მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოლებში კინოთეატრები, გასართობი ცენტრები და კვების ობიექტები არ გაიხსნება
მოლებში კინოთეატრები, გასართობი ცენტრები და კვების ობიექტები არ გაიხსნება

1-ელ ივ­ნისს, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის გახ­სნის შემ­დეგ, მო­ლებ­ში არ­სე­ბუ­ლი კი­ნო­თე­ატ­რე­ბის, გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბი­სა და კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბა კვლავ აკ­რძა­ლუ­ლი იქ­ნე­ბა.

ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა სა­ვაჭ­რო მო­ლე­ბი­სა და სა­ვაჭ­რო ცენ­ტრე­ბის­თვის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­ამ­ტკი­ცა, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, მთავ­რო­ბის შე­სა­ბა­მი­სი დად­გე­ნი­ლე­ბის გა­მო­ცე­მამ­დე, აკ­რძა­ლუ­ლია სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­ში არ­სე­ბუ­ლი კი­ნო­თე­ატ­რე­ბი­სა და გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბის, ასე­ვე კვე­ბის ობი­ექ­ტე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბე­ბი.

დო­კუ­მენ­ტის თა­ნახ­მად, ინ­ფექ­ცი­ის რის­კის შემ­ცი­რე­ბის მიზ­ნით, სა­ვაჭ­რო ცენ­ტრებ­მა აუ­დიო/ვი­დეო ტექ­ნი­კის გა­მო­ყე­ნე­ბით უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ მომ­ხმა­რე­ბელ­თა ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლო­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრო­ფი­ლაქ­ტი­კუ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ.

„ერ­თი­ან შე­სას­ვლელ­თან მო­ა­წყვეთ თერ­მოსკრი­ნინ­გის კა­მე­რა სკა­ნი­რე­ბის­თვის, რათა სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბის წინ გა­ა­კონ­ტრო­ლოთ პერ­სო­ნა­ლის/მომ­ხმა­რებ­ლე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვით. ცხე­ლე­ბის და­ფიქ­სი­რე­ბის შემ­თვე­ვა­ში მო­ახ­დი­ნეთ აღ­რი­ცხვა და და­უ­ყოვ­ნებ­ლივ მი­მარ­თეთ 112-ის ცხელ ხაზს,” - აღ­ნიშ­ნუ­ლია დო­კუ­მენ­ტში.

sponsored by ContentRoom
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

მოლებში კინოთეატრები, გასართობი ცენტრები და კვების ობიექტები არ გაიხსნება

მოლებში კინოთეატრები, გასართობი ცენტრები და კვების ობიექტები არ გაიხსნება

1-ელ ივნისს, სავაჭრო ცენტრების გახსნის შემდეგ, მოლებში არსებული კინოთეატრების, გასართობი ცენტრებისა და კვების ობიექტების საქმიანობა კვლავ აკრძალული იქნება.

ჯანდაცვის მინისტრმა სავაჭრო მოლებისა და სავაჭრო ცენტრებისთვის რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, მთავრობის შესაბამისი დადგენილების გამოცემამდე, აკრძალულია სავაჭრო ცენტრებში არსებული კინოთეატრებისა და გასართობი ცენტრების, ასევე კვების ობიექტების საქმიანობები.

დოკუმენტის თანახმად, ინფექციის რისკის შემცირების მიზნით, სავაჭრო ცენტრებმა აუდიო/ვიდეო ტექნიკის გამოყენებით უნდა უზრუნველყონ მომხმარებელთა ინფორმირებულობა კორონავირუსის გავრცელების პროფილაქტიკური ღონისძიებების შესახებ.

„ერთიან შესასვლელთან მოაწყვეთ თერმოსკრინინგის კამერა სკანირებისთვის, რათა სამუშაოს დაწყების წინ გააკონტროლოთ პერსონალის/მომხმარებლების ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით. ცხელების დაფიქსირების შემთვევაში მოახდინეთ აღრიცხვა და დაუყოვნებლივ მიმართეთ 112-ის ცხელ ხაზს,” - აღნიშნულია დოკუმენტში.

1 ადამიანი 5 კვ.მ-ზე და დეზინფექცია 2 საათში ერთხელ - ახალი წესები ტანსაცმლის მაღაზიებისა და გასახდელებისთვის

მაგიდები 2-მეტრიანი დაშორებით, ერთჯერადი მენიუები და თითო მაგიდასთან მაქსიმუმ 6 პირი - რა წესების დაცვა მოუწევთ კვების ობიექტებს

რა რეკომენდაციას აძლევს ჯანმო საქართველოს ტურისტების მიღებასთან დაკავშირებით