პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამართალი
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ლელა საკონცერტოდ გამოეწყო და მეუბნება: მანქანა გასარეცხად მიმყავსო" - როგორ გაატარეს კარანტინი "მამულიჩამ" და ლელა წურწუმიამ
"ლელა საკონცერტოდ გამოეწყო და მეუბნება: მანქანა გასარეცხად მიმყავსო" - როგორ გაატარეს კარანტინი "მამულიჩამ" და ლელა წურწუმიამ

პრო­დი­უ­სე­რი კახა მა­მუ­ლაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ გა­სუ­ლი წელი შე­მოქ­მე­დე­ბი­თად აქ­ტი­უ­რი და ნა­ყო­ფი­ე­რი იყო - კონ­ცერ­ტე­ბი, გას­ტრო­ლე­ბი, რე­პე­ტი­ცი­ე­ბი, მაგ­რამ ბოლო სამი თვეა, პან­დე­მი­ამ მას და ლელა წურ­წუ­მი­ას მთე­ლი მსოფ­ლი­ოს მსგავ­სად გეგ­მე­ბი შე­უც­ვა­ლა.

გარ­და იმი­სა, რომ მა­მუ­ლი­ჩა ლე­ლას პრო­დი­უ­სე­რია, ასე­ვე მუ­შა­ობს მაკა ზამ­ბა­ხი­ძეს­თან და ბენდთან "ნონ­სტო­პი", რომ­ლის სო­ლის­ტი მა­კას შვი­ლი, სა­ლო­მე ჩი­ტა­ძეა. კო­რო­ნა­ვირუს­მა ყვე­ლას არა­ერ­თი საქ­მე, თუ პრო­ექ­ტი შე­უ­ჩე­რა.

რო­გორ გა­ა­ტა­რეს დრო იზო­ლა­ცი­ა­ში ლელა წურ­წუ­მი­ამ და მა­მუ­ლი­ჩამ და რა გეგ­მე­ბი ჩა­უ­შა­ლათ კო­რო­ნა­ვირუს­მა - AMBEBI.GE-ს მკი­თხველს პრო­დი­უ­სე­რი თა­ვად უამ­ბობს:

ლელა წურ­წუ­მია, მა­მუ­ლი­ჩა შვი­ლებ­თან, რძალ­თან და შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

- ამ პე­რი­ოდს ყვე­ლა თა­ვი­სე­ბუ­რად შეხ­ვდა და თა­ვი­სე­ბუ­რი დას­კვნა გა­მო­ი­ტა­ნა. ამ­ბობ­დნენ, - ბუ­ნე­ბამ და­ის­ვე­ნა, ხალ­ხმა პი­რად ჰი­გი­ე­ნას მი­ხე­და, მსოფ­ლი­ო­ში ომე­ბი შე­წყდა, ოზო­ნის ხვრე­ლი ფაქ­ტობ­რი­ვად, გაქ­რა და დე­და­მი­წა "გა­ჩერ­დაო". პან­დე­მი­ა­ში კი კარ­გი არა­ფე­რია, უდი­დე­სი საფრ­თხე­ე­ბი და კრი­ზი­სე­ბი შე­იქ­მნა, ადა­მი­ა­ნე­ბი და­ი­ხოც­ნენ, ეს კი ძა­ლი­ან სამ­წუ­ხა­როა...

ადა­მი­ა­ნებ­მა, ოჯა­ხებ­მა შე­მო­სავ­ლე­ბი და­კარ­გეს და ულუკ­მა­პუ­როდ დარ­ჩნენ. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ისე­დაც ეკო­ნო­მი­კუ­რი პრობ­ლე­მა ბევ­რს ჰქონ­და, გა­ჭირ­ვე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი საკ­მა­ოდ გვყავ­და, მაგ­რამ, რო­გორც არ უნდა იყოს, მთა­ვა­რი მა­ინც ჯან­მრთე­ლო­ბაა! რო­გორც ვუ­ყუ­რებ, ჩვე­ნი ქვე­ყა­ნა ამ მდგო­მა­რე­ო­ბი­დან, ღმერ­თის წყა­ლო­ბით, ად­ვი­ლად გა­მო­დის ალ­ბათ იმი­ტომ, რომ ამ­დე­ნი პრობ­ლე­მის ფონ­ზე, კარ­გი იმუ­ნი­ტე­ტიც გა­მოგ­ვი­მუ­შავ­და. რამ­დე­ნი რამ გა­მო­ვი­ა­რეთ - ვირუ­სე­ბი, ომე­ბი, უშუ­ქო­ბა, უგა­ზო­ბა, რა აღარ... ახლა უკვე „ოქ­როს ხანა“ გვინ­და.

