მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

25

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
საზოგადოება
მეცნიერება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჟორიკა რურუას თვალებს რა დამავიწყებს?! იარაღი გადაგვატარა მე და ჩემს და-ძმებს..." - როგორ იხსენებს 90-იანების თბილისში მომხდარ თორაძეების მკვლელობას გადარჩენილი მოწმე
"ჟორიკა რურუას თვალებს რა დამავიწყებს?! იარაღი გადაგვატარა მე და ჩემს და-ძმებს..." - როგორ იხსენებს 90-იანების თბილისში მომხდარ თორაძეების მკვლელობას გადარჩენილი მოწმე

1992 წელს თბი­ლის­ში, ვე­რა­ზე მომ­ხდა­რი გა­უ­გო­ნა­რი მკვლე­ლო­ბა დღემ­დე ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი და ამავდრო­უ­ლად, ბუ­რუ­სით მო­ცუ­ლი და­ნა­შა­უ­ლია. მას­ზე ხმა­მაღ­ლა სა­უ­ბარს ყო­ველ­თვის ერი­დე­ბოდ­ნენ.

წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში დუმ­და თა­მარ თო­რა­ძეც, რო­მელ­საც თვალ­წინ და­უ­ცხრი­ლეს ძმე­ბი. გა­უ­საძ­ლი­სი ზე­წო­ლი­სა და მუ­ქა­რის გამო წლე­ბის წინ ქვეყ­ნის და­ტო­ვე­ბა მო­უხ­და და ახლა პო­ლი­ტი­კუ­რი დევ­ნი­ლის სტა­ტუ­სით აშშ-ში ცხოვ­რობს. თა­მარ თო­რა­ძე 90-იანი წლე­ბის სის­ხლი­ა­ნი ან­გა­რიშს­წო­რე­ბის გა­მო­ძი­ე­ბას ათწლე­უ­ლე­ბია უშე­დე­გოდ ითხოვს.

ქალი კი­დევ უფრო გა­აქ­ტი­ურ­და მას შემ­დეგ, რაც "მთა­ვა­რი არ­ხის" ერთ-ერთი დამ­ფუძ­ნებ­ლის გი­ორ­გი რუ­რუ­ას პო­ლიტ­პა­ტიმ­რის სტა­ტუ­სით ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა­ზე და­ი­წყო სა­უ­ბა­რი. თო­რა­ძე ამ­ბობს, რომ სწო­რედ რუ­რუა იყო ერთ-ერთი, ვინც მკვლე­ლო­ბის დღეს თო­რა­ძე­ე­ბის ოჯახ­ში მი­ვი­და.

1992 წლის 3 მარტს თო­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხის 5 წევ­რი - დედა, მამა და სამი ვაჟი ამო­ხო­ცეს. ტრა­გე­დი­ას შე­ეს­წრო თა­მარ თო­რა­ძე, რო­მე­ლიც მა­შინ 13 წლის იყო. დღეს ის AMBEBI.GE-ს საქ­მის შე­სა­ხებ ბევრ სა­ინ­ტე­რე­სო და უც­ნობ დე­ტალს უყ­ვე­ბა:

თა­მარ თო­რა­ძე

- სას­ტი­კი მკვლე­ლო­ბის მი­ზე­ზებ­ზე დღემ­დე უამ­რა­ვი ვერ­სია არ­სე­ბობს. რა მოხ­და სი­ნამ­დვი­ლე­ში, რა გახ­და მი­ზე­ზი?

- ჩემი ძმე­ბი ძა­ლი­ან სა­მარ­თლი­ა­ნე­ბი იყ­ვნენ, ჩემი მშობ­ლე­ბი კე­თი­ლი და პა­ტი­ო­სა­ნი ხალ­ხი. ყვე­ლა­ნა­ი­რი სი­ბინ­ძუ­რე იკად­რეს ჩვე­ნი ოჯა­ხის დის­კრე­დი­ტა­ცი­ის­თვის. რა არ დაგ­ვაბ­რა­ლეს, ჭო­რე­ბი გა­ავ­რცე­ლეს, თით­ქოს ჩვენ ღირ­სე­ბი ვი­ყა­ვით და ამით ამარ­თლებ­დნენ თა­ვი­ანთ სი­სას­ტი­კეს.

სი­ნამ­დვი­ლე­ში რა იყო: ჩემი ძმე­ბი არ აძ­ლევ­დნენ არა­ვის და­ჩაგ­ვრის უფ­ლე­ბას, "ბო­რო­ტებს", რომ­ლე­ბიც აწი­ო­კებ­დნენ ყვე­ლას, ცდი­ლობ­დნენ სრუ­ლი ძა­ლა­უფ­ლე­ბა მო­ე­პო­ვე­ბი­ნათ, ეძარ­ცვათ და ეწა­მე­ბი­ნათ ხალ­ხი. ამის უფ­ლე­ბას ჩემი ძმე­ბი არა­ვის მის­ცემ­დნენ, რად­გან მათ ყვე­ლა პა­ტივს სცემ­და, ბევ­რი იც­ნობ­და და გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნე­ბიც ჰქონ­დათ. ისი­ნი იბ­რძოდ­ნენ უსა­მარ­თლო­ბის წი­ნა­აღ­მდეგ. ამი­ტომ არ გა­ა­ხა­რეს. ამი­ტო­მაც ამო­მი­ხო­ცეს ოჯა­ხი.

