კონფლიქტები
მსოფლიო

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
სამხედრო
სამართალი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც მთავრობიდან წასვლის შემდეგ კარიერა უცხოეთში აიწყვეს
ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც მთავრობიდან წასვლის შემდეგ კარიერა უცხოეთში აიწყვეს

21 მა­ისს ცნო­ბი­ლი გახ­და, რომ უკ­რა­ი­ნის სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონდს ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე უხელ­მძღვა­ნე­ლებს. ეს ერთ-ერ­თია იმ მრა­ვალ შემ­თხვე­ვა­თა­გან, რო­დე­საც ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბი­დან წას­ვლის შემ­დეგ, მუ­შა­ო­ბას სა­ზღვარ­გა­რეთ, ასე­ვე საკ­მა­ოდ მა­ღალ პო­ზი­ცი­ა­ზე აგ­რძე­ლებს.

AMBEBI.GE გა­გახ­სე­ნებთ ყო­ფილ ჩი­ნოვ­ნი­კებს, რო­მელ­თაც სა­ქარ­თვე­ლო­ში სხვა­დას­ხვა დროს მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვათ და ქვეყ­ნი­დან წას­ვლის შემ­დეგ არა­სამ­თავ­რო­ბო თუ პო­ლი­ტი­კურ სექ­ტორ­ში არა­ნაკ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით გა­ი­კე­თეს კა­რი­ე­რა.

  • მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი

ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ამ ჩა­მო­ნათ­ვალ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტია. მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ამ­ჟა­მინ­დე­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი თა­ნამ­დე­ბო­ბა უკ­რა­ი­ნის რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბაა. პოსტზე ის 2020 წლის 7 მა­ისს და­ი­ნიშ­ნა.

სა­ა­კაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც 2004-2013 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი იყო, 2015 წლის 13 თე­ბერ­ვალს უკ­რა­ი­ნის მა­შინ­დელ­მა პრე­ზი­დენ­ტმა, პეტ­რო პო­რო­შენ­კომ ქვეყ­ნის რე­ფორ­მე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს თავ­მჯდო­მა­რედ და­ნიშ­ნა. მას უკ­რა­ი­ნა­ში რე­ფორ­მე­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო გუნ­დის შექ­მნა და­ე­ვა­ლა. მრჩე­ველ­თა საბ­ჭოს ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი­სათ­ვის სხვა­დას­ხვა მი­მარ­თუ­ლე­ბით რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი­სა და რჩე­ვე­ბის მომ­ზა­დე­ბა იყო.

იმა­ვე წლის 30 მა­ისს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა დათ­მო, უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ი­ღო და პო­რო­შენ­კომ ოდე­სის ოლ­ქის გუ­ბერ­ნა­ტო­რად და­ნიშ­ნა. 17-თვი­ა­ნი საქ­მი­ა­ნო­ბის შემ­დეგ, ოდე­სის გუ­ბერ­ნა­ტო­რის პოს­ტი და­ტო­ვა, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი კი კო­რუფ­ცი­ა­სა და კლა­ნურ მმარ­თვე­ლო­ბა­ში ამ­ხი­ლა.

ყო­ფილ პრე­ზი­დენ­ტთან გა­ფუ­ჭე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბის შემ­დეგ, სა­ა­კაშ­ვილ­მა უკ­რა­ი­ნის ახალ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თა­ნაც შეძ­ლო სა­ერ­თო ენის გა­მო­ნახ­ვა. 2020 წლის აპ­რილ­ში ექს-პრე­ზი­დენ­ტმა გა­ნა­ცხა­და, რომ პრე­ზი­დენ­ტმა ზე­ლენ­სკიმ უკ­რა­ი­ნის ვიცე-პრე­მი­ე­რო­ბა შეს­თა­ვა­ზა, თუმ­ცა, სა­ბო­ლო­ოდ, უკ­რა­ი­ნის რა­და­ში მისი კან­დი­და­ტუ­რა არ გან­ხი­ლუ­ლა.

მა­ის­ში კი, უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილს ახა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა გა­მო­უ­ნა­ხა და რე­ფორ­მე­ბის ეროვ­ნუ­ლი საბ­ჭოს აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი კო­მი­ტე­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლად და­ნიშ­ნა. აღ­ნიშ­ნულს სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ნე­გა­ტი­უ­რი რე­აქ­ცია და უკ­რა­ი­ნა­ში სა­ქარ­თვე­ლოს ელ­ჩის ქვე­ყა­ნა­ში და­ბა­რე­ბა მოჰ­ყვა, რა­ზეც ზე­ლენ­სკის პა­სუ­ხი იყო: "ვფიქ­რობ, ეს ქარ­თუ­ლი მხა­რის შეც­დო­მაა. სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქეა, მე კი უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტი ვარ, რო­მელ­მაც ის და­ნიშ­ნა".