- უნდა და­ვიმ­სა­ხუ­როთ...

- ალ­ბათ და ამის­თვის ერ­თმა­ნეთს უნდა გა­ვუფრ­თხილ­დეთ, ბევ­რი ვი­მუ­შა­ვოთ. მე მა­გა­ლი­თად, სახ­ლში უსაქ­მოდ ჯდო­მა არ შე­მიძ­ლია. აქამ­დე სულ მუ­შა­ო­ბით მო­ვე­დი. ვირუ­სის პე­რი­ოდ­ში, რო­გორც ბევ­რმა ბიზ­ნეს­მა, შო­უ­ბიზ­ნეს­მაც დიდი დარ­ტყმა მი­ი­ღო. ჩვე­ნი ბიზ­ნე­სი არც დო­ტა­ცი­ა­ზეა, სა­ხელ­მწი­ფო არ ეხ­მა­რე­ბა, თვით­გა­დარ­ჩე­ნა­ზე ვართ. დღეს ადა­მი­ა­ნებს პან­დე­მი­ამ პრობ­ლე­მე­ბი გა­უ­ჩი­ნა და სულ არ უნ­დათ გარ­თო­ბა, სიმ­ღე­რა...

როცა არ ხარ სა­ხელ­მწი­ფო­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლი, თვი­თონ გი­წევს გან­ვი­თა­რე­ბა და სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე წინსვლა, ძა­ლი­ან რთუ­ლია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ვირუს­მა თით­ქოს ჩა­ი­ა­რა, სა­მუ­შაო გან­წყო­ბე­ბიც ჩნდე­ბა, ჯერ მა­ინც არ ვი­ცით, რა და რო­გორ იქ­ნე­ბა, ეს დის­ტან­ცი­უ­რი ამ­ბე­ბი, ფაქ­ტია, ხე­ლის­შემ­შლე­ლია კონ­ცერ­ტე­ბის ჩა­სა­ტა­რებ­ლად, მაგ­რამ მა­ინც ამ ყვე­ლაფ­რის ფონ­ზე ვგრძნობ, რომ საქ­მე კარ­გად იქ­ნე­ბა. ივ­ლი­სი­დან ნელ-ნელა "მო­ვი­ქო­ქე­ბით".

მა­მუ­ლი­ჩა და ბენ­დი "ნონ­სტო­პი"

- გას­ტრო­ლე­ბი, კონ­ცერ­ტე­ბი გა­და­გე­დოთ, კლუ­ბე­ბი, დარ­ბა­ზე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით და­ხუ­რუ­ლია... რას ფიქ­რობთ ამა­ზე?

- დღეს მა­გა­ლი­თად, ის­რა­ელ­ში უნდა ვყო­ფი­ლი­ყა­ვით, დარ­ბაზ­ში რე­პე­ტი­ცია და სა­ღა­მოს კონ­ცერ­ტი გვქონ­და, ბი­ლე­თე­ბი გა­ყი­დუ­ლი იყო... გა­ვა­უქ­მეთ კონ­ცერ­ტე­ბი სა­ბერ­ძნეთ­ში, უკ­რა­ი­ნა­ში. ფაქ­ტობ­რი­ვად, მთე­ლი წელი გა­წე­რი­ლი გვქონ­და, ცალ­კე ლე­ლას მი­მარ­თუ­ლე­ბით და ცალ­კე ჯგუ­ფის "ნონ­სტო­პი". მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, როცა წი­ნას­წარ იცი, მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე რო­გორ უნდა და­იტ­ვირ­თო, ამ ეტაპს მი­ვაღ­წი­ეთ, მაგ­რამ პან­დე­მი­ამ ყვე­ლა­ფე­რი თავ­და­ყი­რა და­ა­ყე­ნა. რას ვი­ზამთ? ზოგს ისე უჭირს, რომ ეს რა სა­ლა­პა­რა­კოა?!

