საქართველოს პროკურატურა ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნ.ბ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით წარუდგინა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, ქ.თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნ.ბ.-მ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. სამართალდამცველებმა ნ.ბ. 2020 წლის 22 მაისს დააკავეს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
ბრალდების მხარემ უკვე მიმართა სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხზე მსჯელობენ. სხდომა დახურულ რეჟიმში მიმდინარეობს.
ვინც გოგოზე ხელის აწევა კაცური საქმე არაა ! თუ არის პრობლემა გაუშვი დაშორდი და მორჩა !
rasa, პატივცემულო, ვერ დაგეთანხმებით ერთ რამეში: თავისზე სუსტზე ძალადობა დაუშვებელია და თავისზე ძლიერზე კი? ესე იგი, ჩემზე ძლიერის წინაშე მართალი რომ არ ვიყო და კამათში კეტი ვრეხვო, მოსულა? (ბოდიში, საწყენად არ მიიღოთ, ცოტა გავხალისდეთ)