სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ სურს რუსეთს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლა?
რატომ სურს რუსეთს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლა?

რუ­სე­თი სა­ქარ­თვე­ლო­ში ლუ­გა­რის ცენ­ტრის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბას და რუსი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის­თვის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის საქ­მი­ა­ნო­ბის კარ­გად გა­საც­ნო­ბად, შე­ნო­ბის ყვე­ლა კორ­პუს­ში დაშ­ვე­ბის უფ­ლე­ბას მო­ი­თხოვს. ოკუ­პან­ტი მე­ზო­ბე­ლი ამით არ კმა­ყო­ფილ­დე­ბა და ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ნე­ბის­მი­ერ დო­კუ­მენტზე წვდო­მა­საც ითხოვს.

რუ­სე­თის სა­გა­რეო უწყე­ბის გან­ცხა­დე­ბას გუ­შინ სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმაც უპა­სუ­ხა. ზალ­კა­ლი­ან­მა მზად­ყოფ­ნა გა­მოთ­ქვა, რუსი სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის მი­ღე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით მოხ­დეს.

რა­ტომ უნდა რუ­სეთს ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში შეს­ვლა? - ამ სა­კი­თხზე AMBEBI.GE-მ ექ­სპერ­ტე­ბის მო­საზ­რე­ბე­ბი მო­ის­მი­ნა:

"სა­ქარ­თვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი ანა­ლი­ზის ცენ­ტრის" (GSAC) თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი, უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე თე­ო­ნა აქუ­ბარ­დია ამ­ბობს, რომ რუ­სე­თი გა­ღი­ზი­ა­ნე­ბუ­ლია იმით, სა­ქარ­თვე­ლო კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით მას­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი რომ აღა­რაა:

- ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის შეს­წავ­ლა ხდე­ბა, რაც აქამ­დე რუ­სეთ­ში ხდე­ბო­და. გან­სა­კუთ­რე­ბით, COVID-19-ის პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის­თვის, ეს ცენ­ტრი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნიშ­ნუ­ლე­ბი­საა. შე­სა­ბა­მი­სად, რუ­სეთ­მა მო­უ­მა­ტა დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას და პრო­პა­გან­დას მის წი­ნა­აღ­მდეგ.

რუსი ექ­სპერ­ტე­ბი ამ ცენ­ტრში არა­ერ­თხელ ყო­ფი­ლან და აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი აქვთ ნა­ნა­ხი. ახლა, ამ დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ის ტალ­ღას­თან ერ­თად, ისი­ნი კი­დევ ერთხელ ცდი­ლო­ბენ, და­უმ­ტკი­ცონ რო­გორც შიდა, ასე­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო აუ­დი­ტო­რი­ას, რომ თით­ქოს, ამ ცენ­ტრში სა­ი­დუმ­ლო ოთა­ხე­ბი არ­სე­ბობს, სა­დაც უცხო­ე­ლი ექ­სპერ­ტე­ბი არ და­იშ­ვე­ბი­ან და თით­ქოს, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში რა­ი­მე ტი­პის ცდე­ბის წარ­მო­ე­ბა ხდე­ბა.

ერ­თის მხრივ, რუ­სე­თის მი­ზა­ნი ანტი-ამე­რი­კუ­ლი გან­წყო­ბე­ბის გაღ­ვი­ვე­ბაა რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე სხვა ქვეყ­ნებ­ში; მე­ო­რე მი­ზა­ნია - სა­ქარ­თვე­ლოს არ ჰქონ­დეს ნდო­ბა მა­ღალ­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბის მი­მართ, რო­გო­რიც ლუ­გა­რის ცენ­ტრია და ტექ­ნო­ლო­გი­ურ პროგ­რეს­თან და­კავ­ში­რე­ბით კონ­სპი­რა­ცი­ე­ბი და ეჭ­ვე­ბი გაჩ­ნდეს