- კა­რან­ტი­ნის პე­რი­ო­დი რო­გორ გა­და­ი­ტა­ნეთ?

- ამო­ჩე­მე­ბუ­ლი მქონ­და რამ­დე­ნი­მე კლას­ტე­რი იმის­თვის, რომ არ გავ­გი­ჟე­ბუ­ლი­ყა­ვით - ეს იყო ჩემი ოჯა­ხი, ლე­ლას ოჯა­ხი და სა­მე­ზობ­ლო­ში რამ­დე­ნი­მე, მათ შო­რის, დოის ოჯა­ხი.

ვი­დე­ო­ზა­რი "არ­ვე­ლა­ძე­ე­ბის კლას­ტერ­თან"

არი­ან ჩემი მე­გობ­რე­ბი, ვი­საც ოთა­ხი­დან ცხვი­რიც არ გა­მო­უყ­ვი­ათ, ეში­ნო­დათ. მე მაგ კა­ტე­გო­რი­ას არ გან­ვე­კუთ­ნე­ბი. ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი მო­მენ­ტიც არის - ასე მძი­მედ არ აღ­ვიქ­ვამ­დი, მაგ­რამ მა­თიც მეს­მის, გა­მო­სა­ვალს ვერ­სად პო­უ­ლობ­დნენ, ტე­ლე­ვი­ზო­რის ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე იყ­ვნენ მი­ჩე­რე­ბუ­ლი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ფსი­ქო­ზი იყო.

ვცდი­ლობ­დი, პო­ზი­ტი­უ­რი ამ­ბე­ბით დავ­ტვირ­თუ­ლი­ყა­ვი. ლა­ი­ვებს ვრთავ­დით "ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე", საქ­მის­თვის მო­ნა­ხა­ზებს ვა­კე­თებ­დი, ურ­თი­ერ­თო­ბა მქონ­და ჯგუ­ფის წევ­რებ­თან, დის­ტან­ცი­უ­რი ურ­თი­ერ­თო­ბა არც ისე მარ­ტი­ვი იყო. ამ პი­რო­ბებ­ში ერთ-ორ სიმ­ღე­რა­ზე მა­ინც ვი­მუ­შა­ვეთ.

მგო­ნია, ზა­ფხულ­ში უნდა "ამო­ი­ქო­ქოს" ჩვე­ნი საქ­მე. ცოტა მი­ჭირს იმის წარ­მოდ­გე­ნა, პირ­ბა­დე­ე­ბით რო­გორ უნდა ვი­ცხოვ­როთ, მაგ­რამ რას ვი­ზამთ?!

შვი­ლიშ­ვილ­თან ერ­თად

- რომ არ გა­იხ­სნას რეს­ტორ­ნე­ბი და დარ­ბა­ზე­ბი?

- მთავ­რო­ბა აქ­ცენტს ტუ­რიზ­მზე აკე­თებს და რე­ა­ლუ­რად ჩვე­ნი ეკო­ნო­მი­კის ძი­რი­თა­დი პრო­ცენ­ტრი ტუ­რიზ­მი­დან შე­მო­სუ­ლი თან­ხე­ბია. თუ ტუ­რის­ტი ჩა­მო­ვა, ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ვი ად­გი­ლე­ბის დათ­ვა­ლი­ე­რე­ბის გარ­და, ქარ­თუ­ლი კერ­ძე­ბის და­გე­მოვ­ნე­ბა, ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რის მოს­მე­ნაც უნდა, რეს­ტორ­ნე­ბიც უნდა ამუ­შავ­დეს. მაგ­რამ თუ ის მოხ­და, რო­გორც ბევრ ქვე­ყა­ნა­ში - რეს­ტორ­ნე­ბი, კლუ­ბე­ბი და სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზე­ბი ერთი წლით და­ი­ხუ­რა, მა­შინ რა ვთქვა, არ ვიცი.