  • ლე­ვან ვარ­შა­ლო­მი­ძე

აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რე ამი­ე­რი­დან უკ­რა­ი­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვას შე­უ­წყობს ხელს. ვლა­დი­მირ ზე­ლენ­სკიმ ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სი სა­ინ­ვეს­ტი­ციო ფონ­დის ხელ­მძღვა­ნე­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე ამ სი­ტყვე­ბით წა­რად­გი­ნა - "ის ბა­თუმს აშე­ნებ­და".

"ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ერთ-ერთი ლი­დე­რი ვარ­შა­ლო­მი­ძე, აჭა­რის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე 2004-2012 წლებ­ში იყო.

ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დეგ ის ბა­თუმ­ში დარ­ჩა, 2014 წელს კი უკ­რა­ი­ნა­ში გა­და­ვი­და, თუმ­ცა სა­ა­კაშ­ვი­ლის­გან გან­სხვა­ვე­ბით, მან არ მო­ი­სურ­ვა სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა და­ე­ტო­ვე­ბი­ნა და პო­რო­შენ­კოს მთავ­რო­ბა­ში ვიცე-პრე­მი­ე­რის პოსტზეც თქვა უარი. 2015 წელს ვარ­შა­ლო­მი­ძე უკ­რა­ი­ნის ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტის, პეტ­რო პო­რო­შენ­კოს მრჩე­ვე­ლად და­ი­ნიშ­ნა.

2016 წლის ივ­ლის­ში უკ­რა­ი­ნი­დან ბა­თუმ­ში დაბ­რუნ­და და პარ­ტი­ულ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში ჩა­ერ­თო - "ერ­თი­ა­ნი ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი" მოძ­რა­ო­ბის პო­ლიტ­საბ­ჭოს ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ად­გი­ლედ და­ი­ნიშ­ნა.

4 წლის შემ­დეგ კი, კვლავ უკ­რა­ი­ნა­ში ჩა­ვი­და და ზე­ლეს­კის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ქვე­ყა­ნა­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მო­ზიდ­ვა­ში და­ეხ­მა­რე­ბა.

  • ნიკა გი­ლა­უ­რი

სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მთავ­რო­ბა­ში რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბა გა­მო­იც­ვა­ლა და სა­ერ­თო ჯამ­ში, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში 8 წელი გა­ა­ტა­რა. 2004 წელს ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრად და­ი­ნიშ­ნა, 2007-2009 წლებ­ში ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი იყო, 2009 წლის 6 თე­ბერ­ვლი­დან 2012 წლამ­დე კი - პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი.

2012 წელს გი­ლა­ურ­მა "სა­პარტნი­ო­რო ფონ­დის" ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა ჩა­ი­ბა­რა, თუმ­ცა ეს პოს­ტი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ და­ტო­ვა. იმა­ვე წელს კომ­პა­ნია "რე­ფორ­მა­ტიკ­სი" და­ა­არ­სა, რომ­ლის საქ­მი­ა­ნო­ბის კა­ტე­გო­რი­ე­ბი სა­კონ­სულ­ტა­ციო მომ­სა­ხუ­რე­ბა და ფი­ნან­სე­ბია.

“რე­ფორ­მა­ტიკ­სი“ თა­ნამ­შრომ­ლობს მსოფ­ლი­ოს გარ­შე­მო სა­ჯა­რო სექ­ტო­რის ლი­დე­რებ­თან და ეხ­მა­რე­ბა მათ სწრა­ფი ეკო­ნო­მი­კუ­რი ზრდის და სა­ჯა­რო პო­ლი­ტი­კის სფე­რო­ში ინო­ვა­ცი­უ­რი მიდ­გო­მე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში.

გი­ლა­უ­რი, რო­გორც "რე­ფორ­მა­ტიკ­სის" მმარ­თვე­ლი პარტნი­ო­რი, კონ­სულ­ტა­ცი­ას უწევ­და მსოფ­ლი­ოს 3 კონ­ტი­ნენ­ტის მა­ღა­ლი რან­გის თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­სა და პო­ლი­ტი­კო­სებს, პრე­ზი­დენ­ტე­ბი­სა და პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრე­ბის ჩათ­ვლით.

2014 წლი­დან ნიკა გი­ლა­უ­რი ამე­რი­კუ­ლი მე­ნე­ჯმენტ-სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნია McKinsey & Company-ის მთა­ვა­რი მრჩე­ვე­ლი­ცაა.

  • ვერა ქო­ბა­ლია

ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ამ­ჟა­მად კა­ნა­და­ში ცხოვ­რობს, სა­დაც აფხა­ზე­თის ომის შემ­დეგ, 1996 წელს ოჯახ­თან ერ­თად იყო ემიგ­რი­რე­ბუ­ლი, 2010 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუნ­და და მთავ­რო­ბა­ში და­საქმდა.

სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრის პოსტს ის 2010 წლის 2 ივ­ლი­სი­დან 2012 წლის 25 ოქ­ტომ­ბრამ­დე იკა­ვებ­და.