ასე­ვე ჩვენ ვნა­ხეთ, რომ ანა­ლო­გი­უ­რი პრო­პა­გან­და მიმ­დი­ნა­რე­ობს ოკუ­პი­რე­ბუ­ლი ცხინ­ვა­ლის რე­გი­ონ­ში სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მხრი­დან; ვხე­დავთ იმა­საც, რომ ამ ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ზე იყო ჩი­ნე­თის და რუ­სე­თის ერ­თობ­ლი­ვი გან­ცხა­დე­ბე­ბი. ეს გარ­კვე­ულ­წი­ლად მთე­ლი ამ და­პი­რის­პი­რე­ბის ნა­წი­ლია, რო­მელ­საც რუ­სე­თი ცი­ვი­ლი­ზე­ბუ­ლი და­სავ­ლე­თის წი­ნა­აღ­მდეგ ახორ­ცი­ე­ლებს, ამ შემ­თხვე­ვა­ში, სა­ქარ­თვე­ლოც სწო­რედ ამ პრიზ­მით შეგ­ვიძ­ლია, გან­ვი­ხი­ლოთ.

რუ­სე­თი და­სავ­ლე­თის ინ­ტე­რე­სებს ყველ­გან უპი­რის­პირ­დე­ბა, გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ქარ­თვე­ლოა მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რად­გან არ სურს, სა­კუ­თა­რი გავ­ლე­ნის სფე­რო­დან გა­უშ­ვას" - ხაზს უს­ვამს აქუ­ბარ­დია.

GSAC-ის თა­ნა­დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუხს და­დე­ბი­თად აფა­სებს, თუმ­ცა ზო­გა­დად, ქვეყ­ნის სტრა­ტე­გი­ულ კო­მუ­ნი­კა­ცი­ა­ში პრობ­ლე­მებს ხე­დავს:

"გან­ცხა­დე­ბა, რო­მე­ლიც სა­გა­რეო უწყე­ბამ გა­ა­კე­თა, რა თქმა უნდა, ლო­გი­კუ­რი იყო. ერთი მხრივ, ამ ცენ­ტრის საქ­მი­ა­ნო­ბა სა­ი­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცია არაა, და ის სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ქვე­შაა. ამი­ტომ, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ლუ­გა­რის ცენ­ტრის კარი ღია იყოს არა მხო­ლოდ რუსი ექ­სპერ­ტე­ბის­თვის, არა­მედ სა­ერ­თა­შო­რი­სო ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად.

ჩვენ სუ­ვე­რე­ნუ­ლი ქვე­ყა­ნა ვართ და არა­ვის აქვს უფ­ლე­ბა, ისე­თი მო­თხოვ­ნე­ბი წა­უ­ყე­ნოს სუ­ვე­რე­ნულ ქვე­ყა­ნას, რო­გორ­საც რუ­სე­თი აყე­ნებს ამ ცენ­ტრთან და­კავ­ში­რე­ბით

მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ნამ­დვი­ლად და­ვუ­წუ­ნებ­დი სტრა­ტე­გი­ულ კო­მუ­ნი­კა­ცი­ას. ერ­თის მხრივ, მა­ღა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბის­გან ამ ცენ­ტრზე თავ­დას­ხმებს პერ­მა­ნენ­ტულ რე­ჟიმ­ში ვხე­დავთ, პა­სუ­ხი კი ამ შემ­თხვე­ვა­ში ლუ­გა­რის ცენ­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლის­გა­ნაა. ვნა­ხეთ, რომ შარ­შან საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რი ფაზა იყო, ლუ­გა­რის ცენ­ტრთან და­კავ­ში­რე­ბით დე­ზინ­ფორ­მა­ცი­უ­ლი გან­ცხა­დე­ბე­ბი გე­ნე­რა­ლუ­რი შტა­ბის უფ­რო­სის­გან, თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის­გან და რუ­სე­თის ფე­დე­რა­ცი­ის მხრი­დან კეთ­დე­ბო­და.