არ მინ­და სა­ხე­ლე­ბის და გვა­რე­ბის და­სა­ხე­ლე­ბა, მაგ­რამ ჩემი ნაც­ნო­ბე­ბი­დან, პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში ბევ­რი ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნი, მსა­ხი­ო­ბი და­ვი­ნა­ხე "ვოლ­ტის" მო­ტო­ებ­ზე, შეკ­ვე­თებს არი­გებ­დნენ, ერთ-ერთი ტაქ­სი­ზეც იჯდა. რა ექ­ნათ, აბა? ეს საქ­მე არ "ტე­ხავს".

- "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი" რომ მო­იხ­სნა, ივენ­თიც გაჩ­ნდა "ფე­ის­ბუქ­ზე" - ამის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად ლელა წურ­წუ­მი­ას კონ­ცერ­ტი იგეგ­მე­ბაო...

- ჰო, იხუმ­რეს, „ღა­მის სი­ჩუ­მე“ იფან­ტე­ბაო... და ბევ­რი მე­კი­თხე­ბო­და - რა ხდე­ბაო? ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ელო­დე­ბა ცხოვ­რე­ბის გა­ხა­ლი­სე­ბას და ცხოვ­რე­ბა შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად უნდა გა­ცო­ცხლდეს. გვინ­და საქ­მის კე­თე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო თუ არ გვეხ­მა­რე­ბა, ხელი იმა­ში მა­ინც შეგ­ვი­წყოს, რომ სა­მუ­შაო სივ­რცე­ე­ბი გახ­სნას, ვი­მუ­შა­ვებთ და გა­მო­ვი­მუ­შა­ვებთ, არა­ვის­ზე ვიქ­ნე­ბით და­მო­კი­დე­ბუ­ლი...

- ლელა კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში დროს რას უთ­მობ­და?

- პირ­ვე­ლად რომ მოგ­ვცეს მან­ქა­ნე­ბით გა­რეთ გას­ვლის ნე­ბარ­თვა, იმ დღეს რო­გორც კონ­ცერ­ტზე ისე გა­მო­ე­წყო, გა­მო­ვი­და და მე­უბ­ნე­ბა: მან­ქა­ნა გა­სა­რე­ცხად უნდა წა­ვიყ­ვა­ნოო. ასე გა­მო­წყო­ბილ­მა-მეთ­ქი? რა მოხ­და, მო­მე­ნატ­რა სა­კონ­ცერ­ტოდ გა­მო­წყო­ბაო... ხომ ვამ­ბობ, ვცდი­ლობ­დით, ეს დღე­ე­ბი იუ­მო­რით გა­დაგ­ვე­ტა­ნა.

სულ ვარ­ჯი­შობ­და, ფორ­მა­ში რომ ყო­ფი­ლი­ყო, კერ­ძე­ბის კე­თე­ბა და­ი­წყო და გა­სა­გი­ჟე­ბელ კერ­ძებს ამ­ზა­დებ­და. მოკ­ლედ, თუ სი­ტუ­ა­ცია ძა­ლი­ან გარ­თულ­და და შო­უ­ბიზ­ნეს­ში პერ­სპექ­ტი­ვა ვე­ღარ და­ვი­ნა­ხეთ, ძა­ლებს კუ­ლი­ნა­რი­ა­ში მოვ­სინ­ჯავთ - ლელა სა­დი­ლებს გა­ა­კე­თებს, მე მო­ტო­ციკ­ლით და­ვა­რი­გებ და მცი­რე ბიზ­ნესს ასე ავა­წყობთ. ეს ხუმ­რო­ბით და ისე, ყვე­ლა­ფერს მონ­დო­მე­ბა უნდა და ყო­ველ­თვის იპო­ვი გა­მო­სა­ვალს.

