კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
პოლიტიკა

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ტოპ 10 წიგნი მხატვრული ლიტერატურიდან - რა შევიძინოთ წიგნის ვირტუალურ ფესტივალზე?
ტოპ 10 წიგნი მხატვრული ლიტერატურიდან - რა შევიძინოთ წიგნის ვირტუალურ ფესტივალზე?

წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი ლი­ტე­რა­ტუ­რის მოყ­ვა­რუ­ლე­ბი­სათ­ვის ნამ­დვი­ლი დღე­სას­წა­უ­ლია, რო­მე­ლიც წელს ვირ­ტუ­ა­ლუ­რად პირ­ვე­ლად გა­ი­მარ­თე­ბა. 30 და 31 მა­ისს ვირ­ტუ­ა­ლუ­რი პა­ვი­ლი­ო­ნი დახ­ვდე­ბა მკი­თხველს ვებგ­ვერ­დზე www.biblusi.ge, სა­დაც ფას­დაკ­ლე­ბით მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი ლი­ტე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა წარ­მოდ­გე­ნი­ლი სხვა­დას­ხვა გე­მოვ­ნე­ბის, ასა­კი­სა და ინ­ტე­რე­სე­ბის მი­ხედ­ვით.

გთა­ვა­ზობთ ტოპ 10 წიგნს, რომ­ლე­ბიც წიგ­ნის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის ფარ­გლებ­ში, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა შე­ი­ძი­ნოთ:

ლუკა ბა­ქა­ნი­ძე - "მე­სა­მე ნა­პი­რი"

ლი­ტე­რატ­რუ­ლი პრე­მია „სა­ბას“ ლა­უ­რე­ა­ტი ავ­ტო­რის ლუკა ბა­ქა­ნი­ძის რო­მანს „მე­სა­მე ნა­პი­რი“ ქარ­თულ ლი­ტე­რა­ტუ­რულ კრი­ტი­კა­ში "კულ­ტუ­რუ­ლი გარ­ღვე­ვაც" კი უწო­დეს.

"მე­სა­მე ნა­პი­რი" უცხო ნა­პი­რია. ეს არის სამ­ყა­რო, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან შორ­საა და ძა­ლი­ან ახ­ლოს ჩვენ­გან. სამ­ყა­რო, სა­დაც მი­წის­ქვე­შა გა­და­სას­ვლე­ლე­ბის, მი­ტო­ვე­ბუ­ლი სკვე­რე­ბი­სა და პარ­კე­ბის, ქა­ლა­ქის ყვე­ლა­ზე შავ­ბნე­ლი ად­გი­ლე­ბის „ბა­ტონ-პატ­რონ­ნი“, მა­წან­წა­ლე­ბი, უსახ­ლკა­რო­ნი - ათა­სი ჯუ­რის ხალ­ხი ცხოვ­რობს - სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლი, მის­გან გა­რი­ყუ­ლი, ხში­რად სა­კუ­თა­რი ნე­ბით გა­ნა­პი­რე­ბუ­ლი. ეს არის მდუ­ღა­რე, ვე­ლუ­რი, შლე­გი ნა­პი­რი, დიდი სი­ბინ­ძუ­რით, და­ცე­მუ­ლო­ბით, ბო­რო­ტე­ბით, ცოდ­ვით და ამა­ვე დროს პირ­ველ­ქმნი­ლი უბი­წო­ე­ბით, დიდი სი­ფა­ქი­ზით, აღ­მაფ­რე­ნით, შე­მოქ­მედ­თან არ­ნა­ხუ­ლი სი­ახ­ლო­ვით და უწ­მინ­დე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბით.

რო­მანს აქვს ყვე­ლა ნი­შა­ნი და ღირ­სე­ბა, თა­ნა­მედ­რო­ვე „მრავ­ლისმნახ­ვე­ლი“ მკი­თხვე­ლის გა­ო­ცე­ბა რომ შეძ­ლოს; ესაა სიღ­რმე, დი­ნა­მი­კუ­რო­ბა, აქ­ტუ­ა­ლუ­რო­ბა, ცო­ცხა­ლი სი­უ­ჟე­ტი, თუმ­ცა ზე­მოქ­მე­დე­ბის უპირ­ვე­ლე­სი ია­რა­ღი, ამ შემ­თხვე­ვა­ში, მთხრო­ბე­ლის ოს­ტა­ტო­ბა, გულ­წრფე­ლო­ბა და თე­მის სი­ახ­ლეა. „მე­სა­მე ნა­პი­რი“ მო­უ­ლოდ­ნე­ლო­ბით გა­გა­ო­ცებთ, ჩა­გა­ფიქ­რებთ, გა­ცი­ნებთ, და­გა­სევ­დი­ა­ნებთ, სხვა­ნა­ი­რად და­გა­ნახ­ვებთ სა­ზო­გა­დო­ე­ბას და სა­კუ­თარ თავ­საც.

