სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" გამოცხადდა - აშშ-ში შავკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო, პროტესტი გრძელდება
რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" გამოცხადდა - აშშ-ში შავკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო, პროტესტი გრძელდება

აშშ-ის რამ­დე­ნი­მე ქა­ლაქ­ში, მათ შო­რის მი­ნე­ა­პო­ლის­ში, ატ­ლან­ტა­ში, ლოს-ან­ჯე­ლეს­ში, ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში, პორტლენ­დსა და ლუ­ის­ვილ­ში, ჯორჯ ფლო­ი­დის გარ­დაც­ვა­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მარ­თუ­ლი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბის გამო ღა­მის სა­ა­თებ­ში „კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი“ გა­მო­ცხად­და, - ამის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას „ბი­ბი­სი“ ავ­რცე­ლებს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ქვეყ­ნის 30-მდე ქა­ლაქ­ში გა­ი­მარ­თა.

ჩი­კა­გო­ში აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა სპეც­რაზმს ქვე­ბი და­უ­ში­ნეს, რა­საც სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბის მხრი­დან ცრემლსა­დე­ნი გა­ზის გა­მო­ყე­ნე­ბა და რამ­დე­ნი­მე ადა­მი­ა­ნის და­კა­ვე­ბა მოჰ­ყვა.

ლოს-ან­ჯე­ლეს­ში პო­ლი­ცი­ამ მო­მი­ტინ­გე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ რე­ზი­ნის ტყვი­ე­ბი გა­მო­ი­ყე­ნეს მას შემ­დეგ, რაც მათ პო­ლი­ცი­ე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით ბოთ­ლე­ბის სრო­ლა და­ი­წყეს და პო­ლი­ცი­ის რამ­დე­ნი­მე მან­ქა­ნას ცე­ცხლი წა­უ­კი­დეს.

ატ­ლან­ტა­ში, ჯორ­ჯი­ის შტატ­ში, სა­დაც აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებ­მა შე­ნო­ბე­ბი და­არ­ბი­ეს, სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ცხად­და.

საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი ვა­შინ­გონ­ში, თეთრ სახ­ლთან გა­ი­მარ­თა. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნის მსვლე­ლო­ბე­ბი მო­ე­წყო მი­ნე­ა­პო­ლის­ში, ნიუ-იორკში, მა­ი­ა­მი­ში, ატ­ლან­ტა­სა და ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მი­ნე­სო­ტას შტატ­ში გვი­ან ღა­მით ეროვ­ნუ­ლი გვარ­დი­ის ასე­უ­ლო­ბით ჯა­რის­კა­ცის მო­ბი­ლი­ზე­ბა მოხ­და. ეს არის სა­რე­ზერ­ვო სამ­ხედ­რო ძალა, რომ­ლის გა­მო­ძა­ხე­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ ქვეყ­ნის პრე­ზი­დენ­ტსა და შტა­ტე­ბის გუ­ბერ­ნა­ტო­რებს აქვთ.

შე­გახ­სე­ნებთ, აშშ-ში რამ­დე­ნი­მე დღეა მას­შტა­ბუ­რი საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცი­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს. პრო­ტეს­ტი 46 წლის ჯორჯ ფლო­ი­დის და­კა­ვე­ბის ამ­სახ­ველ­მა ვი­დე­ომ გა­მო­იწ­ვია. კად­რებ­ში ჩანს, რომ ხელ­შეკ­რულ მა­მა­კაცს პო­ლი­ცი­ე­ლი მუხლს კი­სერ­ზე აჭერს, ის­მის და­კა­ვე­ბუ­ლის სი­ტყვე­ბიც, რომ სუნ­თქვა აღარ შე­უძ­ლია. მოგ­ვი­ა­ნე­ბით ყო­ფი­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი, დე­რეკ შო­ვო­ნი, ჯორჯ ფლო­ი­დის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე და­ა­კა­ვეს და ბრა­ლი მკვლე­ლო­ბის­თვის წა­უ­ყე­ნეს. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ინ­ცი­დენ­ტში ჩარ­თულ კი­დევ სამ პო­ლი­ცი­ელ­თან და­კავ­ში­რე­ბით უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში მი­ი­ღე­ბენ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
2020
51

