მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 19:15-ზე, მთვარე მორიელში იქნება 23:58-დან დაგეგმეთ მნიშვნელოვანი საქმეები, შეხვედრები. მოაგვარეთ ფინანსური დოკუმენტები, საკითხები. კარგია ახალი საქმეების დაწყება. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. ცუდი დღეა სასამართლო საქმეებისთვისა და განქორწინებისთვის. მოერიდეთ კონფლიქტს. უფრო მეტი, გაამყარეთ ურთიერთობა ნათესავებთან. კარგი დღეა უფროსთან საქმეების განსახილველად, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. ამ დღეს დაწყებული მოგზაურობა ან მივლინება საინტერესოდ ჩაივლის. არასასურველია ქორწინება და ნიშნობა. არ გადატვირთოთ კუჭი. შეამცირეთ ალკოჰოლის დოზა და სიგარეტის რაოდენობა. დაუშვებელია ქირურგიული ოპერაციის ჩატარება სასქესო ორგანოებზე, მსხვილ ნაწლავზე, შარდის ბუშტზე. მოიმატებს სტრესული და სარისკო ქმედებების რაოდენობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რაც არ უნდა ეცადოთ, ამოეფაროთ თეთრ ხალათს, სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ" - თინა ბოკუჩავას მწვავე მიმართვა პრემიერს
"რაც არ უნდა ეცადოთ, ამოეფაროთ თეთრ ხალათს, სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ" - თინა ბოკუჩავას მწვავე მიმართვა პრემიერს

თავ­მომ­წო­ნედ პო­ზი­რებთ, თით­ქოს დაგ­ვა­ვი­წყდა, რომ თქვენ­თვის ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას ჩა­ლის ფასი აქვს და რომ თქვე­ნი მო­ტი­კტო­კე ბა­ტო­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად მზად ხართ, ადა­მი­ა­ნებს ცხო­ვე­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ტყვი­ე­ბი სა­ხე­ში და­უ­ში­ნოთ, - ასე მი­მარ­თა პარ­ლა­მენ­ტში ან­გა­რი­შის წარ­სად­გე­ნად მი­სულ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ გი­ორ­გი გა­ხა­რი­ას „ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის“ წევ­რმა თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

ამას­თა­ნა­ვე, მან პრე­მი­ერს ჰკი­თხა, კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვის გა­მოვ­ლე­ნი­დან 3 თვის თავ­ზე რა­ტომ არ მი­უ­ღია სა­ქარ­თვე­ლოს არ­ცერთ მო­ქა­ლა­ქეს ფუ­ლა­დი დახ­მა­რე­ბა, მა­შინ რო­დე­საც პან­დე­მი­ას მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 5% შეხ­ვდა და­ნა­ზო­გით, 10-დან 7 ადა­მი­ანს კი სა­ბან­კო ვალი ჰქონ­და.