სამ­წუ­ხა­როა, რომ არ არის ჯე­რო­ვა­ნი სტრა­ტე­გი­უ­ლი კო­მუ­ნი­კა­ცია ამ თე­მა­ზე და ძი­რი­თა­დად, მსგავ­სი კო­მუ­ნი­კა­ცია და დე­ზინ­ფორ­მა­ცი­ას­თან ბრძო­ლა არა­სამ­თავ­რო­ბო სექ­ტო­რის მხრებ­ზეა. ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ რუ­სეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით უნდა გა­ა­აქ­ტი­უ­როს, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, რო­დე­საც ეს ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლის წი­ნა­აღ­მდე­გაა მი­ზან­მი­მარ­თუ­ლი და რო­დე­საც ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია COVID-19-თან ბრძო­ლის ფრონ­ტის ხაზი იყო" - აღ­ნიშ­ნავს აქუ­ბარ­დია AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

პო­ლი­ტო­ლო­გი მა­მუ­კა არე­ში­ძე იმა­ზე ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას, რომ რუ­სე­თის მხრი­დან მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი თვე­ში ერთხელ მა­ინც, სხვა­დას­ხვა დო­ნე­ზე კეთ­დე­ბა - იქ­ნე­ბა ეს სა­გა­რეო უწყე­ბა, პრე­ზი­დენ­ტის აპა­რა­ტი თუ რო­მე­ლი­მე ექ­სპერ­ტი:

- შე­მიძ­ლია გი­თხრათ, რომ რუ­სეთ­მა ძა­ლი­ან კარ­გად იცის, რაც ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში კეთ­დე­ბა. და­უშ­ვე­ბენ თუ არა მის სპე­ცი­ა­ლის­ტებს, ამას მის­თვის გა­დამ­წყვე­ტი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს. პი­რი­ქით, თუ არ და­უშ­ვე­ბენ, სა­ლა­პა­რა­კო მეტი ექ­ნე­ბა

რუ­სეთს ეს პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი დე­მარ­შის­თვის სჭირ­დე­ბა, რათა მუდ­მი­ვად ილა­პა­რა­კოს, რომ მის სა­ზღვრებ­თან ახ­ლოს არ­სე­ბობს ცენ­ტრი, სა­დაც ბაქ­ტე­რი­ო­ლო­გი­უ­რი ია­რა­ღი მზად­დე­ბა, მით უმე­ტეს, პან­დე­მი­ის და იმ ჭო­რე­ბის ფონ­ზე, რომ თით­ქოს ეს ვირუ­სი ხე­ლოვ­ნუ­რია

ასე­ვე, ვხე­დავთ, რომ რა­ღაც, ზედ­მეტ აქ­ტი­ვო­ბას იჩენს სე­პა­რა­ტის­ტუ­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ცხინ­ვალ­ში. ეს გა­მო­ი­ხა­ტე­ბა მათ მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბებ­ში, რო­მე­ლიც ზოგ შემ­თხვე­ვა­ში ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ას ეხე­ბა, ზოგ შემ­თხვე­ვა­ში აკ­რი­ტი­კებს სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­კვირ­ვებ­ლე­ბის მოქ­მე­დე­ბას. რუ­სე­თი აგ­რძე­ლებს ბორ­დე­რი­ზა­ცი­ის პრო­ცესს, პლუს, ცხინ­ვალ­ში მი­ი­ღეს კა­ნო­ნი მო­სახ­ლე­ო­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ია­რა­ღის და­კა­ნო­ნე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით.

ჩვენ­თვის ცნო­ბი­ლია, რომ ამ პან­დე­მი­ამ­დე რუ­სე­თის დუ­მის მი­მართ არ­სე­ბობ­და მო­თხოვ­ნა, გა­ნე­ხი­ლათ ქარ­თვე­ლე­ბის მიერ ოსე­ბის გე­ნო­ცი­დის სა­კი­თხი 1920-21 წლებ­ში. ამ სა­კი­თხე­ბის ერ­თობ­ლი­ო­ბა გვაძ­ლევს ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს, რომ ცხინ­ვა­ლის ე.წ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა (და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რუ­სუ­ლი წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა, რო­მე­ლიც იქ იმ­ყო­ფე­ბა) მო­რიგ კონფრონ­ტა­ცი­ას გეგ­მავ­დეს. ამი­ტომ, სა­დაც მარ­თლე­ბი და წელ­ში გა­მარ­თუ­ლე­ბი ვართ, ჯო­ბია, იქ შე­სა­ბა­მი­სი ნა­ბი­ჯე­ბი გა­და­იდ­გას - ეს პირ­ველ რიგ­ში, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ის ე.წ. მო­ნი­ტო­რინგს ეხე­ბა" - აღ­ნიშ­ნავს არე­ში­ძე.

