პოლიტიკა
მსოფლიო
მოზაიკა

24

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
სამართალი
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სომხური მხარე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, არასწორად იყო ინტერპრეტირებული" - დავით ზალკალიანი
"სომხური მხარე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, არასწორად იყო ინტერპრეტირებული" - დავით ზალკალიანი

"ერე­ვან­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩოს­თან სომ­ხე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან გან­ხორ­ცი­ელ­და კო­მუ­ნი­კა­ცია და მი­ნის­ტრის სა­ხე­ლით, გა­მო­ით­ქვა წუ­ხი­ლი მომ­ხდა­რის გამო" - ამის შე­სა­ხებ სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა, და­ვით ზალ­კა­ლი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რი­თაც გა­მო­ეხ­მა­უ­რა სომ­ხე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის მიერ სა­ქარ­თვე­ლოს ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­ურ მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას.

მისი თქმით, სომ­ხუ­რი მხა­რე აცხა­დებს, რომ მათი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­დი­ა­ში გაჟ­ღერ­და, არას­წო­რად იყო ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი.

"პირ­ვე­ლი რე­ა­გი­რე­ბის სა­ხით ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვი­ხი­ლეთ, რომ მათ, ოფი­ცი­ა­ლურ Facebook სა­იტ­ზე უკვე გა­ა­კე­თეს შე­სა­ბა­მი­სი გან­ცხა­დე­ბა ამ პო­ზი­ცი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით და და­მი­კავ­შირ­და ჩვე­ნი სა­ელ­ჩო ერე­ვან­ში და მაც­ნო­ბეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ გან­ხორ­ცი­ელ­და ზარი სომ­ხე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­დან სა­ელ­ჩო­ში.

სომ­ხე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის სა­ხე­ლით, ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის დი­რექ­ტორ­მა და­რე­კა და მი­ნის­ტრის სა­ხე­ლით გა­მოთ­ქვა წუ­ხი­ლი იმას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ მის­მა გა­მო­ნათ­ქვამ­მა, რო­მე­ლიც, მათი გან­მარ­ტე­ბით, იყო არას­წო­რად ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი, გა­ა­ნა­წყე­ნა ქარ­თვე­ლი კო­ლე­გე­ბი და რომ ისი­ნი ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­მოთ­ქვა­მენ სა­კუ­თარ წუ­ხილს და სა­ელ­ჩოს სთხო­ვა, რომ ეს პო­ზი­ცია გად­მო­ე­ცა თბი­ლი­სის­თვის" - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

ზალ­კა­ლი­ა­ნის გან­ცხა­დე­ბით, მას შემ­დეგ, რაც მე­დი­ით გავ­რცელ­და სოხმე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის კო­მენ­ტა­რი, სა­ელ­ჩო და­უ­კავ­შირ­და სომ­ხე­თის მხა­რეს.

„ბუ­ნებ­რი­ვია, ჩვენ რო­გორც კი მე­დი­ი­დან შე­ვი­ტყვეთ მსგავ­სი გან­ხა­დე­ბის შე­სა­ხებ, და­უ­ყოვ­ნებ­ლივ გვქონ­და რე­ა­გი­რე­ბა დიპ­ლო­მა­ტი­უ­რი არ­ხე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით, მათ შო­რის ჩვე­ნი სა­ელ­ჩო ერე­ვან­ში და­უყ­ვობ­ნებ­ლივ და­უ­კავ­შირ­და შე­სა­ბა­მის სტრუქ­ტუ­რებს, სა­გა­რეო საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს და სომ­ხე­თის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს, რათა მათ გა­ე­კე­თე­ბი­ნათ შე­სა­ბა­მი­სი გან­მა­რე­ტე­ბე­ბი. რა თქმა უნდა, ეს, რბი­ლად რომ ვთქვათ, ძა­ლი­ან არა­კო­რექ­ტუ­ლი იყო მე­ზო­ბე­ლი და მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის მი­მართ, მათ შო­რის ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის მხრი­დან, ისე­თი მა­ღა­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რის მხრი­დან, რო­გო­რიც ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრია,“ - გან­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა.

სა­გა­რეო უწეყ­ბის ხელ­მძღვა­ნელ­მა ისა­უბ­რა ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­მოწ­მე­ბის და და­ზუს­ტე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა­ზე.

"ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ინა­ხოს ის გან­მარ­ტე­ბე­ბი, რო­მე­ლიც გა­კეთ­და მათ ოფი­ცი­ა­ლურ სა­იტ­ზე. რო­გორ სომ­ხუ­რი მხა­რე აცხა­დებს, მათი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრის გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, რომ­ლე­ბიც მე­დი­ა­ში გაჟ­ღერ­და, იყო არას­წო­რად ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი. ამი­ტომ აუ­ცი­ლე­ბე­ლია ორი­გი­ნალ­თან შე­და­რე­ბა იმი­სა, თუ რა იყო რე­ა­ლუ­რად თქმუ­ლი.