ვერა ქო­ბა­ლი­ას ოჯახს კა­ნა­და­ში სა­ო­ჯა­ხო ბიზ­ნე­სი აქვს

ქო­ბა­ლია, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მთავ­რო­ბა­ში მნიშ­ვნე­ლო­ვან პოსტს იკა­ვებ­და, 2012 წლის ახალ­გაზ­რდა მსოფ­ლიო ლი­დე­რად და­ა­სა­ხე­ლა "მსოფ­ლი­ოს ეკო­ნო­მი­კურ­მა ფო­რუმ­მა", რაც ქარ­თვე­ლი პო­ლი­ტი­კო­სის­თვის მსგავს ნო­მი­ნა­ცი­ა­ში გა­მარ­ჯვე­ბის პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტია.

2012 წელს ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შეც­ვლის შემ­დეგ საქ­მი­ა­ნო­ბა კერ­ძო სექ­ტორ­ში გა­აგ­რძე­ლა, პა­რა­ლე­ლუ­რად, კი­თხუ­ლობ­და ლექ­ცი­ებს პო­ლო­ნე­თის დიპ­ლო­მა­ტი­ურ აკა­დე­მი­ა­ში, თე­მებ­ზე - „კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში", „სა­ქარ­თვე­ლოს გა­მოც­დი­ლე­ბა კო­რუფ­ცი­ას­თან ბრძო­ლა­ში" და „რე­ფორ­მე­ბი სა­ჯა­რო სექ­ტორ­ში". ეკო­ნო­მი­კის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ყა­ზა­ხუ­რი კომ­პა­ნია "ას­ტა­ნა ექ­სპო 2017"-ის დი­რექ­ტო­რის მო­ად­გი­ლის პოსტზეც საქ­მი­ა­ნობ­და.

2016 წელს ქო­ბა­ლია ინ­დო­ნე­ზი­ა­ში სა­ერ­თა­შო­რი­სო ბიზ­ნეს-მრჩევ­ლად და­ნიშ­ნა. მისი ძი­რი­თა­დი ფუნ­ქცია ბიზ­ნეს და ეკო­ნო­მი­კუ­რი რე­ფორ­მე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით ინ­დო­ნე­ზი­ის მთავ­რო­ბის­თვის რჩე­ვე­ბის მი­ცე­მა და კონ­სულ­ტა­ცია იყო.

ამ­ჟა­მად ის ეკო­ნო­მი­კუ­რი ფო­რუ­მის ფი­ნან­სუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის საბ­ჭოს წევ­რია, ასე­ვე, ჰონგ-კონ­გის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში კვლე­ვებს ატა­რებს ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით.

წა­ი­კი­თხეთ: "ახლა, როცა უკვე შვი­ლი მყავს, სამ­ყა­როს სხვა თვა­ლით ვხე­დავ..." - სად და რო­გორ ცხოვ­რობს ვერა ქო­ბა­ლია?

  • ალექ­სან­დრე კვი­ტაშ­ვი­ლი

მას "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში 2008-2010 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს შრო­მის, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და სო­ცი­ა­ლუ­რი მი­ნის­ტრის პოს­ტი ეკა­ვა. 2010 წლის 31 აგ­ვის­ტოს აირ­ჩი­ეს თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლებ­ლად, იმა­ვე წლის დე­კემ­ბერ­ში კი უნი­ვერ­სი­ტე­ტის რექ­ტო­რად აირ­ჩი­ეს და თა­ნამ­დე­ბო­ბა 2013 წლამ­დე ეკა­ვა.

2014 წლის 2 დე­კემ­ბერს კვი­ტაშ­ვილს უკ­რა­ი­ნის პრე­ზი­დენ­ტმა, პეტ­რო პო­რო­შენ­კომ უკ­რა­ი­ნის მო­ქა­ლა­ქე­ო­ბა მი­ა­ნი­ჭა და ამა­ვე დღეს, უკ­რა­ი­ნის უმაღ­ლეს­მა რა­დამ კვი­ტაშ­ვი­ლი ჯან­დაც­ვის მი­ნის­ტრად და­ამ­ტკი­ცა. მი­ნის­ტრის პოსტს თით­ქმის 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იკა­ვებ­და, თა­ნამ­დე­ბო­ბა კი მისი საქ­მი­ა­ნო­ბის მწვა­ვე კრი­ტი­კის შე­დე­გად და­ტო­ვა.

კვი­ტაშ­ვი­ლი სხვა­დას­ხვა დროს მუ­შა­ობ­და: ატ­ლან­ტის გრე­ი­დის სა­მე­დი­ცი­ნო ცენ­ტრის ფი­ნან­სურ და ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ დე­პარ­ტა­მენ­ტში; გა­ე­როს გან­ვი­თა­რე­ბის პროგ­რა­მის სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ში; სხვა­დას­ხვა სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის კონ­სულ­ტან­ტად აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ლიტ­ვა­ში, უკ­რა­ი­ნა­ში, სომ­ხეთ­სა და სერ­ბეთ­ში და ნიუ-იორკში აღ­მო­სავ­ლეთ-და­სავ­ლეთ ინ­სტი­ტუ­ტის (East-West Institute) ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის დი­რექ­ტო­რად.

  • გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი

"ოც­ნე­ბის" მთავ­რო­ბის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი პოს­ტი­დან წას­ვლის შემ­დეგ რამ­დე­ნი­მე თვე­ში ერთ-ერთ ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ფი­ნან­სო ინ­სტი­ტუ­ტში - ევ­რო­პის რე­კონ­სტრუქ­ცი­ი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ბან­კში (EBRD) სა­ერ­თა­შო­რი­სო მრჩევ­ლის პო­ზი­ცი­ა­ზე და­ი­ნიშ­ნა და უზ­ბე­კე­თის მთავ­რო­ბას უწევს კონ­სულ­ტა­ცი­ას. მისი საქ­მი­ა­ნო­ბა EBRD-ის ეგი­დით უზ­ბე­კე­თის მთავ­რო­ბის­თვის სა­ჯა­რო და კერ­ძო სტრუქ­ტუ­რებს შო­რის დი­ა­ლო­გის პლატ­ფორ­მის შექ­მნა­ში დახ­მა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს.

კვი­რი­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე 2015 წლის დე­კემ­ბერ­ში და­ი­ნიშ­ნა, 2018 წლის 13 ივ­ნისს კი თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა, რის მი­ზე­ზა­დაც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში გა­მარ­თულ სა­გან­გე­ბო ბრი­ფინგზე მას­სა და მმარ­თველ გუნდს შო­რის გარ­კვე­უ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით არ­სე­ბუ­ლი აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბა და­ა­სა­ხე­ლა.

"იყო რიგი ფუნ­და­მენ­ტუ­რი სა­კი­თხე­ბი­სა, რომ­ლებ­შიც მქონ­და პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის­გან გან­სხვა­ვე­ბუ­ლი პო­ზი­ცი­ე­ბი და მო­საზ­რე­ბე­ბი. 2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, ჯერ კი­დევ მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდ­ში, არას­დროს მოვ­რი­დე­ბი­ვარ პო­ლე­მი­კას. ვფიქ­რობ, დღეს არის მო­მენ­ტი, რო­დე­საც პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რეს უნდა მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, რომ გუნ­დი და­ა­კომ­პლექ­ტოს იმ შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რო­მე­ლიც მას გა­აჩ­ნია" - გან­მარ­ტა კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

პრე­მი­ე­რო­ბამ­დე, 2012-2015 წლებ­ში კვი­რი­კაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი იყო, 2015 წელს, რამ­დე­ნი­მე თვის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის თა­ნამ­დე­ბო­ბა ეკა­ვა. "ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში იქ "ქარ­თუ ბან­კი­დან" მო­ვი­და, სა­დაც 2006-2011 წლებ­ში გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და.

  • ირაკ­ლი ალა­სა­ნია

"ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი­დან წა­სუ­ლი ქარ­თვე­ლი დიპ­ლო­მა­ტი 2017 წელს ამე­რი­კუ­ლი სა­კონ­სულ­ტა­ციო კომ­პა­ნი­ის, SPConsulting-ის უფ­რო­სი პარტნი­ო­რი გახ­და, რო­მე­ლიც აშშ-სა და მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნე­ბის მთავ­რო­ბებ­სა და კერ­ძო სექ­ტორს უწევს კონ­სულ­ტა­ცი­ას. SPConsulting-ის მთა­ვა­რი ოფი­სი ვა­შინგტონ­შია.

ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას მო­ვა­ლე­ო­ბებ­ში კლი­ენ­ტე­ბის­თვის სტრა­ტე­გი­ის შე­მუ­შა­ვე­ბა, გუნ­დის შექ­მნა და სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მუ­რი სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა შე­დის.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პოსტს ალა­სა­ნია 2012 წლი­დან 2014 წლამ­დე იკა­ვებ­და, მას შემ­დეგ, რაც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" 2011 წელს შე­უ­ერ­თდა და ოპო­ზი­ცი­ის კო­ა­ლი­ცი­ამ სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნებ­ში გა­ი­მარ­ჯვა.

თუმ­ცა, 2014 წელს სა­ქარ­თვე­ლოს პრო­კუ­რა­ტუ­რამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს რამ­დე­ნი­მე მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის მო­ხე­ლე სა­ხელ­მწი­ფოს ბი­უ­ჯე­ტის კუთ­ვნი­ლი 4 მი­ლი­ონ­ზე მეტი ლა­რის გაფ­ლან­გვი­სათ­ვის და­ა­კა­ვა, სა­მი­ნის­ტრომ კი ეჭვქვეშ და­ა­ყე­ნა პრო­კუ­რა­ტუ­რის ბრალ­დე­ბე­ბი. ალა­სა­ნია თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან მა­შინ­დელ­მა პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა, ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა გა­და­ა­ყე­ნა.