პო­ლი­ტო­ლო­გის თქმით, სა­ქარ­თვე­ლოს მხრი­დან აბ­სო­ლუ­ტუ­რად სწო­რი რე­ა­გი­რე­ბა მოხ­და და ეს არ არის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რე რუ­სებს სთა­ვა­ზობს მო­ნი­ტო­რინგს, ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში ჩა­მოს­ვლას:

"რამ­დე­ნა­დაც ვიცი, უკვე იყ­ვნენ რუ­სე­ბი და ხელ­ცა­რი­ელ­ნი წა­ვიდ­ნენ, ახ­ლაც იგი­ვე მოხ­დე­ბა. თუ სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჩა­მოვ­ლენ, გა­უ­ჭირ­დე­ბათ, ტყუ­ი­ლე­ბი ილა­პა­რა­კონ, რად­გან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­გან და პო­ლი­ტო­ლო­გე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, თა­ვი­ანთ სი­ტყვებ­ზე პა­სუხს სა­კუ­თარ კო­ლე­გებ­თან აგე­ბენ, და­სავ­ლეთ­ში იქ­ნე­ბა თუ სხვა­გან. ამი­ტომ, ისი­ნი მო­ე­რი­დე­ბი­ან ტყუ­ი­ლის თქმას.

მაგ­რამ მა­ინც, ენას ძვა­ლი არ აქვს და ყვე­ლა­ფე­რი შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას - ჯო­ბია, ასე­თი ფორ­მა აირ­ჩიო თა­ნამ­შრომ­ლო­ბის, ვიდ­რე გა­ჩუმ­დე და ყუ­რა­დღე­ბა არ მი­აქ­ციო“, - ხაზს უს­ვამს პო­ლი­ტო­ლო­გი.

ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, სა­ქარ­თვე­ლოს ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი ბათუ ქუ­თე­ლია ამ­ბობს, რომ ძნე­ლი სათ­ქმე­ლია, რა კონ­კრე­ტუ­ლი გათ­ვლე­ბი აქვს რუ­სეთს.

- მთა­ვა­რი და ყო­ველ­თვის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი ისაა, რომ რუ­სე­თი ყვე­ლა­ფერს ოპორ­ტუ­ნის­ტუ­ლად, თა­ვი­სი სტრა­ტე­გი­უ­ლი ინ­ტე­რე­სე­ბის­თვის იყე­ნებს, დიდი ხა­ნია, ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რია რუ­სუ­ლი პრო­პა­გან­დის­ტუ­ლი კამ­პა­ნი­ის სა­მიზ­ნეა. ისი­ნი თვლი­ან, რომ ასე­თი თე­მე­ბით ქარ­თულ-ამე­რი­კულ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში ბზარს გა­ა­ჩე­ნენ და ასე­ვე, იმ მი­თე­ბის კვე­ბას და­ი­წყე­ბენ, რო­მელ­საც დიდი ხა­ნია, ავ­რცე­ლე­ბენ.

ამას გარ­და, ეს ანტი-ამე­რი­კუ­ლი კონ­სპი­რა­ცი­ის სა­ერ­თო ხა­ზია - ვხე­დავთ კი­დე­ვაც, რომ ჩი­ნე­თის, რუ­სე­თის, ირა­ნის პრო­პა­გან­და ერ­თმა­ნეთს ემ­თხვე­ვა. ამას ემა­ტე­ბა, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი შრე, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს დე­სუ­ვე­რე­ნი­ზა­ცი­ის იმი­ჯია, ანუ, რუ­სე­თის ნე­ბის­მი­ერ მო­თხოვ­ნა­ზე ჩვენ რა­ღაც ვალ­დე­ბუ­ლე­ბა გვაქვს, რომ ან­გა­რი­ში ვა­ბა­როთ, თუ რას ვა­კე­თებთ სტრა­ტე­გი­ულ პარტნი­ო­რებ­თან.