იაგო თვა­ლა­ბე­იშ­ვი­ლი - "გარ­და­სუ­ლე­ბი"

ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018-ისა“ და პრე­მია „ლი­ტე­რას“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, რო­მა­ნით „ტრან­სმუ­ტა­ცია“.

„გარ­და­სუ­ლე­ბი“ ახალ­გაზ­რდა ავ­ტო­რის რი­გით მე­ო­რე წიგ­ნია. ამ კრე­ბულ­ში შე­სუ­ლი მო­თხრო­ბე­ბი ბე­დის­წე­რის მიერ ერ­თმა­ნეთ­ში უც­ნა­უ­რად გა­და­ჯაჭ­ვულ სრუ­ლი­ად და­უ­ჯე­რე­ბელ ამ­ბებს გვიყ­ვე­ბა; აღ­წე­რი­ლია ადა­მი­ა­ნე­ბის გა­უ­საძ­ლი­სი ყოფა და ექ­სტრე­მა­ლუ­რი გა­რე­მოს ზე­გავ­ლე­ნით გა­შიშ­ვლე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ზე ბნე­ლი, სა­ზა­რე­ლი მხა­რე მათი არ­სე­ბო­ბი­სა...

„ქვეს­კნე­ლუ­რი თხზუ­ლე­ბე­ბი“ - ასე აფა­სებს ფი­ლო­სო­ფო­სი გი­ორ­გი მა­ი­სუ­რა­ძე ამ წიგნს და აღ­ნიშ­ნავს, რომ ავ­ტო­რი ყო­ველ­გავ­რი შე­ლა­მა­ზე­ბის გა­რე­შე გვე­სა­უბ­რე­ბა ჩვენს რე­ა­ლო­ბა­ზე.

წიგ­ნი გა­ფორ­მე­ბუ­ლია ავ­ტო­რი­სა­ვე შექ­მნი­ლი ილუსტრა­ცი­ე­ბით, გა­რეყდა­ზე და­ტა­ნი­ლია მი­სი­ვე ნა­ხა­ტი.

ელის ფე­ი­რინ­გი - "ღვი­ნის სიყ­ვა­რუ­ლით"

„ღვი­ნის სიყ­ვა­რუ­ლით“ ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის, ჟურ­ნა­ლის­ტი­სა და ბლო­გე­რის, ელის ფე­ი­რინ­გის წიგ­ნია.

ავ­ტო­რი მკი­თხველს ქარ­თუ­ლი ღვი­ნის შე­სა­ხებ და­უ­ვი­წყა­რი პორ­ტრე­ტე­ბით, პე­ი­ზა­ჟე­ბი­თა და სი­უ­ჟე­ტე­ბით მო­უ­თხრობს; მკი­თხვე­ლი მეღ­ვი­ნი­დან მეღ­ვი­ნეს­თან გა­და­დის და იქ­მნე­ბა ისე­თი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, თით­ქოს ღვი­ნის გზას გა­დის და აღ­წე­რი­ლი მოვ­ლე­ნე­ბი მის თვალ­წინ ხდე­ბა.

ქარ­თუ­ლი ბუ­ნებ­რი­ვი ღვი­ნის აღორ­ძი­ნე­ბა წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბით სავ­სე პრო­ცე­სი იყო და დი­ნე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ცურ­ვას ჰგავ­და. რამ­დე­ნი­მე მეღ­ვი­ნემ გზა მა­ინც გაჭ­რა, ჩვე­ნი მარ­ნე­ბი­სა­კენ მო­ა­ხე­და მსოფ­ლიო და გე­ნი­ა­ლუ­რი ქვევ­რის ღვი­ნო­ე­ბით გა­აკ­ვირ­ვა იგი! ეს წიგ­ნი სწო­რედ ამ ადა­მი­ა­ნებ­ზეა - ცო­ცხალ ლე­გენ­დებ­ზე! და ყვე­ლა იმ ქარ­თველ­ზე, რო­მელ­საც ამე­რი­კე­ლი ღვი­ნის მწერ­ლის მო­თხრო­ბი­ლი ამ­ბა­ვი, თა­ვი­სი ოჯა­ხი­სა და ღვი­ნის ის­ტო­რი­ას გა­ახ­სე­ნებს.