ჩვენ, რო­გორც მე­ზო­ბე­ლი, და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი ვართ, რომ ჩვენს სა­მე­ზობ­ლო­ში პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის კუ­თხით, ყვე­ლას ჰქონ­დეს წარ­მა­ტე­ბა. ბუ­ნებ­რი­ვია, მათი პო­ზი­ცი­აც ლო­გი­კუ­რად ეს უნდა იყოს, რად­გა­ნაც არ შე­იძ­ლე­ბა შენ იგ­რძნო და­ცუ­ლად და უსაფრ­თხოდ თავი, თუ კი შენ გარ­შე­მო არის სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მე­ბი და ჩვენ მარ­თლაც ვნა­ხეთ, რომ და­ინ­ფი­ცი­რე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის დი­ნა­მი­კა სომ­ხეთ­ში არის მზარ­დი და ამას თა­ვად სომ­ხე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბაც აღი­ა­რებს, მა­შინ რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბუ­ლი სი­ტუ­ა­ცია არის პო­ზი­ტი­უ­რი.

ჩვენ გვაქვს ძა­ლი­ან პო­ზი­ტი­უ­რი დი­ნა­მი­კა, კლე­ბა­დი დი­ნა­მი­კა და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის კუ­თხით, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის დი­ნა­მი­კა კი მზარ­დი.

ეს არ არის ჩვე­ნი შე­ფა­სე­ბა, ეს არის ის შე­ფა­სე­ბა, რო­მელ­საც ჩვენ ვი­ღებთ და ვის­მენთ ასე­ვე ჩვე­ნი სა­ერ­თა­შო­რი­სო პარტნი­ო­რე­ბის­გან, მათ შო­რის მსოფ­ლიო ჯან­დაც­ვის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის მხრი­დან. დღე­ვან­დელ სამ­ყა­რო­ში არა­ფე­რი არ და­ი­მა­ლე­ბა, არც ერთი შემ­თხვე­ვა არ და­ი­მა­ლე­ბა, იმი­ტომ, რომ არ­სე­ბობს გა­და­მოწ­მე­ბის უამ­რა­ვი მე­ქა­ნიზ­მი. მინ­და და­ვი­ჯე­რო, რომ ეს იყო არას­წო­რად ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი მე­დი­ა­ში და ის წუ­ხი­ლი, რაც გა­მო­ხა­ტა სომ­ხე­თის ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა იმ ზარ­ში, რო­მე­ლიც გან­ხორ­ცი­ელ­და სა­ელ­ჩო­ში სულ ცოტა ხნის წინ, არის გულ­წრფე­ლი,“ - გა­ნა­ცხა­და ზალ­კა­ლი­ან­მა ტე­ლე­კომ­პა­ნია „იმე­დის“ ეთერ­ში.

ცნო­ბის­თვის, „სპუტ­ნიკ არ­მე­ნი­ას“ ინ­ფორ­მა­ცი­ით, სომ­ხე­თის სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი საბ­ჭოს სხდო­მა­ზე ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრმა, არ­სენ ტო­რო­სი­ან­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სომ­ხეთ­ში სა­ქარ­თვე­ლო­დან ჩა­სულ არა­ერთ ადა­მი­ანს კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უდ­გინ­და. ამას­თან, ტო­რო­სი­ანს სა­ქარ­თვე­ლოს ოფი­ცი­ა­ლურ სტა­ტის­ტი­კურ მო­ნა­ცე­მებ­ში ეჭვი შე­აქვს და აინ­ტე­რე­სებს, რამ­დე­ნად არის სტა­ტის­ტი­კა­ში ასა­ხუ­ლი პნევ­მო­ნი­ით გარ­დაც­ვლი­ლი პი­რე­ბი.

მკითხველის კომენტარები / 9 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
93

ყველა ერში არსებობს ხორცმეტი და ეგ ერთ ერთია სომხეთში ! ისე ზოგადად სომხებს პატივისცემა ჩემგან ! 

ეკა
0

სწორი ინტერპრეტაცია როგორიაო?

ავტორი:

"სომხური მხარე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, არასწორად იყო ინტერპრეტირებული" - დავით ზალკალიანი

"სომხური მხარე აცხადებს, რომ ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, არასწორად იყო ინტერპრეტირებული" - დავით ზალკალიანი

"ერევანში საქართველოს საელჩოსთან სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან განხორციელდა კომუნიკაცია და მინისტრის სახელით, გამოითქვა წუხილი მომხდარის გამო" - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის მიერ საქართველოს ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაზე გაკეთებულ განცხადებას.

მისი თქმით, სომხური მხარე აცხადებს, რომ მათი ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, რომლებიც მედიაში გაჟღერდა, არასწორად იყო ინტერპრეტირებული.

