პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
„შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“, ბესტსელერი, რომელიც ჟურნალ გზას "გზას" მოჰყვება
„შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“, ბესტსელერი, რომელიც ჟურნალ გზას "გზას" მოჰყვება

რო­გო­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ გრძნო­ბე­ბი, თუკი მათ ადა­მი­ა­ნის ფორ­მა ექ­ნე­ბო­დათ­ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლი ის ახალ­გაზ­რდა მწე­რა­ლია, რომ­ლის რო­მა­ნი _ „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“ 2019 წლის ბესტსე­ლე­რი გახ­და ნო­მი­ნა­ცი­ა­ში „ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რი”, 2018 წელს კი _ გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L"-ის პრო­ექ­ტის _ "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018"-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი.

პრე­სის პრო­ექ­ტე­ბის ფარ­გლებ­ში, მკი­თხვე­ლი ამ­ჯე­რად „შვიდ მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ გრძნო­ბას" მი­ი­ღებს სპე­ცი­ა­ლურ ფა­სად _ წიგ­ნი, ჟურ­ნალ „გზას­თან“ ერ­თად, 28 მა­ისს გა­მო­ვა და მისი სა­ფა­სუ­რი 8.50 ლარი იქ­ნე­ბა, ჟურ­ნალ­თან ერ­თად კი _ 10 ლარი.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L და ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბი გა­ერ­თი­ან­დნენ, რათა პრო­ექტ „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რის“ გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი წიგ­ნე­ბი მკი­თხვე­ლის­თვის უფრო ხელ­მი­საწ­ვდო­მი იყოს. „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2017“-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რო­მა­ნი, თა­თუ­ლი ღვი­ნი­ა­ნი­ძის „აღი­ა­რე­ბა ხე­ლის­გულ­ზე“ მკი­თხველ­მა, ჟურ­ნალ­თან ერ­თად, უკვე შე­ი­ძი­ნა.

ამ­ჯე­რად, ამ­ბა­ვი უც­ნა­ურ მხატ­ვარ­ზე, იან კლა­ინ­ზეა, რომ­ლის­თვი­საც ყო­ვე­ლი დღე ერ­თნა­ი­რად უი­მე­დოა... ავ­ტო­რი გვი­ამ­ბობს, თუ რო­გორ და­ი­წე­რა და რის შე­სა­ხე­ბაა მისი პირ­ვე­ლი რო­მა­ნი „შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა“:

-ვერ გე­ტყვით, წერა ზუს­ტად რო­გორ და­ვი­წყე, მაგ­რამ მახ­სოვს, რომ ლექ­სე­ბი იყო, სა­ბო­ლო­ოდ კი „შვიდ მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ გრძნო­ბამ­დე“ მი­ვე­დი, დე­ტექ­ტი­უ­რი რო­მა­ნი უც­ნა­ურ მხატ­ვარ­ზე, დე­ტექ­ტი­ვებ­ზე, მის სიყ­ვა­რულ­ზე და შვიდ მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ გრძნო­ბა­ზეა. მთა­ვა­რი გმი­რი _ იანი მარ­ტო­სუ­ლი, სევ­დი­ა­ნი და ცო­ტა­თი უც­ნა­უ­რი პერ­სო­ნა­ჟია, სა­კუ­თა­რი რწმე­ნით და ცხოვ­რე­ბის ფი­ლო­სო­ფი­ით, მის შემ­თხვე­ვა­ში კი ეს რწმე­ნა დამ­ღუპ­ვე­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა.

-რო­გორ ვი­თარ­დე­ბა მოვ­ლე­ნე­ბი?

