მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ერთადერთი ქალი, რომელიც ჰიტლერს უყვარდა, მისი დის შვილი იყო - ფიურერის "აკრძალული სიყვარულის" ამბავი
ერთადერთი ქალი, რომელიც ჰიტლერს უყვარდა, მისი დის შვილი იყო - ფიურერის "აკრძალული სიყვარულის" ამბავი

მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე სას­ტი­კი მმარ­თვე­ლის, ადოლფ ჰიტ­ლე­რის ბი­ოგ­რა­ფი­ა­ში ბევ­რი ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი და სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი იმა­ლე­ბა და ეს სა­ი­დუმ­ლო­ე­ბი მხო­ლოდ მის პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას არ უკავ­შირ­დე­ბა. "მონ­სტრი ფი­უ­რე­რის" პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შეს­წავ­ლი­სას ბევრ იდუ­მა­ლე­ბით მო­ცულ ამ­ბავ­საც გა­ი­გებთ.

ერთ-ერთი ასე­თი ამ­ბა­ვი ჰიტ­ლე­რი­სა და მისი ნა­ხე­ვარ­დის, ან­გე­ლა ჰა­მი­ჩის შვი­ლის, გელი რა­უ­ბა­ლის ურ­თი­ერ­თო­ბას უკავ­შირ­დე­ბა.

ზოგი ამ­ბობს, რომ გელი რა­უ­ბა­ლი იყო ქალი, რომ­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­მაც ადოლფ ჰიტ­ლე­რი სას­ტიკ ადა­მი­ა­ნად აქ­ცია. ის იყო ადოლ­ფის სი­სას­ტი­კის გა­მაღ­ვი­ვე­ბე­ლი პირ­ვე­ლი თეს­ლი.

თუმ­ცა სა­ნამ მის გარ­დაც­ვა­ლე­ბა­ზე ვი­სა­უბ­რებ­დეთ, ამ­ბა­ვი თა­ვი­დან და­ვი­წყოთ....

1925 წელს ადოლფ ჰიტ­ლერ­მა თა­ვი­სი ნა­ხე­ვარ­და ან­გე­ლა მი­უნ­ხენ­ში მი­იწ­ვია და თა­ვის სახ­ლში დი­ა­სახ­ლი­სად და­ა­წყე­ბი­ნა მუ­შა­ო­ბა. ან­გე­ლას­თან ერ­თად ჰილ­ტერ­თან სა­ცხოვ­რებ­ლად გა­და­ვიდ­ნენ მისი ქა­ლიშ­ვი­ლე­ბი, გელი და ელფ­რი­დი. გელი მა­შინ 17 წლის იყო.

  • აკ­რძა­ლუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი

ჰიტ­ლე­რი გო­გო­ნას გა­რეგ­ნო­ბით მა­შინ­ვე მო­ხიბ­ლუ­ლა და ამ­ბობ­და, რომ "უჩ­ვე­უ­ლო სი­ლა­მა­ზე“ ჰქონ­და. იმ მო­მენ­ტი­დან­ვე, რო­დე­საც გე­ლიმ ჰიტ­ლე­რის სახ­ლში შე­ა­ბი­ჯა, ადოლ­ფი თვალ­სა­წი­ე­რის მიღ­მა არ უშ­ვებ­და და გვერ­დი­დან არ იშო­რებ­და.

ჰიტ­ლე­რი­სა და გელი რა­უ­ბა­ლის ურ­თი­ერ­თო­ბის ბუ­ნე­ბა დღემ­დე სა­ი­დუმ­ლოდ რჩე­ბა. ამ­ბო­ბენ, რომ ეს იყო "აკ­რძა­ლუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი" და რომ ჰიტ­ლერს თა­ვი­სი დის შვი­ლი სი­გი­ჟემ­დე შე­უყ­ვარ­და. მათ შო­რის ხში­რი იყო სკან­და­ლუ­რი ინ­ტი­მუ­რი შეხ­ვედ­რე­ბი, ეჭ­ვი­ა­ნო­ბა. უც­ნო­ბია პა­სუ­ხობ­და თუ არა გო­გო­ნა ჰიტ­ლე­რის სიყ­ვა­რულს სიყ­ვა­რუ­ლით­ვე.

