მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მამა ყველას უყვარდა" - რას ყვება დუტა სხირტლაძის მეუღლე ცნობილი მამის შესახებ, რომელიც ქართველების საყვარელი სიმღერების ავტორია
"მამა ყველას უყვარდა" - რას ყვება დუტა სხირტლაძის მეუღლე ცნობილი მამის შესახებ, რომელიც ქართველების საყვარელი სიმღერების ავტორია

უმე­ტეს­წი­ლად მას კნი­ნო­ბი­თი სა­ხე­ლით - თე­მოდ მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ და მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ დღე­საც, მი­უ­ხე­და­ვად მისი სო­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სე­ბი­სა, თა­ნამ­დე­ბო­ბე­ბი­სა... შე­იძ­ლე­ბა იმი­ტო­მაც, რომ ად­რი­ა­ნად წა­ვი­და ამ ქვეყ­ნი­დან ან სუ­ლაც იმი­ტომ, რომ მისი სიმ­ღე­რე­ბი იყო უა­სა­კო და სა­ყო­ველ­თა­ოდ სამ­ღე­რი, რა­მაც ავ­ტორს მა­რა­დი­უ­ლი ახალ­გაზ­რდო­ბა აჩუ­ქა. მა­ინც ვინ და რო­გო­რი იყო თე­ი­მუ­რაზ-თემო ნაც­ვლიშ­ვი­ლი - ის­ტო­რი­კო­სი, სხვა­დას­ხვა დროს სა­ქარ­თვე­ლოს ტე­ლე­ვი­ზი­ი­სა და რა­დი­ო­მა­უ­წყებ­ლო­ბის კო­მი­ტე­ტის სა­ბავ­შვო გა­და­ცე­მა­თა მთა­ვა­რი რე­დაქ­ცი­ის მთა­ვა­რი რე­დაქ­ტო­რი, კომ­პა­ნია "ქარ­თუ­ლი ტე­ლე­ფილ­მის" დი­რექ­ტო­რი, სა­ქარ­თვე­ლოს კი­ნე­მა­ტოგ­რა­ფის­ტთა შე­მოქ­მე­დე­ბი­თი კავ­ში­რის წევ­რი, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლოვ­ნე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლი მოღ­ვა­წე, რამ­დე­ნი­მე ფილ­მის სცე­ნა­რის­ტი, მო­ნა­წი­ლე და ლა­მის სა­ქარ­თვე­ლოს სიყ­ვა­რუ­ლის ჰიმ­ნად ქცე­უ­ლი სიმ­ღე­რე­ბის ავ­ტო­რი და შემ­სრუ­ლე­ბე­ლი?!

მისი სიმ­ღე­რე­ბი თი­თო­ე­ულ­მა ზე­პი­რად იცით... ალ­ბათ, უთ­ვა­ლავ­ჯერ გიმ­ღე­რი­ათ, ვინ­მეს­თვის მი­გი­ძღვნი­ათ, გი­ღი­ღი­ნი­ათ... მაგ­რამ ნა­წილს, ალ­ბათ, წარ­მოდ­გე­ნაც არ გაქვთ, რომ თქვე­ნი საყ­ვა­რე­ლი მე­ლო­დი­ე­ბი - "ქარი გიმ­ღე­რის ნა­ნა­სა...", "ყა­ყა­ჩოს ღვი­ნო სალ­ხი­ნო", "ყვე­ლა სა­თა­ვი­სოდ დაგ­კან­კა­ლე­ბენ, ყვე­ლა თა­ვი­სას გთხოვს", "მე ძლი­ერ მი­ჭირს შენი დათ­მო­ბა", "სამი დღეა, და­მიბ­რიყ­ვა სევ­დამ" და სხვა, სა­ოც­რად მომ­ხიბ­ვლელ­მა და თბი­ლი­სის კო­ლო­რიტ­მა კაც­მა, თემო ნაც­ვლიშ­ვილ­მა და­წე­რა. თა­ნაც ყვე­ლა სიმ­ღე­რას შე­სა­ნიშ­ნა­ვი პო­ე­ტე­ბის ლექ­სე­ბი შე­ურ­ჩია - ანა კა­ლან­და­ძის, მუხ­რან მა­ჭა­ვა­რი­ა­ნის... "მა­მას ანას ლექ­სე­ბი ძა­ლი­ან უყ­ვარ­და და ანა­საც ძა­ლი­ან უყ­ვარ­და მამა, შე­სა­ნიშ­ნა­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ", - ამ­ბობს ბა­ტო­ნი თემო ნაც­ვლიშ­ვი­ლის მრა­ვალ­მხრივ შე­მოქ­მე­დი ქა­ლიშ­ვი­ლი, პო­პუ­ლა­რუ­ლი მსა­ხი­ო­ბი­სა და წამ­ყვა­ნის დუტა სხირტლა­ძის მე­უღ­ლე, მხატ­ვა­რი და დი­ზა­ი­ნე­რი მა­რი­ნა ნაც­ვლიშ­ვი­ლი. ამ თბი­ლი და მო­სიყ­ვა­რუ­ლე ადა­მი­ა­ნის ცხოვ­რე­ბა­ზე, სიყ­ვა­რულ­სა და ოჯახ­ზე სა­უ­ბა­რიც სწო­რედ მას ვთხო­ვე. თა­ვად მა­რი­ნა 23 წლის ყო­ფი­ლა, მამა რომ გარ­და­ეც­ვა­ლა...