ეს პრო­ექ­ტი თა­ვის­თა­ვად გამჭვირ­ვა­ლეა, ძა­ლი­ან ბევ­რჯერ ყო­ფი­ლან რო­გორც რუ­სე­თი­დან, ისე - სხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ვი­ზი­ტო­რე­ბი, ამი­ტომ თვი­თონ აქ პრობ­ლე­მა არაა, მაგ­რამ ამას რუ­სე­თი რა­ღაც იმ­პე­რა­ტი­უ­ლი მო­თხოვ­ნის ფორ­მით აკე­თებს, თით­ქოს, ჩვენ ან­გა­რი­ში უნდა ჩა­ვა­ბა­როთ

რუ­სეთ­თან არა­ნა­ირ ორ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბა­ში შეს­ვლა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არაა, მით უმე­ტეს, რო­დე­საც მათ­თან აღარ გვაქვს დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მა­ტის ვი­ზი­ტო­რებს, რო­გორც სხვა ქვეყ­ნე­ბის, ისე - რუ­სე­თის წარ­მო­მად­გენ­ლებს, უნდა ჰქონ­დეთ სა­შუ­ა­ლე­ბა, ჩა­მო­ვიდ­ნენ და ნა­ხონ ის, რაც არის.

რო­დე­საც ლუ­გა­რის ლა­ბო­რა­ტო­რი­ა­ში, სა­ერ­თა­შო­რი­სო ფორ­მატ­ში, სხვა ექ­სპერ­ტებ­თან ერ­თად გაც­ნო­ბით ტურს მო­უ­წყო­ბენ, თუ ჟარ­გო­ნუ­ლად, "ექ­სკურ­სი­ას" ჩა­უ­ტა­რე­ბენ, გა­მო­ვა 5 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი და იტყვის, რომ ეს ძა­ლი­ან კარ­გი ლა­ბო­რა­ტო­რი­აა და მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მეს აკე­თებს, იმა­ვე ჯგუფ­ში თუ იქ­ნე­ბა რუსი და იტყვის, რომ ეს ასე არ არის, ბუ­ნებ­რი­ვია, მისი ნათ­ქვა­მის სან­დო­ო­ბა ეჭვქვეშ დად­გე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში უფრო მარ­ტი­ვი და­სამ­ტკი­ცე­ბე­ლია, რომ აქ რა­ღაც მა­ნი­პუ­ლა­ცი­ებ­თან გვაქვს საქ­მე" - აღ­ნიშ­ნავს ქუ­თე­ლია.

მკითხველის კომენტარები / 80 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
$$$
24

აბა, სადა ხართ რუსოფილებო, გამოყავით რიჟა თავები, რომ სათითაოდ დაგთვალოთ.

ფასკუნჯი 29
8

და ჩვენც რომ მოვითხოვოთ რუსეთისგან, რომ ეშერის ლაბორატორიაში შეგვიშვას, არა? მითუმეტეს ეს ლაბორატორია ოფოციალურად საქართველოს ტერიტორიაზეა. თუმცა ამას ვაჟკაცობა სჭირდება.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

რატომ სურს რუსეთს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლა?

რატომ სურს რუსეთს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლა?

რუსეთი საქართველოში ლუგარის ცენტრის დათვალიერებას და რუსი სპეციალისტებისთვის ლაბორატორიის საქმიანობის კარგად გასაცნობად, შენობის ყველა კორპუსში დაშვების უფლებას მოითხოვს. ოკუპანტი მეზობელი ამით არ კმაყოფილდება და ლაბორატორიის ნებისმიერ დოკუმენტზე წვდომასაც ითხოვს.

რუსეთის საგარეო უწყების განცხადებას გუშინ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმაც უპასუხა. ზალკალიანმა მზადყოფნა გამოთქვა, რუსი სპეციალისტების მიღება საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით მოხდეს.

