სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკებით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დიდი მოგება ნახოს, რაც უზნეობაა" - ამირან გამყრელიძე
"თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკებით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დიდი მოგება ნახოს, რაც უზნეობაა" - ამირან გამყრელიძე

ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე - თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრია სხვა­დას­ხვა ხრი­კე­ბით და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბით ცდი­ლობს შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ დიდი მო­გე­ბა ნა­ხოს, რაც ჩემი გა­და­სა­ხე­დი­დან დიდი უზ­ნე­ო­ბაა

თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრია ცდი­ლობს სხვა­დას­ხვა ხრი­კე­ბით და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბით შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ ამით დიდი მო­გე­ბა ნა­ხოს. სწო­რედ ეს არის ერთი დიდი უზ­ნე­ო­ბა ჩემი გა­და­სა­ხე­დი­დან, - ამის შე­სა­ხებ და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნელ­მა ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძემ თამ­ბა­ქოს დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თუ­ლი „ფე­ის­ბუქ ლა­ი­ვის“ მიმ­დი­ნა­რე­ო­ბი­სას გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, წელს თამ­ბა­ქოს დღის მთა­ვა­რი თემა თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის­გან ახალ­გაზ­რდე­ბის დაც­ვაა. ამი­რან გამ­ყრე­ლი­ძე მი­იჩ­ნევს, რომ ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით სა­ქარ­თვე­ლო­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გა.

„თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრია არის უზარ­მა­ზა­რი ინ­დუსტრია 1 ტრი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ბრუნ­ვით მსოფ­ლი­ო­ში და ის ცდი­ლობს სხვა­დას­ხვა ხრი­კე­ბით და მიმ­ზიდ­ვე­ლო­ბით შეც­დო­მა­ში შე­იყ­ვა­ნოს ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ და­ი­წყონ მათ ამ ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის მავ­ნე პრო­დუქ­ტის ხმა­რე­ბა და გახ­დნენ მათ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, რომ მე­ო­რე მხრივ ინ­დუსტრი­ამ ამით დიდი მო­გე­ბა ნა­ხოს. სწო­რედ ეს არის ერთი დიდი უზ­ნე­ო­ბა ჩემი გა­და­სა­ხე­დი­დან, როცა ჩვენ ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლით ვვაჭ­რობთ და ამი­ტომ ყვე­ლა­ფე­რი უნდა გა­ვა­კე­თოთ, ამი­ტომ მკაცრ­დე­ბა კა­ნონ­მდებ­ლო­ბა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­ბი­ჯე­ბი იქნა გა­დად­გმუ­ლი გამ­კაც­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ პირ­ველ რიგ­ში და­ვიც­ვათ ახალ­გაზ­რდე­ბი იმის­გან, რომ არ და­ი­წყონ თამ­ბა­ქოს მო­წე­ვა“, - გა­ნა­ცხა­და გამ­ყრე­ლი­ძემ.

რო­გორც და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის არა­გა­დამ­დებ და­ა­ვა­დე­ბა­თა დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­როს­მა, ლელა სტუ­რუ­ამ „ფე­ის­ბუქ­ლა­ი­ვი­სას“ გა­ნა­ცხა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბით ყო­ვე­ლი მე­ო­თხე ადა­მი­ა­ნი იღუ­პე­ბა, ხოლო 3000-მდე - თამ­ბა­ქოს პა­სი­უ­რი მოქ­მე­დე­ბით.

„წელს კო­ვიდ­პე­რი­ოდ­ში ძა­ლი­ან ბევ­რმა ინ­დუსტრი­ამ შეც­ვა­ლა თა­ვი­სი მოქ­მე­დე­ბა, ბიზ­ნე­სი. ღვი­ნის და ალ­კოჰო­ლუ­რი სას­მე­ლე­ბის ინ­დუსტრი­ამ და­ი­წყო სა­დე­ზინ­ფექ­ციო ხსნა­რე­ბის წარ­მო­ე­ბა, ტექ­სტილ­ზე და მსუ­ბუქ მრეწ­ვე­ლო­ბა­ზე მო­მუ­შა­ვე­ებ­მა ნიღ­ბე­ბის, მაგ­რამ თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ამ არა­ფე­რი შეც­ვა­ლა, პი­რი­ქით, უფრო გა­აძ­ლი­ე­რა თა­ვი­სი მარ­კე­ტინ­გუ­ლი, ლო­ბის­ტუ­რი მოქ­მე­დე­ბე­ბი. გვეს­მის, რომ ძა­ლი­ან ბევ­რი ქვე­ყა­ნა, მით უმე­ტეს და­ბა­ლი და სა­შუ­ა­ლო შე­მო­სავ­ლე­ბის ქვე­ყა­ნა იძუ­ლე­ბუ­ლია თა­ვი­სი ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გამო გარ­კვე­უ­ლი შე­ნა­წი­რე­ბი მი­ი­ღოს თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის­გან, მაგ­რა ეს უკან არ აგ­დებს იმ ფაქტს, რომ თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბით იღუ­პე­ბა 8 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი მსფო­ლი­ო­ში, ხოლო სა­ქარ­თვე­ლო­ში 11400 ადა­მი­ა­ნი. ყო­ვე­ლი მე­ო­თხე ადა­მი­ა­ნი გვე­ღუ­პე­ბა თამ­ბა­ქოს მოხ­მა­რე­ბით, 3000-მდე იღუ­პე­ბა თამ­ბა­ქოს პა­სი­უ­რი მოქ­მე­დე­ბით, აქე­დან 300 ბავ­შვია. ყო­ველ­დღე თამ­ბა­ქოს ინ­დუსტრი­ის ხრი­კე­ბის და მისი ლო­ბის­ტუ­რი ქმე­დე­ბე­ბის გამო გვე­ღუ­პე­ბა ერთი ბავ­შვი ქვე­ყა­ნა­ში, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უშ­ვე­ბე­ლია“, - გა­ნა­ცხა­და ლელა სტუ­რუ­ამ.