-ია­ნის ნიჭს მა­ლე­ვე შე­ამ­ჩნევს დე­ტექ­ტი­ვი ფორ­დი, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბით მის მიერ შექ­მნი­ლი პორ­ტრე­ტე­ბით მო­ი­ხიბ­ლე­ბა და მას­თან მუ­შა­ო­ბას შეს­თა­ვა­ზებს, კერ­ძოდ, დამ­ნა­შა­ვის ფო­ტო­რო­ბო­ტე­ბის და­ხატ­ვას სთხოვს. წიგნ­ში სი­უ­ჟე­ტი ასე ვი­თარ­დე­ბა: ნე­ბის­მი­ერ შემ­თხვე­ვა­ში დამ­ნა­შა­ვის კვა­ლი იან კლა­ინ­თან მი­დის, მათ შო­რის, ის სა­კუ­თარ თავს ხა­ტავს ერთ-ერთი დამ­ნა­შა­ვის ად­გი­ლას, თუმ­ცა, მას ყო­ველ­თვის აქვს ალი­ბი. ამას თან ერ­თვის საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის მიერ მისი უარ­ყო­ფა და მის ქვეც­ნო­ბი­ერ­ში შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბა იღ­ვი­ძებს, პერ­სო­ნა­ჟი მათ­თან დი­ა­ლოგ­ში შე­დის და წარ­მო­იდ­გენს, რო­გო­რე­ბი იქ­ნე­ბოდ­ნენ გრძნო­ბე­ბი, თუკი მათ ადა­მი­ა­ნის ფორ­მა ექ­ნე­ბო­დათ. პა­რა­ლე­ლუ­რად, მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში შვი­დი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი ჩნდე­ბა და შვი­დი­ვე იდე­ა­ლუ­რად ჰგავს ია­ნის წარ­მოდ­გე­ნილ გრძნო­ბებს.

- რა არის მო­რა­ლი? რას ამო­ი­კი­თხავს, სა­ბო­ლო­ოდ, თი­თო­ე­უ­ლი ადა­მი­ა­ნი?

- ვე­რა­ვის დავ­პირ­დე­ბი, რომ ეს წიგ­ნი იდე­ა­ლუ­რი მას­წავ­ლე­ბე­ლი ან მრჩე­ვე­ლი იქ­ნე­ბა მკი­თხვე­ლის­თვის, და­პი­რე­ბე­ბი ისე­დაც არ მიყ­ვარს, მაგ­რამ ვფიქ­რობ, რომ წიგ­ნის კი­თხვის დროს, ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი ერთ პა­ტა­რა მო­ნაკ­ვეთ­ში მა­ინც იპო­ვის სა­კუ­თარ თავს და მას­წავ­ლე­ბე­ლი თუ არა, ეს წიგ­ნი მის­თვის მე­გო­ბა­რი მა­ინც იქ­ნე­ბა. ვფიქ­რობ, წიგ­ნის სი­უ­ჟე­ტი ნე­ბის­მი­ე­რი ასა­კის ადა­მი­ა­ნის­თვის არის გან­კუთ­ვნი­ლი, ვი­საც ზუს­ტად და მძლავ­რად გა­მო­უც­დია შვი­დი მო­მაკ­ვდი­ნე­ბე­ლი გრძნო­ბი­დან ერთ-ერთი მა­ინც.

-თქვენ შე­სა­ხებ გვი­ამ­ბეთ, რა პრო­ფე­სი­ის ხართ? რო­დის და­ი­წყეთ რო­მა­ნის წერა?

-წერა ჯერ კი­დევ მა­შინ და­ვი­წყე, რო­დე­საც პრო­ფე­სია არ­ჩე­უ­ლი არ მქონ­და, შემ­დეგ, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ვა­ბა­რე და წარ­მა­ტე­ბით და­ვას­რუ­ლე, ამ­ჟა­მად, ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში ვმუ­შა­ობ, უმ­ცრო­სი ორ­თო­პედ-ტრავ­მა­ტო­ლო­გი ვარ.

- "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2018" _ პრო­ექ­ტი, რო­მელ­მაც წარ­მა­ტე­ბა უკვე ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კუ­თხით მო­გი­ტა­ნათ, რა შე­იც­ვა­ლა თქვენ­თვის?

- ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ეს პრო­ექ­ტი და გა­მარ­ჯვე­ბა, წიგ­ნი და­წე­რი­ლი მქონ­და, თუმ­ცა, და­ბეჭდ­ვას ვერ ვა­ხერ­ხებ­დი, რად­გან ყვე­ლა სხვა გა­მომ­ცემ­ლო­ბამ უარი მი­თხრა, ფი­ნან­სუ­რი თუ მარ­კე­ტინ­გუ­ლი თვალ­საზ­რი­სით, ფიქ­რობ­დნენ, რომ ქარ­თვე­ლი თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რი გა­ყიდ­ვა­დი ვერ იქ­ნე­ბო­და. 2019 წელს კი „შვიდ­მა მო­მაკ­ვდი­ნე­ბელ­მა გრძნო­ბამ“ გა­მა­მარ­ჯვე­ბი­ნა ნო­მი­ნა­ცი­ა­ში _ "ყვე­ლა­ზე გა­ყიდ­ვა­დი ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რი". რო­გორც აღ­ვნიშ­ნე, წიგ­ნი და­წე­რი­ლი მქონ­და და უამ­რა­ვი უა­რის შემ­დეგ, ჩავ­თვა­ლე, რომ პრო­ექ­ტი "გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი" ერ­თა­დერ­თი შე­საძ­ლებ­ლო­ბა იყო, რომ ეს წიგ­ნი ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე მი­სუ­ლი­ყო. არ­ჩე­ვან­მა სა­ბო­ლო­ოდ გა­ა­მარ­თლა, რის გა­მოც დღემ­დე მად­ლი­ე­რი ვარ გა­მომ­ცემ­ლო­ბა პა­ლიტ­რა L-ის. ყვე­ლა­ზე მეტი, სა­კუ­თა­რი თა­ვის რწმე­ნა მომ­ცა და შემ­დეგ, სტი­მუ­ლი, უფრო მეტი შე­საძ­ლებ­ლო­ბა და გზა, წარ­მა­ტე­ბის მი­საღ­წე­ვად. რა თქმა უნდა, ეს გზა არ არის მარ­ტი­ვი, თუმ­ცა, გა­ჩე­რე­ბას არ ვა­პი­რებ.

-ლი­ტე­რა­ტორ­მა ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვილ­მა ასე და­გა­ხა­სი­ა­თათ: „ნი­კო­ლო­ზი მშვი­დი, აუ­ღელ­ვე­ბე­ლი მთხრო­ბე­ლია, რაც პრო­ზის ძა­ლი­ან დიდი პლი­უ­სია. წე­რის მა­ნე­რას რომ თავი და­ვა­ნე­ბოთ, ორი­გი­ნა­ლუ­რია თვი­თონ სი­უ­ჟე­ტიც. მან შე­იძ­ლე­ბა მკი­თხველს რო­მე­ლი­მე და­სავ­ლუ­რი ან სუ­ლაც, ქარ­თუ­ლი რო­მა­ნი გა­ახ­სე­ნოს, თუმ­ცა მოქ­მე­დე­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა სრუ­ლი­ად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია და არ მის­დევს რო­მე­ლი­მე ავ­ტორს. ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა ოს­კარ უა­ილ­დის „დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრეტ­თა­ნაც“ გა­ავ­ლოს პა­რა­ლე­ლი, თუმ­ცა ნი­კო­ლო­ზი არ სცდე­ბა რე­ა­ლო­ბას, იყე­ნებს ზღაპ­რულ მო­ტი­ვებ­საც, ფენ­ტეზ­საც, მაგ­რამ კარ­გად ხე­დავს და აღ­წერს ცხოვ­რე­ბას, ასა­ხავს ქარ­თულ ყო­ფი­ე­რე­ბას. ნი­კო­ლოზ ტო­ტო­ღაშ­ვი­ლის პირ­ვე­ლი ეპი­კუ­რი ცდა _ შე­კი­თხვე­ბის რო­მა­ნი, სა­დაც პერ­სო­ნა­ჟე­ბი პა­სუ­ხებს არ ეძე­ბენ, რად­გან ისი­ნი გრძნო­ბენ, გა­ნიც­დი­ან, ცხოვ­რო­ბენ~, _ რას ნიშ­ნავს თქვენ­თვის მისი ეს შე­ფა­სე­ბა?

-ბა­ტო­ნი ივა­ნე ამირ­ხა­ნაშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რი რო­დე­საც წა­ვი­კი­თხე, ჩემს სი­ხა­რულს სა­ზღვა­რი არ ჰქონ­და, ეს იყო უდი­დე­სი სტი­მუ­ლი და სი­ხა­რუ­ლი ჩემ­თვის! მივ­ხვდი, რომ რა­საც ვა­კე­თებ­დი სწო­რად ვა­კე­თებ­დი.

-მან პა­რა­ლე­ლი გა­ავ­ლო "დო­რი­ან გრე­ის პორ­ტრეტ­თან", რა მსგავ­სე­ბას და­ი­ნა­ხავს მკი­თხვე­ლი ამ ორ ნა­წარ­მო­ებს შო­რის?