რატომ უნდა რუსეთს ლუგარის ლაბორატორიაში შესვლა? - ამ საკითხზე AMBEBI.GE-მ ექსპერტების მოსაზრებები მოისმინა:

"საქართველოს სტრატეგიული ანალიზის ცენტრის" (GSAC) თანადამფუძნებელი, უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე თეონა აქუბარდია ამბობს, რომ რუსეთი გაღიზიანებულია იმით, საქართველო კონკრეტული მიმართულებით მასზე დამოკიდებული რომ აღარაა:

- ლუგარის ლაბორატორიაში ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლა ხდება, რაც აქამდე რუსეთში ხდებოდა. განსაკუთრებით, COVID-19-ის პანდემიასთან ბრძოლისთვის, ეს ცენტრი მნიშვნელოვანი დანიშნულებისაა. შესაბამისად, რუსეთმა მოუმატა დეზინფორმაციას და პროპაგანდას მის წინააღმდეგ.

რუსი ექსპერტები ამ ცენტრში არაერთხელ ყოფილან და აბსოლუტურად ყველაფერი აქვთ ნანახი. ახლა, ამ დეზინფორმაციის ტალღასთან ერთად, ისინი კიდევ ერთხელ ცდილობენ, დაუმტკიცონ როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო აუდიტორიას, რომ თითქოს, ამ ცენტრში საიდუმლო ოთახები არსებობს, სადაც უცხოელი ექსპერტები არ დაიშვებიან და თითქოს, ლაბორატორიაში რაიმე ტიპის ცდების წარმოება ხდება.

ერთის მხრივ, რუსეთის მიზანი ანტი-ამერიკული განწყობების გაღვივებაა როგორც საქართველოში, ასევე სხვა ქვეყნებში; მეორე მიზანია - საქართველოს არ ჰქონდეს ნდობა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო დაწესებულების მიმართ, როგორიც ლუგარის ცენტრია და ტექნოლოგიურ პროგრესთან დაკავშირებით კონსპირაციები და ეჭვები გაჩნდეს

ასევე ჩვენ ვნახეთ, რომ ანალოგიური პროპაგანდა მიმდინარეობს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში სეპარატისტული ხელისუფლების მხრიდან; ვხედავთ იმასაც, რომ ამ ლაბორატორიაზე იყო ჩინეთის და რუსეთის ერთობლივი განცხადებები. ეს გარკვეულწილად მთელი ამ დაპირისპირების ნაწილია, რომელსაც რუსეთი ცივილიზებული დასავლეთის წინააღმდეგ ახორციელებს, ამ შემთხვევაში, საქართველოც სწორედ ამ პრიზმით შეგვიძლია, განვიხილოთ.

რუსეთი დასავლეთის ინტერესებს ყველგან უპირისპირდება, განსაკუთრებით საქართველოა მისთვის მნიშვნელოვანი, რადგან არ სურს, საკუთარი გავლენის სფეროდან გაუშვას" - ხაზს უსვამს აქუბარდია.

GSAC-ის თანადამფუძნებელი საქართველოს პასუხს დადებითად აფასებს, თუმცა ზოგადად, ქვეყნის სტრატეგიულ კომუნიკაციაში პრობლემებს ხედავს:

"განცხადება, რომელიც საგარეო უწყებამ გააკეთა, რა თქმა უნდა, ლოგიკური იყო. ერთი მხრივ, ამ ცენტრის საქმიანობა საიდუმლო ინფორმაცია არაა, და ის საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ქვეშაა. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ ლუგარის ცენტრის კარი ღია იყოს არა მხოლოდ რუსი ექსპერტებისთვის, არამედ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად.

ჩვენ სუვერენული ქვეყანა ვართ და არავის აქვს უფლება, ისეთი მოთხოვნები წაუყენოს სუვერენულ ქვეყანას, როგორსაც რუსეთი აყენებს ამ ცენტრთან დაკავშირებით

მაგრამ სამწუხაროდ, საქართველოს ხელისუფლებას ნამდვილად დავუწუნებდი სტრატეგიულ კომუნიკაციას. ერთის მხრივ, მაღალი ოფიციალური პირებისგან ამ ცენტრზე თავდასხმებს პერმანენტულ რეჟიმში ვხედავთ, პასუხი კი ამ შემთხვევაში ლუგარის ცენტრის ხელმძღვანელისგანაა. ვნახეთ, რომ შარშან საკმაოდ აქტიური ფაზა იყო, ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით დეზინფორმაციული განცხადებები გენერალური შტაბის უფროსისგან, თავდაცვის მინისტრისგან და რუსეთის ფედერაციის მხრიდან კეთდებოდა.

