პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

11

იანვარი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 13:51-ზე, მთვარე ტყუპშია ნუ წამოიწყებთ ახალ საქმეებს. უმჯობესია, დრო დაშვებული შეცდომების გამოსასწორებლად გამოიყენოთ. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. უძრავ ქონებასთან დაკავშირებული პრობლემები განხილვა სხვა დღისთვის გადაიტანეთ. კარგი დღეა სწავლისთვის, ცოდნის მისაღებად. კარგია საქმეების შესრულება თანამოაზრეებთან ერთად, კოლექტივში. მოერიდეთ საოჯახო საქმეების საჯაროდ განხილვას, ურთიერთობის გარჩევას. მოერიდეთ მოგზაურობის დაწყებას; საქმის, საქმიანობის შეცვლას. ცუდი დღეა ქორწინებისთვის. დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით. მსუბუქად იკვებეთ.
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი კობახიძე - "გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი"
ირაკლი კობახიძე - "გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი"

გიგა ბო­კე­რია არის ნო­მერ პირ­ვე­ლი გო­ი­მი, - ამის შე­სა­ხებ პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფილ­მა თავ­მჯდო­მა­რემ ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რი­თაც ის ევ­რო­პუ­ლი „სა­ქარ­თვე­ლოს წევ­რის" გიგა ბო­კე­რი­ას გან­ცხა­დე­ბას გა­მო­ეხ­მა­უ­რა. მი­სი­ვე თქმით, ზო­გა­დად, ოპო­ზი­ცია „გო­ი­მუ­რი ქცე­ვე­ბით და სა­უბ­რით გა­მო­ირ­ჩე­ვა“, რაც კარ­გად გა­მოჩ­ნდა „ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის" ოფის­ში.

„ძა­ლი­ან მარ­ტი­ვად არის ყვე­ლა­ფე­რი, გო­ი­მუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბი­ან, გო­ი­მუ­რად იქ­ცე­ვი­ან, შე­სა­ბა­მი­სად, მეტი არა­ფე­რია გო­ი­მო­ბა და ამ გო­ი­მო­ბის გამო, ისი­ნი მი­ი­ღე­ბენ პა­სუხს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­გან. გო­ი­მო­ბა რა არის - ყვე­ლამ კარ­გად იცის, სა­ზო­გა­დო­ე­ბამ იცის, რას ნიშ­ნავს გო­ი­მუ­რი ქცე­ვა და სა­უ­ბა­რი და ეს ყვე­ლა­ფე­რი ვნა­ხეთ ჩვენ მა­გა­ლი­თად, ლე­ი­ბო­რის­ტუ­ლი პარ­ტი­ის ოფის­ში," - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ.

კი­თხვა­ზე, ხომ არ გა­მო­იწ­ვევს, მსგავ­სი გან­ცხა­დე­ბე­ბი სა­ზო­გა­დო­ე­ბის პო­ლა­რი­ზა­ცი­ას, კო­ბა­ხი­ძე ამ­ბობს, რომ პო­ლა­რი­ზე­ბას ერ­თა­დერ­თი რამ უწყობს ხელს და ეს არის კრი­მი­ნა­ლე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში.

„სა­ქარ­თვე­ლო­ში უნდა დას­რულ­დეს ეს, როცა კრი­მი­ნა­ლე­ბი რჩე­ბი­ან პო­ლი­ტი­კა­ში და ჩვენ ამის­თვის ყვე­ლა­ფერს გა­ვა­კე­თებთ," - აცხა­დებს კო­ბა­ხი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, ირაკ­ლი კო­ბა­ხი­ძემ ტე­ლე­კომ­პა­ნია „პოს­ტი­ვის“ ეთერ­ში ოპო­ზი­ცი­ას გო­ი­მუ­რი უწო­და, რა­საც დღეს „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ წევ­რი გიგა ბო­კე­რია გა­მო­ეხ­მა­უ­რა და გა­ნა­ცხა­და, რომ კო­ბა­ხი­ძე სა­კუ­თა­რი თა­ვის შლე­გად წარ­მო­ჩე­ნას ცდი­ლობს.