ჩემი ძმე­ბი რომ ცო­ცხლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ, ის "მხედ­რი­ო­ნე­ლე­ბი" ბიზ­ნეს­მე­ნე­ბი ვერ გახ­დე­ბოდ­ნენ სხვე­ბის­თვის წარ­თმე­უ­ლი ფუ­ლე­ბით და შემ­დეგ მთავ­რო­ბა­ში ვერ მო­ვი­დოდ­ნენ. ხელს შე­უშ­ლიდ­ნენ ამა­ში, რო­გორც ახლა მე ვუშ­ლი მათ ხელს და აუ­ცი­ლებ­ლად შე­ვუშ­ლი სი­ცო­ცხლის ბო­ლომ­დე

- გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ვერ­სი­ით, თქვენს ძმებს მე­ო­რე მხა­რემ უბ­რა­ლოდ და­ას­წრო, თო­რემ თა­ვა­დაც იმა­ვეს ჩა­დე­ნას გეგ­მავ­დნენ...

- ჩემო ოჯა­ხი არა­ნა­ი­რი ბან­და და დაჯ­გუ­ფე­ბა არ ყო­ფი­ლა. იყ­ვნენ ერ­თმა­ნეთ­ზე და ადა­მი­ა­ნებ­ზე შეყ­ვა­რე­ბუ­ლი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი, ჩემი ძმე­ბი არ იყ­ვნენ ყა­ჩა­ღე­ბი! ერთი საქ­მე არ არ­სე­ბობს, რაც ამას და­ამ­ტკი­ცებს. ჩემი მშობ­ლე­ბი ქურდბა­ცა­ცე­ბი გა­მო­იყ­ვა­ნეს და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, მე რა დღე­ში ვარ? ჯერ ოჯახს რომ ამო­გი­ხო­ცა­ვენ და შემ­დეგ რე­პუ­ტა­ცი­ა­საც შე­გი­ლა­ხა­ვენ.

ჩემი ძმე­ბი ან­გე­ლო­ზე­ბი არ ყო­ფი­ლან, თუ ვინ­მე გა­არ­ტყამ­და, მე­ო­რე ლო­ყას არ მი­უშ­ვერ­დნენ, სა­კად­რის პა­სუხს გას­ცემ­დნენ, ვაჟ­კა­ცე­ბი იყ­ვნენ და იმი­ტომ! პირ­ვე­ლი არა­ვის ეს­როდ­ნენ, მაგ­რამ არც არა­ვის და­ას­წრე­ბი­ნებ­დნენ. ძა­ლი­ან ბევ­რი ვაჟ­კა­ცი იყო ჩემი ძმე­ბის­ნა­ი­რი იმ დროს და ისი­ნიც და­ხო­ცეს, რად­გან იმას ვერ მი­აღ­წევ­დნენ, რა­საც მი­აღ­წი­ეს. პი­რა­დი ინ­ტე­რე­სე­ბის გამო ხო­ცავ­დნენ ხალ­ხს და ასე­თე­ბი მო­ვიდ­ნენ მთავ­რო­ბა­ში. თუ ჩემი ძმე­ბი ყა­ჩა­ღე­ბი იყ­ვნენ, რა­ტომ არ და­ი­ჭი­რეს?!

თო­რა­ძე­ე­ბის ოჯა­ხი

- რა მოხ­და 1992 წლის 3 მარტს, გა­იხ­სე­ნეთ ის, რა­საც თქვე­ნი თვა­ლით შე­ეს­წა­რით...

- მას შემ­დეგ, რაც ჩემი ძმე­ბი და მშობ­ლე­ბი ავ­ტო­მო­ბილ­ში ამო­ხო­ცეს, მოგ­ვად­გნენ კორ­პუს­თან და ყვი­როდ­ნენ - და­ცა­ლეთ კორ­პუ­სი, უნდა ავა­ფეთ­ქო­თო, მე­ზობ­ლე­ბი გა­იქ­ცნენ... მე და ჩემი დედ­მა­მიშ­ვი­ლე­ბი აღ­მოვ­ჩნდით მეშ­ვი­დე სარ­თულ­ზე მე­ზობ­ლის ბი­ნა­ში. იქაც მოგ­ვაგ­ნეს. ფან­ჯრე­ბი­დან გვი­კა­კუ­ნებ­დნენ, ყუმ­ბა­რებს შე­მო­გიყ­რით და ყვე­ლა და­ი­ხო­ცე­ბი­თო.

ჩემ­მა მე­ზო­ბელ­მა გა­ა­ღო კარი და შე­მოც­ვივ­დნენ. ოთხი ადა­მი­ა­ნი შე­მო­ვი­და. ორი უნიღ­ბოდ იყო, ყუ­რის და თვა­ლის ძა­ლი­ან კარ­გი მეხ­სი­ე­რე­ბა მაქვს და მახ­სოვს - ჟო­რი­კა რუ­რუა შე­მო­ვი­და პირ­ვე­ლი და იკი­თხა: თო­რა­ძე­ე­ბი აქ არი­ა­ნო? მე­ზო­ბელ­მა უპა­სუ­ხა, მხო­ლოდ ბავ­შვე­ბიო. შე­მო­ვალთ და დავ­ხე­დავ­თო. ჩემ­მა ძმამ უთხრა, უია­რა­ღოდ ვართ, ხელ­ცა­რი­ე­ლე­ბი, რას შვე­ბი­თო

ჟო­რი­კა რუ­რუ­ას ახ­ლაც იგი­ვე ხმა აქვს, მის სა­ხეს კი რა და­მა­ვი­წყებს?! მის ბო­როტ თვა­ლებს?! თვა­ლებ­ში ჩამ­ხე­და, შემ­დეგ გა­დაგ­ვა­ტა­რა ია­რა­ღი მე და ჩემს პა­ტა­რა და-ძმებს და ია­ტაკ­ზე დაგ­დე­ბუ­ლი ჩემი ძმე­ბი და­ცხრი­ლა. მე­ო­რე მა­ღა­ლი იყო, წვე­რი­ა­ნი, იმან იმე­დო და­ცხრი­ლა...