რუპი კა­უ­რი - "რძე და თაფ­ლი"

ინ­სტა­პო­ე­ზია - რით­მი­ა­ნი თუ ურით­მო ფრა­ზე­ბი ინ­სტაგ­რამ­ზე, 3,6 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი და მი­ლი­ო­ნო­ბით მო­წო­ნე­ბა. რუპი კა­უ­რი ინ­დო­ეთ­ში და­ბა­დე­ბუ­ლი და კა­ნა­და­ში გა­და­სახ­ლე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლი, პო­ე­ტი და ილუსტრა­ტო­რია. მისი პირ­ვე­ლი კრე­ბუ­ლი „რძე და თაფ­ლი“ 2014 წელს გა­მო­ვი­და. კრე­ბუ­ლი 30-ზე მეტ ენა­ზეა თარ­გმნი­ლი და 2,5 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლა­რია გა­ყი­დუ­ლი.

ავ­ტო­რის გან­სა­კუთ­რე­ბულ პო­პუ­ლა­რო­ბას შე­მოქ­მე­დე­ბის ფორ­მატ­თან ერ­თად ხელი შე­უ­წყო იმ ფაქ­ტმაც, რომ ის წერს სო­ცი­ა­ურ ქსე­ლებ­ში მე­ტად აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სიყ­ვა­რუ­ლი, სექ­სი, უარ­ყო­ფა, ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

თუმ­ცა, რუპი კა­უ­რი ეხე­ბა უფრო რთულ სა­კი­თხებ­საც რო­გო­რია ძა­ლა­დო­ბა, სი­ლა­მა­ზის სტან­დარ­ტე­ბი და რა­სიზ­მი. მისი მთა­ვა­რი სიძ­ლი­ე­რე კი ის არის, რომ კა­უ­რის პო­ე­ზია ძა­ლი­ან გულ­წრფე­ლია და შო­რი­დან კი არ უვ­ლის თე­მებს, არა­მედ პირ­და­პირ ეხე­ბა.

შარ­ლო­ტა ბრონ­ტე - "მას­წავ­ლე­ბე­ლი"

მას­წავ­ლე­ბე­ლი შარ­ლო­ტა ბრონ­ტეს პირ­ვე­ლი რო­მა­ნია, რომ­ლის გა­მო­ცე­მა კარ­გა ხანს ვერ მო­ხერ­ხდა, რად­გან გა­მომ­ცემ­ლებ­მა და­ი­წუ­ნეს. რო­მა­ნი მწერ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დგომ, 1857 წელს და­ი­ბეჭ­და და მას­ში უკვე ჩანს XIX სა­უ­კუ­ნის ერთ-ერთი პუ­პუ­ლა­რუ­ლი რო­მა­ნის "ჯეინ ეა­რის" ავ­ტო­რის ნი­ჭი­ე­რე­ბა. "მას­წავ­ლებ­ლის" დაწ­რის იდეა მას ბრი­უ­სელ­ში და­ე­ბა­და, სა­დაც უცხო ენებს სწავ­ლობ­და.

წიგ­ნი აღ­წერს ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცის, უი­ლი­ამ ქრიმ­სვორ­თის ამ­ბავს - ცხოვ­რე­ბა­ში ად­გი­ლის სა­პოვ­ნე­ლად მის ძი­ე­ბებს, ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას და­მო­უ­კი­დე­ბელ, პრინ­ცი­პულ მა­მა­კა­ცად, რომ­ლის­თვი­საც გა­ცი­ლე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ადა­მი­ა­ნის სუ­ლი­ე­რი სიმ­დიდ­რე, ვიდ­რე გა­რეგ­ნუ­ლი ბრწყინ­ვა­ლე­ბა - გო­ნი­ე­რი ახალ­გაზ­რდა მას­წავ­ლე­ბე­ლი მა­ლე­ვე მიხ­ვდა, რომ რაც ბრწყი­ნავს, ყო­ველ­თვის ოქრო არ არის.

ელიფ შა­ფა­ქი - "ხუ­როთ­მო­ძღვრის შე­გირ­დი"

თურ­ქი მწერ­ლის ელიფ შა­ფა­ქის მო­რიგ რო­მან­ში, თქვე­ნი მას­პინ­ძე­ლია შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის სტამ­ბო­ლი, ჯა­დოს­ნუ­რი, ფე­რა­დო­ვა­ნი, იდუ­მა­ლე­ბით მო­ცუ­ლი, ბოს­ფო­რის პი­რას ნე­ბივ­რად გა­წო­ლი­ლი ქა­ლა­ქი, კაც­თა ბე­დის მჭე­დე­ლი, შე­მოქ­მედ­თა ას­პა­რე­ზი... იგი თქვენ თვალ­წინ გლო­ვობს და ზე­ი­მობს, ლო­ცუ­ლობს და იწყევ­ლე­ბა, ფუ­ფუ­ნე­ბა­ში ეფ­ლო­ბა და სი­ღა­ტა­კის მწა­რე პურს ჭამს, იწ­ვის და დი­დოს­ტა­ტის ხე­ლით კვლავ შენ­დე­ბა!