"პირველი რეაგირების სახით ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ ვიხილეთ, რომ მათ, ოფიციალურ Facebook საიტზე უკვე გააკეთეს შესაბამისი განცხადება ამ პოზიციასთან დაკავშირებით და დამიკავშირდა ჩვენი საელჩო ერევანში და მაცნობეს, რომ სულ ცოტა ხნის წინ განხორციელდა ზარი სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროდან საელჩოში.

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სახელით, ჯანდაცვის სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორმა დარეკა და მინისტრის სახელით გამოთქვა წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა გამონათქვამმა, რომელიც, მათი განმარტებით, იყო არასწორად ინტერპრეტირებული, გაანაწყენა ქართველი კოლეგები და რომ ისინი ამასთან დაკავშირებით გამოთქვამენ საკუთარ წუხილს და საელჩოს სთხოვა, რომ ეს პოზიცია გადმოეცა თბილისისთვის" - აღნიშნა მინისტრმა.

ზალკალიანის განცხადებით, მას შემდეგ, რაც მედიით გავრცელდა სოხმეთის ჯანდაცვის მინისტრის კომენტარი, საელჩო დაუკავშირდა სომხეთის მხარეს.

„ბუნებრივია, ჩვენ როგორც კი მედიიდან შევიტყვეთ მსგავსი განხადების შესახებ, დაუყოვნებლივ გვქონდა რეაგირება დიპლომატიური არხების საშუალებით, მათ შორის ჩვენი საელჩო ერევანში დაუყვობნებლივ დაუკავშირდა შესაბამის სტრუქტურებს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს, რათა მათ გაეკეთებინათ შესაბამისი განმარეტებები. რა თქმა უნდა, ეს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან არაკორექტული იყო მეზობელი და მეგობარი ქვეყნის მიმართ, მათ შორის ოფიციალური პირის მხრიდან, ისეთი მაღალი ოფიციალური პირის მხრიდან, როგორიც ჯანდაცვის მინისტრია,“ - განცხადა ზალკალიანმა.

საგარეო უწეყბის ხელმძღვანელმა ისაუბრა ინფორმაციის გადამოწმების და დაზუსტების აუცილებლობაზე.

"ასევე, აუცილებელია ინახოს ის განმარტებები, რომელიც გაკეთდა მათ ოფიციალურ საიტზე. როგორ სომხური მხარე აცხადებს, მათი ჯანდაცვის მინისტრის გამონათქვამები, რომლებიც მედიაში გაჟღერდა, იყო არასწორად ინტერპრეტირებული. ამიტომ აუცილებელია ორიგინალთან შედარება იმისა, თუ რა იყო რეალურად თქმული.

ჩვენ, როგორც მეზობელი, დაინტერესებული ვართ, რომ ჩვენს სამეზობლოში პანდემიასთან ბრძოლის კუთხით, ყველას ჰქონდეს წარმატება. ბუნებრივია, მათი პოზიციაც ლოგიკურად ეს უნდა იყოს, რადგანაც არ შეიძლება შენ იგრძნო დაცულად და უსაფრთხოდ თავი, თუ კი შენ გარშემო არის სერიოზული პრობლემები და ჩვენ მართლაც ვნახეთ, რომ დაინფიცირების რაოდენობის დინამიკა სომხეთში არის მზარდი და ამას თავად სომხეთის ხელისუფლებაც აღიარებს, მაშინ როდესაც საქართველოში არსებული სიტუაცია არის პოზიტიური.

ჩვენ გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა, კლებადი დინამიკა დაინფიცირებულების რაოდენობის კუთხით, გამოჯანმრთელების დინამიკა კი მზარდი.

ეს არ არის ჩვენი შეფასება, ეს არის ის შეფასება, რომელსაც ჩვენ ვიღებთ და ვისმენთ ასევე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, მათ შორის მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მხრიდან. დღევანდელ სამყაროში არაფერი არ დაიმალება, არც ერთი შემთხვევა არ დაიმალება, იმიტომ, რომ არსებობს გადამოწმების უამრავი მექანიზმი. მინდა დავიჯერო, რომ ეს იყო არასწორად ინტერპრეტირებული მედიაში და ის წუხილი, რაც გამოხატა სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა იმ ზარში, რომელიც განხორციელდა საელჩოში სულ ცოტა ხნის წინ, არის გულწრფელი,“ - განაცხადა ზალკალიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

ცნობისთვის, „სპუტნიკ არმენიას“ ინფორმაციით, სომხეთის საზოგადოებრივი საბჭოს სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთში საქართველოდან ჩასულ არაერთ ადამიანს კორონავირუსი დაუდგინდა. ამასთან, ტოროსიანს საქართველოს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემებში ეჭვი შეაქვს და აინტერესებს, რამდენად არის სტატისტიკაში ასახული პნევმონიით გარდაცვლილი პირები.

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"

''როცა ელჩი აკეთებს განცხადებას, მითუმეტეს უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მას უნდა დაერეკა და ეკითხა ჩვენთვის, რასთან გვაქვს საქმე?!'' - დავით ზალკალიანი გიგი გიგიაძეზე

LIVE - ეთერშია გადაცემა Newsroom-ი