ვღ­რი­ა­ლებ­დით ბოლო ხმა­ზე... რა­ნა­ი­რად უნდა და­გა­ვი­წყდეს ის თვა­ლე­ბი და სახე, რო­მელ­მაც ეს გა­ა­კე­თა?! არა­სო­დეს და­მა­ვი­წყდე­ბა სა­ნამ ცო­ცხა­ლი ვარ გი­ორ­გი რუ­რუ­ას მა­შინ­დე­ლი სახე და თვა­ლე­ბი. ის მე­ო­რეც ვიცი ვინც არის, მაგ­რამ მის ვი­ნა­ო­ბას ჯერ­ჯე­რო­ბით არ ვი­ტყვი. და­ვიც­დი ცოტა ხანს და თუ დავ­რწმუნ­დი, რომ არა­ფერს იძი­ე­ბენ, მერე და­ვი­წყებ ხმა­მაღ­ლა ყვე­ლას სა­ხე­ლე­ბის და გვა­რე­ბის ყვი­რილს და ყვე­ლას გა­ვა­გე­ბი­ნებ!

ძმე­ბი - კახა, ლაშა, იმე­დო თო­რა­ძე­ე­ბი

- ტრა­გე­დი­ამ­დე ცოტა ხნით ადრე, საქ­მე­ში ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი ჩა­ე­რია. რა იყო სი­ნამ­დვი­ლე­ში პა­ა­ტა ჩლა­ი­ძის მი­ზა­ნი? რა­ტომ ვერ შეძ­ლო მა­შინ დიდი გავ­ლე­ნის მქო­ნე "კრი­მი­ნა­ლურ­მა ავ­ტო­რი­ტეტ­მა" ამ შე­დე­გის თა­ვი­დან არი­დე­ბა?

- მა­მა­ჩე­მი აფრ­თხი­ლებ­და ჩემს ძმებს, ძა­ლი­ან ძლი­ერ­დე­ბი­ან ბან­დე­ბი, წა­ვი­დეთ ამ ქვეყ­ნი­დან, თო­რემ ამოგ­ვხო­ცა­ვე­ნო. ეს ბან­და გაძ­ლი­ერ­დე­ბა და მთელ სა­ქარ­თვე­ლოს და­ი­პყრობ­სო. "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" სამ­ჯერ თუ ოთხჯერ იყო მო­სუ­ლი ჩვენ­თან. ერთხელ ჩა­ვი­წე­რე მათი სა­უ­ბა­რი. ჩლა­ი­ძე ამო­ვი­და, რად­გან იმ ბი­ჭებს, რომ­ლებ­თა­ნაც ჩემს ძმებს ჩხუ­ბი მო­უ­ვი­დათ, იც­ნობ­და - არ მინ­და თქვენ შო­რის რამე მოხ­დეს და შე­რიგ­დი­თო.

ტრა­გე­დი­ამ­დე ცოტა ხნით ადრე, ჩლა­ი­ძის მო­ნათ­ლულ­მა ქურდმა გა­ი­ტყუა ჩემი ძმე­ბი და სას­ტი­კად სცე­მეს, შე­უ­რა­ცხყო­ფა მი­ა­ყე­ნეს, ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, გა­გა­უ­პა­ტი­უ­რებ­თო, მუხ­ლე­ბი და­უხვრი­ტეს ზა­ზას, იმე­დას და მათ მე­გო­ბარ ზვი­ად გე­ლო­ვანს. ჩემ­მა ძმებ­მა უთხრეს, მოგ­ვკა­ლით აქვე, თო­რემ ხვალ ჩვენ მოგ­კლავთ, ამ შე­უ­რა­ცხყო­ფას არ გა­პა­ტი­ებ­თო. სწო­რედ ამ ჩხუბ­თან და­კავ­ში­რე­ბით ამო­ვი­და პა­ა­ტა ჩლა­ი­ძე, რო­მელ­საც მა­შინ რე­ა­ლუ­რად არა­ნა­ი­რი ძა­ლა­უფ­ლე­ბა არ გა­აჩ­ნდა. ჩემს ძმებს ეუბ­ნე­ბო­და, მარ­თლე­ბი ხართ იმათ­თან, მაგ­რამ აპა­ტი­ეთ მა­ინც, მუხ­ლე­ბი რომ და­გიხვრი­ტეს და გა­უ­პა­ტი­უ­რე­ბით რომ გე­მუქ­რე­ბოდ­ნე­ნო.

შე­რი­გე­ბა ნიშ­ნავ­და იმას, რომ ერთი ბან­და უნდა გამ­ხდა­რიყ­ვნენ. ჩემი ძმე­ბი უნდა გამ­ხდა­რიყ­ვნენ იმ ბან­დის წევ­რე­ბი, ან უნდა ამო­ე­ხო­ცათ. მა­შინ ჩლა­ი­ძემ თქვა, ვინც პირ­ვე­ლი გა­ის­ვრის, იმას ამოვ­წყვი­ტა­ვო, იგი­ნა და ილან­ძღა, მაგ­რამ არც არა­ფე­რი მომ­ხდა­რა. პირ­ვე­ლი არ გა­უს­ვრია ჩემს ოჯახს, ამოგ­ვხო­ცეს და არა­ვინ არა­ფე­რი გა­ა­კე­თა - არც "კა­ნო­ნი­ერ­მა ქურდმა" და არც კა­ნო­ნი­ერ­მა სა­ხელ­მწი­ფომ. რამ­დე­ნი­მე წლის შემ­დეგ ჩლა­ი­ძეც მოკ­ლეს, ამ­ბობ­დნენ, ამ ამ­ბის გა­მოო, მაგ­რამ არა მგო­ნია.

- ოჯა­ხი­დან რამ­დე­ნი გა­და­ურ­ჩით "ბო­რო­ტებს"?