პერ­სო­ნაჟ­თა უმ­დიდ­რე­სი გა­ლე­რეა: სუ­ლე­ი­მან დი­დე­ბუ­ლი და მისი მემ­კვიდ­რე­ე­ბი, ევ­რო­პე­ლი ელ­ჩე­ბი თუ მო­ხე­ტი­ა­ლე ბო­შე­ბი, სუფი დერ­ვი­შე­ბი თუ ჰა­რამ­ხა­ნის ტურ­ფე­ბი... და ამ გა­ლე­რე­ის გვირ­გვი­ნი – სტამ­ბო­ლის ლე­გენ­და­რუ­ლი აღმშე­ნე­ბე­ლი კოჩა მი­მარ სი­ნა­ნი!

ოდრი ნი­ფე­ნე­გე­რი - "დრო­ში მოგ­ზა­უ­რის ცოლი"

ამე­რი­კე­ლი მწერ­ლის ოდრი ნი­ფე­ნე­გე­რის სა­დე­ბი­უ­ტო რო­მა­ნი 2003 წელს გა­მო­ვი­და. ავ­ტორ­მა ძლი­ე­რი სა­სიყ­ვა­რუ­ლი იმედ­გაც­რუ­ე­ბა გა­ნი­ცა­და, რო­დე­საც წიგნ­ზე მუ­შა­ო­ბა და­ი­წყო. სწო­რედ ეს იყო ჰენ­რი­სა და კლე­რის ის­ტო­რი­ის მა­მო­ტი­ვი­რე­ბე­ლი. რო­მა­ნი, რო­მე­ლიც სა­მეც­ნი­ე­რო ფიქ­ცი­ი­სა და რო­მან­ტიზ­მის სა­ინ­ტე­რე­სო ნა­ზა­ვია, და­გა­ფიქ­რებთ ისეთ სა­კი­თხებ­ზე, რო­გო­რი­ცაა სიყ­ვა­რუ­ლი, და­კარ­გვა, თა­ვი­სუ­ფა­ლი ნება.

სა­ინ­ტე­რე­სოა ის ფაქ­ტიც, რომ ნი­ფე­ნე­გერს, რო­გორც ახალ­ბე­და ავ­ტორს, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი აგენ­ტის მო­ძებ­ნა გა­უ­ჭირ­და. თუმ­ცა მწე­რა­ლი არ და­ნებ­და და წიგ­ნი გა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე გახ­და ბესტსე­ლე­რი. მოკ­ლე პე­რი­ოდ­ში, მისი 2,5 მი­ლი­ო­ნი ეგ­ზემპლი­ა­რი გა­ი­ყი­და და წიგნ­მა არა­ერ­თი ჯილ­დოც, მათ შო­რის, Exclusive Books Boeke Prize და British Book Award მი­ი­ღო.

2009 წელს გა­მო­ვი­და წიგ­ნის სცე­ნა­რის მი­ხედ­ვით გა­და­ღე­ბუ­ლი ფილ­მი, იმა­ვე სა­ხელ­წო­დე­ბით.

ლეონ ლე­ი­სო­ნი - "ხის ყუთ­ზე შემ­დგა­რი ბიჭი"

ეს წიგ­ნი ოს­კარ შინდლე­რის სიის ყვე­ლა­ზე უმ­ცრო­სი წევ­რის, ლეონ ლე­ი­სო­ნის თავ­გა­და­სა­ვა­ლია. ლე­ო­ნი 10 წლის იყო, როცა ომი და­ი­წყო. ნა­ცის­ტებ­მა ის და მისი ოჯა­ხი ჯერ კრა­კო­ვის გე­ტო­ში შე­ყა­რეს, მერე პლა­შო­ვის სა­კონ­ცენ­ტრა­ციო ბა­ნაკ­ში გა­მო­ამ­წყვდი­ეს. შიშ­მა, შიმ­შილ­მა, ნა­ცის­ტე­ბის სი­სას­ტი­კემ ვერ გა­უ­ნე­ლა ლეონ ლე­ი­სონს სი­ცო­ცხლის სიყ­ვა­რუ­ლი და რწმე­ნა, რომ სი­კე­თე და­უ­მარ­ცხე­ბე­ლია; რომ არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბის­თვი­საც მოყ­ვა­სის დახ­მა­რე­ბა და თა­ნაგ­რძნო­ბა ამ­ქვეყ­ნად ყვე­ლა­ზე დიდი ღი­რე­ბუ­ლე­ბაა.

