სპორტი
კონფლიქტები
საზოგადოება

24

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 06:11-ზე, მთვარე მერწყულში იქნება 19-19-დან ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ. კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის. არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის. სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა. მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. დღის რთული ორგანოა ყურები, მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას. მიირთვით ახალმომზადებული კერძი. გაამდიდრეთ რაციონი უმი ბოსტნეულით. არ დაძაბოთ და გადაღალოთ თვალები.
მსოფლიო
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ევროპის "მწვანე ზონა" - COVID-19-თან ბრძოლაში ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მსოფლიოს მაგალითს აძლევენ
ევროპის "მწვანე ზონა" - COVID-19-თან ბრძოლაში ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მსოფლიოს მაგალითს აძლევენ

ბალ­ტი­ის­პი­რე­თის ქვეყ­ნე­ბი, ლი­ე­ტუ­ვა, ლატ­ვია და ეს­ტო­ნე­თი კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლის თვალ­საზ­რი­სით, და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლი­ოს­თვის სა­მა­გა­ლი­თო­ე­ბად მი­იჩ­ნე­ვი­ან. ევ­რო­პის ბევ­რი ქვეყ­ნის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ბალ­ტი­ის­პი­რეთ­მა ვირუ­სის გა­კონ­ტრო­ლე­ბა ამ ეტა­პის­თვის წარ­მა­ტე­ბით შეძ­ლო.

ლი­ე­ტუ­ვა, ლატ­ვია და ეს­ტო­ნე­თი არი­ან ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც კო­რო­ნა­ვირუ­სის გამო და­წე­სე­ბუ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­დეგ, ევ­რო­პა­ში პირ­ვე­ლი ე.წ. მწვა­ნე სა­მოგ­ზა­უ­რო დე­რე­ფა­ნი შექ­მნეს - 15 მა­ი­სი­დან ამ ზო­ნის მო­ქა­ლა­ქე­ებს შე­უძ­ლი­ათ სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა­ში თა­ვი­სუფ­ლად მოგ­ზა­უ­რო­ბა და შე­უ­ზღუ­და­ვად გა­და­ად­გი­ლე­ბა. ამის შე­სა­ხებ BBC წერს.

ლი­ე­ტუ­ვის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი, სა­უ­ლი­უს სკვერ­ნე­ლი­სი ამ ნა­ბიჯს ბიზ­ნე­სის გახ­სნის­თვის და ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბის­თვის კარგ შე­საძ­ლებ­ლო­ბას უწო­დებს.

სა­მი­ვე ქვეყ­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ მი­ი­ღო წე­სე­ბი, რო­მელ­თა თა­ნახ­მა­დაც, ნე­ბის­მი­ერ ადა­მი­ანს, რო­მელ­საც არ უმოგ­ზა­უ­რია ამ ზო­ნის მიღ­მა ბოლო ორი კვი­რის გან­მავ­ლო­ბა­ში, არ არის ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და არ ჰქო­ნია კონ­ტაქ­ტი მას­თან, ვი­საც კო­რო­ნა­ვირუ­სი და­უ­დას­ტურ­და, უფ­ლე­ბა აქვს თა­ვი­სუფ­ლად გა­და­ად­გილ­დეს ბალ­ტი­ის­პი­რეთ­ში.

სა­მი­ვე ქვე­ყა­ნა­ში მცი­რეა COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის და ვირუ­სით გარ­დაც­ვლილ­თა რი­ცხვი, რა­მაც სა­ფუძ­ვე­ლი მის­ცა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, რომ ეტა­პობ­რი­ვად შე­ემ­სუ­ბუ­ქე­ბი­ნა ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით შე­მო­ღე­ბუ­ლი წე­სე­ბი. იმის მი­ზე­ზად, რომ სა­მი­ვე მათ­გა­ნი კარ­გად უმკლავ­დე­ბა გა­მოწ­ვე­ვას, ად­რე­ულ ეტაპ­ზე­ვე შე­მო­ღე­ბულ მთელ რიგ შე­ზღუდ­ვებს ასა­ხე­ლე­ბენ.