- სამი მარ­ტის ამო­ხოც­ვის დროს გა­დავ­რჩით: მე (13 წლის ვი­ყა­ვი), ჩემი ძმა 15 წლის და ჩემ­ზე პა­ტა­რა დები 10, 8, და 6 წლი­სე­ბი. ორი წლის შემ­დეგ ჩემი ძმა, პა­ა­ტა გა­ი­ტა­ცეს. კო­ლე­ჯში მი­დი­ო­და მან­ქა­ნით, ახ­ლად შე­ძე­ნილ მე­გო­ბარს მი­ყავ­და. გა­ა­ჩე­რეს, გად­მო­იყ­ვა­ნეს ორი­ვე, გა­უშ­ვეს მისი მე­გო­ბა­რი და ჩემი ძმა წა­იყ­ვა­ნეს მან­ქა­ნით, მას შემ­დეგ არა­ფე­რი გვსმე­ნია. ასე­ვე გა­აქ­რეს ჩემი უფ­რო­სი ძმა ზაზა, რო­მე­ლიც 3 მარ­ტის ტრა­გე­დი­ის დროს სახ­ლში არ იყო. საფ­ლა­ვე­ბიც კი არ გვაქვს მათი...

მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი მორ­გში გა­და­იყ­ვა­ნეს და იქე­დან არ გვა­ტან­დნენ, დაკ­რძალ­ვა არ გა­ა­კე­თოთ, მკვდრე­ბი არ იტი­როთ, თო­რემ დავ­წვავთ მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს და თქვენც ამოგ­ხო­ცავ­თო. გვე­მუქ­რე­ბოდ­ნენ - გა­მოჩ­ნდეს ზაზა, თო­რემ ყვე­ლას ამოგ­წყვი­ტავ­თო. ორ­მო­ცი არ იყო გა­სუ­ლი, ზაზა ჩემი რძლის სახ­ლში იპო­ვეს და ცემა-ცე­მით წა­იყ­ვა­ნეს, მთე­ლი სარ­თუ­ლი სის­ხლით იყო მოს­ვრი­ლი, იქვე არ მოკ­ლეს, ინ­ფორ­მა­ცია უნ­დო­დათ, ალ­ბათ. ჩემი ორი ძმის საფ­ლა­ვიც კი არ მაქვს და მხო­ლოდ იმას ვოც­ნე­ბობ, ისი­ნიც ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის გვერ­დით იყ­ვნენ და­მარ­ხუ­ლე­ბი.

ყვე­ლა­ზე რომ იძი­ეს შური, შემ­დეგ მუდ­მი­ვად გვით­ვლიდ­ნენ, გვე­მუქ­რე­ბოდ­ნენ, ხმა არ ამო­ი­ღოთ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა­ზე, თო­რემ თქვენც გა­გაქ­რობ­თო

ასეთ რა­მე­ებს ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას პი­რით გვით­ვლიდ­ნენ. ჩემი ძმის მე­გო­ბარ­თან, გი­ორ­გი ხო­მა­სუ­რი­ძეს­თან მე­გობ­რობ­და ალა­სა­ნია. ირაკ­ლი ჩვენს სახ­ლში ბევ­რჯერ იყო ნამ­ყო­ფი. გი­ორ­გიმ მა­მას გა­აც­ნო, ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი და კარ­გი მო­მავ­ლის ბი­ჭი­აო.

- რაც შე­ე­ხე­ბა საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას? რო­გორც ცნო­ბი­ლია, მომ­ხდა­რი­დან რამ­დე­ნი­მე წელ­ში გა­მო­ძი­ე­ბა და­ი­წყო. რა მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რეს?

- 2001 წელს და­ი­წყო ვი­თომ ხე­ლა­ხა­ლი გა­მო­ძი­ე­ბა, თუ გაგ­რძელ­და არ ვიცი. გა­ჩხრი­კეს რუ­რუ­ას მა­მი­დის სახ­ლი სე­ვას­ტო­პო­ლის ქუ­ჩა­ზე. რა­ღაც სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბი ჩა­ა­ტა­რეს, მაგ­რამ ფორ­მა­ლუ­რად, ალ­ბათ. მე როცა გა­მო­ვი­თხო­ვე მა­სა­ლე­ბი, რომ გა­მე­გო რა პრო­ცეს­ში იყო საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბა, სა­ო­ცა­რი წე­რი­ლი მო­მი­ვი­და - ფაქ­ტე­ბის არ­ქო­ნის გამო საქ­მეს ვერ ვი­ძი­ებ­თო. 50 კაცი იყო ამ საქ­მე­ში გა­რე­უ­ლი და ვერ­ცერ­თი ვერ აღ­მო­ა­ჩი­ნეს. საქ­მის ძი­ე­ბა შე­ჩერ­და. ვინც ამ საქ­მეს იძი­ებ­და, ჩა­მომ­ხრჩვა­ლი იპოვ­ნეს...

შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­მოჩ­ნდა ჰო­რი­ზონტზე და ისიც გულ­მოდ­გი­ნედ ცდი­ლობ­და ამ და­ნა­შა­უ­ლის კვა­ლის და­ფარ­ვას.

- ახლა რა მო­ლო­დი­ნე­ბი გაქვთ? რო­გორ ფიქ­რობთ, ამ­დე­ნი წლის შემ­დეგ გა­მო­ი­ძი­ე­ბენ?

- მე არ დავ­ნებ­დე­ბი, ბო­ლომ­დე ვიბ­რძო­ლებ, თუნ­დაც ჩემი სი­ცო­ცხლის ფა­სად და­მიჯ­დეს. მსოფ­ლი­ოს ჩავ­რევ და ვა­ი­ძუ­ლებ ეს საქ­მე გა­მო­ი­ძი­ონ, ეს ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­სა­ჯონ და ჩემი ოჯა­ხის ღირ­სე­ბა დაბ­რუნ­დეს. ვბრაზ­დე­ბი, როცა ამ­ბო­ბენ, რო­გორ ახ­სოვს 13 წლის ბავ­შვს ეს ყვე­ლა­ფე­რიო და ეჭვი შე­აქვთ ჩემი ნა­ამ­ბო­ბის სი­მარ­თლე­ში - რა არის გა­საკ­ვი­რი იმა­ში, რომ მე ეს ნა­ძირ­ლე­ბი მახ­სოვს?! რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თვალ­წინ მთე­ლი ოჯა­ხი ამო­გი­ხო­ცონ და ეს ოდეს­მე და­გა­ვი­წყდეს?! ღმერ­თის­გან ყვე­ლა და­ის­ჯე­ბა!