-წიგ­ნი დე­ტექ­ტი­უ­რი რო­მა­ნია, თუმ­ცა, შიგ­ნით მრავ­ლად არის დე­ტა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც მკი­თხველს ზღაპ­რუ­ლი ამ­ბის­კენ, ფენ­ტე­ზის­კენ ან თუნ­დაც სა­მეც­ნი­ე­რო ფან­ტას­ტი­კის­კენ წა­იყ­ვანს, თუმ­ცა, რო­დე­საც გა­მო­ერ­კვე­ვა, მიხ­ვდე­ბა, რომ თი­თო­ე­უ­ლი ეს დე­ტა­ლი არ სცდე­ბა რე­ა­ლო­ბის სა­ზღვრებს. ვფიქ­რობ, ჟან­რის ასე­თი სხვა­დას­ხვა­ო­ბა და მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, მკი­თხველს არა მხო­ლოდ უა­ილ­დის, არა­მედ, ბევრ სხვა წიგნ­თა­ნაც გა­უ­ჩენს ასო­ცი­ა­ცი­ას.

- რო­გო­რია თქვე­ნი სა­მო­მავ­ლო მიზ­ნე­ბი ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბით?'

- და­ახ­ლო­ე­ბით ერთ თვე­ში ჩემი ახა­ლი რო­მა­ნი _ „მე არ ვარ ნე­ო­ნი“ გა­მო­ვა. წიგ­ნი რე­ა­ლურ ფაქ­ტებ­ზეა და­ფუძ­ნე­ბუ­ლი და მისი თი­თო­ე­უ­ლი პერ­სო­ნა­ჟი ნამ­დვი­ლია, თუმ­ცა ვფიქ­რობ, მკი­თხვე­ლი აქაც იპოვ­ნის ელე­მენ­ტებს, რო­მე­ლიც აფიქ­რე­ბი­ნებს, რომ ის­ტო­რია არ არის ნამ­დვი­ლი. სწო­რედ ამი­ტომ, ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო ანო­ტა­ცია და­ვურ­თე თან.

- რო­გორ ფიქ­რობთ, ჟურ­ნალ "გზას­თან" ერ­თად, თქვე­ნი წიგ­ნის გა­მო­ცე­მა, კი­დევ უფრო მეტ მკი­თხველს შეგ­მა­ტებთ? რას იტყვით ამ პრო­ექ­ტზე?

-რა თქმა უნდა, ვფიქ­რობ, რომ ამ პრო­ექ­ტის დახ­მა­რე­ბით ძა­ლი­ან ბევრ გა­მოც­დილ მკი­თხველს შე­ვი­ძენ და ამავდრო­უ­ლად, ეს ძა­ლი­ან კარ­გი შე­საძ­ლებ­ლო­ბაა თა­ნა­მედ­რო­ვე ავ­ტო­რე­ბის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ის­თვის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

„შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“, ბესტსელერი, რომელიც ჟურნალ გზას "გზას" მოჰყვება

„შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“, ბესტსელერი, რომელიც ჟურნალ გზას "გზას" მოჰყვება

როგორები იქნებოდნენ გრძნობები, თუკი მათ ადამიანის ფორმა ექნებოდათნიკოლოზ ტოტოღაშვილი ის ახალგაზრდა მწერალია, რომლის რომანი _ „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ 2019 წლის ბესტსელერი გახდა ნომინაციაში „ქართველი ავტორი”, 2018 წელს კი _ გამომცემლობა "პალიტრა L"-ის პროექტის _ "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018"-ის გამარჯვებული.

პრესის პროექტების ფარგლებში, მკითხველი ამჯერად „შვიდ მომაკვდინებელ გრძნობას" მიიღებს სპეციალურ ფასად _ წიგნი, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, 28 მაისს გამოვა და მისი საფასური 8.50 ლარი იქნება, ჟურნალთან ერთად კი _ 10 ლარი.

შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა პალიტრა L და ქართველი ავტორები გაერთიანდნენ, რათა პროექტ „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული წიგნები მკითხველისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს. „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017“-ის გამარჯვებული რომანი, თათული ღვინიანიძის „აღიარება ხელისგულზე“ მკითხველმა, ჟურნალთან ერთად, უკვე შეიძინა.