„კო­რო­ნა­ვირუ­სის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვი­დან გა­ვი­და ზუს­ტად 3 თვე და დღემ­დე სა­ქარ­თვე­ლოს არც ერთ მო­ქა­ლა­ქეს ერთი თეთ­რის დახ­მა­რე­ბაც არ მი­უ­ღია. ჩემი აზ­რით, ეს არის ის ფუნ­და­მენ­ტუ­რი კი­თხვა, რო­მელ­საც თქვენ უნდა უპა­სუ­ხოთ. იცით, რომ ეპი­დე­მი­ას მო­სახ­ლე­ო­ბის მხო­ლოდ 5% შეხ­ვდა და­ნა­ზო­გით, რომ 10-დან 7 ეპიდ­გა­მოწ­ვე­ვას სა­ბან­კო ვა­ლით შეხ­ვდა? რა­ტომ გათ­ვა­ლეთ თქვე­ნი ე.წ ან­ტიკ­რი­ზი­სუ­ლი გეგ­მა მო­სახ­ლე­ო­ბის და­ახ­ლო­ე­ბით მხო­ლოდ 10%-ზე, მა­შინ რო­დე­საც 90%-ის უდი­დე­სი ნა­წი­ლიც ასე­ვე სი­ღა­რი­ბე­შია? რა­ტომ თქვით უარი ჩვენს კონ­კრე­ტულ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე, რომ 5 ათა­სამ­დე ჩვე­ნი თა­ნა­მო­ქა­ლა­ქე, რო­მე­ლიც სა­ზღვარ­გა­რეთ ცხოვ­რობს, დაბ­რუ­ნე­ბუ­ლი­ყო სამ­შობ­ლო­ში სრუ­ლი­ად უფა­სოდ? რა­ტომ არ გა­ე­ცით სამ­თავ­რო­ბო გან­კარ­გუ­ლე­ბა ეპი­დე­მი­ის დროს ბი­უ­როკ­რა­ტი­უ­ლი ხარ­ჯე­ბის შემ­ცი­რე­ბა­ზე ? თუ ნორ­მა­ლუ­რად მი­გაჩ­ნი­ათ, რომ ასე­თი კრი­ზი­სის დრო­საც კი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი 100 ათა­სო­ბით ლარს ძვი­რად ღი­რე­ბულ სა­ა­თებ­ში ხარ­ჯავს და გო­მე­ლა­უ­რი 2 მი­ლი­ონ ლარ­ზე მეტს - ავე­ჯში, ასე­ვე კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი კა­ლა­ძე გა­და­თხრი­ლი გზე­ბის თა­ვი­დან გა­და­თხრა­ში ხარ­ჯავს 600 ათას ლარს? გა­სა­გე­ბია, რომ დღეს აქ პერ­სო­ნა­ლუ­რად ცდი­ლობთ, პო­ლი­ტი­კუ­რი ქუ­ლე­ბი ჩა­ი­წე­როთ ექი­მე­ბის ხარ­ჯზე, რომ­ლე­ბიც ხში­რად ხელ­ფა­სებ­საც ვერ იღე­ბენ. თავ­მომ­წო­ნედ პო­ზი­რებთ, თით­ქოს დაგ­ვა­ვი­წყდა, რომ თქვენ­თვის ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლე­სა და ჯან­მრთე­ლო­ბას ჩა­ლის ფასი აქვს და რომ თქვე­ნი მო­ტი­კტო­კე ბა­ტო­ნის გა­და­სარ­ჩე­ნად მზად ხართ, ადა­მი­ა­ნებს ცხო­ვე­ლე­ბის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ტყვი­ე­ბი სა­ხე­ში და­უ­ში­ნოთ. გი­ორ­გი გა­ხა­რია არის ჯა­ლა­თი, გი­ორ­გი გა­ხა­რია არის „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ მმარ­თვე­ლო­ბის ყვე­ლა­ზე სის­ხლი­ა­ნი დღე­ე­ბის შე­მოქ­მე­დი და რაც არ უნდა ეცა­დოთ დღეს, ბა­ტო­ნო გა­ხა­რია, რომ ამო­ე­ფა­როთ თეთრ ხა­ლათს, რომ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უდი­დე­სი თვით­შეგ­ნე­ბის ხარ­ჯზე თქვენ მი­ი­წე­როთ ქუ­ლე­ბი, თქვენს სის­ხლი­ან ხე­ლებს ვერ და­მა­ლავთ,“ - გა­ნა­ცხა­და თინა ბო­კუ­ჩა­ვამ.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 100 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
***
119

გვირგვინის მკვლელები არ არიან სამაგიეროდ ჯალათები და არც 7 ნოემბრის მიტინგის დამრბევები...

mmg
426

ერთი ამას კითხეთ, რა ასაკში გახდა დეპუტატი, რატომ და რა დამსახურებისთვის?!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"რაც არ უნდა ეცადოთ, ამოეფაროთ თეთრ ხალათს, სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ" - თინა ბოკუჩავას მწვავე მიმართვა პრემიერს

