ბრალდებული ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატის, ირმა ჭკადუას განცხადებით, ბასილაშვილის სახლის ეზოდან ამოღებულია ვიდეომასალა, რომელშიც ჩანს, რომ სპორტსმენის ყოფილი ცოლი არათუ გარბის, არამედ, ტერიტორიას ბავშვთან ერთად მშვიდად ტოვებს.
როგორც ირმა ჭკადუამ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, ასევე დაკითხულია არაერთი მოწმე, რომლებიც იგივეს ადასტურებს.
„კამერების ჩანაწერი ამოღებულია, საიდანაც ცალსახად დასტურდება, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილს და მისი ოჯახის წევრებს დოროყაშვილზე არ უძალადიათ. ეს კამერები არის ჭიშკართან და ჩანს, რომ არავინ არსად გარბის. მოწმეებიც არიან დაკითხული, თუ როგორ მშვიდად მიდის ის ბავშვთან ერთად ტერიტორიიდან“, - აცხადებს ჭკადუა.
შეგახსენებთ, ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის განცხადებით, ბასილაშვილის მიერ ძალადობის შემდეგ, მას გრძელტარიანი საგნით მამამთილი გამოეკიდა, რის შემდეგაც ყოფილი ქმრის სახლიდან ბავშვთან ერთად გაიქცა.
მთელი ცხოვრება ვერ მოინელებ ჩემო კარგო ასეთ ქმართან განშორებას, ახლა რამდენიც გინდა წერე, რამდენიც გინდა დაგეშე ეგ სახელმწიფო გოშიები, აღარაფერი აღარ გამოგივა. ბრილიანტივით ბიჭი დაგიკარგავს, მორჩა. ქალი ერთხელ თუ წავიდა და ქმარს ხვამ ჩაავლო კბილი, მორჩა. იმ გოგოს რატომ არ სცემს, იმიტომ რომ ის სიყვარულით ცხოვრობს, შენ ჭინჭები გხიბლავს ან ქონება. ქმარი პირველ ადგილზე დაგეყენებია და დანარჩენი ყველაფერი მოგვარდებოდა. აწირ ინანებ, ძალიან ინანებ. ცოდო ხარ,მაგრამ მე არაფერი არ შემიძლია. სიკვდილამდე ვერ მოისვენებ, აფსუსია...
არა რა, ადამიანის "ჰაბიტუსი" არ ტყუის!!!!