­ლო­ბა უსაფრ­თხო­ე­ბის ყვე­ლა წე­სის დაც­ვით იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი.

nata
0

ეჰ რა კარგია როცა გაქვს ფული! ვინ იტყოდა ასეთ კომფორტზე უარს და სიამოვნებით დაისვენებდა.

ავტორი:

სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" თავისი რესტორნებით, ბარითა და საცურაო აუზით სტუმრების მიღებას ივნისიდან განაახლებს

სასტუმრო "ბილტმორ თბილისი" თავისი რესტორნებით, ბარითა და საცურაო აუზით სტუმრების მიღებას ივნისიდან განაახლებს

სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ თავისი რესტორნებით, ბარითა და საცურაო აუზით სტუმრების მიღებას ივნისიდან განაახლებს.

რეგულაციების შესაბამისად, 1-ლი ივნისიდან ორსართულიანი ღია სივრცე - „აზურა ბარი“ გაიხსნება და სტუმრებს ყველა წესის დაცვით მიიღებს. როგორც სასტუმროს ადმინისტრაციაში განმარტავენ, მაგიდებს შორის დაცული იქნება 2-მეტრიანი დისტანცია. ასევე, ერთ მაგიდასთან სტუმრების მაქსიმალური რაოდენობა ექვსს შეადგენს.

„აზურა ბარისა“ და ზოგადად, სასტუმრო „ბილტმორ თბილისის“ პერსონალმა გაიარა სპეციალური სტრენინგი, შესაბამისად ისინი ყველა წესის დაცვით მოემსახურებიან სტუმრებს. 1-ლი ივნისიდან ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ამ მშვიდ, სასიამოვნო გარემოში მეგობრებთან თუ ოჯახის წევრებთან ერთად განტვირთვა უკვე ყველა მსურველს თამამად შეეძლება. „აზურა ბარის“ ტერიტორია სტუმრებს პირველივე ნახვისას ამახსოვრებს თავს, რადგანაც ის ქალაქის ცენტრში არსებულ ოაზისს ჰგავს თავისი შადრევნებითა და გრილი ნიავით. ზაფხულის ცხელ დღეებში აქ ყოველთვის სიგრილეა, ამიტომ ჩვენს სტუმრებს ჩვენთან განტვირთვა ძალიან უყვართ“, - განმარტეს სასტუმრო „ბილტმორ თბილისში“.

8 ივნისიდან თავად სასტუმრო „ბილტმორ თბილისი“ განაახლებს ფუნქციონირებას თავისი საცურაო აუზითა და 31-ე სართულზე მდებარე „ზიმ-რესტორნით“.

როგორც „ბილტმორ თბილისში“ აღნიშნავენ, მათთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა, სტუმრებს რეგიონის ყველაზე მაღალ სასტუმროში მდებარე რესტორანში უმასპინძლონ, საიდანაც შთამბეჭდავი პანორამული ხედები იშლება და განთქმულია უგემრიელესი სუში მენიუთი და სხვა მრავალფეროვანი კერძებით.

აღსანიშნავია, აუზის ტერიტორია „აზურა ბარის“ სივრცეს უერთდება, სადაც სტუმრებს ცივი სასმელით გაგრილებისა და გარუჯვის საშუალებაც ექნებათ.

საცურაო აუზის გახსნასთან ერთად, სტუმრებს საშუალება ექნებათ, აღადგინონ აკვა-აერობიკაზე ვიზიტები.

ზემოთ აღნიშნული ყველა სივრცე დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისა და მთავრობის მიერ შემუშავებული ყველა წესის დაცვით განაახლებს ფუნქციონირებას. შესაბამისად, სასტუმროს ყველა სერვისით სარგებლობა უსაფრთხოების ყველა წესის დაცვით იქნება შესაძლებელი.

„პეპელა“, „ბიბლუსი“ და „ლიბერო“ ონკოლოგიური დაავადების მქონე ბავშვების დასახმარებლად გაერთიანდნენ

ფინკა ბანკის საჩუქარი ექიმებს - საუკეთესო პირობები დეპოზიტზე

„ჯეო ჰოსპიტალს“-ის რეგიონულ სამედიცინო ცენტრებში ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს