პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მძღოლები ისე აბღუვლებდნენ მანქანებს... ერთგან გოგო-ბიჭები მზესუმზირას ჭამდნენ" - გოგა ჩანადირის ფოტოები წუხანდელი თბილისიდან
"მძღოლები ისე აბღუვლებდნენ მანქანებს... ერთგან გოგო-ბიჭები მზესუმზირას ჭამდნენ" - გოგა ჩანადირის ფოტოები წუხანდელი თბილისიდან

სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა და ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი გა­უქ­მდა. შე­სა­ბა­მი­სად, წუ­ხელ 00:00 სა­ა­თი­დან მო­ქა­ლა­ქე­ებს თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა ჰქონ­დათ.

რო­გორც ჩანს, თბი­ლი­სის მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი ისე გა­ა­ხა­რა ამ ფაქ­ტმა, რომ გა­თე­ნე­ბას არ და­ე­ლოდ­ნენ და ქუ­ჩებ­ში გუ­შინ გვი­ან ღა­მით­ვე გა­მო­ვიდ­ნენ. ასე­ვე შე­ი­ნიშ­ნე­ბო­და ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბა. თბი­ლი­სე­ლე­ბის ნა­წილ­მა სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უქ­მე­ბა ფო­ი­ერ­ვერ­კი­თაც კი აღ­ნიშ­ნა.

წუ­ხან­დე­ლი თბი­ლი­სი­დან ფო­ტო­რე­პორ­ტაჟს ფო­ტოგ­რა­ფი გოგა ჩა­ნა­დი­რი ავ­რცე­ლებს:

"წუ­ხელ გა­უქ­მდა კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი.12 სა­ათ­ზე ეს ამ­ბა­ვი მე­ზობ­ლის მან­ქა­ნამ შე­მახ­სე­ნა. ისე და­აღ­მუ­ი­ლა, მივ­ხვდი, რომ თა­ვი­სუფ­ლე­ბა მის სულს ისე მოს­წყურ­და, ვით დაჭ­რილ ირემს წყა­რო ან­კა­რა. მერე ხმა­უ­რი­ან­მა მო­ტო­ციკ­ლებ­მა ჩა­მო­იქ­რო­ლეს.

ფე­ირ­ვერ­კის ხმე­ბიც მომ­წვდა. გა­რეთ გა­მო­ვე­დი, რათა რო­გორც სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის და­წყე­ბა, ისე დას­რუ­ლე­ბა გა­და­მე­ღო. ამ­ჯე­რად ქუ­ჩე­ბი გა­მო­ცო­ცხლე­ბუ­ლი იყო. უმე­ტე­სად შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი და სკო­ლა­დამ­თავ­რე­ბუ­ლე­ბი სე­ირ­ნობ­დნენ. ერ­თგან გოგო-ბი­ჭე­ბი მზე­სუმ­ზი­რას ჭამ­დნენ და ძირს აფურ­თხებ­დნენ.

რა­ღა­ცამ შე­მა­კა­ვა, რომ აღ­შფო­თე­ბა და­მე­მა­ლა. უკვე 1-ლ სა­ათ­ზე რუს­თა­ვე­ლის გამ­ზირ­ზე მან­ქა­ნე­ბის ისე­თი მოძ­რა­ო­ბა იყო, ვი­ფიქ­რე, რა­ღა­ცას ვზე­ი­მობთ-მეთ­ქი. ბო­ლოს ასე­თი ხმა­უ­რი მახ­სოვს "დი­ნა­მო­ზე" შოტ­ლან­დი­ის ნაკ­რე­ბის და­მარ­ცხე­ბის შემ­დეგ. ყვე­ლა­ზე მე­ტად ის არ მო­მე­წო­ნა, რომ ნა­წი­ლი სარ­ბო­ლოდ გა­მო­ვი­და.

მძღო­ლე­ბი ისე აბღუვ­ლებ­დნენ მან­ქა­ნებს, რომ მძი­ნა­რე ადა­მი­ა­ნე­ბი სულ ფე­ხებ­ზე ეკი­დათ. ეს უკვე ნამ­დვი­ლად ქა­ჯო­ბა იყო. იმე­დია, სხვე­ბის პა­ტი­ვის­ცე­მას ვის­წავ­ლით. და მა­ინც, ჩვენს ქა­ლა­ქებს სი­ცო­ცხლე და სი­სავ­სე უხ­დე­ბა" - წერს ჩა­ნა­დი­რი ფო­ტო­ე­ბის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას.