ვნა­ხოთ, რო­გო­რია ეპიდსი­ტუ­ა­ცია თი­თო­ე­ულ მათ­გან­ში:

  • ლი­ე­ტუ­ვა

COVID-19-ის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა ლი­ე­ტუ­ვა­ში 28 თე­ბერ­ვალს გა­მოვ­ლინ­და, ვირუ­სი 29 წლის ქალს და­უდ­გინ­და, რო­მელ­საც იტა­ლი­ა­ში მოგ­ზა­უ­რო­ბის ის­ტო­რია ჰქონ­და. მარ­ტში შიდა გა­და­დე­ბის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვე­ბი გა­ფიქ­სირ­და. კა­რან­ტი­ნის რე­ჟიმ­ში ქვე­ყა­ნა 16 მარ­ტი­დან გა­და­ვი­და. აიკ­რძა­ლა ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბი, და­ი­ხუ­რა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, მუ­ზე­უ­მე­ბი, თე­ატ­რე­ბი, კი­ნო­თე­ატ­რე­ბი, სა­ვარ­ჯი­შო დარ­ბა­ზე­ბი, ჩა­ი­კე­ტა სა­ზღვრე­ბი.

მა­ი­სის და­სა­წყი­სი­დან შე­ზღუდ­ვე­ბის ნა­წი­ლი მო­იხ­სნა. ამ დრო­ის­თვის პირ­ბა­დის ტა­რე­ბა ღია სივ­რცე­ში არ არის სა­ვალ­დე­ბუ­ლო, თუმ­ცა რე­კო­მენ­დე­ბუ­ლია. 18 მა­ისს გა­იხ­სნა რეს­ტორ­ნე­ბი, კაფე-ბა­რე­ბი, ღა­მის კლუ­ბე­ბი, კა­ზი­ნო­ე­ბი, თუმ­ცა მათ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ შე­მო­ღე­ბუ­ლი გარ­კვე­უ­ლი წე­სე­ბის დაც­ვა უწევთ. 30 ადა­მი­ან­ზე მე­ტის შეკ­რე­ბა და­საშ­ვე­ბია მხო­ლოდ გარე სივ­რცე­ებ­ში.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით, ლი­ე­ტუ­ვა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 1 593 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვა გა­მოვ­ლინ­და, მათ­გან 61 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, 1 049 გა­მო­ჯან­მრთელ­და. ამ ეტაპ­ზე 483 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვაა.

  • ლატ­ვია

ქვე­ყა­ნა­ში COVID-19-ის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 2 მარტს გა­მოვ­ლინ­და. 13 მარტს და­ი­ხუ­რა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, აიკ­რძა­ლა მა­სობ­რი­ვი თავ­ყრი­ლო­ბე­ბი. გა­უქ­მდა, ან გა­და­ი­დო კონ­ცერ­ტე­ბი და სხვა ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. 9 ივ­ნი­სამ­დეა გაგ­რძელ­და სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა, თუმ­ცა ამ ეტაპ­ზე და­უშ­ვეს 25 ადა­მი­ან­ზე მე­ტის შეკ­რე­ბა გარე სივ­რცე­ში, იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ და­ცუ­ლი იქ­ნე­ბა 2 მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია.

ლატ­ვი­ა­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის 1 025 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა, პა­ცი­ენ­ტთა შო­რის 22 გარ­და­იც­ვა­ლა, 694 გა­მო­ჯან­მრთელ­და, 309 შემ­თხვე­ვა კი ისევ აქ­ტი­უ­რია.

  • ეს­ტო­ნე­თი

ეს­ტო­ნეთ­ში COVID-19-ის პირ­ვე­ლი შემ­თხვე­ვა 27 თე­ბერ­ვალს გა­მოვ­ლინ­და. ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა 13 მარტს გა­მო­ცხად­და და ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბის პრე­ვენ­ცი­ის მიზ­ნით, შე­ზღუდ­ვე­ბი შე­მო­ი­ღეს. მათ შო­რის, და­ი­ხუ­რა სა­გან­მა­ნათ­ლებ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი, აიკ­რძა­ლა ხალ­ხმრა­ვა­ლი შეკ­რე­ბე­ბი, სხვა­დას­ხვა სპორ­ტუ­ლი და კულ­ტუ­რუ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი. მა­ი­სის და­სა­წყი­სი­დან კი შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა, სხვა ქვეყ­ნე­ბის მსგავ­სად, ეტა­პობ­რი­ვად და­ი­წყო.

