მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საუბარია, სისტემატურ ძალადობაზე... არსებობს მოწმეთა ჩვენებები, ფოტო და ვიდეომასალა - ნელი დოროყაშვილის ადვოკატი
საუბარია, სისტემატურ ძალადობაზე... არსებობს მოწმეთა ჩვენებები, ფოტო და ვიდეომასალა - ნელი დოროყაშვილის ადვოკატი

მი­თი­თე­ბა იმა­ზე, რომ საქ­მე­ში მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი არ არ­სე­ბობს, არ არის სწო­რი, სი­მარ­თლეს არ შე­ე­სა­ბა­მე­ბა. თუმ­ცა, კონ­კრე­ტუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის ში­ნა­არ­სობ­რივ მხა­რე­ში შეგ­ნე­ბუ­ლად არ შევ­დი­ვართ, არ ვსა­უბ­რობთ, არ ვა­სა­ჯა­რო­ებთ. ვი­ნა­ი­დან, პირ­ველ რიგ­ში, ვუფრ­თხილ­დე­ბით ბავ­შვის ინ­ტე­რე­სებს და რა თქმა უნდა, გვსურს, რომ თა­ვი­დან ავი­ცი­ლოთ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლე­ბის­თვის ხე­ლა­ხა­ლი ზი­ა­ნის მი­ყე­ნე­ბა, - ამის შე­სა­ხებ ჩოგ­ბურ­თელ ნი­კო­ლოზ ბა­სი­ლაშ­ვი­ლის ყო­ფი­ლი მე­უღ­ლის ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლის ად­ვო­კატ­მა, ანა თავ­ხე­ლი­ძემ „ფე­ის­ბუქ­ლა­ი­ვის“ დროს გა­ნა­ცხა­და.

ად­ვო­კა­ტი იმე­დოვ­ნებს, რომ მომ­ხდარ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­სა­მარ­თლო სი­მარ­თლეს და­ად­გენს.

„ჩვენ ამ საქ­მის დე­ტა­ლებ­ში პირ­ველ რიგ­ში, ბავ­შვის სა­უ­კე­თე­სო ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ შე­ვალთ. ასე­ვე იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ არ შე­იძ­ლე­ბა, ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა სა­ჯა­რო გან­ხილ­ვის სა­გა­ნი გახ­დეს. ამ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, ორ მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კითხს შე­ვე­ხე­ბი: პირ­ველ რიგ­ში, აქ სა­უ­ბა­რი არ არის კონ­კრე­ტულ ინ­ცი­დენტზე და ძა­ლა­დო­ბის ერთ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ზე. სა­უ­ბა­რი არის გან­გრძო­ბად, სის­ტე­მა­ტურ ძა­ლა­დო­ბა­ზე, სხვა­დას­ხვა დროს და ად­გი­ლას სხვა­დას­ხვა ფორ­მით ხდე­ბო­და ძა­ლა­დო­ბა, რაც და­მა­ტე­ბით გა­მო­ძი­ე­ბის სა­გა­ნია. ჩვენ მო­ლო­დი­ნი გვაქვს, რომ სა­ხელ­მწი­ფო ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით ეფექ­ტურ გა­მო­ძი­ე­ბას ჩა­ა­ტა­რებს და შე­სა­ბა­მის სა­მარ­თლებ­რივ შე­ფა­სე­ბას მის­ცემს. მე­ო­რე, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხი, რაც ხში­რად გან­სჯა­დი თემა არის დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში, არის სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ში არ­სე­ბუ­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი. ჯერ კი­დევ გა­მო­ძი­ე­ბის სა­წყის ეტაპ­ზე ხაზ­გას­მით შეგ­ვიძ­ლია აღ­ვნიშ­ნოთ, რომ საქ­მე­ში არ­სე­ბობს არა­ერ­თი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რა­საც და­ეყ­რდნო­ბა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში სა­სა­მარ­თლო. სა­უ­ბა­რია, რო­გორც სხვა­დას­ხვა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბებ­ზე, მოწ­მე­თა ჩვე­ნე­ბებ­ზე, ასე­ვე ფოტო და ვი­დე­ო­მა­სა­ლა­ზე. სა­უ­ბა­რი არის ექ­სპერ­ტი­ზის დას­კვნა­ზე, შე­ფა­სე­ბებ­ზე, რო­მე­ლიც მო­მა­ვალ­შიც ასე­ვე გაგ­რძელ­დე­ბა. მთა­ვა­რია, რომ ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა გრძელ­დე­ბა და ჩვენ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით კი­დევ არა­ერთ მტკი­ცე­ბუ­ლე­ბას მო­ი­პო­ვებს სა­ხელ­მწი­ფო, რა­საც ბუ­ნებ­რი­ვია, გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბის პრო­ცეს­ში ექ­ნე­ბა ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა“, - გა­ნა­ცხა­და ანა თავ­ხე­ლი­ძემ.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ად­ვო­კა­ტე­ბის „ფე­ის­ბუქ კონ­ფე­რენ­ცი­ას“ თა­ვად ნელი დო­რო­ყაშ­ვი­ლი არ ეს­წრე­ბო­და. რო­გორც ად­ვო­კატ­მა ანა აბა­ში­ძემ გან­მარ­ტა, დო­რო­ყაშ­ვი­ლი ძა­ლი­ან მძი­მე ემო­ცი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია, რის გა­მოც ად­ვო­კა­ტებ­თან ერ­თად ყოფ­ნა ვერ შეძ­ლო.