"ოც­ნე­ბის" მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნეტ­ში მოს­ვლამ­დე ალა­სა­ნია იკა­ვებ­და აფხა­ზე­თის ავ­ტო­ნო­მი­უ­რი რეს­პუბ­ლი­კის მთავ­რო­ბის თავ­მჯდო­მა­რე­ის პოსტს 2004-2006 წლებ­ში, 2006-2008 წლებ­ში იყო სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი ერე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, ამავდრო­უ­ლად, პრე­ზი­დენ­ტის პი­რა­დი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი ქარ­თულ-აფხა­ზურ მო­ლა­პა­რა­კე­ბებ­ში.

სხვა­დას­ხვა დროს მუ­შა­ობ­და სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის, სა­გა­რეო საქ­მე­თა და თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ებ­ში; იყო უშიშ­რო­ე­ბი­სა (2002-2004 წლებ­ში) და თავ­დაც­ვის (2004 წელს) მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლე და ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის თა­ნა­შემ­წე (ასე­ვე 2004 წელს).

  • ზუ­რაბ პო­ლო­ლი­კაშ­ვი­ლი

2009-2011 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კი­სა და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის გან­ვი­თა­რე­ბის მი­ნის­ტრი პო­ლო­ლი­კაშ­ვი­ლი, 2017 წლის 12 მა­ისს მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის გე­ნე­რა­ლურ მდივ­ნად აირ­ჩი­ეს. თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე პო­ლო­ლი­კაშ­ვი­ლი 2021 წლამ­დე დარ­ჩე­ბა. მის კან­დი­და­ტუ­რას მხა­რი საბ­ჭოს წევ­რი ქვეყ­ნე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ და­უ­ჭი­რა. პოსტზე არ­ჩე­ვამ­დე ის მსოფ­ლიო ტუ­რიზ­მის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მუდ­მი­ვი წარ­მო­მად­გე­ნე­ლი იყო.

სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­რი­ე­რამ­დე პო­ლო­ლი­კაშ­ვი­ლი ნა­ბიჯ-ნა­ბიჯ მი­ი­წევ­და - 2005-2006 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლოს სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და, 2006 წელს ეს­პა­ნე­თის სა­მე­ფო­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ან ელ­ჩად და­ი­ნიშ­ნა და პოსტზე 2009 წლამ­დე, მი­ნის­ტრად და­ნიშ­ვნამ­დე დარ­ჩა. 2012 წელს მე­ო­რედ და­ი­ნიშ­ნა ელ­ჩად ეს­პა­ნეთ­ში.

  • ბათუ ქუ­თე­ლია

სა­ქარ­თვე­ლოს ეროვ­ნუ­ლი უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ბათუ ქუ­თე­ლია ამ­ჟა­მად სა­ქარ­თვე­ლოს ატ­ლან­ტი­კუ­რი საბ­ჭოს ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი და მა­კ­კე­ი­ნის სა­ერ­თა­შო­რი­სო ლი­დე­რო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის თა­ნამ­შრო­მე­ლია. ის უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭო­ში 2011-2013 წლებ­ში მუ­შა­ობ­და, 2008-დან 2011 წლამ­დე კი სა­ქარ­თვე­ლოს სა­გან­გე­ბო და სრუ­ლუფ­ლე­ბი­ა­ნი ელჩი იყო ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში, კა­ნა­და­სა და მექ­სი­კა­ში.

2007-2008 წლებ­ში ქუ­თე­ლია თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრის პირ­ვე­ლი მო­ად­გი­ლის პოსტზე საქ­მი­ა­ნობ­და, 2006-2007 წლებ­ში - სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვი­სა და სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრე­ბის მო­ად­გი­ლე იყო. 2005-2006 ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და სა­ქარ­თვე­ლოს დაზ­ვერ­ვის სამ­სა­ხურს, მა­ნამ­დე - სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სა­მი­ნის­ტროს სა­გა­რეო დაზ­ვერ­ვის დე­პარ­ტა­მენტს.

2004 წელს ბათუ ქუ­თე­ლია სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და.

მკითხველის კომენტარები / 55 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Giorgi sixarulidze
99

მიშა სააკაშვილო იცოდე ქართველი ხალხი უკან მოგატანინებს იმ მილიარდებს რაც მოპარე საქართველოში ! 

მაიკო
64

ფაქტებს და გაკეთებულ საქმეს ვერავინ გაექცევა და ვერავინ უარყოფს! ფეოდალ ოლიგარქს თანამედროვე დასავლური სტანდარტებით მოაზროვნე ე.წ."გიჟი" და მისი გუნდი სჯობს. 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც მთავრობიდან წასვლის შემდეგ კარიერა უცხოეთში აიწყვეს

ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც მთავრობიდან წასვლის შემდეგ კარიერა უცხოეთში აიწყვეს

21 მაისს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის საინვესტიციო ფონდს ლევან ვარშალომიძე უხელმძღვანელებს. ეს ერთ-ერთია იმ მრავალ შემთხვევათაგან, როდესაც ყოფილი თანამდებობის პირი საქართველოს მთავრობიდან წასვლის შემდეგ, მუშაობას საზღვარგარეთ, ასევე საკმაოდ მაღალ პოზიციაზე აგრძელებს.