პირ­ვე­ლი სიმ­ღე­რა - "ქარი გიმ­ღე­რის ნა­ნა­სა"

- მამა ძა­ლი­ან კარ­გად მღე­რო­და და, თურ­მე, კონ­სერ­ვა­ტო­რი­ა­შიც უნ­დო­და ჩა­ბა­რე­ბა, ვო­კა­ლის გან­ხრით. სა­ერ­თოდ, ჩვენ­თან, ოჯახ­ში ყვე­ლა მღე­რო­და - ბა­ბუმ, შალ­ვამ და მის­მა დამ უამ­რა­ვი რო­მან­სი იცოდ­ნენ, მა­მას კი გა­მორ­ჩე­უ­ლი ხმის ტემ­ბრი ჰქონ­და და ამი­ტომ მო­ინ­დო­მა ბე­ბი­ამ, იგი ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი გა­მო­სუ­ლი­ყო, მაგ­რამ... რა­ტომ­ღაც, მამა მა­ინც ის­ტო­რი­ულ­ზე აღ­მოჩ­ნდა. რაც შე­ე­ხე­ბა სიმ­ღე­რებს, პირ­ვე­ლი სტუ­დენ­ტო­ბი­სას, 19-20 წლის ასაკ­ში და­წე­რა და ეს გახ­ლდათ "ქარი გიმ­ღე­რის ნა­ნა­სა". მა­შინ ანა კა­ლან­და­ძის ლექ­სე­ბი და­ბეჭ­დი­ლიც არ იყო, მხო­ლოდ ხელ­ნა­წე­რი სა­ხით ვრცელ­დე­ბო­და და მამა პი­რა­დად არც კი იც­ნობ­და პო­ეტს. იმ პე­რი­ოდ­ში სტუ­დენ­ტე­ბი ხში­რად აწყობ­დნენ სა­ღა­მო­ებს და მსა­ხი­ო­ბებ­საც იწ­ვევ­დნენ ხოლ­მე. ვე­რა­ზე, ჩვენს სახ­ლში მო­წყო­ბილ ერთ-ერთ შეხ­ვედ­რა­ზე ბა­ტო­ნი სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძეც მო­უ­პა­ტი­ჟე­ბი­ათ. სიმ­ღე­რის მე­ლო­დია მა­მას უკვე შექ­მნი­ლი ჰქო­ნია და წა­უ­ღი­ღი­ნე­ბია. სერ­გო ზა­ქა­რი­ა­ძეს ანას ლექ­სე­ბი თან ჰქო­ნია, ამო­უ­ღია და კი­თხვა და­უ­წყია. მე­ლო­დია მო­უხ­და სი­ტყვებს თუ პი­რი­ქით - სი­ტყვე­ბი მო­იხ­დი­ნა მე­ლო­დი­ამ, არ ვიცი, მაგ­რამ ფაქ­ტია, ერ­თმა­ნეთს შე­ერ­წყა და ასე შე­იქ­მნა ეს სიმ­ღე­რა. მერე ეს ამ­ბა­ვი ანა კა­ლან­და­ძე­მაც გა­ი­გო, ერ­თმა­ნეთ­საც შეხ­ვდნენ, გა­ეც­ნენ და ანა­მაც ძა­ლი­ან მო­ი­წო­ნა მა­მას სიმ­ღე­რე­ბი. შემ­დეგ მის ლექსზე სხვა სიმ­ღე­რაც გაჩ­ნდა - "ყა­ყა­ჩოს ღვი­ნო სალ­ხი­ნო" და მა­მა­სა და ანა კა­ლან­და­ძეს ბო­ლომ­დე ძა­ლი­ან თბი­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­დათ.

