სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება

8

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 16:43-ზე, მთვარე სასწორში გადავა 11:07 თუ დღეს დახმარება გთხოვეს, უარი არ უთხრათ. კარგია მოწყალების გაღებაც; მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, კამათს, ფულის ხარჯვას; ურთიერთობის გარჩევას. განსაკუთრებით შეყვარებულებმა; არავის გაუბრაზდეთ და გაანაწყენოთ. თუ დღეს ვინმეს გაებუტებით, მასთან შერიგება გაგიჭირდებათ; არ გირჩევთ მგზავრობასა და მოგზაურობის დაწყებას; კარგია მუშაობა ბაღში, საოჯახო საქმეების შესრულება კი სხვა დღისთვის გადადეთ; მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას. უპირატესობა მიანიჭეთ წყალს, წვენებს. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სიგარეტის დოზაც. იკვებეთ ზომიერად, არც შიმშილობაა სასურველი და არც კუჭის გადატვირთვა. ივარჯიშეთ სასიამოვნო მუსიკის ფონზე.
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ბატონმა პრემიერმა გოიმურ ოპოზიციას ჩაგიტარათ" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას
"ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ბატონმა პრემიერმა გოიმურ ოპოზიციას ჩაგიტარათ" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

მე ვი­ტყო­დი, რომ ეს იყო არა ან­გა­რი­ში, არა­მედ მას­ტერკლა­სი, რო­მე­ლიც ჩა­გი­ტა­რათ თქვენ, გო­ი­მუ­რი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა , - ამის შე­სა­ხებ სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის წევ­რმა, პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ან­გა­რი­შის შე­ფა­სე­ბი­სას პარ­ლა­მენ­ტში გა­ნა­ცხა­და.

მი­სი­ვე თქმით, სა­ერ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ერ­თი­ა­ნო­ბის მიღ­მა მხო­ლოდ რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია დარ­ჩა, რო­მე­ლიც კო­რო­ნა­ვირუს­თან ბრძო­ლის პე­რი­ოდ­ში მმარ­თვე­ლი გუნ­დის მიერ მი­ღე­ბულ თი­თო­ე­ულ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას უსაგ­ნოდ აკ­რი­ტი­კებ­და.

"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მად­ლო­ბა ამ ბრძო­ლა­ში ეკუთ­ვნის პრე­მი­ერ - მი­ნისტრს, რო­მე­ლიც დღეს წარ­სდგა პარ­ლა­მენ­ტის წი­ნა­შე თა­ვი­სი ან­გა­რი­შით. მე ვი­ტყო­დი, რომ ეს იყო არა ან­გა­რი­ში, არა­მედ მას­ტერკლა­სი, რო­მე­ლიც ჩა­გი­ტა­რათ თქვენ, გო­ი­მუ­რი ოპო­ზი­ცი­ის წარ­მო­მად­გენ­ლებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა. ეს იყო და­მა­ჯე­რე­ბე­ლი გა­მოს­ვლა, რომ­ლი­თაც კი­დევ ერთხელ გა­ნი­მარ­ტა ის ნა­ბი­ჯე­ბი, რომ­ლებ­მაც ამ ბრძო­ლა­ში მოგ­ვი­ტა­ნა წარ­მა­ტე­ბა.

სამ­წუ­ხა­როდ, ერ­თა­დერ­თი სუ­ბი­ექ­ტი, ვინც სა­ერ­თო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ერ­თი­ა­ნო­ბის მიღ­მა დარ­ჩა, იყო რა­დი­კა­ლუ­რი ოპო­ზი­ცია, თა­ვი­სი „ფეიქ“ ტე­ლე­ვი­ზი­ე­ბით. ერ­თა­დერ­თი, რი­თაც მათ გა­მო­ი­ჩი­ნეს თავი, ეს იყო სრუ­ლი­ად უსაგ­ნო კრი­ტი­კა. მთე­ლი ამ პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში, გახ­სოვთ უსაგ­ნო კრი­ტი­კა ისეთ თე­მებ­ზე, რო­გო­რიც არის შე­ზღუდ­ვე­ბის და­წე­სე­ბა. გახ­სოვთ, რომ ისი­ნი ითხოვ­დნენ ეკ­ლე­სი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბას. ერ­თა­დერ­თი ის არ მო­უ­თხო­ვი­ათ, რომ ეკ­ლე­სი­ებ­ში სატ­ვირ­თო მან­ქა­ნე­ბით შევ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვით. ისი­ნი აკ­რი­ტი­კებ­დნენ ეროვ­ნუ­ლი წარ­მო­ე­ბის პირ­ბა­დე­ებს და სხვა სა­მე­დი­ცი­ნო სა­შუ­ა­ლე­ბებს. ითხოვ­დნენ 4 მლნ ადა­მი­ა­ნის გა­ტესტვას, რა­ზეც დღეს ყვე­ლას ეცი­ნე­ბა. მოკ­ლედ, ერთ მხა­რეს იყო აბ­სო­ლუ­ტუ­რად უსაგ­ნო კრი­ტი­კა და მე­ო­რე მხა­რეს არის საქ­მე და შე­დე­გე­ბი“, - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, კო­რო­ნა­ვირუს­თან საბ­რძოლ­ვე­ლად შექ­მნილ ფონდში თან­ხა „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ მხო­ლოდ ერ­თმა წარ­მო­მად­გე­ნელ­მა ჩა­რი­ცხა.