სამწუხაროა, რომ არ არის ჯეროვანი სტრატეგიული კომუნიკაცია ამ თემაზე და ძირითადად, მსგავსი კომუნიკაცია და დეზინფორმაციასთან ბრძოლა არასამთავრობო სექტორის მხრებზეა. ხელისუფლებამ რუსეთთან დაპირისპირება ამ მიმართულებით უნდა გაააქტიუროს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს ადამიანების სიცოცხლის წინააღმდეგაა მიზანმიმართული და როდესაც ლუგარის ლაბორატორია COVID-19-თან ბრძოლის ფრონტის ხაზი იყო" - აღნიშნავს აქუბარდია AMBEBI.GE-სთან საუბარში.

პოლიტოლოგი მამუკა არეშიძე იმაზე ამახვილებს ყურადღებას, რომ რუსეთის მხრიდან მსგავსი განცხადებები თვეში ერთხელ მაინც, სხვადასხვა დონეზე კეთდება - იქნება ეს საგარეო უწყება, პრეზიდენტის აპარატი თუ რომელიმე ექსპერტი:

- შემიძლია გითხრათ, რომ რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რაც ლაბორატორიაში კეთდება. დაუშვებენ თუ არა მის სპეციალისტებს, ამას მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. პირიქით, თუ არ დაუშვებენ, სალაპარაკო მეტი ექნება

რუსეთს ეს პროპაგანდისტული დემარშისთვის სჭირდება, რათა მუდმივად ილაპარაკოს, რომ მის საზღვრებთან ახლოს არსებობს ცენტრი, სადაც ბაქტერიოლოგიური იარაღი მზადდება, მით უმეტეს, პანდემიის და იმ ჭორების ფონზე, რომ თითქოს ეს ვირუსი ხელოვნურია

ასევე, ვხედავთ, რომ რაღაც, ზედმეტ აქტივობას იჩენს სეპარატისტული ხელისუფლება ცხინვალში. ეს გამოიხატება მათ მიერ გაკეთებულ განცხადებებში, რომელიც ზოგ შემთხვევაში ლუგარის ლაბორატორიას ეხება, ზოგ შემთხვევაში აკრიტიკებს საერთაშორისო დამკვირვებლების მოქმედებას. რუსეთი აგრძელებს ბორდერიზაციის პროცესს, პლუს, ცხინვალში მიიღეს კანონი მოსახლეობაში არსებული იარაღის დაკანონებასთან დაკავშირებით.

ჩვენთვის ცნობილია, რომ ამ პანდემიამდე რუსეთის დუმის მიმართ არსებობდა მოთხოვნა, განეხილათ ქართველების მიერ ოსების გენოციდის საკითხი 1920-21 წლებში. ამ საკითხების ერთობლიობა გვაძლევს ეჭვის საფუძველს, რომ ცხინვალის ე.წ ხელისუფლება (და არ არის გამორიცხული, რუსული წარმომადგენლობა, რომელიც იქ იმყოფება) მორიგ კონფრონტაციას გეგმავდეს. ამიტომ, სადაც მართლები და წელში გამართულები ვართ, ჯობია, იქ შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგას - ეს პირველ რიგში, ლუგარის ლაბორატორიის ე.წ. მონიტორინგს ეხება" - აღნიშნავს არეშიძე.

პოლიტოლოგის თქმით, საქართველოს მხრიდან აბსოლუტურად სწორი რეაგირება მოხდა და ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მხარე რუსებს სთავაზობს მონიტორინგს, ლაბორატორიაში ჩამოსვლას:

"რამდენადაც ვიცი, უკვე იყვნენ რუსები და ხელცარიელნი წავიდნენ, ახლაც იგივე მოხდება. თუ სპეციალისტები ჩამოვლენ, გაუჭირდებათ, ტყუილები ილაპარაკონ, რადგან სპეციალისტები, ჟურნალისტებისგან და პოლიტოლოგებისგან განსხვავებით, თავიანთ სიტყვებზე პასუხს საკუთარ კოლეგებთან აგებენ, დასავლეთში იქნება თუ სხვაგან. ამიტომ, ისინი მოერიდებიან ტყუილის თქმას.