„ლეონ ლე­ი­სო­ნი ნამ­დვი­ლად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი და ნი­ჭი­ე­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო. მისი მუ­დამ მად­ლი­ე­რი ვიქ­ნე­ბი შოას ფონ­დის­თვის გა­და­ცე­მუ­ლი იმ სა­ბუ­თე­ბის­თვის, რო­მელ­თაც სა­თუ­თად მო­ვუფრ­თხილ­დე­ბით, რათა მო­მა­ვა­ლი თა­ო­ბე­ბი გა­ეც­ნონ და აღ­ფრთო­ვან­დნენ მისი შე­სა­ნიშ­ნა­ვი ცხოვ­რე­ბით“ - სტი­ვენ სპილ­ბერ­გი, ოს­კა­რო­სა­ნი რე­ჟი­სო­რი ფილ­მის­თვის "შინდლე­რის სია".

ერიხ მა­რია რე­მარ­კი - "აჩ­რდი­ლე­ბი სა­მო­თხე­ში"

ჟურ­ნა­ლის­ტი და მწე­რა­ლი, მშვე­ნი­ე­რი მსა­ხი­ო­ბი, გე­ნი­ა­ლუ­რი ქი­რურ­გი, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბის მოძ­რა­ო­ბის მო­ნა­წი­ლე გმი­რი და ლე­გენ­და – ყვე­ლა­ნი „ამე­რი­კულ სა­მო­თხე­ში“ მოხ­ვდნენ, გა­მოქ­ცე­ულ­ნი ევ­რო­პი­დან, სა­დაც მე­ო­რე მსოფ­ლიო ომი მძვინ­ვა­რებს. ამ, ერთი შე­ხედ­ვით, კე­თილ­დღე­ო­ბა­ში ვერ პო­უ­ლო­ბენ სუ­ლი­ერ სიმ­შვი­დეს. მათ აერ­თი­ა­ნებთ მძი­მე ტვირ­თი: თი­თო­ე­ულ­მა და­კარ­გა ოჯა­ხი, მე­გობ­რე­ბი, საყ­ვა­რე­ლი საქ­მე, და­კარ­გა სამ­შობ­ლო... და, მი­უ­ხე­და­ვად წარ­მა­ტე­ბი­სა სიყ­ვა­რულ­სა თუ პრო­ფე­სი­ა­ში, აჩ­რდი­ლე­ბი­ვით არ­სე­ბო­ბენ ემიგ­რან­ტე­ბი ახალ სამ­ყა­რო­ში, ერთი იმე­დით – ოდეს­მე შინ დაბ­რუნ­დე­ბი­ან.

რო­მა­ნი „აჩ­რდი­ლე­ბი სა­მო­თხე­ში“ პირ­ვე­ლად ითარ­გმნა ქარ­თულ ენა­ზე.

სე­სი­ლია ა’ჰერ­ნი - "სიყ­ვა­რუ­ლით, როზი"

წიგ­ნი პრეს­ტი­ჟუ­ლი ჯილ­დო­ე­ბის: THE BRITISH BOOK AWARDS, IRISH POST AWARD-ისა და CORINE LITERATURE PRIZE-ის მფლო­ბე­ლია.

"სიყ­ვა­რუ­ლით, როზი" გა­მორ­ჩე­უ­ლია არა მხო­ლოდ სა­ინ­ტე­რე­სო და და­მა­ინ­ტრი­გე­ბე­ლი სი­უ­ჟე­ტით, არა­მედ რო­მა­ნის არას­ტან­დარ­ტუ­ლი ფორ­მი­თაც.

მთა­ვა­რი გმი­რე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში წე­რენ ერ­თმა­ნეთს ელექტრო­ნულ და სა­ფოს­ტონ­მარ­კი­ან წე­რი­ლებს, უგ­ზავ­ნი­ან შე­ტყო­ბი­ნე­ბებს, ბა­რა­თებს; ერ­თმა­ნეთს უზი­ა­რე­ბენ დარდს, წუ­ხილს, სი­ხა­რულს...

თით­ქოს, რაღა შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს იმ ადა­მი­ა­ნე­ბის ცხოვ­რე­ბა­ში, რომ­ლებ­მაც უკვე გა­მო­ცა­დეს უიღ­ბლო ქორ­წი­ნე­ბა და გან­შო­რე­ბა, იმედ­გაც­რუ­ე­ბა და ღა­ლა­ტი... მაგ­რამ ეს მხო­ლოდ თით­ქოს...

სრუ­ლი კა­ტა­ლო­გი ნა­ხეთ ბმულ­ზე

ავტორი:

ტოპ 10 წიგნი მხატვრული ლიტერატურიდან - რა შევიძინოთ წიგნის ვირტუალურ ფესტივალზე?

ტოპ 10 წიგნი მხატვრული ლიტერატურიდან - რა შევიძინოთ წიგნის ვირტუალურ ფესტივალზე?