ეს­ტო­ნეთ­ში ამ დრო­ის­თვის COVID-19-ის 1 800 და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი შემ­თხვე­ვაა გა­მოვ­ლე­ნი­ლი, 64 პა­ცი­ენ­ტი გარ­და­იც­ვა­ლა, 1 488 გა­მო­ჯან­მრთელ­და, ხოლო 248 აქ­ტი­უ­რი შემ­თხვე­ვაა.

ბოლო მო­ნა­ცე­მე­ბით მსოფ­ლი­ო­ში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბულ­ტა რა­ო­დე­ნო­ბამ 5 მი­ლი­ონს გა­და­ა­ჭარ­ბა, გარ­და­იც­ვა­ლა 334 862 ადა­მი­ა­ნი, ხოლო 2 092 603 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და.

მკითხველის კომენტარები / 24 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
გურამი
4

მაგალითი მსოფლიოს აჩვენა საქართველომ!!!!!! 

)))
1

რით აძლევენ მაგალითს საინტერესოა. გეოგრაფიული მდებარეობა იდეალური აქვთ ვირუსის შესაკავებლად, მაგრამ დაინფიცირებული/გარდაცვლილი შემთხვევები ბევრ სხვა ქვეყანაზე მეტი ყავთ. გამოდის რახან საზღვარი გახსნა სამაგალითოა? ჯერ ხო უნდა გაიაზრო რა გააკეთა სამაგალითო რომ მერე დაწერო, თუ რახან BBC-მ დაწერა ეგრევე გადმოთარგმნო და სტატია გამოაცხო?!

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს
ავტორი:

ევროპის "მწვანე ზონა" - COVID-19-თან ბრძოლაში ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მსოფლიოს მაგალითს აძლევენ

ევროპის "მწვანე ზონა" - COVID-19-თან ბრძოლაში ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი მსოფლიოს მაგალითს აძლევენ

ბალტიისპირეთის ქვეყნები, ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, დანარჩენი მსოფლიოსთვის სამაგალითოებად მიიჩნევიან. ევროპის ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით, ბალტიისპირეთმა ვირუსის გაკონტროლება ამ ეტაპისთვის წარმატებით შეძლო.

ლიეტუვა, ლატვია და ესტონეთი არიან ქვეყნები, რომლებმაც კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, ევროპაში პირველი ე.წ. მწვანე სამოგზაურო დერეფანი შექმნეს - 15 მაისიდან ამ ზონის მოქალაქეებს შეუძლიათ სამივე ქვეყანაში თავისუფლად მოგზაურობა და შეუზღუდავად გადაადგილება. ამის შესახებ BBC წერს.

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი, საულიუს სკვერნელისი ამ ნაბიჯს ბიზნესის გახსნისთვის და ნორმალური ცხოვრების დაბრუნებისთვის კარგ შესაძლებლობას უწოდებს.

სამივე ქვეყნის ხელისუფლებამ მიიღო წესები, რომელთა თანახმადაც, ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც არ უმოგზაურია ამ ზონის მიღმა ბოლო ორი კვირის განმავლობაში, არ არის ინფიცირებული და არ ჰქონია კონტაქტი მასთან, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა, უფლება აქვს თავისუფლად გადაადგილდეს ბალტიისპირეთში.

სამივე ქვეყანაში მცირეა COVID-19-ით ინფიცირებულების და ვირუსით გარდაცვლილთა რიცხვი, რამაც საფუძველი მისცა ხელისუფლებას, რომ ეტაპობრივად შეემსუბუქებინა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემოღებული წესები. იმის მიზეზად, რომ სამივე მათგანი კარგად უმკლავდება გამოწვევას, ადრეულ ეტაპზევე შემოღებულ მთელ რიგ შეზღუდვებს ასახელებენ.