ქა­ლიშ­ვილ­თან, მა­რი­კოს­თან ერ­თად

რთუ­ლი დღე­ე­ბი გა­მო­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ ყვე­ლას მინ­და ვუ­თხრა, ყუ­რე­ბი არ უნდა ჩა­მოვ­ყა­როთ, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა! ახლა რა­საც ვუ­ყუ­რებ, კო­რო­ნა პო­ლი­ტი­კამ ჩა­ა­ნაც­ვა­ლა და ჯერი მუ­სი­კო­სებ­სა და მსა­ხი­ო­ბებ­ზეა - ჩვე­ნი საქ­მე­ე­ბით უნდა ჩა­ვა­ნაც­ვლოთ. პირ­ვე­ლი კონ­ცერ­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იქ­ნე­ბა ჩვენ­თვის, მო­მე­ნატ­რა სა­კონ­ცერ­ტო გა­წა­მა­წია!

მკითხველის კომენტარები / 18 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
dudu
9

არ გრცხვენია მამულიჩ სპეკულიანტ ბარიგა

...
12

პენსიონერი მშობლების შემყურე დავრჩიო, მამულიჩა წუხდა...ხომ კარგად არის? 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ლელა საკონცერტოდ გამოეწყო და მეუბნება: მანქანა გასარეცხად მიმყავსო" - როგორ გაატარეს კარანტინი "მამულიჩამ" და ლელა წურწუმიამ

"ლელა საკონცერტოდ გამოეწყო და მეუბნება: მანქანა გასარეცხად მიმყავსო" - როგორ გაატარეს კარანტინი "მამულიჩამ" და ლელა წურწუმიამ

პროდიუსერი კახა მამულაშვილი ამბობს, რომ გასული წელი შემოქმედებითად აქტიური და ნაყოფიერი იყო - კონცერტები, გასტროლები, რეპეტიციები, მაგრამ ბოლო სამი თვეა, პანდემიამ მას და ლელა წურწუმიას მთელი მსოფლიოს მსგავსად გეგმები შეუცვალა.

გარდა იმისა, რომ მამულიჩა ლელას პროდიუსერია, ასევე მუშაობს მაკა ზამბახიძესთან და ბენდთან "ნონსტოპი", რომლის სოლისტი მაკას შვილი, სალომე ჩიტაძეა. კორონავირუსმა ყველას არაერთი საქმე, თუ პროექტი შეუჩერა.

როგორ გაატარეს დრო იზოლაციაში ლელა წურწუმიამ და მამულიჩამ და რა გეგმები ჩაუშალათ კორონავირუსმა - AMBEBI.GE-ს მკითხველს პროდიუსერი თავად უამბობს:

ლელა წურწუმია, მამულიჩა შვილებთან, რძალთან და შვილიშვილთან ერთად

- ამ პერიოდს ყველა თავისებურად შეხვდა და თავისებური დასკვნა გამოიტანა. ამბობდნენ, - ბუნებამ დაისვენა, ხალხმა პირად ჰიგიენას მიხედა, მსოფლიოში ომები შეწყდა, ოზონის ხვრელი ფაქტობრივად, გაქრა და დედამიწა "გაჩერდაო". პანდემიაში კი კარგი არაფერია, უდიდესი საფრთხეები და კრიზისები შეიქმნა, ადამიანები დაიხოცნენ, ეს კი ძალიან სამწუხაროა...

ადამიანებმა, ოჯახებმა შემოსავლები დაკარგეს და ულუკმაპუროდ დარჩნენ. ჩვენს ქვეყანაში ისედაც ეკონომიკური პრობლემა ბევრს ჰქონდა, გაჭირვებული ადამიანები საკმაოდ გვყავდა, მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, მთავარი მაინც ჯანმრთელობაა! როგორც ვუყურებ, ჩვენი ქვეყანა ამ მდგომარეობიდან, ღმერთის წყალობით, ადვილად გამოდის ალბათ იმიტომ, რომ ამდენი პრობლემის ფონზე, კარგი იმუნიტეტიც გამოგვიმუშავდა. რამდენი რამ გამოვიარეთ - ვირუსები, ომები, უშუქობა, უგაზობა, რა აღარ... ახლა უკვე „ოქროს ხანა“ გვინდა.

- უნდა დავიმსახუროთ...