ამერიკა ამერიკელებს აღარ ეკუთვნით ავაზაკების ხელშია

მ.თ .
2

საშინელებაა. ცივსისხლიანები ყველგან არიან.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" გამოცხადდა - აშშ-ში შავკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო, პროტესტი გრძელდება

რამდენიმე ქალაქში საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" გამოცხადდა - აშშ-ში შავკანიანი მამაკაცის გარდაცვალების გამო, პროტესტი გრძელდება

აშშ-ის რამდენიმე ქალაქში, მათ შორის მინეაპოლისში, ატლანტაში, ლოს-ანჯელესში, ფილადელფიაში, პორტლენდსა და ლუისვილში, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო აქციების გამო ღამის საათებში „კომენდანტის საათი“ გამოცხადდა, - ამის შესახებ ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საპროტესტო აქციები ქვეყნის 30-მდე ქალაქში გაიმართა.

ჩიკაგოში აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმს ქვები დაუშინეს, რასაც სამართალდამცველების მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენება და რამდენიმე ადამიანის დაკავება მოჰყვა.

ლოს-ანჯელესში პოლიციამ მომიტინგეების წინააღმდეგ რეზინის ტყვიები გამოიყენეს მას შემდეგ, რაც მათ პოლიციელების მისამართით ბოთლების სროლა დაიწყეს და პოლიციის რამდენიმე მანქანას ცეცხლი წაუკიდეს.

ატლანტაში, ჯორჯიის შტატში, სადაც აქციის მონაწილეებმა შენობები დაარბიეს, საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.

საპროტესტო აქციები ვაშინგონში, თეთრ სახლთან გაიმართა. ათასობით ადამიანის მსვლელობები მოეწყო მინეაპოლისში, ნიუ-იორკში, მაიამიში, ატლანტასა და ფილადელფიაში.

აღსანიშნავია, რომ მინესოტას შტატში გვიან ღამით ეროვნული გვარდიის ასეულობით ჯარისკაცის მობილიზება მოხდა. ეს არის სარეზერვო სამხედრო ძალა, რომლის გამოძახების უფლება მხოლოდ ქვეყნის პრეზიდენტსა და შტატების გუბერნატორებს აქვთ.

შეგახსენებთ, აშშ-ში რამდენიმე დღეა მასშტაბური საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროტესტი 46 წლის ჯორჯ ფლოიდის დაკავების ამსახველმა ვიდეომ გამოიწვია. კადრებში ჩანს, რომ ხელშეკრულ მამაკაცს პოლიციელი მუხლს კისერზე აჭერს, ისმის დაკავებულის სიტყვებიც, რომ სუნთქვა აღარ შეუძლია. მოგვიანებით ყოფილი პოლიციელი, დერეკ შოვონი, ჯორჯ ფლოიდის მკვლელობის საქმეზე დააკავეს და ბრალი მკვლელობისთვის წაუყენეს. სამართალდამცავები აცხადებენ, რომ ინციდენტში ჩართულ კიდევ სამ პოლიციელთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში მიიღებენ გადაწყვეტილებას.

კრისტიან ერიქსენი კლინიკიდან პირველ ფოტოს აქვეყნებს - რას წერს დანიელი ფეხბურთელი, რომელიც ფეხბურთის თამაშის დროს ცუდად გახდა

"მუხლზე არ დავდგებით, ხორვატია ამას არ გააკეთებს" - რატომ ეწინააღმდეგებიან ხორვატი ფეხბურთელები მუხლის მოყრას და რას აცხადებს გუნდის კაპიტანი, ლუკა მოდრიჩი

"მათში გარშემო მყოფთა მიმართ ზიზღი და ბრაზია, რომელიც დოპინგივით მოქმედებს" - ჟირინოვსკი ბელგიასთან რუსეთის ნაკრების დამარცხების მიზეზებზე