პოლიტიკა
მსოფლიო

9

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 17:58-ზე, მთვარე სასწორშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას; მგზავრობას, მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. გაუფრთხილდით თირკმლებს. მოერიდეთ სითხისა და ალკოჰოლის მიღებას. აგრეთვე სუსტდება ენდოკრინული სისტემა.
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მოყვარული მზარეული ვარ, რომელიც თავისუფალ დროს სახლში ფუსფუსებს, ეს დიდი გამოწვევაა" - როგორ მოხვდა ნინი გოგიჩაიშვილი "მასტერშეფში"
"მოყვარული მზარეული ვარ, რომელიც თავისუფალ დროს სახლში ფუსფუსებს, ეს დიდი გამოწვევაა" - როგორ მოხვდა ნინი გოგიჩაიშვილი "მასტერშეფში"

სა­ქარ­თვე­ლო­ში ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი კუ­ლი­ნა­რი­უ­ლი შოუ "მას­ტერ­შე­ფი" გრან­დი­ო­ზუ­ლი მე­სა­მე სე­ზო­ნით დაბ­რუნ­და. რო­გორც ჟი­უ­რის წევ­რებ­მა ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში თქვეს, წელს ბევ­რად მკაც­რე­ბი იქ­ნე­ბი­ან და სტან­დარ­ტე­ბის ამაღ­ლე­ბის მო­ლო­დი­ნიც აქვთ.

მე­სა­მე სე­ზონ­ში მოყ­ვა­რულ და პრო­ფე­სი­ო­ნალ მზა­რე­უ­ლებ­თან ერ­თად ბევრ ცნო­ბილ სა­ხეს შევ­ხვდე­ბით. ასე­თი კონ­კურ­სან­ტია ნინი გო­გი­ჩა­იშ­ვი­ლიც. გა­დავ­წყვი­ტეთ, ჩვენს მკი­თხველს ნინი უკეთ გა­ვაც­ნოთ და გა­ვი­გოთ, რო­გო­რია გზა მო­დე­ლო­ბი­დან "მას­ტერ­შე­ფამ­დე".

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტე პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

პირ­ველ რიგ­ში, "მას­ტერ­შე­ფი" ჩემი ერთ-ერთი უსაყ­ვარ­ლე­სი მე­გაპ­რო­ექ­ტია, თა­ნაც ვფიქ­რობ, რომ საკ­მა­ოდ გე­მოვ­ნე­ბი­ა­ნი გა­და­ცე­მაა - შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ეს არის მი­ზე­ზი, რა­ტო­მაც მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­ღე­ბა გა­დავ­წყვი­ტე. მინ­და ვთქვა, რომ ჩემ­თვის ეს დიდი გა­მოწ­ვე­ვაა, რად­გან მოყ­ვა­რუ­ლი მზა­რე­უ­ლი ვარ, რო­მე­ლიც სახ­ლში თა­ვი­სუ­ფალ დროს თა­ვის­თვის ფუს­ფუ­სებს. პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა ჩემ­თვის კომ­ფორ­ტის ზო­ნი­დან გა­მოს­ვლის ტელ­ფა­სია, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ იმას, რომ წელს ძა­ლი­ან დიდი კონ­კუ­რენ­ცი­აა.

- რო­გო­რია შენი მო­ლო­დი­ნე­ბი "მას­ტერ­შე­ფის" მე­სა­მე სე­ზო­ნის მი­მართ?

წელს პრო­ექ­ტში უამ­რავ­მა ნი­ჭი­ერ­მა და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი უნარ-ჩვე­ვე­ბის მქო­ნე ადა­მი­ან­მა მო­ი­ყა­რა თავი და მგო­ნია, რომ კარ­გი სა­ნა­ხა­ო­ბა იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, ამ ადა­მი­ა­ნე­ბის გვერ­დით ას­პა­რე­ზო­ბა ხელს შე­მი­წყობს, უფრო მე­ტად გა­ვი­ზარ­დო კუ­ლი­ნა­რი­ა­ში.

- რა­ტომ გა­და­წყვი­ტე ამ კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა?

მი­სოს სუპი ავარ­ჩიე იმი­ტომ, რომ ია­პო­ნია ძა­ლი­ან მიყ­ვარს, დიდ პა­ტივს ვცემ მათ კულ­ტუ­რას. იქ საკ­მა­ოდ გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ხალ­ხი ცხოვ­რობს და მი­სოს სუ­პის გა­რე­შე ია­პო­ნუ­რი ოჯა­ხი წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. არ მინ­დო­და ამ წვნი­ა­ნის ტრა­დი­ცი­უ­ლი ვა­რი­ან­ტის მომ­ზა­დე­ბა, მინ­დო­და, ჯან­სა­ღი და ახა­ლი გე­მო­ე­ბი ყო­ფი­ლი­ყო ჩემს კერ­ძში, ამი­ტომ მო­ვამ­ზა­დე ორა­გუ­ლით, თი­ნუ­სით, კომ­ბოს­ტო­თი და სტა­ფი­ლო­თი, და­ვუ­მა­ტე მა­კა­მე ტო­ფუ­თი და კრე­ვე­ტე­ბით.

- კმა­ყო­ფი­ლი ხარ სა­კუ­თა­რი კერ­ძით?

შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ რაც მინ­დო­და მი­მე­ღო, მი­ვი­ღე. ძა­ლი­ან მომ­წონს, როცა კერ­ძი მსუ­ბუ­ქია და დის­კომ­ფორ­ტი­სა და სიმ­ძი­მის შეგ­რძნე­ბას არ ტო­ვებს - ეს იყო ჩემი მთა­ვა­რი მი­ზა­ნი. ყვე­ლა­ფე­რი წი­ნას­წარ გავ­თვა­ლე, ვი­ნა­ი­დან ვი­ცო­დი, ვი­ნერ­ვი­უ­ლებ­დი, ხოლო ერთი სა­ა­თი საკ­მა­რი­სი აღ­მოჩ­ნდე­ბო­და ბო­ლომ­დე წარ­მო­მე­ჩი­ნა ჩემი უნა­რე­ბი.

gemrielia.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გიორგი
3

ეს შოუ ცნობილებისთვის არის ? 

გაგა
19

ამის გაკეთებულ კერძს ჩემს მურას არ ვაკადრებ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მოყვარული მზარეული ვარ, რომელიც თავისუფალ დროს სახლში ფუსფუსებს, ეს დიდი გამოწვევაა" - როგორ მოხვდა ნინი გოგიჩაიშვილი "მასტერშეფში"

"მოყვარული მზარეული ვარ, რომელიც თავისუფალ დროს სახლში ფუსფუსებს, ეს დიდი გამოწვევაა" - როგორ მოხვდა ნინი გოგიჩაიშვილი "მასტერშეფში"

საქართველოში ყველაზე პოპულარული კულინარიული შოუ "მასტერშეფი" გრანდიოზული მესამე სეზონით დაბრუნდა. როგორც ჟიურის წევრებმა ჩვენთან ინტერვიუში თქვეს, წელს ბევრად მკაცრები იქნებიან და სტანდარტების ამაღლების მოლოდინიც აქვთ.

მესამე სეზონში მოყვარულ და პროფესიონალ მზარეულებთან ერთად ბევრ ცნობილ სახეს შევხვდებით. ასეთი კონკურსანტია ნინი გოგიჩაიშვილიც. გადავწყვიტეთ, ჩვენს მკითხველს ნინი უკეთ გავაცნოთ და გავიგოთ, როგორია გზა მოდელობიდან "მასტერშეფამდე".

- რატომ გადაწყვიტე პროექტში მონაწილეობა?

პირველ რიგში, "მასტერშეფი" ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მეგაპროექტია, თანაც ვფიქრობ, რომ საკმაოდ გემოვნებიანი გადაცემაა - შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მიზეზი, რატომაც მონაწილეობის მიღება გადავწყვიტე. მინდა ვთქვა, რომ ჩემთვის ეს დიდი გამოწვევაა, რადგან მოყვარული მზარეული ვარ, რომელიც სახლში თავისუფალ დროს თავისთვის ფუსფუსებს. პროექტში მონაწილეობა ჩემთვის კომფორტის ზონიდან გამოსვლის ტელფასია, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ წელს ძალიან დიდი კონკურენციაა.

- როგორია შენი მოლოდინები "მასტერშეფის" მესამე სეზონის მიმართ?

წელს პროექტში უამრავმა ნიჭიერმა და მრავალფეროვანი უნარ-ჩვევების მქონე ადამიანმა მოიყარა თავი და მგონია, რომ კარგი სანახაობა იქნება. ვფიქრობ, ამ ადამიანების გვერდით ასპარეზობა ხელს შემიწყობს, უფრო მეტად გავიზარდო კულინარიაში.

- რატომ გადაწყვიტე ამ კერძის მომზადება?

მისოს სუპი ავარჩიე იმიტომ, რომ იაპონია ძალიან მიყვარს, დიდ პატივს ვცემ მათ კულტურას. იქ საკმაოდ განვითარებული ხალხი ცხოვრობს და მისოს სუპის გარეშე იაპონური ოჯახი წარმოუდგენელია. არ მინდოდა ამ წვნიანის ტრადიციული ვარიანტის მომზადება, მინდოდა, ჯანსაღი და ახალი გემოები ყოფილიყო ჩემს კერძში, ამიტომ მოვამზადე ორაგულით, თინუსით, კომბოსტოთი და სტაფილოთი, დავუმატე მაკამე ტოფუთი და კრევეტებით.

- კმაყოფილი ხარ საკუთარი კერძით?

შეიძლება ითქვას, რომ რაც მინდოდა მიმეღო, მივიღე. ძალიან მომწონს, როცა კერძი მსუბუქია და დისკომფორტისა და სიმძიმის შეგრძნებას არ ტოვებს - ეს იყო ჩემი მთავარი მიზანი. ყველაფერი წინასწარ გავთვალე, ვინაიდან ვიცოდი, ვინერვიულებდი, ხოლო ერთი საათი საკმარისი აღმოჩნდებოდა ბოლომდე წარმომეჩინა ჩემი უნარები.

gemrielia.ge

"ქართული ხმების" სოლისტი ზურაბ ბაკურაძე რაჭაში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა

"ჩამოსული არიან ფერწერის და სახურავის ექსპერტები, ისინი დაწერენ დიაგნოზს, თუ რაში მდგომარეობს პრობლემა" - გელათში უცხოელი სპეციალისტები მუშაობენ

"სამყაროში ყველაზე სასურველი მამაკაცი და ის ჩემია" - ნინი გოგიჩაიშვილი თხოვდება?!