წიგნის ფესტივალი ლიტერატურის მოყვარულებისათვის ნამდვილი დღესასწაულია, რომელიც წელს ვირტუალურად პირველად გაიმართება. 30 და 31 მაისს ვირტუალური პავილიონი დახვდება მკითხველს ვებგვერდზე www.biblusi.ge, სადაც ფასდაკლებით მრავალფეროვანი ლიტერატურა იქნება წარმოდგენილი სხვადასხვა გემოვნების, ასაკისა და ინტერესების მიხედვით.

გთავაზობთ ტოპ 10 წიგნს, რომლებიც წიგნის ვირტუალური ფესტივალის ფარგლებში, აუცილებლად უნდა შეიძინოთ:

ლუკა ბაქანიძე - "მესამე ნაპირი"

ლიტერატრული პრემია „საბას“ ლაურეატი ავტორის ლუკა ბაქანიძის რომანს „მესამე ნაპირი“ ქართულ ლიტერატურულ კრიტიკაში "კულტურული გარღვევაც" კი უწოდეს.

"მესამე ნაპირი" უცხო ნაპირია. ეს არის სამყარო, რომელიც ძალიან შორსაა და ძალიან ახლოს ჩვენგან. სამყარო, სადაც მიწისქვეშა გადასასვლელების, მიტოვებული სკვერებისა და პარკების, ქალაქის ყველაზე შავბნელი ადგილების „ბატონ-პატრონნი“, მაწანწალები, უსახლკარონი - ათასი ჯურის ხალხი ცხოვრობს - საზოგადოებისთვის მიუღებელი, მისგან გარიყული, ხშირად საკუთარი ნებით განაპირებული. ეს არის მდუღარე, ველური, შლეგი ნაპირი, დიდი სიბინძურით, დაცემულობით, ბოროტებით, ცოდვით და ამავე დროს პირველქმნილი უბიწოებით, დიდი სიფაქიზით, აღმაფრენით, შემოქმედთან არნახული სიახლოვით და უწმინდესი ღირებულებებით.

რომანს აქვს ყველა ნიშანი და ღირსება, თანამედროვე „მრავლისმნახველი“ მკითხველის გაოცება რომ შეძლოს; ესაა სიღრმე, დინამიკურობა, აქტუალურობა, ცოცხალი სიუჟეტი, თუმცა ზემოქმედების უპირველესი იარაღი, ამ შემთხვევაში, მთხრობელის ოსტატობა, გულწრფელობა და თემის სიახლეა. „მესამე ნაპირი“ მოულოდნელობით გაგაოცებთ, ჩაგაფიქრებთ, გაცინებთ, დაგასევდიანებთ, სხვანაირად დაგანახვებთ საზოგადოებას და საკუთარ თავსაც.

იაგო თვალაბეიშვილი - "გარდასულები"

ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2018-ისა“ და პრემია „ლიტერას“ გამარჯვებული, რომანით „ტრანსმუტაცია“.

„გარდასულები“ ახალგაზრდა ავტორის რიგით მეორე წიგნია. ამ კრებულში შესული მოთხრობები ბედისწერის მიერ ერთმანეთში უცნაურად გადაჯაჭვულ სრულიად დაუჯერებელ ამბებს გვიყვება; აღწერილია ადამიანების გაუსაძლისი ყოფა და ექსტრემალური გარემოს ზეგავლენით გაშიშვლებული, ყველაზე ბნელი, საზარელი მხარე მათი არსებობისა...

„ქვესკნელური თხზულებები“ - ასე აფასებს ფილოსოფოსი გიორგი მაისურაძე ამ წიგნს და აღნიშნავს, რომ ავტორი ყოველგავრი შელამაზების გარეშე გვესაუბრება ჩვენს რეალობაზე.

წიგნი გაფორმებულია ავტორისავე შექმნილი ილუსტრაციებით, გარეყდაზე დატანილია მისივე ნახატი.

ელის ფეირინგი - "ღვინის სიყვარულით"

„ღვინის სიყვარულით“ ამერიკელი მწერლის, ჟურნალისტისა და ბლოგერის, ელის ფეირინგის წიგნია.

ავტორი მკითხველს ქართული ღვინის შესახებ დაუვიწყარი პორტრეტებით, პეიზაჟებითა და სიუჟეტებით მოუთხრობს; მკითხველი მეღვინიდან მეღვინესთან გადადის და იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს ღვინის გზას გადის და აღწერილი მოვლენები მის თვალწინ ხდება.