ამჯერად, ამბავი უცნაურ მხატვარზე, იან კლაინზეა, რომლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირად უიმედოა... ავტორი გვიამბობს, თუ როგორ დაიწერა და რის შესახებაა მისი პირველი რომანი „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“:

-ვერ გეტყვით, წერა ზუსტად როგორ დავიწყე, მაგრამ მახსოვს, რომ ლექსები იყო, საბოლოოდ კი „შვიდ მომაკვდინებელ გრძნობამდე“ მივედი, დეტექტიური რომანი უცნაურ მხატვარზე, დეტექტივებზე, მის სიყვარულზე და შვიდ მომაკვდინებელ გრძნობაზეა. მთავარი გმირი _ იანი მარტოსული, სევდიანი და ცოტათი უცნაური პერსონაჟია, საკუთარი რწმენით და ცხოვრების ფილოსოფიით, მის შემთხვევაში კი ეს რწმენა დამღუპველი აღმოჩნდება.

-როგორ ვითარდება მოვლენები?

-იანის ნიჭს მალევე შეამჩნევს დეტექტივი ფორდი, რომელიც განსაკუთრებით მის მიერ შექმნილი პორტრეტებით მოიხიბლება და მასთან მუშაობას შესთავაზებს, კერძოდ, დამნაშავის ფოტორობოტების დახატვას სთხოვს. წიგნში სიუჟეტი ასე ვითარდება: ნებისმიერ შემთხვევაში დამნაშავის კვალი იან კლაინთან მიდის, მათ შორის, ის საკუთარ თავს ხატავს ერთ-ერთი დამნაშავის ადგილას, თუმცა, მას ყოველთვის აქვს ალიბი. ამას თან ერთვის საყვარელი ქალის მიერ მისი უარყოფა და მის ქვეცნობიერში შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა იღვიძებს, პერსონაჟი მათთან დიალოგში შედის და წარმოიდგენს, როგორები იქნებოდნენ გრძნობები, თუკი მათ ადამიანის ფორმა ექნებოდათ. პარალელურად, მკვლელობის საქმეში შვიდი ეჭვმიტანილი ჩნდება და შვიდივე იდეალურად ჰგავს იანის წარმოდგენილ გრძნობებს.

- რა არის მორალი? რას ამოიკითხავს, საბოლოოდ, თითოეული ადამიანი?

- ვერავის დავპირდები, რომ ეს წიგნი იდეალური მასწავლებელი ან მრჩეველი იქნება მკითხველისთვის, დაპირებები ისედაც არ მიყვარს, მაგრამ ვფიქრობ, რომ წიგნის კითხვის დროს, ნებისმიერი ადამიანი ერთ პატარა მონაკვეთში მაინც იპოვის საკუთარ თავს და მასწავლებელი თუ არა, ეს წიგნი მისთვის მეგობარი მაინც იქნება. ვფიქრობ, წიგნის სიუჟეტი ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის არის განკუთვნილი, ვისაც ზუსტად და მძლავრად გამოუცდია შვიდი მომაკვდინებელი გრძნობიდან ერთ-ერთი მაინც.

-თქვენ შესახებ გვიამბეთ, რა პროფესიის ხართ? როდის დაიწყეთ რომანის წერა?

-წერა ჯერ კიდევ მაშინ დავიწყე, როდესაც პროფესია არჩეული არ მქონდა, შემდეგ, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩავაბარე და წარმატებით დავასრულე, ამჟამად, ერთ-ერთ კლინიკაში ვმუშაობ, უმცროსი ორთოპედ-ტრავმატოლოგი ვარ.

- "გახდი ბესტსელერის ავტორი 2018" _ პროექტი, რომელმაც წარმატება უკვე ლიტერატურული კუთხით მოგიტანათ, რა შეიცვალა თქვენთვის?

- ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ეს პროექტი და გამარჯვება, წიგნი დაწერილი მქონდა, თუმცა, დაბეჭდვას ვერ ვახერხებდი, რადგან ყველა სხვა გამომცემლობამ უარი მითხრა, ფინანსური თუ მარკეტინგული თვალსაზრისით, ფიქრობდნენ, რომ ქართველი თანამედროვე ავტორი გაყიდვადი ვერ იქნებოდა. 2019 წელს კი „შვიდმა მომაკვდინებელმა გრძნობამ“ გამამარჯვებინა ნომინაციაში _ "ყველაზე გაყიდვადი ქართველი ავტორი". როგორც აღვნიშნე, წიგნი დაწერილი მქონდა და უამრავი უარის შემდეგ, ჩავთვალე, რომ პროექტი "გახდი ბესტსელერის ავტორი" ერთადერთი შესაძლებლობა იყო, რომ ეს წიგნი ადამიანებამდე მისულიყო. არჩევანმა საბოლოოდ გაამართლა, რის გამოც დღემდე მადლიერი ვარ გამომცემლობა პალიტრა L-ის. ყველაზე მეტი, საკუთარი თავის რწმენა მომცა და შემდეგ, სტიმული, უფრო მეტი შესაძლებლობა და გზა, წარმატების მისაღწევად. რა თქმა უნდა, ეს გზა არ არის მარტივი, თუმცა, გაჩერებას არ ვაპირებ.