მად­ლო­ბა ამე­რი­კას რომ შე­მი­ფა­რა და სა­ქარ­თვე­ლოს შო­რი­დან ვუ­ყუ­რებ. წლე­ბი ისე გა­დი­ო­და, მა­ქეთ არც კი ვი­ხე­დე­ბო­დი, რად­გან მხო­ლოდ ტკი­ვილ­თან და უსა­მარ­თლო­ბას­თან ასო­ცირ­დე­ბო­და ჩემ­თვის ჩემი სამ­შობ­ლო. წი­წი­ლე­ბი­ვით ამო­ხო­ცეს მთე­ლი ოჯა­ხი და კა­ნონ­მა არა­ფე­რი არ გა­ა­კე­თა. ღმერ­თი არ აპა­ტი­ებს მაგ ადა­მი­ა­ნებს, მაგ­რამ ღმერ­თამ­დე ჩვენც უნდა გა­ვან­ძრი­ოთ ხელი, რად­გან ღმერ­თი ჩვენც არ გვა­პა­ტი­ებს ამ­დენ სი­ჩუ­მეს.

მე არა­ვი­თა­რი პი­რა­დი ინ­ტე­რე­სი არ მაქვს არა­ვის მი­მართ. რო­გორც ჟო­რი­კა რუ­რუ­ა­ზე ვიცი, რომ მკვლე­ლია, ისე რომ ვი­ცო­დე ჩემს ოჯახ­ზე და ძმებ­ზე, რომ მკვლე­ლე­ბი იყ­ვნენ, ხმას არ ამო­ვი­ღებ­დი, უბ­რა­ლოდ უფალს ვთხოვ­დი, რომ შე­ენ­დო მათ­თვის! მაგ­რამ ახლა რა ვთხო­ვო უფალს, რომ რა შე­უნ­დოს? ამ­დე­ნი შვი­ლი რომ გა­უ­ჩი­ნა დე­და­ჩემ­მა ქვე­ყა­ნას? რა­ტომ მო­მიკ­ლეს უპა­ტი­ოს­ნე­სი მამა და დედა? რომ დღეს ეთა­რე­შათ რუ­რუ­ებს და ლერი სუ­ლა­ბე­რი­ძე­ებს?

გა­მო­ძი­ე­ბამ უნდა გა­ა­კე­თოს თა­ვი­სი საქ­მე, მთავ­რო­ბამ უნდა გა­მო­ი­ჩი­ნოს ყუ­რა­დღე­ბა და ეს სა­ში­ნე­ლე­ბა დას­რულ­დეს, ძა­ლი­ან დიდი სის­ხლის­ფე­რი ლაქა ადევს სა­ქარ­თვე­ლოს. არ არის ეს პა­ტა­რა და­ნა­შა­უ­ლი, რომ ამ­ხე­ლა ოჯა­ხი ამო­ხო­ცეს და არა­ვინ დას­ჯი­ლა აქამ­დე. მე შე­იძ­ლე­ბა შე­ვე­წი­რო ამ საქ­მის გა­მო­ძი­ე­ბას, მაგ­რამ ვე­რას­დროს გავ­ჩერ­დე­ბი, მირ­ჩევ­ნია მეც მომ­კლან, ოღონდ არ გავ­ჩერ­დე­ბი. ძა­ლი­ან და­ვი­ღა­ლე ამ უსა­მარ­თლო­ბის ტა­რე­ბით, ვერ გა­ვი­ხა­რე...

მკითხველის კომენტარები / 103 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
574

აი ეს მკვლელი რურუა არის სახე ნაცების ! ნაცები სააკაშვილის მეთაურობით არიან კრიმინალები ! 

ხალხო ამ მკვლელებს არ მიცეთ ხმა არჩევნებზე ოქტომბერში ! 

Giorgi sixarulidze
569

სააკაშვილი

რურუები

ბოკერიები

მერაბიშვილები

ახალაიები

მეგის ქარდავები

ეს კრიმინალები ვერ გაძღნენ ქართველი ხალხის სისხლით ! 

ამათი ხელისუფლებაში მოსვლა დაუშვებელია ხალხო ! 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ჟორიკა რურუას თვალებს რა დამავიწყებს?! იარაღი გადაგვატარა მე და ჩემს და-ძმებს..." - როგორ იხსენებს 90-იანების თბილისში მომხდარ თორაძეების მკვლელობას გადარჩენილი მოწმე

"ჟორიკა რურუას თვალებს რა დამავიწყებს?! იარაღი გადაგვატარა მე და ჩემს და-ძმებს..." - როგორ იხსენებს 90-იანების თბილისში მომხდარ თორაძეების მკვლელობას გადარჩენილი მოწმე

1992 წელს თბილისში, ვერაზე მომხდარი გაუგონარი მკვლელობა დღემდე ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებული და ამავდროულად, ბურუსით მოცული დანაშაულია. მასზე ხმამაღლა საუბარს ყოველთვის ერიდებოდნენ.

წლების განმავლობაში დუმდა თამარ თორაძეც, რომელსაც თვალწინ დაუცხრილეს ძმები. გაუსაძლისი ზეწოლისა და მუქარის გამო წლების წინ ქვეყნის დატოვება მოუხდა და ახლა პოლიტიკური დევნილის სტატუსით აშშ-ში ცხოვრობს. თამარ თორაძე 90-იანი წლების სისხლიანი ანგარიშსწორების გამოძიებას ათწლეულებია უშედეგოდ ითხოვს.