მაგრამ მაინც, ენას ძვალი არ აქვს და ყველაფერი შეიძლება ითქვას - ჯობია, ასეთი ფორმა აირჩიო თანამშრომლობის, ვიდრე გაჩუმდე და ყურადღება არ მიაქციო“, - ხაზს უსვამს პოლიტოლოგი.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი ბათუ ქუთელია ამბობს, რომ ძნელი სათქმელია, რა კონკრეტული გათვლები აქვს რუსეთს.

- მთავარი და ყოველთვის გასათვალისწინებელი ისაა, რომ რუსეთი ყველაფერს ოპორტუნისტულად, თავისი სტრატეგიული ინტერესებისთვის იყენებს, დიდი ხანია, ლუგარის ლაბორატორია რუსული პროპაგანდისტული კამპანიის სამიზნეა. ისინი თვლიან, რომ ასეთი თემებით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში ბზარს გააჩენენ და ასევე, იმ მითების კვებას დაიწყებენ, რომელსაც დიდი ხანია, ავრცელებენ.

ამას გარდა, ეს ანტი-ამერიკული კონსპირაციის საერთო ხაზია - ვხედავთ კიდევაც, რომ ჩინეთის, რუსეთის, ირანის პროპაგანდა ერთმანეთს ემთხვევა. ამას ემატება, ასე ვთქვათ, ერთ-ერთი შრე, რომელიც საქართველოს დესუვერენიზაციის იმიჯია, ანუ, რუსეთის ნებისმიერ მოთხოვნაზე ჩვენ რაღაც ვალდებულება გვაქვს, რომ ანგარიში ვაბაროთ, თუ რას ვაკეთებთ სტრატეგიულ პარტნიორებთან.

ეს პროექტი თავისთავად გამჭვირვალეა, ძალიან ბევრჯერ ყოფილან როგორც რუსეთიდან, ისე - სხვა საერთაშორისო ვიზიტორები, ამიტომ თვითონ აქ პრობლემა არაა, მაგრამ ამას რუსეთი რაღაც იმპერატიული მოთხოვნის ფორმით აკეთებს, თითქოს, ჩვენ ანგარიში უნდა ჩავაბაროთ

რუსეთთან არანაირ ორმხრივ ურთიერთობაში შესვლა მიზანშეწონილი არაა, მით უმეტეს, როდესაც მათთან აღარ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები. რაც შეეხება საერთაშორისო ფორმატის ვიზიტორებს, როგორც სხვა ქვეყნების, ისე - რუსეთის წარმომადგენლებს, უნდა ჰქონდეთ საშუალება, ჩამოვიდნენ და ნახონ ის, რაც არის.

როდესაც ლუგარის ლაბორატორიაში, საერთაშორისო ფორმატში, სხვა ექსპერტებთან ერთად გაცნობით ტურს მოუწყობენ, თუ ჟარგონულად, "ექსკურსიას" ჩაუტარებენ, გამოვა 5 ქვეყნის წარმომადგენელი და იტყვის, რომ ეს ძალიან კარგი ლაბორატორიაა და მნიშვნელოვან საქმეს აკეთებს, იმავე ჯგუფში თუ იქნება რუსი და იტყვის, რომ ეს ასე არ არის, ბუნებრივია, მისი ნათქვამის სანდოობა ეჭვქვეშ დადგება. ამ შემთხვევაში უფრო მარტივი დასამტკიცებელია, რომ აქ რაღაც მანიპულაციებთან გვაქვს საქმე" - აღნიშნავს ქუთელია.

NDI საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ გამოგზავნის

"როგორც კი  tiktok-ს გაააქტიურებთ, ჩათვალეთ, რომ თქვენი მონაცემების უსაფრთხოება დასრულებულია" -  რა საფრთხეზე საუბრობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი

LIVE - Newsroom-ის სტუმარია თინათინ ხიდაშელი