- ალბათ და ამისთვის ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ, ბევრი ვიმუშავოთ. მე მაგალითად, სახლში უსაქმოდ ჯდომა არ შემიძლია. აქამდე სულ მუშაობით მოვედი. ვირუსის პერიოდში, როგორც ბევრმა ბიზნესმა, შოუბიზნესმაც დიდი დარტყმა მიიღო. ჩვენი ბიზნესი არც დოტაციაზეა, სახელმწიფო არ ეხმარება, თვითგადარჩენაზე ვართ. დღეს ადამიანებს პანდემიამ პრობლემები გაუჩინა და სულ არ უნდათ გართობა, სიმღერა...

როცა არ ხარ სახელმწიფოზე დამოკიდებული, თვითონ გიწევს განვითარება და სიტუაციიდან გამომდინარე წინსვლა, ძალიან რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ვირუსმა თითქოს ჩაიარა, სამუშაო განწყობებიც ჩნდება, ჯერ მაინც არ ვიცით, რა და როგორ იქნება, ეს დისტანციური ამბები, ფაქტია, ხელისშემშლელია კონცერტების ჩასატარებლად, მაგრამ მაინც ამ ყველაფრის ფონზე ვგრძნობ, რომ საქმე კარგად იქნება. ივლისიდან ნელ-ნელა "მოვიქოქებით".

მამულიჩა და ბენდი "ნონსტოპი"

- გასტროლები, კონცერტები გადაგედოთ, კლუბები, დარბაზები ჯერჯერობით დახურულია... რას ფიქრობთ ამაზე?

- დღეს მაგალითად, ისრაელში უნდა ვყოფილიყავით, დარბაზში რეპეტიცია და საღამოს კონცერტი გვქონდა, ბილეთები გაყიდული იყო... გავაუქმეთ კონცერტები საბერძნეთში, უკრაინაში. ფაქტობრივად, მთელი წელი გაწერილი გვქონდა, ცალკე ლელას მიმართულებით და ცალკე ჯგუფის "ნონსტოპი". მნიშვნელოვანია, როცა წინასწარ იცი, მთელი წლის მანძილზე როგორ უნდა დაიტვირთო, ამ ეტაპს მივაღწიეთ, მაგრამ პანდემიამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. რას ვიზამთ? ზოგს ისე უჭირს, რომ ეს რა სალაპარაკოა?!

- კარანტინის პერიოდი როგორ გადაიტანეთ?

- ამოჩემებული მქონდა რამდენიმე კლასტერი იმისთვის, რომ არ გავგიჟებულიყავით - ეს იყო ჩემი ოჯახი, ლელას ოჯახი და სამეზობლოში რამდენიმე, მათ შორის, დოის ოჯახი.

ვიდეოზარი "არველაძეების კლასტერთან"

არიან ჩემი მეგობრები, ვისაც ოთახიდან ცხვირიც არ გამოუყვიათ, ეშინოდათ. მე მაგ კატეგორიას არ განვეკუთნები. ფსიქოლოგიური მომენტიც არის - ასე მძიმედ არ აღვიქვამდი, მაგრამ მათიც მესმის, გამოსავალს ვერსად პოულობდნენ, ტელევიზორის ინფორმაციაზე იყვნენ მიჩერებული, ფაქტობრივად, ფსიქოზი იყო.

ვცდილობდი, პოზიტიური ამბებით დავტვირთულიყავი. ლაივებს ვრთავდით "ფეისბუქგვერდზე", საქმისთვის მონახაზებს ვაკეთებდი, ურთიერთობა მქონდა ჯგუფის წევრებთან, დისტანციური ურთიერთობა არც ისე მარტივი იყო. ამ პირობებში ერთ-ორ სიმღერაზე მაინც ვიმუშავეთ.

მგონია, ზაფხულში უნდა "ამოიქოქოს" ჩვენი საქმე. ცოტა მიჭირს იმის წარმოდგენა, პირბადეებით როგორ უნდა ვიცხოვროთ, მაგრამ რას ვიზამთ?!

შვილიშვილთან ერთად

- რომ არ გაიხსნას რესტორნები და დარბაზები?