ფო­ტო­ე­ბი: გოგა ჩა­ნა­დი­რი

777
5

რო გავაკეთე კომენტარი სადაა მერე?????

რუბრიკის სხვა სიახლეები
ავტორი:

"მძღოლები ისე აბღუვლებდნენ მანქანებს... ერთგან გოგო-ბიჭები მზესუმზირას ჭამდნენ" - გოგა ჩანადირის ფოტოები წუხანდელი თბილისიდან

"მძღოლები ისე აბღუვლებდნენ მანქანებს... ერთგან გოგო-ბიჭები მზესუმზირას ჭამდნენ" - გოგა ჩანადირის ფოტოები წუხანდელი თბილისიდან

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდა. შესაბამისად, წუხელ 00:00 საათიდან მოქალაქეებს თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობა ჰქონდათ.

როგორც ჩანს, თბილისის მოქალაქეები ისე გაახარა ამ ფაქტმა, რომ გათენებას არ დაელოდნენ და ქუჩებში გუშინ გვიან ღამითვე გამოვიდნენ. ასევე შეინიშნებოდა ავტომობილებით გადაადგილება. თბილისელების ნაწილმა საგანგებო მდგომარეობის გაუქმება ფოიერვერკითაც კი აღნიშნა.

წუხანდელი თბილისიდან ფოტორეპორტაჟს ფოტოგრაფი გოგა ჩანადირი ავრცელებს:

"წუხელ გაუქმდა კომენდანტის საათი.12 საათზე ეს ამბავი მეზობლის მანქანამ შემახსენა. ისე დააღმუილა, მივხვდი, რომ თავისუფლება მის სულს ისე მოსწყურდა, ვით დაჭრილ ირემს წყარო ანკარა. მერე ხმაურიანმა მოტოციკლებმა ჩამოიქროლეს.

ფეირვერკის ხმებიც მომწვდა. გარეთ გამოვედი, რათა როგორც საგანგებო მდგომარეობის დაწყება, ისე დასრულება გადამეღო. ამჯერად ქუჩები გამოცოცხლებული იყო. უმეტესად შეყვარებულები და სკოლადამთავრებულები სეირნობდნენ. ერთგან გოგო-ბიჭები მზესუმზირას ჭამდნენ და ძირს აფურთხებდნენ.

რაღაცამ შემაკავა, რომ აღშფოთება დამემალა. უკვე 1-ლ საათზე რუსთაველის გამზირზე მანქანების ისეთი მოძრაობა იყო, ვიფიქრე, რაღაცას ვზეიმობთ-მეთქი. ბოლოს ასეთი ხმაური მახსოვს "დინამოზე" შოტლანდიის ნაკრების დამარცხების შემდეგ. ყველაზე მეტად ის არ მომეწონა, რომ ნაწილი სარბოლოდ გამოვიდა.

მძღოლები ისე აბღუვლებდნენ მანქანებს, რომ მძინარე ადამიანები სულ ფეხებზე ეკიდათ. ეს უკვე ნამდვილად ქაჯობა იყო. იმედია, სხვების პატივისცემას ვისწავლით. და მაინც, ჩვენს ქალაქებს სიცოცხლე და სისავსე უხდება" - წერს ჩანადირი ფოტოების კომენტირებისას.

ფოტოები: გოგა ჩანადირი

"ცოცხალი გვამი ვარ და საკუთარ თავზეც გაბრაზებული!" - რას წერს პეტრე კოლხი გუშინ თბილისში მომხდარ ძალადობის ფაქტებზე

"ბევრს ყვარებიხარ, ჩემსავით მაინც ვერავინ შეგიყვარებდა..." - რას წერს ტრაგიკულად დაღუპული მომღერალის, ზურა ბაკურაძის მეუღლე

"ორკები ავიწროვებენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ეზოებში დასდევენ ბავშვებს, გრძელი თმის გამო და ტურისტებს დანას ურტყამენ საყურის გამო..." - რას წერს ლიკა ევგენიძე