ქალი კიდევ უფრო გააქტიურდა მას შემდეგ, რაც "მთავარი არხის" ერთ-ერთი დამფუძნებლის გიორგი რურუას პოლიტპატიმრის სტატუსით ციხიდან გათავისუფლებაზე დაიწყო საუბარი. თორაძე ამბობს, რომ სწორედ რურუა იყო ერთ-ერთი, ვინც მკვლელობის დღეს თორაძეების ოჯახში მივიდა.

1992 წლის 3 მარტს თორაძეების ოჯახის 5 წევრი - დედა, მამა და სამი ვაჟი ამოხოცეს. ტრაგედიას შეესწრო თამარ თორაძე, რომელიც მაშინ 13 წლის იყო. დღეს ის AMBEBI.GE-ს საქმის შესახებ ბევრ საინტერესო და უცნობ დეტალს უყვება:

თამარ თორაძე

- სასტიკი მკვლელობის მიზეზებზე დღემდე უამრავი ვერსია არსებობს. რა მოხდა სინამდვილეში, რა გახდა მიზეზი?

- ჩემი ძმები ძალიან სამართლიანები იყვნენ, ჩემი მშობლები კეთილი და პატიოსანი ხალხი. ყველანაირი სიბინძურე იკადრეს ჩვენი ოჯახის დისკრედიტაციისთვის. რა არ დაგვაბრალეს, ჭორები გაავრცელეს, თითქოს ჩვენ ღირსები ვიყავით და ამით ამართლებდნენ თავიანთ სისასტიკეს.

სინამდვილეში რა იყო: ჩემი ძმები არ აძლევდნენ არავის დაჩაგვრის უფლებას, "ბოროტებს", რომლებიც აწიოკებდნენ ყველას, ცდილობდნენ სრული ძალაუფლება მოეპოვებინათ, ეძარცვათ და ეწამებინათ ხალხი. ამის უფლებას ჩემი ძმები არავის მისცემდნენ, რადგან მათ ყველა პატივს სცემდა, ბევრი იცნობდა და გარკვეული გავლენებიც ჰქონდათ. ისინი იბრძოდნენ უსამართლობის წინააღმდეგ. ამიტომ არ გაახარეს. ამიტომაც ამომიხოცეს ოჯახი.

ჩემი ძმები რომ ცოცხლები ყოფილიყვნენ, ის "მხედრიონელები" ბიზნესმენები ვერ გახდებოდნენ სხვებისთვის წართმეული ფულებით და შემდეგ მთავრობაში ვერ მოვიდოდნენ. ხელს შეუშლიდნენ ამაში, როგორც ახლა მე ვუშლი მათ ხელს და აუცილებლად შევუშლი სიცოცხლის ბოლომდე

- გავრცელებული ვერსიით, თქვენს ძმებს მეორე მხარემ უბრალოდ დაასწრო, თორემ თავადაც იმავეს ჩადენას გეგმავდნენ...

- ჩემო ოჯახი არანაირი ბანდა და დაჯგუფება არ ყოფილა. იყვნენ ერთმანეთზე და ადამიანებზე შეყვარებული დედმამიშვილები, ჩემი ძმები არ იყვნენ ყაჩაღები! ერთი საქმე არ არსებობს, რაც ამას დაამტკიცებს. ჩემი მშობლები ქურდბაცაცები გამოიყვანეს და წარმოიდგინეთ, მე რა დღეში ვარ? ჯერ ოჯახს რომ ამოგიხოცავენ და შემდეგ რეპუტაციასაც შეგილახავენ.

ჩემი ძმები ანგელოზები არ ყოფილან, თუ ვინმე გაარტყამდა, მეორე ლოყას არ მიუშვერდნენ, საკადრის პასუხს გასცემდნენ, ვაჟკაცები იყვნენ და იმიტომ! პირველი არავის ესროდნენ, მაგრამ არც არავის დაასწრებინებდნენ. ძალიან ბევრი ვაჟკაცი იყო ჩემი ძმებისნაირი იმ დროს და ისინიც დახოცეს, რადგან იმას ვერ მიაღწევდნენ, რასაც მიაღწიეს. პირადი ინტერესების გამო ხოცავდნენ ხალხს და ასეთები მოვიდნენ მთავრობაში. თუ ჩემი ძმები ყაჩაღები იყვნენ, რატომ არ დაიჭირეს?!

თორაძეების ოჯახი

- რა მოხდა 1992 წლის 3 მარტს, გაიხსენეთ ის, რასაც თქვენი თვალით შეესწარით...

- მას შემდეგ, რაც ჩემი ძმები და მშობლები ავტომობილში ამოხოცეს, მოგვადგნენ კორპუსთან და ყვიროდნენ - დაცალეთ კორპუსი, უნდა ავაფეთქოთო, მეზობლები გაიქცნენ... მე და ჩემი დედმამიშვილები აღმოვჩნდით მეშვიდე სართულზე მეზობლის ბინაში. იქაც მოგვაგნეს. ფანჯრებიდან გვიკაკუნებდნენ, ყუმბარებს შემოგიყრით და ყველა დაიხოცებითო.

ჩემმა მეზობელმა გააღო კარი და შემოცვივდნენ. ოთხი ადამიანი შემოვიდა. ორი უნიღბოდ იყო, ყურის და თვალის ძალიან კარგი მეხსიერება მაქვს და მახსოვს - ჟორიკა რურუა შემოვიდა პირველი და იკითხა: თორაძეები აქ არიანო? მეზობელმა უპასუხა, მხოლოდ ბავშვებიო. შემოვალთ და დავხედავთო. ჩემმა ძმამ უთხრა, უიარაღოდ ვართ, ხელცარიელები, რას შვებითო

ჟორიკა რურუას ახლაც იგივე ხმა აქვს, მის სახეს კი რა დამავიწყებს?! მის ბოროტ თვალებს?! თვალებში ჩამხედა, შემდეგ გადაგვატარა იარაღი მე და ჩემს პატარა და-ძმებს და იატაკზე დაგდებული ჩემი ძმები დაცხრილა. მეორე მაღალი იყო, წვერიანი, იმან იმედო დაცხრილა...