AMBEBI.GE გაგახსენებთ ყოფილ ჩინოვნიკებს, რომელთაც საქართველოში სხვადასხვა დროს მაღალი თანამდებობა ეკავათ და ქვეყნიდან წასვლის შემდეგ არასამთავრობო თუ პოლიტიკურ სექტორში არანაკლები წარმატებით გაიკეთეს კარიერა.

  • მიხეილ სააკაშვილი

ერთ-ერთი პირველი ამ ჩამონათვალში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტია. მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელი ოფიციალური თანამდებობა უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელობაა. პოსტზე ის 2020 წლის 7 მაისს დაინიშნა.

სააკაშვილი, რომელიც 2004-2013 წლებში საქართველოს მესამე პრეზიდენტი იყო, 2015 წლის 13 თებერვალს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ქვეყნის რეფორმების საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარედ დანიშნა. მას უკრაინაში რეფორმების საკითხებში საერთაშორისო გუნდის შექმნა დაევალა. მრჩეველთა საბჭოს ძირითადი ფუნქცია უკრაინის პრეზიდენტისათვის სხვადასხვა მიმართულებით რეკომენდაციებისა და რჩევების მომზადება იყო.

იმავე წლის 30 მაისს ყოფილმა პრეზიდენტმა საქართველოს მოქალაქეობა დათმო, უკრაინის მოქალაქეობა მიიღო და პოროშენკომ ოდესის ოლქის გუბერნატორად დანიშნა. 17-თვიანი საქმიანობის შემდეგ, ოდესის გუბერნატორის პოსტი დატოვა, უკრაინის პრეზიდენტი კი კორუფციასა და კლანურ მმართველობაში ამხილა.

ყოფილ პრეზიდენტთან გაფუჭებული ურთიერთობის შემდეგ, სააკაშვილმა უკრაინის ახალ ხელისუფლებასთანაც შეძლო საერთო ენის გამონახვა. 2020 წლის აპრილში ექს-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ უკრაინის ვიცე-პრემიერობა შესთავაზა, თუმცა, საბოლოოდ, უკრაინის რადაში მისი კანდიდატურა არ განხილულა.

მაისში კი, უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილს ახალი თანამდებობა გამოუნახა და რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელად დანიშნა. აღნიშნულს საქართველოს მთავრობის ნეგატიური რეაქცია და უკრაინაში საქართველოს ელჩის ქვეყანაში დაბარება მოჰყვა, რაზეც ზელენსკის პასუხი იყო: "ვფიქრობ, ეს ქართული მხარის შეცდომაა. სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მე კი უკრაინის პრეზიდენტი ვარ, რომელმაც ის დანიშნა".

  • ლევან ვარშალომიძე

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ამიერიდან უკრაინაში ინვესტიციების მოზიდვას შეუწყობს ხელს. ვლადიმირ ზელენსკიმ ქართველი პოლიტიკოსი საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ამ სიტყვებით წარადგინა - "ის ბათუმს აშენებდა".

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ვარშალომიძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე 2004-2012 წლებში იყო.

ხელისუფლების ცვლილების შემდეგ ის ბათუმში დარჩა, 2014 წელს კი უკრაინაში გადავიდა, თუმცა სააკაშვილისგან განსხვავებით, მან არ მოისურვა საქართველოს მოქალაქეობა დაეტოვებინა და პოროშენკოს მთავრობაში ვიცე-პრემიერის პოსტზეც თქვა უარი. 2015 წელს ვარშალომიძე უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს მრჩეველად დაინიშნა.

2016 წლის ივლისში უკრაინიდან ბათუმში დაბრუნდა და პარტიულ საქმიანობაში ჩაერთო - "ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის მოადგილედ დაინიშნა.

4 წლის შემდეგ კი, კვლავ უკრაინაში ჩავიდა და ზელესკის ხელისუფლებას ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვაში დაეხმარება.

  • ნიკა გილაური

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, "ნაციონალების" მთავრობაში რამდენიმე მაღალი თანამდებობა გამოიცვალა და საერთო ჯამში, მინისტრთა კაბინეტში 8 წელი გაატარა. 2004 წელს ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა, 2007-2009 წლებში ფინანსთა მინისტრი იყო, 2009 წლის 6 თებერვლიდან 2012 წლამდე კი - პრემიერ-მინისტრი.

2012 წელს გილაურმა "საპარტნიორო ფონდის" ხელმძღვანელობა ჩაიბარა, თუმცა ეს პოსტი ხელისუფლების შეცვლის შემდეგ დატოვა. იმავე წელს კომპანია "რეფორმატიკსი" დააარსა, რომლის საქმიანობის კატეგორიები საკონსულტაციო მომსახურება და ფინანსებია.

“რეფორმატიკსი“ თანამშრომლობს მსოფლიოს გარშემო საჯარო სექტორის ლიდერებთან და ეხმარება მათ სწრაფი ეკონომიკური ზრდის და საჯარო პოლიტიკის სფეროში ინოვაციური მიდგომების განვითარებაში.

