მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" გაუქმდა
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" გაუქმდა

დღე­ი­დან ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა და ე.წ. კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი გა­უქ­მდა. შე­სა­ა­ბა­მი­სად, მო­ქა­ლა­ქე­ებს, დრო­ის ნე­ბის­მი­ერ მო­ნაკ­ვეთ­ში გა­და­ა­დი­ლე­ბის უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვათ.

რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­მა, ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა გა­ნა­ცხა­და, იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ვირუ­სი ბო­ლომ­დე და­მარ­ცხე­ბუ­ლი არ არის მთავ­რო­ბას კვლავ უწევს აქ­ტი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა.

"დღეს, რო­დე­საც სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა ბევრ ქვე­ყა­ნა­ში გრძელ­დე­ბა და პან­დე­მია კვლავ აქ­ტი­ურ ფა­ზა­შია, ერ­თობ­ლივ­მა წარ­მა­ტე­ბულ­მა ნა­ბი­ჯებ­მა და ქვე­ყან­ში გა­ტა­რე­ბულ­მა ღო­ნის­ძი­ე­ბებ­მა მოგ­ვცა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ ვი­სა­უბ­როთ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უქ­მე­ბა­სა და ასე­ვე, სხვა შე­ზღუდ­ვე­ბის ეტა­პობ­რივ მოხ­სნა­ზეც. რო­გორც იცით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით, სა­კორ­დი­ნა­ციო საბ­ჭომ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ გა­უქ­მდეს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, გა­უქ­მდეს "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თიც".

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ბა­მი­სად, რო­დე­საც ვირუ­სი არ­სად წა­სუ­ლა და ჩვენ კვლა­ვაც გვი­წევს აქ­ტი­უ­რი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­ტა­რე­ბა, რათა შე­ვა­ჩე­როთ კო­ვიდ-19-ის გავ­რცე­ლე­ბა. უკი­დუ­რე­სად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, ქვე­ყა­ნა­ში არ­სე­ბობ­დეს გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რათა არ დად­გეს რის­კის ქვეშ უმ­თავ­რე­სი ღი­რე­ბუ­ლე­ბა ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის უსაფრ­თხო­ე­ბა სი­ცო­ცხლე და ჯან­მრთე­ლო­ბა", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ჩი­ქო­ვან­მა.

ცნო­ბის­თვის, ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა 21 მარტს ამოქ­მედ­და. 31 მარ­ტი­დან კი პრე­მი­ე­რის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი მოქ­მე­დებ­და, მო­ქა­ლა­ქე­ებს 21:00 სა­ა­თი­დან 06:00 სა­ა­თამ­დე გა­რეთ გას­ვლა ეკ­რძა­ლე­ბო­დათ.

გურამი
9

გილოცავთ სუყველას!!! ბრავო გახარია!!!ბრავო დაავადებათა კონტროლას!!!! ბრავო ჩვენს ექიმებს!!! ბრავო საქართველოს სუყველა მოქალაქეს!!!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" გაუქმდა

საქართველოში საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" გაუქმდა

დღეიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა და ე.წ. კომენდანტის საათი გაუქმდა. შესააბამისად, მოქალაქეებს, დროის ნებისმიერ მონაკვეთში გადაადილების უფლება ეძლევათ.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, იმ პირობებში, როდესაც ვირუსი ბოლომდე დამარცხებული არ არის მთავრობას კვლავ უწევს აქტიური ღონისძიებების გატარება.

"დღეს, როდესაც საგანგებო მდგომარეობა ბევრ ქვეყანაში გრძელდება და პანდემია კვლავ აქტიურ ფაზაშია, ერთობლივმა წარმატებულმა ნაბიჯებმა და ქვეყანში გატარებულმა ღონისძიებებმა მოგვცა იმის საშუალება, რომ ვისაუბროთ საგანგებო მდგომარეობის გაუქმებასა და ასევე, სხვა შეზღუდვების ეტაპობრივ მოხსნაზეც. როგორც იცით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, საკორდინაციო საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ გაუქმდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, გაუქმდეს "კომენდანტის საათიც".

მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შესაბამისად, როდესაც ვირუსი არსად წასულა და ჩვენ კვლავაც გვიწევს აქტიური ღონისძიებების გატარება, რათა შევაჩეროთ კოვიდ-19-ის გავრცელება. უკიდურესად მნიშვნელოვანია, ქვეყანაში არსებობდეს გარკვეული რეგულაციები, რათა არ დადგეს რისკის ქვეშ უმთავრესი ღირებულება ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება სიცოცხლე და ჯანმრთელობა", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 21 მარტს ამოქმედდა. 31 მარტიდან კი პრემიერის გადაწყვეტილებით კომენდანტის საათი მოქმედებდა, მოქალაქეებს 21:00 საათიდან 06:00 საათამდე გარეთ გასვლა ეკრძალებოდათ.

"ის ჩემი ერთადერთი ვაჟიშვილის, ლუკასის, დედაა და ასე დარჩება ცხოვრების ბოლომდე" - ნიკოლოზ ბასილაშვილი განცხადებას ავრცელებს

როგორ ეხმაურება The Guardian ნიკოლოზ ბასილაშვილის საქმეს - გავლენიანი გამოცემა ქართველ ჩოგბურთელზე წერს

ადვოკატის ინფორმაციით, ნიკოლოზ ბასილაშვილი უკვე გათავისუფლებულია და სახლში იმყოფება