მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 06:31-ზე, მთვარე მერწყულში საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაფრთხილდით, მოსალოდნელია ტრავმები და მოტეხილობები.
მოზაიკა
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
წიგნის ფესტივალი, რომელსაც 22-წლიანი ტრადიცია აქვს, წელს ვირტუალურად გაიმართება
წიგნის ფესტივალი, რომელსაც 22-წლიანი ტრადიცია აქვს, წელს ვირტუალურად გაიმართება

წელს თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი უკვე ოც­და­მე­ო­რედ გა­ი­მარ­თე­ბა. თუმ­ცა, შექ­მნი­ლი პი­რო­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ფეს­ტი­ვა­ლი სა­ხეც­ვლი­ლი ფორ­მი­თა და სა­ხე­ლით ჩა­ტარ­დე­ბა. წიგ­ნის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლი – სწო­რედ ამ სა­ხე­ლი­თა და ფორ­მა­ტით გა­ი­მარ­თე­ბა 30–31 მა­ისს ღო­ნის­ძი­ე­ბა, რო­მელ­მაც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­ზო­გა­დო­ე­ბის უდი­დე­სი სიყ­ვა­რუ­ლი და­იმ­სა­ხუ­რა. ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­წლი­უ­რად ელო­დე­ბა ფეს­ტი­ვალს წი­ნას­წარ შერ­ჩე­უ­ლი წიგ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვა­ლით და ეს უკვე ისე­თი­ვე ტრა­დი­ცი­აა, რო­გორც სა­ა­ხალ­წლოდ, ნაძ­ვის ხის მორ­თვა.

თბი­ლი­სის წიგ­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ფეს­ტი­ვა­ლი, სა­ქარ­თვე­ლოს წიგ­ნის გა­მომ­ცე­მელ­თა და გა­მავ­რცე­ლე­ბელ­თა ასო­ცი­ა­ცი­ის ორ­გა­ნი­ზე­ბით, 1997 წლი­დან ყო­ველ­წლი­უ­რად ტარ­დე­ბა და მი­ე­კუთ­ვნე­ბა იმ მცი­რე­რი­ცხო­ვან კულ­ტუ­რულ ღო­ნის­ძი­ე­ბებს, რო­მელ­თა მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი და ჩარ­თუ­ლო­ბა ყო­ველ­წლი­უ­რად მა­ტუ­ლობს.

ღო­ნის­ძი­ე­ბა იმი­თაც არის გა­მორ­ჩე­უ­ლი, რომ ის არ არის მხო­ლოდ წიგ­ნე­ბის ბაზ­რო­ბა. ყო­ველ­წლი­უ­რად, ერთ დიდ სივ­რცე­ში წარ­მოდ­გე­ნი­ლი არი­ან, რო­გორც ქარ­თუ­ლი, ასე­ვე უცხო­უ­რი გა­მომ­ცემ­ლო­ბე­ბი, სა­ელ­ჩო­ე­ბი, მუ­ზე­უ­მე­ბი, ინ­სტი­ტუ­ტე­ბი, სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და ფონ­დე­ბი. ფეს­ტი­ვალს წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­პა­ტიო სტუმ­რის სტა­ტუ­სით სტუმ­რობ­დნენ მწერ­ლე­ბი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბი­დან, იმარ­თე­ბა არა­ერ­თი სა­ინ­ტე­რე­სო შეხ­ვედ­რა, დის­კუ­სია, წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია და წარ­დგე­ნა, ეწყო­ბა სპე­ცი­ა­ლუ­რი სა­ბავ­შვო სივ­რცე­ე­ბი. სა­ბო­ლო­ოდ კი, მისი მი­ზა­ნი სა­გა­მომ­ცემ­ლო სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შე­წყო­ბაა.

ფეს­ტი­ვალ­ზე, რო­მე­ლიც მა­ი­სის ბო­ლოს იმარ­თე­ბა ხოლ­მე, 50 000–ზე მეტი სტუ­მა­რია და­ფიქ­სი­რე­ბუ­ლი. წელს კი სტუმ­რებს ვირ­ტუ­ა­ლუ­რად მო­უ­წევთ ფეს­ტი­ვალ­ზე სტუმ­რო­ბა. ღო­ნის­ძი­ე­ბა ორ­დღი­ა­ნი იქ­ნე­ბა. თუმ­ცა ის ინარ­ჩუ­ნებს ტრა­დი­ცი­ულ ში­ნა­არსს და ორი ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლის­გან შედ­გე­ბა: ლი­ტე­რა­ტუ­რულ-სა­გა­მომ­ცემ­ლო პროგ­რა­მა და წიგ­ნე­ბის ონ­ლა­ინ გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა.

წელს წიგ­ნის ვირ­ტუ­ა­ლუ­რი ფეს­ტი­ვა­ლის წიგ­ნე­ბის ონ­ლა­ინ გა­მო­ფე­ნა-გა­ყიდ­ვა­ში 20-ზე მეტი გა­მომ­ცემ­ლო­ბა თუ წიგ­ნის მა­ღა­ზია იღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L” ერთ–ერ­თია, რო­მელ­მაც წელს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბე­ბით გა­და­წყვი­ტა.