ვნახოთ, როგორია ეპიდსიტუაცია თითოეულ მათგანში:

  • ლიეტუვა

COVID-19-ის პირველი შემთხვევა ლიეტუვაში 28 თებერვალს გამოვლინდა, ვირუსი 29 წლის ქალს დაუდგინდა, რომელსაც იტალიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდა. მარტში შიდა გადადების პირველი შემთხვევები გაფიქსირდა. კარანტინის რეჟიმში ქვეყანა 16 მარტიდან გადავიდა. აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები, დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები, მუზეუმები, თეატრები, კინოთეატრები, სავარჯიშო დარბაზები, ჩაიკეტა საზღვრები.

მაისის დასაწყისიდან შეზღუდვების ნაწილი მოიხსნა. ამ დროისთვის პირბადის ტარება ღია სივრცეში არ არის სავალდებულო, თუმცა რეკომენდებულია. 18 მაისს გაიხსნა რესტორნები, კაფე-ბარები, ღამის კლუბები, კაზინოები, თუმცა მათ ხელისუფლების მიერ შემოღებული გარკვეული წესების დაცვა უწევთ. 30 ადამიანზე მეტის შეკრება დასაშვებია მხოლოდ გარე სივრცეებში.

ბოლო მონაცემებით, ლიეტუვაში კორონავირუსის 1 593 დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა, მათგან 61 პაციენტი გარდაიცვალა, 1 049 გამოჯანმრთელდა. ამ ეტაპზე 483 აქტიური შემთხვევაა.

  • ლატვია

ქვეყანაში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 2 მარტს გამოვლინდა. 13 მარტს დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები, აიკრძალა მასობრივი თავყრილობები. გაუქმდა, ან გადაიდო კონცერტები და სხვა ღონისძიებები. 9 ივნისამდეა გაგრძელდა საგანგებო მდგომარეობა, თუმცა ამ ეტაპზე დაუშვეს 25 ადამიანზე მეტის შეკრება გარე სივრცეში, იმ შემთხვევაში, თუ დაცული იქნება 2 მეტრიანი დისტანცია.

ლატვიაში კორონავირუსის 1 025 დადასტურებული შემთხვევაა, პაციენტთა შორის 22 გარდაიცვალა, 694 გამოჯანმრთელდა, 309 შემთხვევა კი ისევ აქტიურია.

  • ესტონეთი

ესტონეთში COVID-19-ის პირველი შემთხვევა 27 თებერვალს გამოვლინდა. ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 13 მარტს გამოცხადდა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შეზღუდვები შემოიღეს. მათ შორის, დაიხურა საგანმანათლებლო დაწესებულებები, აიკრძალა ხალხმრავალი შეკრებები, სხვადასხვა სპორტული და კულტურული ღონისძიებები. მაისის დასაწყისიდან კი შეზღუდვების მოხსნა, სხვა ქვეყნების მსგავსად, ეტაპობრივად დაიწყო.

ესტონეთში ამ დროისთვის COVID-19-ის 1 800 დადასტურებული შემთხვევაა გამოვლენილი, 64 პაციენტი გარდაიცვალა, 1 488 გამოჯანმრთელდა, ხოლო 248 აქტიური შემთხვევაა.

ბოლო მონაცემებით მსოფლიოში COVID-19-ით ინფიცირებულტა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა, გარდაიცვალა 334 862 ადამიანი, ხოლო 2 092 603 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

"აია-სოფიაში ცოცხლად გრძნობ, რომ სულ სხვა ძალები მოქმედებს" - მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საკრალური ადგილის ისტორია და მომავალი

ბელგიის ჯანდაცვის მინისტრი უცნაური პირბადის წყალობით ინტერნეტვარსკვლავი გახდა

რა გააკეთა პოლიციელმა, როდესაც ნახა, რომ 3 კვირის ჩვილი ვერ სუნთქავდა - მიჩიგანელი ოფიცრის გმირობის ამბავი და ემოციური კადრები