ჰიტ­ლე­რის ნა­ხე­ვარ­და ან­გე­ლა, ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში უვ­ლი­და ადოლ­ფის სახ­ლს და მისი დი­ა­სახ­ლი­სი იყო, ორი წლის შემ­დეგ კი, ფი­უ­რერ­მა უთხრა, რომ სხვა, უფრო დიდ სახ­ლში გა­და­სუ­ლი­ყო, ხოლო გელი მას­თან, მი­უნ­ხენ­ში და­ე­ტო­ვე­ბი­ნა.

ან­გე­ლა წა­ვი­და, გელი კი ჰიტ­ლერ­თან დარ­ჩა. ზო­გი­ერთს სჯე­რა, რომ მას უბ­რა­ლოდ სხვა არ­ჩე­ვა­ნი არ ჰქონ­და. არა­ვინ იცის დარ­ჩე­ნის მი­ზე­ზი - თა­ვი­სი სურ­ვი­ლი იყო ეს, თუ ში­შით ნა­კარ­ნა­ხე­ვი ნა­ბი­ჯი. სი­მარ­თლე ისაა, რომ ის დარ­ჩა ჰიტ­ლერ­თან და მომ­დევ­ნო ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­უნ­ხე­ნის აპარ­ტა­მენ­ტში ერ­თად ცხოვ­რობ­დნენ.

ბევ­რი, ვინც ამ წყვილს იც­ნობ­და, ირ­წმუ­ნე­ბო­და, რომ მათ შო­რის მუდ­მი­ვი ეჭ­ვი­ა­ნო­ბა იყო. გელი უამ­რავ კაცს მოს­წონ­და და მას­თან ფლირტს არ ერი­დე­ბოდ­ნენ, რად­გა­ნაც ის არა ჰიტ­ლე­რის საყ­ვა­რელ ქა­ლად, არა­მედ მის დის შვი­ლად მი­აჩ­ნდათ. ყო­ვე­ლი­ვე ჰიტ­ლერს წარ­მო­უდ­გენ­ლად აბ­რა­ზებ­და, სა­უბ­რო­ბენ იმა­ზეც, რომ თა­ვის მხრივ, გელი მო­დელ ევა ბრა­უნ­ზე ეჭ­ვი­ა­ნობ­და.

ჰიტ­ლე­რი აკონ­ტრო­ლებ­და ქა­ლის სო­ცი­ა­ლურ ცხოვ­რე­ბას, კარ­ნა­ხობ­და, თუ ვის­თან და რო­დის შე­ეძ­ლო წას­ვლა. აუკ­რძა­ლა ვე­ნის მუ­სი­კა­ლურ სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი. სამ­სა­ხუ­რი­დან ათა­ვი­სუფ­ლებ­და ყვე­ლა კაცს, რო­მე­ლიც გე­ლის "სხვა­ნა­ი­რად“ შე­ხე­დავ­და.

  • გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი ამ­ბა­ვი

1931 წლის 19 სექ­ტემ­ბერს გელი რა­უ­ბა­ლი სა­კუ­თარ სა­ძი­ნე­ბელ­ში გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. ცხე­და­რი თა­ვი­სი­ვე სის­ხლის გუ­ბე­ში იყო, რო­მე­ლიც გულ-მკერ­დის არე­ში მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბი­დან მოს­დი­ო­და. ია­რა­ღი, რომ­ლი­და­ნაც სა­ვა­რა­უ­დო გას­რო­ლამ ქალი იმ­სხვერ­პლა, გარ­დაც­ვლი­ლის გვერ­დით იპო­ვეს.

ამ­ბობ­დნენ, რომ საქ­მე სუ­ი­ციდს ეხე­ბო­და, თუმ­ცა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში სხვა ვერ­სი­ა­საც გა­ნი­ხი­ლავ­დნენ, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, გო­გო­ნა ჰიტ­ლე­რის მტრებ­მა მოკ­ლეს.

ფიქ­რო­ბენ, რომ გე­ლიმ ამ­დენ კონ­ტროლს და თა­ვი­სუფ­ლე­ბის ასეთ შე­ზღუდ­ვას ვერ გა­უძ­ლო და სი­ცო­ცხლე თვით­მკვლე­ლო­ბით და­ას­რუ­ლა. თუმ­ცა ჩა­ტა­რე­ბულ­მა გა­მო­ძი­ე­ბამ ვერ აჩ­ვე­ნა აშ­კა­რა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა იმი­სა, რომ ეს სუ­ი­ცი­დი იყო.

რო­დე­საც სა­ზო­გა­დო­ე­ბამ გე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შე­სა­ხებ შე­ი­ტყო, ზოგი ამ­ბობ­და, რომ მას ცხვი­რი ჰქონ­და გა­ტე­ხი­ლი, ზოგი ამ­ბობ­და, რომ ორ­სუ­ლად იყო. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ცნო­ბა იმის შე­სა­ხებ, თუ რამ გა­მო­იწ­ვია გარ­დაც­ვა­ლე­ბა, არ არ­სე­ბობს, რა­მაც კი­დევ უფრო გა­ამ­ძაფ­რა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ჭო­რე­ბი. ამ­ბობ­დნენ იმა­საც, რომ ჰიტ­ლერ­მა ის სა­კუ­თა­რი ხე­ლით მოკ­ლა.

გე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ ჰიტ­ლერ­ზე გა­მა­ნად­გუ­რებ­ლად იმოქ­მე­და. მას­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რე­ბი ჰყვე­ბოდ­ნენ, რომ ამ ამ­ბავ­მა ჰიტ­ლე­რის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი მთლი­ა­ნად შეც­ვა­ლა.

  • ადოლფ ჰიტ­ლე­რი უდა­ვოდ იყო ლი­დე­რი, რო­მელ­საც არ ჰქონ­და ადა­მი­ა­ნუ­რი მიდ­გო­მე­ბი, თუმ­ცა მას ჰქონ­და ცხოვ­რე­ბა­ში ერთი სი­სუს­ტე და ეს გელი რა­უ­ბა­ლი იყო.

გე­ლის გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, ჰიტ­ლერ­მა მი­უნ­ხე­ნი და­ტო­ვა. ამ­ბობ­დნენ, რომ ამ ამ­ბის შემ­დეგ ფი­უ­რერს ღრმა დეპ­რე­სია სტან­ჯავ­და. რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში ფაქ­ტობ­რი­ვად, არა­ვის­თან კონ­ტაქ­ტობ­და და იმა­საც კი ფიქ­რობ­დნენ, რომ მან თავი მო­იკ­ლა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სწო­რედ ამ ამ­ბის შემ­დეგ გახ­და ის ვე­გე­ტა­რი­ა­ნე­ლი.

რო­დე­საც ჰიტ­ლე­რი ისევ გა­მოჩ­ნდა, ის სულ სხვა­ნა­ი­რი ადა­მი­ა­ნი იყო. "კე­თი­ლი ჰიტ­ლე­რი" არა­ვის უნა­ხავს. ფი­უ­რე­რი გახ­და სას­ტი­კი თა­ვი­სი ოჯა­ხის წევ­რე­ბის მი­მარ­თაც.

გელი რა­უ­ბა­ლის დე­დამ მას­თან მუ­შა­ო­ბა შე­წყვი­ტა, ფი­უ­რერ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ზე უარი თქვეს ოჯა­ხის სხვა წევ­რებ­მაც.

ცნო­ბი­ლია, რომ ის გე­ლის ოთახ­ში ხში­რად ლო­ცუ­ლობ­და მის­თვის, წე­ლი­წად­ში ორ­ჯერ - გე­ლის და­ბა­დე­ბის დღე­სა და მისი გარ­დაც­ვა­ლე­ბის დღე­ზე ოთახს ყვა­ვი­ლე­ბით ავ­სებ­და.

გელი რა­უ­ბა­ლის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბით მო­ცუ­ლი გარ­დაც­ვა­ლე­ბა ჰიტ­ლე­რის პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში დღემ­დე ყვე­ლა­ზე ბნელ წერ­ტი­ლად რჩე­ბა და სწო­რედ ამის შემ­დეგ გახ­და ისე­თი, რო­გო­რიც მთელ მსოფ­ლი­ომ გა­იც­ნო - "მონ­სტრი ფი­უ­რე­რი“.

მკითხველის კომენტარები / 7 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
569

გასაგებია და სააკაშვილი რამ გაამიშტლერა ? ! 

გრიშა
16

ევა ბრაუნი იყო სტალინის საყვარელი და სტალინმა გაუშვა გერმანიაში

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

ერთადერთი ქალი, რომელიც ჰიტლერს უყვარდა, მისი დის შვილი იყო - ფიურერის "აკრძალული სიყვარულის" ამბავი

ერთადერთი ქალი, რომელიც ჰიტლერს უყვარდა, მისი დის შვილი იყო - ფიურერის "აკრძალული სიყვარულის" ამბავი

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი მმართველის, ადოლფ ჰიტლერის ბიოგრაფიაში ბევრი ბურუსით მოცული და საინტერესო ფაქტი იმალება და ეს საიდუმლოები მხოლოდ მის პოლიტიკურ მოღვაწეობას არ უკავშირდება. "მონსტრი ფიურერის" პირადი ცხოვრების შესწავლისას ბევრ იდუმალებით მოცულ ამბავსაც გაიგებთ.

ერთ-ერთი ასეთი ამბავი ჰიტლერისა და მისი ნახევარდის, ანგელა ჰამიჩის შვილის, გელი რაუბალის ურთიერთობას უკავშირდება.

ზოგი ამბობს, რომ გელი რაუბალი იყო ქალი, რომლის გარდაცვალებამაც ადოლფ ჰიტლერი სასტიკ ადამიანად აქცია. ის იყო ადოლფის სისასტიკის გამაღვივებელი პირველი თესლი.

თუმცა სანამ მის გარდაცვალებაზე ვისაუბრებდეთ, ამბავი თავიდან დავიწყოთ....

1925 წელს ადოლფ ჰიტლერმა თავისი ნახევარდა ანგელა მიუნხენში მიიწვია და თავის სახლში დიასახლისად დააწყებინა მუშაობა. ანგელასთან ერთად ჰილტერთან საცხოვრებლად გადავიდნენ მისი ქალიშვილები, გელი და ელფრიდი. გელი მაშინ 17 წლის იყო.

  • აკრძალული სიყვარულის ამბავი

ჰიტლერი გოგონას გარეგნობით მაშინვე მოხიბლულა და ამბობდა, რომ "უჩვეულო სილამაზე“ ჰქონდა. იმ მომენტიდანვე, როდესაც გელიმ ჰიტლერის სახლში შეაბიჯა, ადოლფი თვალსაწიერის მიღმა არ უშვებდა და გვერდიდან არ იშორებდა.

ჰიტლერისა და გელი რაუბალის ურთიერთობის ბუნება დღემდე საიდუმლოდ რჩება. ამბობენ, რომ ეს იყო "აკრძალული სიყვარული" და რომ ჰიტლერს თავისი დის შვილი სიგიჟემდე შეუყვარდა. მათ შორის ხშირი იყო სკანდალური ინტიმური შეხვედრები, ეჭვიანობა. უცნობია პასუხობდა თუ არა გოგონა ჰიტლერის სიყვარულს სიყვარულითვე.

ჰიტლერის ნახევარდა ანგელა, ორი წლის განმავლობაში უვლიდა ადოლფის სახლს და მისი დიასახლისი იყო, ორი წლის შემდეგ კი, ფიურერმა უთხრა, რომ სხვა, უფრო დიდ სახლში გადასულიყო, ხოლო გელი მასთან, მიუნხენში დაეტოვებინა.

ანგელა წავიდა, გელი კი ჰიტლერთან დარჩა. ზოგიერთს სჯერა, რომ მას უბრალოდ სხვა არჩევანი არ ჰქონდა. არავინ იცის დარჩენის მიზეზი - თავისი სურვილი იყო ეს, თუ შიშით ნაკარნახევი ნაბიჯი. სიმართლე ისაა, რომ ის დარჩა ჰიტლერთან და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში მიუნხენის აპარტამენტში ერთად ცხოვრობდნენ.

ბევრი, ვინც ამ წყვილს იცნობდა, ირწმუნებოდა, რომ მათ შორის მუდმივი ეჭვიანობა იყო. გელი უამრავ კაცს მოსწონდა და მასთან ფლირტს არ ერიდებოდნენ, რადგანაც ის არა ჰიტლერის საყვარელ ქალად, არამედ მის დის შვილად მიაჩნდათ. ყოველივე ჰიტლერს წარმოუდგენლად აბრაზებდა, საუბრობენ იმაზეც, რომ თავის მხრივ, გელი მოდელ ევა ბრაუნზე ეჭვიანობდა.