„რა უნდა გი­თხრათ, მე მგო­ნი, ეს კაცი ცდი­ლობს ჩვენს მო­ტყუ­ე­ბას... ზო­გა­დად, კლა­სი­კო­სე­ბი გვყავს. მგო­ნი, ბო­რო­ტი სუ­ლიც ახ­სე­ნა, ხომ?! „გა­ლა­კტი­ონ­ში არის დე­მო­ნი, ჩემ­ში კი უფრო ან­გე­ლო­ზია" - წა­ლენ­ჯი­ხე­ლი გე­ნი­ო­სის სი­ტყვე­ბით გვე­ლა­პა­რა­კა. მე მგო­ნი, ცდი­ლობს, რომ მოგ­ვა­ტყუ­ოს, ასე­თი სუ­ლე­ლი არ შე­იძ­ლე­ბა რომ იყოს. კი­დევ ერთი კლა­სი­კო­სია და ის ამ­ბობ­და ხოლ­მე - ბრძე­ნი უნდა იყო და შლე­გად უნდა მო­აჩ­ვე­ნო ხალ­ხს თა­ვიო და მე მგო­ნი, ცდი­ლობს, რომ უფრო შლე­გად მოგ­ვაჩ­ვე­ნოს თავი, ვიდ­რე არის, იმი­ტომ, რომ ვერ წარ­მო­მიდ­გე­ნია, ასე­თი სი­სუ­ლე­ლის კო­რი­ან­ტე­ლი რო­გორ შე­იძ­ლე­ბა თქვას“, - გა­ნა­ცხა­და ბო­კე­რი­ამ.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
არა ქოცს! არა ნაცს!
20

ეჰ ჩიჩილაიკ,ბრმამ ბრმას ჭიტა უთხრაო ჰოო......

ნუცა
8

მართალს ამბობს ირაკლი. ბოკერია თურმე ცოლთან ერთად თურქულ სერიალებს უყურებს კომენდანტის საათის დროს.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
თემურ ჭყონია აქციაზე დაკავებულებზე - ეს არის ჯიბრი, რომ სახელმწიფო უფრო ძლიერია, ვიდრე მოქალაქე და ამას რად უნდა დამტკიცება?
ავტორი:

ირაკლი კობახიძე - "გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი"

ირაკლი კობახიძე - "გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი"

გიგა ბოკერია არის ნომერ პირველი გოიმი, - ამის შესახებ პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც ის ევროპული „საქართველოს წევრის" გიგა ბოკერიას განცხადებას გამოეხმაურა. მისივე თქმით, ზოგადად, ოპოზიცია „გოიმური ქცევებით და საუბრით გამოირჩევა“, რაც კარგად გამოჩნდა „ლეიბორისტული პარტიის" ოფისში.

„ძალიან მარტივად არის ყველაფერი, გოიმურად გამოიყურებიან, გოიმურად იქცევიან, შესაბამისად, მეტი არაფერია გოიმობა და ამ გოიმობის გამო, ისინი მიიღებენ პასუხს საზოგადოებისგან. გოიმობა რა არის - ყველამ კარგად იცის, საზოგადოებამ იცის, რას ნიშნავს გოიმური ქცევა და საუბარი და ეს ყველაფერი ვნახეთ ჩვენ მაგალითად, ლეიბორისტული პარტიის ოფისში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

კითხვაზე, ხომ არ გამოიწვევს, მსგავსი განცხადებები საზოგადოების პოლარიზაციას, კობახიძე ამბობს, რომ პოლარიზებას ერთადერთი რამ უწყობს ხელს და ეს არის კრიმინალები პოლიტიკაში.

„საქართველოში უნდა დასრულდეს ეს, როცა კრიმინალები რჩებიან პოლიტიკაში და ჩვენ ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ," - აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ოპოზიციას გოიმური უწოდა, რასაც დღეს „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ კობახიძე საკუთარი თავის შლეგად წარმოჩენას ცდილობს.

„რა უნდა გითხრათ, მე მგონი, ეს კაცი ცდილობს ჩვენს მოტყუებას... ზოგადად, კლასიკოსები გვყავს. მგონი, ბოროტი სულიც ახსენა, ხომ?! „გალაკტიონში არის დემონი, ჩემში კი უფრო ანგელოზია" - წალენჯიხელი გენიოსის სიტყვებით გველაპარაკა. მე მგონი, ცდილობს, რომ მოგვატყუოს, ასეთი სულელი არ შეიძლება რომ იყოს. კიდევ ერთი კლასიკოსია და ის ამბობდა ხოლმე - ბრძენი უნდა იყო და შლეგად უნდა მოაჩვენო ხალხს თავიო და მე მგონი, ცდილობს, რომ უფრო შლეგად მოგვაჩვენოს თავი, ვიდრე არის, იმიტომ, რომ ვერ წარმომიდგენია, ასეთი სისულელის კორიანტელი როგორ შეიძლება თქვას“, - განაცხადა ბოკერიამ.

პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება

LIVE "ნიუსრუმიდან" - ეკა ბესელია

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ბრალდებები ამერიკიდან; ოპოზიციის გეგმები; ხელისუფლების პოზიცია