"რაც არ უნდა ეცადოთ, ამოეფაროთ თეთრ ხალათს, სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ" - თინა ბოკუჩავას მწვავე მიმართვა პრემიერს

თავმომწონედ პოზირებთ, თითქოს დაგვავიწყდა, რომ თქვენთვის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს და რომ თქვენი მოტიკტოკე ბატონის გადასარჩენად მზად ხართ, ადამიანებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები სახეში დაუშინოთ, - ასე მიმართა პარლამენტში ანგარიშის წარსადგენად მისულ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ.

ამასთანავე, მან პრემიერს ჰკითხა, კორონავირუსის პირველი შემთხვევის გამოვლენიდან 3 თვის თავზე რატომ არ მიუღია საქართველოს არცერთ მოქალაქეს ფულადი დახმარება, მაშინ როდესაც პანდემიას მოსახლეობის მხოლოდ 5% შეხვდა დანაზოგით, 10-დან 7 ადამიანს კი საბანკო ვალი ჰქონდა.

„კორონავირუსის პირველი შემთხვევიდან გავიდა ზუსტად 3 თვე და დღემდე საქართველოს არც ერთ მოქალაქეს ერთი თეთრის დახმარებაც არ მიუღია. ჩემი აზრით, ეს არის ის ფუნდამენტური კითხვა, რომელსაც თქვენ უნდა უპასუხოთ. იცით, რომ ეპიდემიას მოსახლეობის მხოლოდ 5% შეხვდა დანაზოგით, რომ 10-დან 7 ეპიდგამოწვევას საბანკო ვალით შეხვდა? რატომ გათვალეთ თქვენი ე.წ ანტიკრიზისული გეგმა მოსახლეობის დაახლოებით მხოლოდ 10%-ზე, მაშინ როდესაც 90%-ის უდიდესი ნაწილიც ასევე სიღარიბეშია? რატომ თქვით უარი ჩვენს კონკრეტულ შემოთავაზებაზე, რომ 5 ათასამდე ჩვენი თანამოქალაქე, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს, დაბრუნებულიყო სამშობლოში სრულიად უფასოდ? რატომ არ გაეცით სამთავრობო განკარგულება ეპიდემიის დროს ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებაზე ? თუ ნორმალურად მიგაჩნიათ, რომ ასეთი კრიზისის დროსაც კი ღარიბაშვილი 100 ათასობით ლარს ძვირად ღირებულ საათებში ხარჯავს და გომელაური 2 მილიონ ლარზე მეტს - ავეჯში, ასევე კორუმპირებული კალაძე გადათხრილი გზების თავიდან გადათხრაში ხარჯავს 600 ათას ლარს? გასაგებია, რომ დღეს აქ პერსონალურად ცდილობთ, პოლიტიკური ქულები ჩაიწეროთ ექიმების ხარჯზე, რომლებიც ხშირად ხელფასებსაც ვერ იღებენ. თავმომწონედ პოზირებთ, თითქოს დაგვავიწყდა, რომ თქვენთვის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას ჩალის ფასი აქვს და რომ თქვენი მოტიკტოკე ბატონის გადასარჩენად მზად ხართ, ადამიანებს ცხოველებისთვის განკუთვნილი ტყვიები სახეში დაუშინოთ. გიორგი გახარია არის ჯალათი, გიორგი გახარია არის „ქართული ოცნების“ მმართველობის ყველაზე სისხლიანი დღეების შემოქმედი და რაც არ უნდა ეცადოთ დღეს, ბატონო გახარია, რომ ამოეფაროთ თეთრ ხალათს, რომ ჩვენი მოქალაქეების უდიდესი თვითშეგნების ხარჯზე თქვენ მიიწეროთ ქულები, თქვენს სისხლიან ხელებს ვერ დამალავთ,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.