-ლიტერატორმა ივანე ამირხანაშვილმა ასე დაგახასიათათ: „ნიკოლოზი მშვიდი, აუღელვებელი მთხრობელია, რაც პროზის ძალიან დიდი პლიუსია. წერის მანერას რომ თავი დავანებოთ, ორიგინალურია თვითონ სიუჟეტიც. მან შეიძლება მკითხველს რომელიმე დასავლური ან სულაც, ქართული რომანი გაახსენოს, თუმცა მოქმედებების განვითარება სრულიად განსხვავებულია და არ მისდევს რომელიმე ავტორს. ვინმემ შეიძლება ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტთანაც“ გაავლოს პარალელი, თუმცა ნიკოლოზი არ სცდება რეალობას, იყენებს ზღაპრულ მოტივებსაც, ფენტეზსაც, მაგრამ კარგად ხედავს და აღწერს ცხოვრებას, ასახავს ქართულ ყოფიერებას. ნიკოლოზ ტოტოღაშვილის პირველი ეპიკური ცდა _ შეკითხვების რომანი, სადაც პერსონაჟები პასუხებს არ ეძებენ, რადგან ისინი გრძნობენ, განიცდიან, ცხოვრობენ~, _ რას ნიშნავს თქვენთვის მისი ეს შეფასება?

-ბატონი ივანე ამირხანაშვილის კომენტარი როდესაც წავიკითხე, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ეს იყო უდიდესი სტიმული და სიხარული ჩემთვის! მივხვდი, რომ რასაც ვაკეთებდი სწორად ვაკეთებდი.

-მან პარალელი გაავლო "დორიან გრეის პორტრეტთან", რა მსგავსებას დაინახავს მკითხველი ამ ორ ნაწარმოებს შორის?

-წიგნი დეტექტიური რომანია, თუმცა, შიგნით მრავლად არის დეტალები, რომლებიც მკითხველს ზღაპრული ამბისკენ, ფენტეზისკენ ან თუნდაც სამეცნიერო ფანტასტიკისკენ წაიყვანს, თუმცა, როდესაც გამოერკვევა, მიხვდება, რომ თითოეული ეს დეტალი არ სცდება რეალობის საზღვრებს. ვფიქრობ, ჟანრის ასეთი სხვადასხვაობა და მრავალფეროვნება, მკითხველს არა მხოლოდ უაილდის, არამედ, ბევრ სხვა წიგნთანაც გაუჩენს ასოციაციას.

- როგორია თქვენი სამომავლო მიზნები ლიტერატურული მიმართულებით?'

- დაახლოებით ერთ თვეში ჩემი ახალი რომანი _ „მე არ ვარ ნეონი“ გამოვა. წიგნი რეალურ ფაქტებზეა დაფუძნებული და მისი თითოეული პერსონაჟი ნამდვილია, თუმცა ვფიქრობ, მკითხველი აქაც იპოვნის ელემენტებს, რომელიც აფიქრებინებს, რომ ისტორია არ არის ნამდვილი. სწორედ ამიტომ, ძალიან საინტერესო ანოტაცია დავურთე თან.

- როგორ ფიქრობთ, ჟურნალ "გზასთან" ერთად, თქვენი წიგნის გამოცემა, კიდევ უფრო მეტ მკითხველს შეგმატებთ? რას იტყვით ამ პროექტზე?

-რა თქმა უნდა, ვფიქრობ, რომ ამ პროექტის დახმარებით ძალიან ბევრ გამოცდილ მკითხველს შევიძენ და ამავდროულად, ეს ძალიან კარგი შესაძლებლობაა თანამედროვე ავტორების პოპულარიზაციისთვის.

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეექვსე თავი)

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეხუთე თავი)

25 მაისს სერია "ქართველი მეფეების" 30-ე ტომი "კვირიკე III" გამოიცემა