სამშაბათი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:33-ზე, მთვარე კუროშია
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად. გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა. მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას. კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ. ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის. შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში. მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას; ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
ბიჭი ბანერებით - ვინ არის ინტერნეტვარსკვლავი, რომელიც უჩვეულო საკითხებს "აპროტესტებს"
16:45 / 21-05-2020
სოციალურ ქსელებში პოპულარობით სარგებლობს ბიჭი, რომელსაც ფოტოებზე ხელში უჭირავს ბანერები სხვადასხვა წარწერით. მისი პოპულარობის მიზეზი კი ისაა, რომ ამ ფორმით უჩვეულო საკითხებს აპროტესტებს. მაგალითად იმას, თუ რატომ აქვს ჯასტინ ბიბერს ულვაში, იმას, რომ პირბადეში ღიმილის დანახვა შეუძლებელია და ა.შ.
პროტესტის გარდა, მისი ბანერები სხვადასხვა მოწოდებებსაც შეიცავს, მაგალითად იმას, რომ ხშირად დაიბანოთ ხელები.
"კარგი ამინდი არ ნიშნავს, რომ კოვიდი დამთავრდა" - ვკითხულობთ ბანერზე
Dude With Sign ასე ჰქვია "ინსტაგრამის“ გვერდს, სადაც მსგავსი პოსტები ქვეყნდება და მას 7.3 მილიონი მიმდევარი ჰყავს.
ფოტოებზე სეთ ფილიფსია აღბეჭდილი. ის ვიდეოთამაშ What Do You Meme-ს მენეჯერია. ამბობს, რომ ასეთი უჩვეულო საკითხების გაპროტესტების იდეა თავის თანამშრომლებზე დაკვირვების შედეგად გაუჩნდა.
"დღეს რა დღეა?""ყველაფერი სასაცილო არ არის ჯიმი" - ფოტოზე სეთთან ერთად პოპულარული კომედიური შოუს წამყვანი, ჯიმი ფელონია
სეთის თქმით, ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ მის იდეას ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა და სახელს ასე გაითქვამდა. ამბობს, რომ "ინსტაგრამზე" შექმნილმა კომედიური ჟანრის ანგარიშმა წარმოუდგენელი შესაძლებლობები მოუტანა.
"2021 ჩვენი წელი იქნება"
"მაგალითად, ელენ დეჯენერესი, რომელიც ყველაზე წარმატებული ტელეწამყვანია, ტელევიზიაში სამუშაოდ მეპატიჟება, მე ჯერ უბრალოდ ვსწავლობ და ვცდილობ, რასაც ვაკეთებ საუკეთესოდ გამომივიდეს, ვხვდები შესანიშნავ ადამიანებს და დარწმუნებული ვარ, რომ წინ ბევრი საოცრება მელის“, - ამბობს სეთი Forbes-თან საუბრისას.

ყველაფერი 2019 წლის ოქტომბერში დაიწყო - სეთ ფილიფსმა და Jerry Media-ს დამფუძნებელმა, ელიოტ ტებელმა უჩვეულო საკითხებზე პროტესტის ამგვარი ფორმა მოიფიქრეს. მათ 4 თვეში "ინსტაგრამზე“ უკვე 4 მილიონი გამომწერი ჰყავდათ.
"შეწყვიტეთ Zoom-ის სქრინების გამოქვეყნება"
ფოტოებზე სეთ ფილიფსია აღბეჭდილი. ის ვიდეოთამაშ What Do You Meme-ს მენეჯერია. ამბობს, რომ ასეთი უჩვეულო საკითხების გაპროტესტების იდეა თავის თანამშრომლებზე დაკვირვების შედეგად გაუჩნდა.
"დღეს რა დღეა?""ყველაფერი სასაცილო არ არის ჯიმი" - ფოტოზე სეთთან ერთად პოპულარული კომედიური შოუს წამყვანი, ჯიმი ფელონია
სეთის თქმით, ვერასოდეს წარმოიდგენდა თუ მის იდეას ასეთი გამოხმაურება მოჰყვებოდა და სახელს ასე გაითქვამდა. ამბობს, რომ "ინსტაგრამზე" შექმნილმა კომედიური ჟანრის ანგარიშმა წარმოუდგენელი შესაძლებლობები მოუტანა.
"2021 ჩვენი წელი იქნება"
"მაგალითად, ელენ დეჯენერესი, რომელიც ყველაზე წარმატებული ტელეწამყვანია, ტელევიზიაში სამუშაოდ მეპატიჟება, მე ჯერ უბრალოდ ვსწავლობ და ვცდილობ, რასაც ვაკეთებ საუკეთესოდ გამომივიდეს, ვხვდები შესანიშნავ ადამიანებს და დარწმუნებული ვარ, რომ წინ ბევრი საოცრება მელის“, - ამბობს სეთი Forbes-თან საუბრისას.
სასწრაფოდ უნდა აშენდეს მახათების ქარხანა და ამ ხალხს თითო-თითო მაინც უნდა ჩამოურიგონ!