ვღრიალებდით ბოლო ხმაზე... რანაირად უნდა დაგავიწყდეს ის თვალები და სახე, რომელმაც ეს გააკეთა?! არასოდეს დამავიწყდება სანამ ცოცხალი ვარ გიორგი რურუას მაშინდელი სახე და თვალები. ის მეორეც ვიცი ვინც არის, მაგრამ მის ვინაობას ჯერჯერობით არ ვიტყვი. დავიცდი ცოტა ხანს და თუ დავრწმუნდი, რომ არაფერს იძიებენ, მერე დავიწყებ ხმამაღლა ყველას სახელების და გვარების ყვირილს და ყველას გავაგებინებ!

ძმები - კახა, ლაშა, იმედო თორაძეები

- ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, საქმეში ე.წ. კანონიერი ქურდი ჩაერია. რა იყო სინამდვილეში პაატა ჩლაიძის მიზანი? რატომ ვერ შეძლო მაშინ დიდი გავლენის მქონე "კრიმინალურმა ავტორიტეტმა" ამ შედეგის თავიდან არიდება?

- მამაჩემი აფრთხილებდა ჩემს ძმებს, ძალიან ძლიერდებიან ბანდები, წავიდეთ ამ ქვეყნიდან, თორემ ამოგვხოცავენო. ეს ბანდა გაძლიერდება და მთელ საქართველოს დაიპყრობსო. "კანონიერი ქურდი" სამჯერ თუ ოთხჯერ იყო მოსული ჩვენთან. ერთხელ ჩავიწერე მათი საუბარი. ჩლაიძე ამოვიდა, რადგან იმ ბიჭებს, რომლებთანაც ჩემს ძმებს ჩხუბი მოუვიდათ, იცნობდა - არ მინდა თქვენ შორის რამე მოხდეს და შერიგდითო.

ტრაგედიამდე ცოტა ხნით ადრე, ჩლაიძის მონათლულმა ქურდმა გაიტყუა ჩემი ძმები და სასტიკად სცემეს, შეურაცხყოფა მიაყენეს, ეუბნებოდნენ, გაგაუპატიურებთო, მუხლები დაუხვრიტეს ზაზას, იმედას და მათ მეგობარ ზვიად გელოვანს. ჩემმა ძმებმა უთხრეს, მოგვკალით აქვე, თორემ ხვალ ჩვენ მოგკლავთ, ამ შეურაცხყოფას არ გაპატიებთო. სწორედ ამ ჩხუბთან დაკავშირებით ამოვიდა პაატა ჩლაიძე, რომელსაც მაშინ რეალურად არანაირი ძალაუფლება არ გააჩნდა. ჩემს ძმებს ეუბნებოდა, მართლები ხართ იმათთან, მაგრამ აპატიეთ მაინც, მუხლები რომ დაგიხვრიტეს და გაუპატიურებით რომ გემუქრებოდნენო.

შერიგება ნიშნავდა იმას, რომ ერთი ბანდა უნდა გამხდარიყვნენ. ჩემი ძმები უნდა გამხდარიყვნენ იმ ბანდის წევრები, ან უნდა ამოეხოცათ. მაშინ ჩლაიძემ თქვა, ვინც პირველი გაისვრის, იმას ამოვწყვიტავო, იგინა და ილანძღა, მაგრამ არც არაფერი მომხდარა. პირველი არ გაუსვრია ჩემს ოჯახს, ამოგვხოცეს და არავინ არაფერი გააკეთა - არც "კანონიერმა ქურდმა" და არც კანონიერმა სახელმწიფომ. რამდენიმე წლის შემდეგ ჩლაიძეც მოკლეს, ამბობდნენ, ამ ამბის გამოო, მაგრამ არა მგონია.

- ოჯახიდან რამდენი გადაურჩით "ბოროტებს"?

- სამი მარტის ამოხოცვის დროს გადავრჩით: მე (13 წლის ვიყავი), ჩემი ძმა 15 წლის და ჩემზე პატარა დები 10, 8, და 6 წლისები. ორი წლის შემდეგ ჩემი ძმა, პაატა გაიტაცეს. კოლეჯში მიდიოდა მანქანით, ახლად შეძენილ მეგობარს მიყავდა. გააჩერეს, გადმოიყვანეს ორივე, გაუშვეს მისი მეგობარი და ჩემი ძმა წაიყვანეს მანქანით, მას შემდეგ არაფერი გვსმენია. ასევე გააქრეს ჩემი უფროსი ძმა ზაზა, რომელიც 3 მარტის ტრაგედიის დროს სახლში არ იყო. საფლავებიც კი არ გვაქვს მათი...

მიცვალებულები მორგში გადაიყვანეს და იქედან არ გვატანდნენ, დაკრძალვა არ გააკეთოთ, მკვდრები არ იტიროთ, თორემ დავწვავთ მიცვალებულებს და თქვენც ამოგხოცავთო. გვემუქრებოდნენ - გამოჩნდეს ზაზა, თორემ ყველას ამოგწყვიტავთო. ორმოცი არ იყო გასული, ზაზა ჩემი რძლის სახლში იპოვეს და ცემა-ცემით წაიყვანეს, მთელი სართული სისხლით იყო მოსვრილი, იქვე არ მოკლეს, ინფორმაცია უნდოდათ, ალბათ. ჩემი ორი ძმის საფლავიც კი არ მაქვს და მხოლოდ იმას ვოცნებობ, ისინიც ჩემი ოჯახის წევრების გვერდით იყვნენ დამარხულები.