- მთავრობა აქცენტს ტურიზმზე აკეთებს და რეალურად ჩვენი ეკონომიკის ძირითადი პროცენტრი ტურიზმიდან შემოსული თანხებია. თუ ტურისტი ჩამოვა, ღირსშესანიშნავი ადგილების დათვალიერების გარდა, ქართული კერძების დაგემოვნება, ქართული სიმღერის მოსმენაც უნდა, რესტორნებიც უნდა ამუშავდეს. მაგრამ თუ ის მოხდა, როგორც ბევრ ქვეყანაში - რესტორნები, კლუბები და საკონცერტო დარბაზები ერთი წლით დაიხურა, მაშინ რა ვთქვა, არ ვიცი.

არ მინდა სახელების და გვარების დასახელება, მაგრამ ჩემი ნაცნობებიდან, პანდემიის პერიოდში ბევრი ცნობილი ადამიანი, მსახიობი დავინახე "ვოლტის" მოტოებზე, შეკვეთებს არიგებდნენ, ერთ-ერთი ტაქსიზეც იჯდა. რა ექნათ, აბა? ეს საქმე არ "ტეხავს".

- "კომენდანტის საათი" რომ მოიხსნა, ივენთიც გაჩნდა "ფეისბუქზე" - ამის აღსანიშნავად ლელა წურწუმიას კონცერტი იგეგმებაო...

- ჰო, იხუმრეს, „ღამის სიჩუმე“ იფანტებაო... და ბევრი მეკითხებოდა - რა ხდებაო? ბევრი ადამიანი ელოდება ცხოვრების გახალისებას და ცხოვრება შეძლებისდაგვარად უნდა გაცოცხლდეს. გვინდა საქმის კეთება, სახელმწიფო თუ არ გვეხმარება, ხელი იმაში მაინც შეგვიწყოს, რომ სამუშაო სივრცეები გახსნას, ვიმუშავებთ და გამოვიმუშავებთ, არავისზე ვიქნებით დამოკიდებული...

- ლელა კარანტინის პერიოდში დროს რას უთმობდა?

- პირველად რომ მოგვცეს მანქანებით გარეთ გასვლის ნებართვა, იმ დღეს როგორც კონცერტზე ისე გამოეწყო, გამოვიდა და მეუბნება: მანქანა გასარეცხად უნდა წავიყვანოო. ასე გამოწყობილმა-მეთქი? რა მოხდა, მომენატრა საკონცერტოდ გამოწყობაო... ხომ ვამბობ, ვცდილობდით, ეს დღეები იუმორით გადაგვეტანა.

სულ ვარჯიშობდა, ფორმაში რომ ყოფილიყო, კერძების კეთება დაიწყო და გასაგიჟებელ კერძებს ამზადებდა. მოკლედ, თუ სიტუაცია ძალიან გართულდა და შოუბიზნესში პერსპექტივა ვეღარ დავინახეთ, ძალებს კულინარიაში მოვსინჯავთ - ლელა სადილებს გააკეთებს, მე მოტოციკლით დავარიგებ და მცირე ბიზნესს ასე ავაწყობთ. ეს ხუმრობით და ისე, ყველაფერს მონდომება უნდა და ყოველთვის იპოვი გამოსავალს.

ქალიშვილთან, მარიკოსთან ერთად

რთული დღეები გამოვიარეთ, მაგრამ ყველას მინდა ვუთხრა, ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, ყველაფერი კარგად იქნება! ახლა რასაც ვუყურებ, კორონა პოლიტიკამ ჩაანაცვალა და ჯერი მუსიკოსებსა და მსახიობებზეა - ჩვენი საქმეებით უნდა ჩავანაცვლოთ. პირველი კონცერტი ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენთვის, მომენატრა საკონცერტო გაწამაწია!

მონიკა ბელუჩის ქალიშვილი ახალ სიმაღლეებს იპყრობს - 16 წლის გოგონას ახალი ფოტოები ფრანგული Elle-ისთვის

"10 წლის უნახავი შემთხვევით შემხვდა, ვუთხარი, მოსკოვში უნდა წაგიყვანო-მეთქი. ერთ კვირაში ჩემი ცოლი გახდა" - რას ყვება დათო ევგენიძე ოჯახსა და თემურ ალასანიასთან მძახლობაზე

სუპერმოდელმა ჯიჯი ჰადიდმა სახლში იმშობიარა - "ვიცოდი, რომ აუტანელი ტკივილი იქნებოდა...გიჟს ვგავდი"