ქართული ბუნებრივი ღვინის აღორძინება წინააღმდეგობებით სავსე პროცესი იყო და დინების საწინააღმდეგო ცურვას ჰგავდა. რამდენიმე მეღვინემ გზა მაინც გაჭრა, ჩვენი მარნებისაკენ მოახედა მსოფლიო და გენიალური ქვევრის ღვინოებით გააკვირვა იგი! ეს წიგნი სწორედ ამ ადამიანებზეა - ცოცხალ ლეგენდებზე! და ყველა იმ ქართველზე, რომელსაც ამერიკელი ღვინის მწერლის მოთხრობილი ამბავი, თავისი ოჯახისა და ღვინის ისტორიას გაახსენებს.

რუპი კაური - "რძე და თაფლი"

ინსტაპოეზია - რითმიანი თუ ურითმო ფრაზები ინსტაგრამზე, 3,6 მილიონი გამომწერი და მილიონობით მოწონება. რუპი კაური ინდოეთში დაბადებული და კანადაში გადასახლებული ახალგაზრდა მწერალი, პოეტი და ილუსტრატორია. მისი პირველი კრებული „რძე და თაფლი“ 2014 წელს გამოვიდა. კრებული 30-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი და 2,5 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.

ავტორის განსაკუთრებულ პოპულარობას შემოქმედების ფორმატთან ერთად ხელი შეუწყო იმ ფაქტმაც, რომ ის წერს სოციაურ ქსელებში მეტად აქტუალურ თემებზე, როგორიცაა სიყვარული, სექსი, უარყოფა, ურთიერთობები.

თუმცა, რუპი კაური ეხება უფრო რთულ საკითხებსაც როგორია ძალადობა, სილამაზის სტანდარტები და რასიზმი. მისი მთავარი სიძლიერე კი ის არის, რომ კაურის პოეზია ძალიან გულწრფელია და შორიდან კი არ უვლის თემებს, არამედ პირდაპირ ეხება.

შარლოტა ბრონტე - "მასწავლებელი"

მასწავლებელი შარლოტა ბრონტეს პირველი რომანია, რომლის გამოცემა კარგა ხანს ვერ მოხერხდა, რადგან გამომცემლებმა დაიწუნეს. რომანი მწერლის გარდაცვალების შემდგომ, 1857 წელს დაიბეჭდა და მასში უკვე ჩანს XIX საუკუნის ერთ-ერთი პუპულარული რომანის "ჯეინ ეარის" ავტორის ნიჭიერება. "მასწავლებლის" დაწრის იდეა მას ბრიუსელში დაებადა, სადაც უცხო ენებს სწავლობდა.

წიგნი აღწერს ახალგაზრდა მამაკაცის, უილიამ ქრიმსვორთის ამბავს - ცხოვრებაში ადგილის საპოვნელად მის ძიებებს, ჩამოყალიბებას დამოუკიდებელ, პრინციპულ მამაკაცად, რომლისთვისაც გაცილებით მნიშვნელოვანია ადამიანის სულიერი სიმდიდრე, ვიდრე გარეგნული ბრწყინვალება - გონიერი ახალგაზრდა მასწავლებელი მალევე მიხვდა, რომ რაც ბრწყინავს, ყოველთვის ოქრო არ არის.

ელიფ შაფაქი - "ხუროთმოძღვრის შეგირდი"

თურქი მწერლის ელიფ შაფაქის მორიგ რომანში, თქვენი მასპინძელია შუა საუკუნეების სტამბოლი, ჯადოსნური, ფერადოვანი, იდუმალებით მოცული, ბოსფორის პირას ნებივრად გაწოლილი ქალაქი, კაცთა ბედის მჭედელი, შემოქმედთა ასპარეზი... იგი თქვენ თვალწინ გლოვობს და ზეიმობს, ლოცულობს და იწყევლება, ფუფუნებაში ეფლობა და სიღატაკის მწარე პურს ჭამს, იწვის და დიდოსტატის ხელით კვლავ შენდება!

პერსონაჟთა უმდიდრესი გალერეა: სულეიმან დიდებული და მისი მემკვიდრეები, ევროპელი ელჩები თუ მოხეტიალე ბოშები, სუფი დერვიშები თუ ჰარამხანის ტურფები... და ამ გალერეის გვირგვინი – სტამბოლის ლეგენდარული აღმშენებელი კოჩა მიმარ სინანი!

ოდრი ნიფენეგერი - "დროში მოგზაურის ცოლი"

ამერიკელი მწერლის ოდრი ნიფენეგერის სადებიუტო რომანი 2003 წელს გამოვიდა. ავტორმა ძლიერი სასიყვარული იმედგაცრუება განიცადა, როდესაც წიგნზე მუშაობა დაიწყო. სწორედ ეს იყო ჰენრისა და კლერის ისტორიის მამოტივირებელი. რომანი, რომელიც სამეცნიერო ფიქციისა და რომანტიზმის საინტერესო ნაზავია, დაგაფიქრებთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სიყვარული, დაკარგვა, თავისუფალი ნება.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ნიფენეგერს, როგორც ახალბედა ავტორს, ლიტერატურული აგენტის მოძებნა გაუჭირდა. თუმცა მწერალი არ დანებდა და წიგნი გამოსვლისთანავე გახდა ბესტსელერი. მოკლე პერიოდში, მისი 2,5 მილიონი ეგზემპლიარი გაიყიდა და წიგნმა არაერთი ჯილდოც, მათ შორის, Exclusive Books Boeke Prize და British Book Award მიიღო.