ყველაზე რომ იძიეს შური, შემდეგ მუდმივად გვითვლიდნენ, გვემუქრებოდნენ, ხმა არ ამოიღოთ საქმის გამოძიებაზე, თორემ თქვენც გაგაქრობთო

ასეთ რამეებს ირაკლი ალასანიას პირით გვითვლიდნენ. ჩემი ძმის მეგობართან, გიორგი ხომასურიძესთან მეგობრობდა ალასანია. ირაკლი ჩვენს სახლში ბევრჯერ იყო ნამყოფი. გიორგიმ მამას გააცნო, ძალიან ნიჭიერი და კარგი მომავლის ბიჭიაო.

- რაც შეეხება საქმის გამოძიებას? როგორც ცნობილია, მომხდარიდან რამდენიმე წელში გამოძიება დაიწყო. რა მოქმედებები ჩაატარეს?

- 2001 წელს დაიწყო ვითომ ხელახალი გამოძიება, თუ გაგრძელდა არ ვიცი. გაჩხრიკეს რურუას მამიდის სახლი სევასტოპოლის ქუჩაზე. რაღაც საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარეს, მაგრამ ფორმალურად, ალბათ. მე როცა გამოვითხოვე მასალები, რომ გამეგო რა პროცესში იყო საქმის გამოძიება, საოცარი წერილი მომივიდა - ფაქტების არქონის გამო საქმეს ვერ ვიძიებთო. 50 კაცი იყო ამ საქმეში გარეული და ვერცერთი ვერ აღმოაჩინეს. საქმის ძიება შეჩერდა. ვინც ამ საქმეს იძიებდა, ჩამომხრჩვალი იპოვნეს...

შემდეგ სააკაშვილი გამოჩნდა ჰორიზონტზე და ისიც გულმოდგინედ ცდილობდა ამ დანაშაულის კვალის დაფარვას.

- ახლა რა მოლოდინები გაქვთ? როგორ ფიქრობთ, ამდენი წლის შემდეგ გამოიძიებენ?

- მე არ დავნებდები, ბოლომდე ვიბრძოლებ, თუნდაც ჩემი სიცოცხლის ფასად დამიჯდეს. მსოფლიოს ჩავრევ და ვაიძულებ ეს საქმე გამოიძიონ, ეს ადამიანები დაისაჯონ და ჩემი ოჯახის ღირსება დაბრუნდეს. ვბრაზდები, როცა ამბობენ, როგორ ახსოვს 13 წლის ბავშვს ეს ყველაფერიო და ეჭვი შეაქვთ ჩემი ნაამბობის სიმართლეში - რა არის გასაკვირი იმაში, რომ მე ეს ნაძირლები მახსოვს?! როგორ შეიძლება თვალწინ მთელი ოჯახი ამოგიხოცონ და ეს ოდესმე დაგავიწყდეს?! ღმერთისგან ყველა დაისჯება!

მადლობა ამერიკას რომ შემიფარა და საქართველოს შორიდან ვუყურებ. წლები ისე გადიოდა, მაქეთ არც კი ვიხედებოდი, რადგან მხოლოდ ტკივილთან და უსამართლობასთან ასოცირდებოდა ჩემთვის ჩემი სამშობლო. წიწილებივით ამოხოცეს მთელი ოჯახი და კანონმა არაფერი არ გააკეთა. ღმერთი არ აპატიებს მაგ ადამიანებს, მაგრამ ღმერთამდე ჩვენც უნდა გავანძრიოთ ხელი, რადგან ღმერთი ჩვენც არ გვაპატიებს ამდენ სიჩუმეს.

მე არავითარი პირადი ინტერესი არ მაქვს არავის მიმართ. როგორც ჟორიკა რურუაზე ვიცი, რომ მკვლელია, ისე რომ ვიცოდე ჩემს ოჯახზე და ძმებზე, რომ მკვლელები იყვნენ, ხმას არ ამოვიღებდი, უბრალოდ უფალს ვთხოვდი, რომ შეენდო მათთვის! მაგრამ ახლა რა ვთხოვო უფალს, რომ რა შეუნდოს? ამდენი შვილი რომ გაუჩინა დედაჩემმა ქვეყანას? რატომ მომიკლეს უპატიოსნესი მამა და დედა? რომ დღეს ეთარეშათ რურუებს და ლერი სულაბერიძეებს?

გამოძიებამ უნდა გააკეთოს თავისი საქმე, მთავრობამ უნდა გამოიჩინოს ყურადღება და ეს საშინელება დასრულდეს, ძალიან დიდი სისხლისფერი ლაქა ადევს საქართველოს. არ არის ეს პატარა დანაშაული, რომ ამხელა ოჯახი ამოხოცეს და არავინ დასჯილა აქამდე. მე შეიძლება შევეწირო ამ საქმის გამოძიებას, მაგრამ ვერასდროს გავჩერდები, მირჩევნია მეც მომკლან, ოღონდ არ გავჩერდები. ძალიან დავიღალე ამ უსამართლობის ტარებით, ვერ გავიხარე...

ნიკა მელიას სასამართლო პროცესი გადაიდო - სხდომა 13 მაისს გაიმართება

"ზურაბიშვილმა რომ თქვა, - ჟორიკა რურუას გავათავისუფლებო, ვერ დავიჯერე... "ზარალასთანაც" ვაპირებ ბრძოლას" - თამარ თორაძე პრეზიდენტის გადადგომას ითხოვს

"ნოდარის ქეთის ტელეფონში უნახავს რაღაც, შემდეგ ქეთი ამბობდა, ამას არ მაპატიებსო" - რას იხსენებს კასპში მოკლული მამაკაცის დედა და რას პასუხობს ბრალდებას ადვოკატი?