„ბიბ­ლუ­სი­სა“ და „რი­დერსლენ­დის“ კა­ტა­ლო­გე­ბის ნახ­ვა და სა­სურ­ვე­ლი გა­მო­ცე­მე­ბის შერ­ჩე­ვა წი­ნას­წარ შე­გიძ­ლი­ათ. წიგ­ნე­ბის ფას­დაკ­ლე­ბით შე­ძე­ნა კი www.biblusi.ge-სა და www.readersland.ge-ის სა­ი­ტე­ბი­და­ნაა შე­საძ­ლე­ბე­ლი 30–31 მა­ისს.

ზო­გა­დად, წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში ტარ­დე­ბა და ის ქვეყ­ნე­ბის კულ­ტუ­რუ­ლი ის­ტო­რი­ის ნა­წი­ლია. მა­გა­ლი­თად, ფრან­კფურ­ტის წიგ­ნის ფეს­ტი­ვა­ლი სა­თა­ვეს იღებს 1454 წელს და ის უკვე 500 წელ­ზე მე­ტია სტუმ­რებს მსოფ­ლი­ოს უამ­რა­ვი ქვეყ­ნი­დან მას­პინ­ძლობს. ყო­ველ­წლი­უ­რად, მას­შტა­ბუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბა ტარ­დე­ბა ლონ­დონ­შიც.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
"ერთა ლიგის" "პლეი ოფის" საპასუხო მატჩში საქართველოს ნაკრებმა სომხეთი ანგარიშით 6:1 დაამარცხა
ავტორი:

წიგნის ფესტივალი, რომელსაც 22-წლიანი ტრადიცია აქვს, წელს ვირტუალურად გაიმართება

წიგნის ფესტივალი, რომელსაც 22-წლიანი ტრადიცია აქვს, წელს ვირტუალურად გაიმართება

წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი უკვე ოცდამეორედ გაიმართება. თუმცა, შექმნილი პირობებიდან გამომდინარე, ფესტივალი სახეცვლილი ფორმითა და სახელით ჩატარდება. წიგნის ვირტუალური ფესტივალი – სწორედ ამ სახელითა და ფორმატით გაიმართება 30–31 მაისს ღონისძიება, რომელმაც წლების განმავლობაში საზოგადოების უდიდესი სიყვარული დაიმსახურა. ათასობით ადამიანი ყოველწლიურად ელოდება ფესტივალს წინასწარ შერჩეული წიგნების ჩამონათვალით და ეს უკვე ისეთივე ტრადიციაა, როგორც საახალწლოდ, ნაძვის ხის მორთვა.

თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, 1997 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მიეკუთვნება იმ მცირერიცხოვან კულტურულ ღონისძიებებს, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი და ჩართულობა ყოველწლიურად მატულობს.

ღონისძიება იმითაც არის გამორჩეული, რომ ის არ არის მხოლოდ წიგნების ბაზრობა. ყოველწლიურად, ერთ დიდ სივრცეში წარმოდგენილი არიან, როგორც ქართული, ასევე უცხოური გამომცემლობები, საელჩოები, მუზეუმები, ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ფონდები. ფესტივალს წლების განმავლობაში საპატიო სტუმრის სტატუსით სტუმრობდნენ მწერლები სხვადასხვა ქვეყნებიდან, იმართება არაერთი საინტერესო შეხვედრა, დისკუსია, წიგნის პრეზენტაცია და წარდგენა, ეწყობა სპეციალური საბავშვო სივრცეები. საბოლოოდ კი, მისი მიზანი საგამომცემლო სექტორის განვითარების ხელშეწყობაა.

ფესტივალზე, რომელიც მაისის ბოლოს იმართება ხოლმე, 50 000–ზე მეტი სტუმარია დაფიქსირებული. წელს კი სტუმრებს ვირტუალურად მოუწევთ ფესტივალზე სტუმრობა. ღონისძიება ორდღიანი იქნება. თუმცა ის ინარჩუნებს ტრადიციულ შინაარსს და ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: ლიტერატურულ-საგამომცემლო პროგრამა და წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვა.

წელს წიგნის ვირტუალური ფესტივალის წიგნების ონლაინ გამოფენა-გაყიდვაში 20-ზე მეტი გამომცემლობა თუ წიგნის მაღაზია იღებს მონაწილეობას. გამომცემლობა „პალიტრა L” ერთ–ერთია, რომელმაც წელს მონაწილეობა განსაკუთრებული შეთავაზებებით გადაწყვიტა.

„ბიბლუსისა“ და „რიდერსლენდის“ კატალოგების ნახვა და სასურველი გამოცემების შერჩევა წინასწარ შეგიძლიათ. წიგნების ფასდაკლებით შეძენა კი www.biblusi.ge-სა და www.readersland.ge-ის საიტებიდანაა შესაძლებელი 30–31 მაისს.

ზოგადად, წიგნის ფესტივალები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ტარდება და ის ქვეყნების კულტურული ისტორიის ნაწილია. მაგალითად, ფრანკფურტის წიგნის ფესტივალი სათავეს იღებს 1454 წელს და ის უკვე 500 წელზე მეტია სტუმრებს მსოფლიოს უამრავი ქვეყნიდან მასპინძლობს. ყოველწლიურად, მასშტაბური ღონისძიება ტარდება ლონდონშიც.

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამერვე თავი)

როგორი ტიპის მკითხველი ხარ? – „პალიტრა L” საშუალებას გაძლევს, აირჩიო წიგნი, რომელიც გამოიცემა

წიგნის ფესტივალზე , რომელიც წელს ვირტუალურად ჩატარდება, გამომცელობა “პალიტრა L-ს”ორი ვირტუალური პავილიონი ექნება