სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სახელმწიფო ასევე დაეხმარება დასაქმებულებს, რომლებსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხათ, მაგრამ აპრილში სამსახური დაკარგეს
სახელმწიფო ასევე დაეხმარება დასაქმებულებს, რომლებსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხათ, მაგრამ აპრილში სამსახური დაკარგეს

სა­ხელ­მწი­ფოს მი­ზა­ნია, და­ეხ­მა­როს ყვე­ლა იმ ადა­მი­ანს, რო­მელ­მაც პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­ში და­კარ­გა შე­მო­სა­ვა­ლი; შე­საძ­ლოა, იყოს და­საქ­მე­ბულ­თა ისე­თი კა­ტე­გო­რია, რო­მელ­საც მარ­ტის ხელ­ფა­სი აპ­რილ­ში ჩა­ე­რი­ცხა, მაგ­რამ აპ­რილ­ში ხელ­ფა­სი და­კარ­გა, სა­ხელ­მწი­ფო ამ ადა­მი­ა­ნებს აუ­ცი­ლებ­ლად და­ეხ­მა­რე­ბა, - ამის შე­სა­ხებ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩე­ველ­მა ეკო­ნო­მი­კურ სა­კი­თხებ­ში ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და.

მისი თქმით, შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბი - ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს შე­მო­სავ­ლე­ბის სამ­სა­ხუ­რი და ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს და­საქ­მე­ბის სა­ა­გენ­ტო, ყო­ველ­დღი­უ­რად სხვა­დას­ხვა ტი­პის ღო­ნის­ძი­ე­ბებს ატა­რე­ბენ, რათა მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მსგავ­სი სა­კი­თხე­ბის ად­მი­ნის­ტრი­რე­ბის ხა­რის­ხი.

რაც შე­ე­ხე­ბა თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის სა­კითხს, პრე­მი­ე­რის მრჩე­ველ­მა გან­მარ­ტა, რომ თვით­და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის იმ კა­ტე­გო­რი­ას, რო­მე­ლიც იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა­დია ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს და შე­სა­ბა­მი­სი სამ­სა­ხუ­რე­ბის სა­ინ­ფორ­მა­ციო სის­ტე­მა­ში, სა­ხელ­მწი­ფო ავ­ტო­მა­ტუ­რად და­ეხ­მა­რე­ბა.

„შექ­მნი­ლია შე­სა­ბა­მი­სი კო­მი­სია, რო­მე­ლიც აფა­სებს ყვე­ლა იმ ადა­მი­ა­ნის მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­მე­ლიც არ ფიქ­სირ­დე­ბა ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს და შე­სა­ბა­მი­სი სტრუქ­ტუ­რე­ბის მო­ნა­ცემ­თა ბა­ზებ­ში. ისი­ნი არ არი­ან გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლე­ბი, თუმ­ცა, ჰქონ­დათ შე­მო­სა­ვა­ლი და მათ მიერ ნე­ბის­მი­ე­რი დო­კუ­მენ­ტის წარ­დგე­ნის შემ­თხვე­ვა­ში, რა თქმა უნდა, სა­ხელ­მწი­ფო მათ კომ­პენ­სა­ცი­ას გა­და­უხ­დის. თუ ისი­ნი ვერ შეძ­ლე­ბენ ამ ტი­პის დო­კუ­მენ­ტის წარ­დგე­ნას, ყო­ველ­თვის შე­უძ­ლი­ათ, სო­ცი­ა­ლუ­რი მხარ­და­ჭე­რის პროგ­რა­მე­ბის ფარ­გლებ­ში გახ­დნენ სა­ხელ­მწი­ფოს მხარ­და­ჭე­რის ბე­ნე­ფი­ცი­ა­რე­ბი და მო­ი­თხო­ვონ მათი სო­ცი­ა­ლუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­და­მოწ­მე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი ქუ­ლის მი­ნი­ჭე­ბა. მათ­თვის ეს არხი ყო­ველ­თვის ღიაა, რომ სა­ხელ­მწი­ფოს­გან მხარ­და­ჭე­რა მი­ი­ღონ“, - აღ­ნიშ­ნა ბექა ლი­ლუ­აშ­ვილ­მა.

აღ­ნიშ­ნულ ინ­ფორ­მა­ცი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის პრეს­სამ­სა­ხუ­რი ავ­რცე­ლებს.

მაკა
0

მე რას ავიღებ?მასწავლებელი ვარ,რომელსაც კერძო სკოლამ საათები დააკლო და 169ლარს ვიღებ.თან მამუშავებს,არ მიშვებს და ივნისში ამასაც ვერ მოგცემთო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სახელმწიფო ასევე დაეხმარება დასაქმებულებს, რომლებსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხათ, მაგრამ აპრილში სამსახური დაკარგეს

სახელმწიფო ასევე დაეხმარება დასაქმებულებს, რომლებსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხათ, მაგრამ აპრილში სამსახური დაკარგეს

სახელმწიფოს მიზანია, დაეხმაროს ყველა იმ ადამიანს, რომელმაც პანდემიის პერიოდში დაკარგა შემოსავალი; შესაძლოა, იყოს დასაქმებულთა ისეთი კატეგორია, რომელსაც მარტის ხელფასი აპრილში ჩაერიცხა, მაგრამ აპრილში ხელფასი დაკარგა, სახელმწიფო ამ ადამიანებს აუცილებლად დაეხმარება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ეკონომიკურ საკითხებში ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, შესაბამისი სამსახურები - ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური და ჯანდაცვის სამინისტროს დასაქმების სააგენტო, ყოველდღიურად სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებს ატარებენ, რათა მაქსიმალურად გაუმჯობესდეს მსგავსი საკითხების ადმინისტრირების ხარისხი.

რაც შეეხება თვითდასაქმებულების საკითხს, პრემიერის მრჩეველმა განმარტა, რომ თვითდასაქმებულების იმ კატეგორიას, რომელიც იდენტიფიცირებადია ფინანსთა სამინისტროს და შესაბამისი სამსახურების საინფორმაციო სისტემაში, სახელმწიფო ავტომატურად დაეხმარება.

„შექმნილია შესაბამისი კომისია, რომელიც აფასებს ყველა იმ ადამიანის მდგომარეობას, რომელიც არ ფიქსირდება ფინანსთა სამინისტროს და შესაბამისი სტრუქტურების მონაცემთა ბაზებში. ისინი არ არიან გადასახადის გადამხდელები, თუმცა, ჰქონდათ შემოსავალი და მათ მიერ ნებისმიერი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, სახელმწიფო მათ კომპენსაციას გადაუხდის. თუ ისინი ვერ შეძლებენ ამ ტიპის დოკუმენტის წარდგენას, ყოველთვის შეუძლიათ, სოციალური მხარდაჭერის პროგრამების ფარგლებში გახდნენ სახელმწიფოს მხარდაჭერის ბენეფიციარები და მოითხოვონ მათი სოციალური მდგომარეობის გადამოწმება და შესაბამისი ქულის მინიჭება. მათთვის ეს არხი ყოველთვის ღიაა, რომ სახელმწიფოსგან მხარდაჭერა მიიღონ“, - აღნიშნა ბექა ლილუაშვილმა.

აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

"კომენდანტის საათი" 23 მაისის 00:00 საათიდან მოიხსნება

დღეიდან გეგმური სტომატოლოგიური მომსახურება აღდგება - რისი შესრულება მოუწევთ კლინიკებს იმისთვის, რომ მუშაობა განაახლონ