თამუნა
0

მოიცა ევექსი რომ 8 საათიან კადრს 12 საათი გვამუშავებს 8 საათის ხელფასით ეგ უზნეობა არააა?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკებით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დიდი მოგება ნახოს, რაც უზნეობაა" - ამირან გამყრელიძე

"თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკებით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დიდი მოგება ნახოს, რაც უზნეობაა" - ამირან გამყრელიძე

ამირან გამყრელიძე - თამბაქოს ინდუსტრია სხვადასხვა ხრიკებით და მიმზიდველობით ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დიდი მოგება ნახოს, რაც ჩემი გადასახედიდან დიდი უზნეობაა

თამბაქოს ინდუსტრია ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით და მიმზიდველობით შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ ამით დიდი მოგება ნახოს. სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეობა ჩემი გადასახედიდან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ თამბაქოს დღესთან დაკავშირებით გამართული „ფეისბუქ ლაივის“ მიმდინარეობისას განაცხადა.

მისი თქმით, წელს თამბაქოს დღის მთავარი თემა თამბაქოს ინდუსტრიისგან ახალგაზრდების დაცვაა. ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით საქართველოში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

„თამბაქოს ინდუსტრია არის უზარმაზარი ინდუსტრია 1 ტრილიონი დოლარის ბრუნვით მსოფლიოში და ის ცდილობს სხვადასხვა ხრიკებით და მიმზიდველობით შეცდომაში შეიყვანოს ახალგაზრდები, რომ დაიწყონ მათ ამ ჯანმრთელობისთვის მავნე პროდუქტის ხმარება და გახდნენ მათზე დამოკიდებული, რომ მეორე მხრივ ინდუსტრიამ ამით დიდი მოგება ნახოს. სწორედ ეს არის ერთი დიდი უზნეობა ჩემი გადასახედიდან, როცა ჩვენ ადამიანის სიცოცხლით ვვაჭრობთ და ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, ამიტომ მკაცრდება კანონმდებლობა. საქართველოში ბოლო სამი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნა გადადგმული გამკაცრებასთან დაკავშირებით, რომ პირველ რიგში დავიცვათ ახალგაზრდები იმისგან, რომ არ დაიწყონ თამბაქოს მოწევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა, ლელა სტურუამ „ფეისბუქლაივისას“ განაცხადა, საქართველოში თამბაქოს მოხმარებით ყოველი მეოთხე ადამიანი იღუპება, ხოლო 3000-მდე - თამბაქოს პასიური მოქმედებით.

„წელს კოვიდპერიოდში ძალიან ბევრმა ინდუსტრიამ შეცვალა თავისი მოქმედება, ბიზნესი. ღვინის და ალკოჰოლური სასმელების ინდუსტრიამ დაიწყო სადეზინფექციო ხსნარების წარმოება, ტექსტილზე და მსუბუქ მრეწველობაზე მომუშავეებმა ნიღბების, მაგრამ თამბაქოს ინდუსტრიამ არაფერი შეცვალა, პირიქით, უფრო გააძლიერა თავისი მარკეტინგული, ლობისტური მოქმედებები. გვესმის, რომ ძალიან ბევრი ქვეყანა, მით უმეტეს დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყანა იძულებულია თავისი ეკონომიკური მდგომარეობის გამო გარკვეული შენაწირები მიიღოს თამბაქოს ინდუსტრიისგან, მაგრა ეს უკან არ აგდებს იმ ფაქტს, რომ თამბაქოს მოხმარებით იღუპება 8 მილიონი ადამიანი მსფოლიოში, ხოლო საქართველოში 11400 ადამიანი. ყოველი მეოთხე ადამიანი გვეღუპება თამბაქოს მოხმარებით, 3000-მდე იღუპება თამბაქოს პასიური მოქმედებით, აქედან 300 ბავშვია. ყოველდღე თამბაქოს ინდუსტრიის ხრიკების და მისი ლობისტური ქმედებების გამო გვეღუპება ერთი ბავშვი ქვეყანაში, რაც აბსოლუტურად დაუშვებელია“, - განაცხადა ლელა სტურუამ.

"ვითომ რაღაც გააკეთა... ხეპრე ფეხბურთელის ჟესტი იყო" - თემურ ჭყონია კრიშტიანუ რონალდუზე

თენგიზ ცერცვაძე ასახელებს სავარაუდო თარიღს, როდესაც კორონავირუსის მეოთხე ტალღას ელოდებიან - "...ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს"

"თუ ვინმეს რამე დარღვევა აქვს, თავზე ხელს არ გადავუსვამ..." - მეუფე იაკობი ხვალ ომბუდსმენს შეხვდება