გილაური, როგორც "რეფორმატიკსის" მმართველი პარტნიორი, კონსულტაციას უწევდა მსოფლიოს 3 კონტინენტის მაღალი რანგის თანამდებობის პირებსა და პოლიტიკოსებს, პრეზიდენტებისა და პრემიერ-მინისტრების ჩათვლით.

2014 წლიდან ნიკა გილაური ამერიკული მენეჯმენტ-საკონსულტაციო კომპანია McKinsey & Company-ის მთავარი მრჩეველიცაა.

  • ვერა ქობალია

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ამჟამად კანადაში ცხოვრობს, სადაც აფხაზეთის ომის შემდეგ, 1996 წელს ოჯახთან ერთად იყო ემიგრირებული, 2010 წელს საქართველოში დაბრუნდა და მთავრობაში დასაქმდა.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტს ის 2010 წლის 2 ივლისიდან 2012 წლის 25 ოქტომბრამდე იკავებდა.

ვერა ქობალიას ოჯახს კანადაში საოჯახო ბიზნესი აქვს

ქობალია, რომელიც "ნაციონალური მოძრაობის" მთავრობაში მნიშვნელოვან პოსტს იკავებდა, 2012 წლის ახალგაზრდა მსოფლიო ლიდერად დაასახელა "მსოფლიოს ეკონომიკურმა ფორუმმა", რაც ქართველი პოლიტიკოსისთვის მსგავს ნომინაციაში გამარჯვების პირველი პრეცედენტია.

2012 წელს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საქმიანობა კერძო სექტორში გააგრძელა, პარალელურად, კითხულობდა ლექციებს პოლონეთის დიპლომატიურ აკადემიაში, თემებზე - „კორუფციასთან ბრძოლა საჯარო სექტორში", „საქართველოს გამოცდილება კორუფციასთან ბრძოლაში" და „რეფორმები საჯარო სექტორში". ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ყაზახური კომპანია "ასტანა ექსპო 2017"-ის დირექტორის მოადგილის პოსტზეც საქმიანობდა.

2016 წელს ქობალია ინდონეზიაში საერთაშორისო ბიზნეს-მრჩევლად დანიშნა. მისი ძირითადი ფუნქცია ბიზნეს და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით ინდონეზიის მთავრობისთვის რჩევების მიცემა და კონსულტაცია იყო.

ამჟამად ის ეკონომიკური ფორუმის ფინანსური განვითარების საბჭოს წევრია, ასევე, ჰონგ-კონგის უნივერსიტეტში კვლევებს ატარებს ტექნოლოგიების მიმართულებით.

წაიკითხეთ: "ახლა, როცა უკვე შვილი მყავს, სამყაროს სხვა თვალით ვხედავ..." - სად და როგორ ცხოვრობს ვერა ქობალია?

  • ალექსანდრე კვიტაშვილი

მას "ნაციონალური მოძრაობის" მინისტრთა კაბინეტში 2008-2010 წლებში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური მინისტრის პოსტი ეკავა. 2010 წლის 31 აგვისტოს აირჩიეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებლად, იმავე წლის დეკემბერში კი უნივერსიტეტის რექტორად აირჩიეს და თანამდებობა 2013 წლამდე ეკავა.

2014 წლის 2 დეკემბერს კვიტაშვილს უკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ამავე დღეს, უკრაინის უმაღლესმა რადამ კვიტაშვილი ჯანდაცვის მინისტრად დაამტკიცა. მინისტრის პოსტს თითქმის 2 წლის განმავლობაში იკავებდა, თანამდებობა კი მისი საქმიანობის მწვავე კრიტიკის შედეგად დატოვა.

კვიტაშვილი სხვადასხვა დროს მუშაობდა: ატლანტის გრეიდის სამედიცინო ცენტრის ფინანსურ და ადმინისტრაციულ დეპარტამენტში; გაეროს განვითარების პროგრამის საქართველოს წარმომადგენლობაში; სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების კონსულტანტად აზერბაიჯანში, ლიტვაში, უკრაინაში, სომხეთსა და სერბეთში და ნიუ-იორკში აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის (East-West Institute) ადმინისტრაციის დირექტორად.

  • გიორგი კვირიკაშვილი

"ოცნების" მთავრობის ყოფილი პრემიერ-მინისტრი პოსტიდან წასვლის შემდეგ რამდენიმე თვეში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტში - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში (EBRD) საერთაშორისო მრჩევლის პოზიციაზე დაინიშნა და უზბეკეთის მთავრობას უწევს კონსულტაციას. მისი საქმიანობა EBRD-ის ეგიდით უზბეკეთის მთავრობისთვის საჯარო და კერძო სტრუქტურებს შორის დიალოგის პლატფორმის შექმნაში დახმარებას გულისხმობს.

კვირიკაშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე 2015 წლის დეკემბერში დაინიშნა, 2018 წლის 13 ივნისს კი თანამდებობიდან გადადგა, რის მიზეზადაც ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე მასსა და მმართველ გუნდს შორის გარკვეული მიმართულებებით არსებული აზრთა სხვადასხვაობა დაასახელა.

