პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ავსტრალიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 131 მოხალისეზე გამოსცადეს
ავსტრალიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 131 მოხალისეზე გამოსცადეს

აშშ-ის ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ის მიერ დამ­ზა­დე­ბუ­ლი COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ერთ-ერთი კან­დი­და­ტი ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და ავ­სტრა­ლი­ა­ში და­ი­წყეს. ვაქ­ცი­ნა­ცია 131 მო­ხა­ლი­სეს ჩა­უ­ტარ­და. ინ­ფორ­მა­ცი­ას ამის შე­სა­ხებ გა­მო­ცე­მა Independent ავ­რცე­ლებს.

ვაქ­ცი­ნა შექ­მნი­ლია კომ­პა­ნია Novavax-ის მიერ და რო­გორც ცნო­ბი­ლია, სხვა კან­დი­და­ტი ვაქ­ცი­ნე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი, ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მე­თო­დით შექ­მნეს. ექ­სპერ­ტე­ბი იმე­დით არი­ან გან­წყო­ბი­ლე­ბი და ამ­ბო­ბენ, რომ რად­გა­ნაც უკვე რამ­დე­ნი­მე ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და და­წყე­ბუ­ლია ადა­მი­ა­ნებ­ზე, იზ­რდე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ერთ-ერთი წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა.

მე­დი­კო­სე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ზე­მოთ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნის პირ­ვე­ლი შე­დე­გი - აქვს თუ არა მას გვერ­დი­თი მოვ­ლე­ნე­ბი, რამ­დე­ნად უსაფრ­თხო და ეფექ­ტუ­რია, რამ­დე­ნი­მე კვი­რა­ში გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ვაქ­ცი­ნე­ბი ამ­ჟა­მად ექ­სპე­რი­მენ­ტულ ეტაპ­ზეა და მათი მი­ზა­ნია ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზ­მი გა­ხა­დოს იმუ­ნუ­რი COVID-19-ის მი­მართ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ავ­სტრა­ლი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კი­დევ ორი ვაქ­ცი­ნის გა­მოც­და მიმ­დი­ნა­რე­ობს, თუმ­ცა მათ ამ ეტაპ­ზე ცხო­ვე­ლებ­ზე ცდი­ან.

ინ­ფორ­მა­ცია კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კან­დი­და­ტი ვაქ­ცი­ნე­ბის შე­სა­ხებ:

  • ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია "მო­დერ­ნას" მიერ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა, რომ­ლის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის პირ­ვე­ლი ფა­ზაც დას­რულ­და. კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ იმ მო­ხა­ლი­სე­ებს, რომ­ლებ­საც ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­უ­ტარ­დათ, ორ­გა­ნიზ­მში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­უ­მუ­შავ­დათ.
  • ოქსფორდში შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც 800 მო­ხა­ლი­სეს გა­უ­კე­თეს. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გე­ბი ჯერ უც­ნო­ბია. ამას­თან, ხელი მო­ე­წე­რა შე­თან­ხმე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც,თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნა წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, 100 მი­ლი­ო­ნი დოზა უნდა დამ­ზად­დეს.
  • ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი გი­გან­ტე­ბი, Sanofi და GSK მუ­შა­ო­ბენ ვაქ­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.
  • ავ­სტრა­ლი­ელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ი­წყეს ორი პო­ტენ­ცი­უ­რი ვაქ­ცი­ნით ინექ­ცია. ამ ეტაპ­ზე ისი­ნი ვაქ­ცი­ნე­ბის კლი­ნი­კურ ვერ­სი­ას ცხო­ვე­ლებ­ზე ცდი­ან.

ამ ეტაპ­ზე გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით COVID-19-ით გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბამ 350 000-ს გა­და­ა­ჭარ­ბა და ვირუ­სით მსოფ­ლი­ო­ში 5.5 მი­ლი­ონ­ზე მეტი და­ინ­ფი­ცირ­და.