"ვიდ­რე ამ 3 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში ოპო­ზი­ცი­ის უსაგ­ნო კრი­ტი­კას ვის­მენ­დით, „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ წარ­მო­მად­გენ­ლებ­მა სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბი გა­ი­ღეს კრი­ზის­თან საბ­რძოლ­ვე­ლად. შე­გახ­სე­ნებთ, რომ პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რემ გა­ი­ღო 100 მლნ ლარი და კო­ვი­დის ფონდში ჩა­რი­ცხა. დე­პუ­ტა­ტებ­მა შეს­წი­რეს სა­კუ­თა­რი რამ­დე­ნი­მე თვის ხელ­ფა­სის 1/3 კო­ვი­დის ფონდს. გახ­სოვთ, რომ ეს 100 მი­ლი­ო­ნიც კი ქი­ლი­კის სა­გა­ნი გა­ხა­დეს და ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნეს ეს ყვე­ლა­ფე­რი იმ ფონ­ზე, რო­დე­საც მე გა­და­ვა­მოწ­მე და ერთი დე­პუ­ტა­ტია „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ „კლას­ტე­რი­დან“, რო­მელ­მაც კო­ვი­დის ფონდში ჩა­რი­ცხა თან­ხა. კე­თი­ლი გე­ნე­ბათ და თქვენ გა­მო­გე­ჩი­ნათ სა­კუ­თა­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის წი­ნა­შე,“ - გა­ნა­ცხა­და კო­ბა­ხი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 77 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
413

გახარიამ დღეს ნაცებს რიკოთის უღელტეხილის გვირაბი მოუწყო ! საღოლ გახარიქს ! smiley

ნანა
322

მაგარი ხარ გახარია მაგარი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ბატონმა პრემიერმა გოიმურ ოპოზიციას ჩაგიტარათ" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

"ეს იყო მასტერკლასი, რომელიც ბატონმა პრემიერმა გოიმურ ოპოზიციას ჩაგიტარათ" - ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

მე ვიტყოდი, რომ ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ პრემიერ-მინისტრის ანგარიშის შეფასებისას პარლამენტში განაცხადა.

მისივე თქმით, საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა მხოლოდ რადიკალური ოპოზიცია დარჩა, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლის პერიოდში მმართველი გუნდის მიერ მიღებულ თითოეულ გადაწყვეტილებას უსაგნოდ აკრიტიკებდა.

"განსაკუთრებული მადლობა ამ ბრძოლაში ეკუთვნის პრემიერ - მინისტრს, რომელიც დღეს წარსდგა პარლამენტის წინაშე თავისი ანგარიშით. მე ვიტყოდი, რომ ეს იყო არა ანგარიში, არამედ მასტერკლასი, რომელიც ჩაგიტარათ თქვენ, გოიმური ოპოზიციის წარმომადგენლებს პრემიერ-მინისტრმა. ეს იყო დამაჯერებელი გამოსვლა, რომლითაც კიდევ ერთხელ განიმარტა ის ნაბიჯები, რომლებმაც ამ ბრძოლაში მოგვიტანა წარმატება.

სამწუხაროდ, ერთადერთი სუბიექტი, ვინც საერთო საზოგადოებრივი ერთიანობის მიღმა დარჩა, იყო რადიკალური ოპოზიცია, თავისი „ფეიქ“ ტელევიზიებით. ერთადერთი, რითაც მათ გამოიჩინეს თავი, ეს იყო სრულიად უსაგნო კრიტიკა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, გახსოვთ უსაგნო კრიტიკა ისეთ თემებზე, როგორიც არის შეზღუდვების დაწესება. გახსოვთ, რომ ისინი ითხოვდნენ ეკლესიის წინააღმდეგ ძალის გამოყენებას. ერთადერთი ის არ მოუთხოვიათ, რომ ეკლესიებში სატვირთო მანქანებით შევვარდნილიყავით. ისინი აკრიტიკებდნენ ეროვნული წარმოების პირბადეებს და სხვა სამედიცინო საშუალებებს. ითხოვდნენ 4 მლნ ადამიანის გატესტვას, რაზეც დღეს ყველას ეცინება. მოკლედ, ერთ მხარეს იყო აბსოლუტურად უსაგნო კრიტიკა და მეორე მხარეს არის საქმე და შედეგები“, - განაცხადა კობახიძემ.

მისივე განცხადებით, კორონავირუსთან საბრძოლველად შექმნილ ფონდში თანხა „ნაციონალური მოძრაობის“ მხოლოდ ერთმა წარმომადგენელმა ჩარიცხა.

"ვიდრე ამ 3 თვის განმავლობაში ოპოზიციის უსაგნო კრიტიკას ვისმენდით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა საკუთარი სახსრები გაიღეს კრიზისთან საბრძოლველად. შეგახსენებთ, რომ პარტიის თავმჯდომარემ გაიღო 100 მლნ ლარი და კოვიდის ფონდში ჩარიცხა. დეპუტატებმა შესწირეს საკუთარი რამდენიმე თვის ხელფასის 1/3 კოვიდის ფონდს. გახსოვთ, რომ ეს 100 მილიონიც კი ქილიკის საგანი გახადეს და ეჭვქვეშ დააყენეს ეს ყველაფერი იმ ფონზე, როდესაც მე გადავამოწმე და ერთი დეპუტატია „ნაციონალური მოძრაობის“ „კლასტერიდან“, რომელმაც კოვიდის ფონდში ჩარიცხა თანხა. კეთილი გენებათ და თქვენ გამოგეჩინათ საკუთარი პასუხისმგებლობა საზოგადოების წინაშე,“ - განაცხადა კობახიძემ.