სა­მე­გობ­რო - თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტე­ბი

- მთე­ლი თბი­ლი­სი მა­მას სა­ახ­ლობ­ლო-სა­მე­გობ­რო იყო. ჩვენს ოჯახ­ში ძა­ლი­ან ხში­რად იკ­რი­ბე­ბოდ­ნენ, ეწყო­ბო­და ულა­მა­ზე­სი წვე­უ­ლე­ბე­ბი, მღე­როდ­ნენ, ილ­ხენ­დნენ. მახ­სოვს, ზა­ფხუ­ლო­ბით ბიჭ­ვინ­თა­ში, ხე­ლო­ვან­თა და­სას­ვე­ნე­ბელ სახ­ლში ჩავ­დი­ო­დით ხოლ­მე და აივ­ნი­დან ვუ­ყუ­რებ­დი, ახ­ლაც თვალ­წინ მიდ­გას, შე­ნო­ბი­დან გას­ვლის­თა­ნა­ვე, მა­მას ირ­გვლივ უცებ რომ იკ­რი­ბე­ბო­და უამ­რა­ვი ადა­მი­ა­ნი - მამა შუ­ა­ში და გარ­შე­მო მისი სა­ნაც­ნო­ბო-სა­მე­გობ­რო.

მამა ძა­ლი­ან უშუ­ა­ლო და კო­მუ­ნი­კა­ბე­ლუ­რი ადა­მი­ა­ნი იყო და ყვე­ლას უყ­ვარ­და. ჩვენს ოჯახ­ში შეკ­რე­ბე­ბი მარ­თლაც ძა­ლი­ან ხში­რი იყო - ჯერ ვე­რა­ზე ვცხოვ­რობ­დით და იქ გვსტუმ­რობ­დნენ, შემ­დეგ - ბახ­ტრი­ონ­ზე და ბო­ლოს ზა­ქა­რი­ა­ძის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც დღემ­დე ვცხოვ­რობთ მე და ჩემი ოჯა­ხი.

ბე­ბია და ბა­ბუა "პლე­ხა­ნოვ­ზე" ცხოვ­რობ­დნენ და იქაც ხში­რად ვი­ყა­ვით, რა თქმა უნდა, არც იმ სახ­ლს აკ­ლდა თავ­ყრი­ლო­ბე­ბი - სულ სუფ­რა იყო გაშ­ლი­ლი და მუ­დამ ილ­ხენ­დნენ. რაც მთა­ვა­რია, ეს უბ­რა­ლო ქე­ი­ფი და ღრე­ო­ბა არ იყო, ეს იყო შთამ­ბეჭ­და­ვი სა­ღა­მო­ე­ბი, სა­ოც­რად ლა­მა­ზი და კულ­ტუ­რუ­ლი, სიყ­ვა­რუ­ლით, სიმ­ღე­რი­თა და ურ­თი­ერ­თო­ბით სავ­სე. ჩვენც - ოჯა­ხიც ხში­რად მივ­დი­ო­დით ხოლ­მე სტუმ­რად მა­მას მე­გობ­რებ­თან. კარ­გად მახ­სოვს, რომ ამ სა­ღა­მო­ებ­ზე არა­ვინ თვრე­ბო­და. თა­მა­და ყო­ველ­თვის თე­მი­კო ჩირ­გა­ძე იყო და ისეთ ამ­ბებს ჰყვე­ბო­და, სი­ცი­ლის­გან ყვე­ლას მუ­ცე­ლი ხე­ლით ეჭი­რა. რაც მთა­ვა­რია, ამ­ბავს და ხუმ­რო­ბას არას­დროს იმე­ო­რებ­და. ეს კაცი მარ­თლა ფე­ნო­მე­ნი იყო, ცხოვ­რე­ბა­ში მსგავ­სი არა­ვინ შემ­ხვედ­რია.ნიაზ დი­ა­სა­მი­ძე მო­დი­ო­და ხოლ­მე, მაგ­რამ მე კარ­გად არ მახ­სოვს, რად­გან ძა­ლი­ან პა­ტა­რა ვი­ყა­ვი, რომ გარ­და­იც­ვა­ლა. ის კი კარ­გად მახ­სოვს, ჩემი ასა­კის გამო, ჩვენ­თან შეკ­რე­ბა-მოლ­ხე­ნი­სას გვი­ა­ნო­ბამ­დე არ მა­ჩე­რებ­დნენ. დედა და­მაწ­ვენ­და ხოლ­მე, მაგ­რამ მა­ლე­ვე ჩუ­მად გავ­დი­ო­დი ხოლ­მე სას­ტუმ­რო ოთახ­ში, ვძვრე­ბო­დი გაშ­ლი­ლი მა­გი­დის ქვეშ და ყვე­ლაფრს ვის­მენ­დი. ვერ წარ­მო­იდ­გენთ, რა ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი. არ მა­ვი­წყდე­ბა რამ­დენ­ჯერ­მე ჩვენ­თან მსა­ხი­ობ ლი­ა­ნა ასა­თი­ა­ნის სტუმ­რო­ბა. ისე­თი ლა­მა­ზი იყო, პირ­ვე­ლად რომ ვნა­ხე, მახ­სოვს, გაშ­ტე­რე­ბუ­ლი, მო­ნუს­ხუ­ლი­ვით ვუ­ყუ­რებ­დი. სა­ერ­თო­დაც, იმ თა­ო­ბის ქა­ლე­ბი აშ­კა­რად გა­მო­ირ­ჩე­ოდ­ნენ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სი­ლა­მა­ზით. თბი­ლად მახ­სენ­დე­ბა გოგი დო­ლი­ძე, რო­მე­ლიც ძა­ლი­ან ხში­რად მო­დი­ო­და ჩვენ­თან, ასე­ვე, "ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" ის თა­ო­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 4 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
x
4