ჰიტლერი აკონტროლებდა ქალის სოციალურ ცხოვრებას, კარნახობდა, თუ ვისთან და როდის შეეძლო წასვლა. აუკრძალა ვენის მუსიკალურ სკოლაში სიარული. სამსახურიდან ათავისუფლებდა ყველა კაცს, რომელიც გელის "სხვანაირად“ შეხედავდა.

  • გარდაცვალების საიდუმლოებით მოცული ამბავი

1931 წლის 19 სექტემბერს გელი რაუბალი საკუთარ საძინებელში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი თავისივე სისხლის გუბეში იყო, რომელიც გულ-მკერდის არეში მიყენებული ჭრილობიდან მოსდიოდა. იარაღი, რომლიდანაც სავარაუდო გასროლამ ქალი იმსხვერპლა, გარდაცვლილის გვერდით იპოვეს.

ამბობდნენ, რომ საქმე სუიციდს ეხებოდა, თუმცა საზოგადოებაში სხვა ვერსიასაც განიხილავდნენ, რომლის თანახმადაც, გოგონა ჰიტლერის მტრებმა მოკლეს.

ფიქრობენ, რომ გელიმ ამდენ კონტროლს და თავისუფლების ასეთ შეზღუდვას ვერ გაუძლო და სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. თუმცა ჩატარებულმა გამოძიებამ ვერ აჩვენა აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ ეს სუიციდი იყო.

როდესაც საზოგადოებამ გელის გარდაცვალების შესახებ შეიტყო, ზოგი ამბობდა, რომ მას ცხვირი ჰქონდა გატეხილი, ზოგი ამბობდა, რომ ორსულად იყო. ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია გარდაცვალება, არ არსებობს, რამაც კიდევ უფრო გაამძაფრა საკითხთან დაკავშირებით ჭორები. ამბობდნენ იმასაც, რომ ჰიტლერმა ის საკუთარი ხელით მოკლა.

გელის გარდაცვალებამ ჰიტლერზე გამანადგურებლად იმოქმედა. მასთან დაახლოებული პირები ჰყვებოდნენ, რომ ამ ამბავმა ჰიტლერის დამოკიდებულება ადამიანებისადმი მთლიანად შეცვალა.

  • ადოლფ ჰიტლერი უდავოდ იყო ლიდერი, რომელსაც არ ჰქონდა ადამიანური მიდგომები, თუმცა მას ჰქონდა ცხოვრებაში ერთი სისუსტე და ეს გელი რაუბალი იყო.

გელის გარდაცვალების შემდეგ, ჰიტლერმა მიუნხენი დატოვა. ამბობდნენ, რომ ამ ამბის შემდეგ ფიურერს ღრმა დეპრესია სტანჯავდა. რამდენიმე დღის განმავლობაში ფაქტობრივად, არავისთან კონტაქტობდა და იმასაც კი ფიქრობდნენ, რომ მან თავი მოიკლა. აღსანიშნავია, რომ სწორედ ამ ამბის შემდეგ გახდა ის ვეგეტარიანელი.

როდესაც ჰიტლერი ისევ გამოჩნდა, ის სულ სხვანაირი ადამიანი იყო. "კეთილი ჰიტლერი" არავის უნახავს. ფიურერი გახდა სასტიკი თავისი ოჯახის წევრების მიმართაც.

გელი რაუბალის დედამ მასთან მუშაობა შეწყვიტა, ფიურერთან ურთიერთობაზე უარი თქვეს ოჯახის სხვა წევრებმაც.

ცნობილია, რომ ის გელის ოთახში ხშირად ლოცულობდა მისთვის, წელიწადში ორჯერ - გელის დაბადების დღესა და მისი გარდაცვალების დღეზე ოთახს ყვავილებით ავსებდა.

გელი რაუბალის საიდუმლოებით მოცული გარდაცვალება ჰიტლერის პირად ცხოვრებაში დღემდე ყველაზე ბნელ წერტილად რჩება და სწორედ ამის შემდეგ გახდა ისეთი, როგორიც მთელ მსოფლიომ გაიცნო - "მონსტრი ფიურერი“.