"იყო რიგი ფუნდამენტური საკითხებისა, რომლებშიც მქონდა პარტიის თავმჯდომარისგან განსხვავებული პოზიციები და მოსაზრებები. 2012 წლიდან მოყოლებული, ჯერ კიდევ მინისტრობის პერიოდში, არასდროს მოვრიდებივარ პოლემიკას. ვფიქრობ, დღეს არის მომენტი, როდესაც პარტიის თავმჯდომარეს უნდა მიეცეს საშუალება, რომ გუნდი დააკომპლექტოს იმ შეხედულებებიდან გამომდინარე, რომელიც მას გააჩნია" - განმარტა კვირიკაშვილმა.

პრემიერობამდე, 2012-2015 წლებში კვირიკაშვილი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი იყო, 2015 წელს, რამდენიმე თვის განმავლობაში საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა. "ოცნების" ხელისუფლებაში იქ "ქართუ ბანკიდან" მოვიდა, სადაც 2006-2011 წლებში გენერალური დირექტორის თანამდებობას იკავებდა.

  • ირაკლი ალასანია

"ოცნების" ხელისუფლების მინისტრთა კაბინეტიდან წასული ქართველი დიპლომატი 2017 წელს ამერიკული საკონსულტაციო კომპანიის, SPConsulting-ის უფროსი პარტნიორი გახდა, რომელიც აშშ-სა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების მთავრობებსა და კერძო სექტორს უწევს კონსულტაციას. SPConsulting-ის მთავარი ოფისი ვაშინგტონშია.

ირაკლი ალასანიას მოვალეობებში კლიენტებისთვის სტრატეგიის შემუშავება, გუნდის შექმნა და სხვადასხვა პრობლემური საკითხის გადაწყვეტა შედის.

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოსტს ალასანია 2012 წლიდან 2014 წლამდე იკავებდა, მას შემდეგ, რაც "ქართულ ოცნებას" 2011 წელს შეუერთდა და ოპოზიციის კოალიციამ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა.

თუმცა, 2014 წელს საქართველოს პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს რამდენიმე მაღალი თანამდებობის მოხელე სახელმწიფოს ბიუჯეტის კუთვნილი 4 მილიონზე მეტი ლარის გაფლანგვისათვის დააკავა, სამინისტრომ კი ეჭვქვეშ დააყენა პროკურატურის ბრალდებები. ალასანია თანამდებობიდან მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გადააყენა.

"ოცნების" მინისტრთა კაბინეტში მოსვლამდე ალასანია იკავებდა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეის პოსტს 2004-2006 წლებში, 2006-2008 წლებში იყო საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ამავდროულად, პრეზიდენტის პირადი წარმომადგენელი ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში.

სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო უშიშროების, საგარეო საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებში; იყო უშიშროებისა (2002-2004 წლებში) და თავდაცვის (2004 წელს) მინისტრის მოადგილე და ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის თანაშემწე (ასევე 2004 წელს).

  • ზურაბ პოლოლიკაშვილი

2009-2011 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების განვითარების მინისტრი პოლოლიკაშვილი, 2017 წლის 12 მაისს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად აირჩიეს. თანამდებობაზე პოლოლიკაშვილი 2021 წლამდე დარჩება. მის კანდიდატურას მხარი საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ დაუჭირა. პოსტზე არჩევამდე ის მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი იყო.

საერთაშორისო კარიერამდე პოლოლიკაშვილი ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევდა - 2005-2006 წლიდან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, 2006 წელს ესპანეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად დაინიშნა და პოსტზე 2009 წლამდე, მინისტრად დანიშვნამდე დარჩა. 2012 წელს მეორედ დაინიშნა ელჩად ესპანეთში.

  • ბათუ ქუთელია

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ბათუ ქუთელია ამჟამად საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტი და მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის თანამშრომელია. ის უშიშროების საბჭოში 2011-2013 წლებში მუშაობდა, 2008-დან 2011 წლამდე კი საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი იყო ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა და მექსიკაში.

2007-2008 წლებში ქუთელია თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პოსტზე საქმიანობდა, 2006-2007 წლებში - საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილე იყო. 2005-2006 ხელმძღვანელობდა საქართველოს დაზვერვის სამსახურს, მანამდე - სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგარეო დაზვერვის დეპარტამენტს.

2004 წელს ბათუ ქუთელია სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობდა.

"ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა მანდატის შეწყვეტა - შეწყვეტის დღე რომ ახლოვდება, თხოვნას აყოლებენ, არ შეწყვიტოთო" - სოზარ სუბარი

"კვირიკაშვილს შემთხვევით შევხვდით, მოვიკითხეთ ერთმანეთი, მერე ყავაზე დავპატიჟეთ და დავიშალეთ" - შესაძლოა მარგველაშვილსა და კვირიკაშვილს შორის პოლიტიკური ალიანსი შედგეს?

LIVE - ეთერშია გადაცემა "პოლიტNEWS"