გა­ე­ცა­ნით სტა­ტი­ას: რა ეტაპ­ზეა COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა და რა შე­დე­გი აჩ­ვე­ნა ადა­მი­ან­ზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა ექ­სპე­რი­მენ­ტმა

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Beqa
1

ამერიკელებმა შექმნეს და ავსტრალიაში გამოსცადეს და რატომ ამერიკაში არ გამოსცადეს ამერიკელებზე

ჯონი
6
აფიორაა კორონა,ვაქცინა არა იხვი
რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

ავსტრალიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 131 მოხალისეზე გამოსცადეს

ავსტრალიაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა 131 მოხალისეზე გამოსცადეს

აშშ-ის ბიოტექნოლოგიური კომპანიის მიერ დამზადებული COVID-19-ის საწინააღმდეგო ერთ-ერთი კანდიდატი ვაქცინის გამოცდა ავსტრალიაში დაიწყეს. ვაქცინაცია 131 მოხალისეს ჩაუტარდა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Independent ავრცელებს.

ვაქცინა შექმნილია კომპანია Novavax-ის მიერ და როგორც ცნობილია, სხვა კანდიდატი ვაქცინებისგან განსხვავებული, ალტერნატიული მეთოდით შექმნეს. ექსპერტები იმედით არიან განწყობილები და ამბობენ, რომ რადგანაც უკვე რამდენიმე ვაქცინის გამოცდა დაწყებულია ადამიანებზე, იზრდება შესაძლებლობა, რომ ერთ-ერთი წარმატებული აღმოჩნდება.

მედიკოსები ამბობენ, რომ ზემოთ აღნიშნული ვაქცინის პირველი შედეგი - აქვს თუ არა მას გვერდითი მოვლენები, რამდენად უსაფრთხო და ეფექტურია, რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

ვაქცინები ამჟამად ექსპერიმენტულ ეტაპზეა და მათი მიზანია ადამიანის ორგანიზმი გახადოს იმუნური COVID-19-ის მიმართ. აღსანიშნავია, რომ ავსტრალიაში კორონავირუსის საწინააღმდეგო კიდევ ორი ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს, თუმცა მათ ამ ეტაპზე ცხოველებზე ცდიან.

ინფორმაცია კორონავირუსის საწინააღმდეგო კანდიდატი ვაქცინების შესახებ:

  • ბიოტექნოლოგიური კომპანია "მოდერნას" მიერ შექმნილი ვაქცინა, რომლის კლინიკური კვლევის პირველი ფაზაც დასრულდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ მოხალისეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდათ, ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ.
  • ოქსფორდში შექმნილი ვაქცინა, რომელიც 800 მოხალისეს გაუკეთეს. ვაქცინაციის შედეგები ჯერ უცნობია. ამასთან, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც,თუ აღნიშნული ვაქცინა წარმატებული აღმოჩნდება, 100 მილიონი დოზა უნდა დამზადდეს.
  • ფარმაცევტული გიგანტები, Sanofi და GSK მუშაობენ ვაქცინის განვითარებაზე.
  • ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაიწყეს ორი პოტენციური ვაქცინით ინექცია. ამ ეტაპზე ისინი ვაქცინების კლინიკურ ვერსიას ცხოველებზე ცდიან.

ამ ეტაპზე გლობალური მასშტაბით COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობამ 350 000-ს გადააჭარბა და ვირუსით მსოფლიოში 5.5 მილიონზე მეტი დაინფიცირდა.

გაეცანით სტატიას: რა ეტაპზეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რა შედეგი აჩვენა ადამიანზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა

უდაბნოს კალიების ყველაზე მასშტაბური შემოსევა ბოლო 27 წლის განმავლობაში - ინდოეთი მწერებს ებრძვის

თურქეთში მეტეორი ჩამოვარდა - ფოტო და ვიდეომასალა შემთხვევის ადგილიდან

დასაქმებულებს, კარანტინის შემდეგაც სახლიდან სურთ მუშაობა - კვლევის მოულოდნელი შედეგი