2009 წელს გამოვიდა წიგნის სცენარის მიხედვით გადაღებული ფილმი, იმავე სახელწოდებით.

ლეონ ლეისონი - "ხის ყუთზე შემდგარი ბიჭი"

ეს წიგნი ოსკარ შინდლერის სიის ყველაზე უმცროსი წევრის, ლეონ ლეისონის თავგადასავალია. ლეონი 10 წლის იყო, როცა ომი დაიწყო. ნაცისტებმა ის და მისი ოჯახი ჯერ კრაკოვის გეტოში შეყარეს, მერე პლაშოვის საკონცენტრაციო ბანაკში გამოამწყვდიეს. შიშმა, შიმშილმა, ნაცისტების სისასტიკემ ვერ გაუნელა ლეონ ლეისონს სიცოცხლის სიყვარული და რწმენა, რომ სიკეთე დაუმარცხებელია; რომ არსებობენ ადამიანები, რომლებისთვისაც მოყვასის დახმარება და თანაგრძნობა ამქვეყნად ყველაზე დიდი ღირებულებაა.

„ლეონ ლეისონი ნამდვილად განსხვავებული და ნიჭიერი მასწავლებელი იყო. მისი მუდამ მადლიერი ვიქნები შოას ფონდისთვის გადაცემული იმ საბუთებისთვის, რომელთაც სათუთად მოვუფრთხილდებით, რათა მომავალი თაობები გაეცნონ და აღფრთოვანდნენ მისი შესანიშნავი ცხოვრებით“ - სტივენ სპილბერგი, ოსკაროსანი რეჟისორი ფილმისთვის "შინდლერის სია".

ერიხ მარია რემარკი - "აჩრდილები სამოთხეში"

ჟურნალისტი და მწერალი, მშვენიერი მსახიობი, გენიალური ქირურგი, წარმატებული ბიზნესმენი, წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილე გმირი და ლეგენდა – ყველანი „ამერიკულ სამოთხეში“ მოხვდნენ, გამოქცეულნი ევროპიდან, სადაც მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებს. ამ, ერთი შეხედვით, კეთილდღეობაში ვერ პოულობენ სულიერ სიმშვიდეს. მათ აერთიანებთ მძიმე ტვირთი: თითოეულმა დაკარგა ოჯახი, მეგობრები, საყვარელი საქმე, დაკარგა სამშობლო... და, მიუხედავად წარმატებისა სიყვარულსა თუ პროფესიაში, აჩრდილებივით არსებობენ ემიგრანტები ახალ სამყაროში, ერთი იმედით – ოდესმე შინ დაბრუნდებიან.

რომანი „აჩრდილები სამოთხეში“ პირველად ითარგმნა ქართულ ენაზე.

სესილია ა’ჰერნი - "სიყვარულით, როზი"

წიგნი პრესტიჟული ჯილდოების: THE BRITISH BOOK AWARDS, IRISH POST AWARD-ისა და CORINE LITERATURE PRIZE-ის მფლობელია.

"სიყვარულით, როზი" გამორჩეულია არა მხოლოდ საინტერესო და დამაინტრიგებელი სიუჟეტით, არამედ რომანის არასტანდარტული ფორმითაც.

მთავარი გმირები წლების განმავლობაში წერენ ერთმანეთს ელექტრონულ და საფოსტონმარკიან წერილებს, უგზავნიან შეტყობინებებს, ბარათებს; ერთმანეთს უზიარებენ დარდს, წუხილს, სიხარულს...

თითქოს, რაღა შეიძლება მოხდეს იმ ადამიანების ცხოვრებაში, რომლებმაც უკვე გამოცადეს უიღბლო ქორწინება და განშორება, იმედგაცრუება და ღალატი... მაგრამ ეს მხოლოდ თითქოს...

სრული კატალოგი ნახეთ ბმულზე

აუდიოწიგნების პლატფორმა Gudabooks.ge , წიგნის ვირტუალური ფესტივალის ფარგლებში, ფასდაკლებებით იქნება წარმოდგენილი

წიგნის ფესტივალი, რომელსაც 22-წლიანი ტრადიცია აქვს, წელს ვირტუალურად გაიმართება

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამერვე თავი)