მკითხველის კომენტარები / 48 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ქართველი
33

საქართველოში ფემინისტები უკვე ბოროტებასთან ასოცირდებით! ნიკოლოზს გამარჯვებას ვუსურვებ..

მურმანი
14

მართალი ხარ 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საუბარია, სისტემატურ ძალადობაზე... არსებობს მოწმეთა ჩვენებები, ფოტო და ვიდეომასალა - ნელი დოროყაშვილის ადვოკატი

საუბარია, სისტემატურ ძალადობაზე... არსებობს მოწმეთა ჩვენებები, ფოტო და ვიდეომასალა - ნელი დოროყაშვილის ადვოკატი

მითითება იმაზე, რომ საქმეში მტკიცებულებები არ არსებობს, არ არის სწორი, სიმართლეს არ შეესაბამება. თუმცა, კონკრეტული მტკიცებულებების შინაარსობრივ მხარეში შეგნებულად არ შევდივართ, არ ვსაუბრობთ, არ ვასაჯაროებთ. ვინაიდან, პირველ რიგში, ვუფრთხილდებით ბავშვის ინტერესებს და რა თქმა უნდა, გვსურს, რომ თავიდან ავიცილოთ დაზარალებულებისთვის ხელახალი ზიანის მიყენება, - ამის შესახებ ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლის ნელი დოროყაშვილის ადვოკატმა, ანა თავხელიძემ „ფეისბუქლაივის“ დროს განაცხადა.

ადვოკატი იმედოვნებს, რომ მომხდართან დაკავშირებით სასამართლო სიმართლეს დაადგენს.

„ჩვენ ამ საქმის დეტალებში პირველ რიგში, ბავშვის საუკეთესო ინტერესიდან გამომდინარე, არ შევალთ. ასევე იქიდან გამომდინარე, რომ არ შეიძლება, ადამიანის პირადი ცხოვრება საჯარო განხილვის საგანი გახდეს. ამ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით, ორ მნიშვნელოვან საკითხს შევეხები: პირველ რიგში, აქ საუბარი არ არის კონკრეტულ ინციდენტზე და ძალადობის ერთ კონკრეტულ შემთხვევაზე. საუბარი არის განგრძობად, სისტემატურ ძალადობაზე, სხვადასხვა დროს და ადგილას სხვადასხვა ფორმით ხდებოდა ძალადობა, რაც დამატებით გამოძიების საგანია. ჩვენ მოლოდინი გვაქვს, რომ სახელმწიფო ამ მიმართულებით ეფექტურ გამოძიებას ჩაატარებს და შესაბამის სამართლებრივ შეფასებას მისცემს. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რაც ხშირად განსჯადი თემა არის დღეს საზოგადოებაში, არის სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებები. ჯერ კიდევ გამოძიების საწყის ეტაპზე ხაზგასმით შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ საქმეში არსებობს არაერთი მტკიცებულება, რასაც დაეყრდნობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში სასამართლო. საუბარია, როგორც სხვადასხვა მტკიცებულებებზე, მოწმეთა ჩვენებებზე, ასევე ფოტო და ვიდეომასალაზე. საუბარი არის ექსპერტიზის დასკვნაზე, შეფასებებზე, რომელიც მომავალშიც ასევე გაგრძელდება. მთავარია, რომ ამ საქმეზე გამოძიება გრძელდება და ჩვენთან თანამშრომლობით კიდევ არაერთ მტკიცებულებას მოიპოვებს სახელმწიფო, რასაც ბუნებრივია, გადაწყვეტილების მიღების პროცესში ექნება ძალიან დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა ანა თავხელიძემ.

აღსანიშნავია, რომ ადვოკატების „ფეისბუქ კონფერენციას“ თავად ნელი დოროყაშვილი არ ესწრებოდა. როგორც ადვოკატმა ანა აბაშიძემ განმარტა, დოროყაშვილი ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაშია, რის გამოც ადვოკატებთან ერთად ყოფნა ვერ შეძლო.

"ჯანაშია წარმოადგენს იარაღს მიხეილ კალანდიას მიმართ პოლიტიკური დაკვეთის განსახორციელებლად" - რას ამბობს კალანდიას ადვოკატი სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულის გათავისუფლებაზე

დავით სარალიძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება დატოვა - ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა

ცვლილებები "ამნისტიის შესახებ" კანონპროექტში - "მისი მოქმედების არეალი შესაძლოა გაფართოვდეს და ზოგ დანაშაულზე სასჯელი შემსუბუქდეს"