რა ქარიზმატული ოთხეულია ძველ ფოტოზე,მიუხედავად იმისა საბჭოთა კავშირის დროა ნაღდი ევროპელები არიან და ფოტოც თითქოს სადღაც შუაგულ ევროპპაშია გადაღებული

ჯემალი
0

სასწაული კაცი იყო, ნათელში ამყოფოს უფალმა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"მამა ყველას უყვარდა" - რას ყვება დუტა სხირტლაძის მეუღლე ცნობილი მამის შესახებ, რომელიც ქართველების საყვარელი სიმღერების ავტორია

"მამა ყველას უყვარდა" - რას ყვება დუტა სხირტლაძის მეუღლე ცნობილი მამის შესახებ, რომელიც ქართველების საყვარელი სიმღერების ავტორია

უმეტესწილად მას კნინობითი სახელით - თემოდ მოიხსენიებდნენ და მოიხსენიებენ დღესაც, მიუხედავად მისი სოციალური სტატუსებისა, თანამდებობებისა... შეიძლება იმიტომაც, რომ ადრიანად წავიდა ამ ქვეყნიდან ან სულაც იმიტომ, რომ მისი სიმღერები იყო უასაკო და საყოველთაოდ სამღერი, რამაც ავტორს მარადიული ახალგაზრდობა აჩუქა. მაინც ვინ და როგორი იყო თეიმურაზ-თემო ნაცვლიშვილი - ისტორიკოსი, სხვადასხვა დროს საქართველოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის კომიტეტის საბავშვო გადაცემათა მთავარი რედაქციის მთავარი რედაქტორი, კომპანია "ქართული ტელეფილმის" დირექტორი, საქართველოს კინემატოგრაფისტთა შემოქმედებითი კავშირის წევრი, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, რამდენიმე ფილმის სცენარისტი, მონაწილე და ლამის საქართველოს სიყვარულის ჰიმნად ქცეული სიმღერების ავტორი და შემსრულებელი?!

მისი სიმღერები თითოეულმა ზეპირად იცით... ალბათ, უთვალავჯერ გიმღერიათ, ვინმესთვის მიგიძღვნიათ, გიღიღინიათ... მაგრამ ნაწილს, ალბათ, წარმოდგენაც არ გაქვთ, რომ თქვენი საყვარელი მელოდიები - "ქარი გიმღერის ნანასა...", "ყაყაჩოს ღვინო სალხინო", "ყველა სათავისოდ დაგკანკალებენ, ყველა თავისას გთხოვს", "მე ძლიერ მიჭირს შენი დათმობა", "სამი დღეა, დამიბრიყვა სევდამ" და სხვა, საოცრად მომხიბვლელმა და თბილისის კოლორიტმა კაცმა, თემო ნაცვლიშვილმა დაწერა. თანაც ყველა სიმღერას შესანიშნავი პოეტების ლექსები შეურჩია - ანა კალანდაძის, მუხრან მაჭავარიანის... "მამას ანას ლექსები ძალიან უყვარდა და ანასაც ძალიან უყვარდა მამა, შესანიშნავი ურთიერთობა ჰქონდათ", - ამბობს ბატონი თემო ნაცვლიშვილის მრავალმხრივ შემოქმედი ქალიშვილი, პოპულარული მსახიობისა და წამყვანის დუტა სხირტლაძის მეუღლე, მხატვარი და დიზაინერი მარინა ნაცვლიშვილი. ამ თბილი და მოსიყვარულე ადამიანის ცხოვრებაზე, სიყვარულსა და ოჯახზე საუბარიც სწორედ მას ვთხოვე. თავად მარინა 23 წლის ყოფილა, მამა რომ გარდაეცვალა...

პირველი სიმღერა - "ქარი გიმღერის ნანასა"

- მამა ძალიან კარგად მღეროდა და, თურმე, კონსერვატორიაშიც უნდოდა ჩაბარება, ვოკალის განხრით. საერთოდ, ჩვენთან, ოჯახში ყველა მღეროდა - ბაბუმ, შალვამ და მისმა დამ უამრავი რომანსი იცოდნენ, მამას კი გამორჩეული ხმის ტემბრი ჰქონდა და ამიტომ მოინდომა ბებიამ, იგი ოპერის მომღერალი გამოსულიყო, მაგრამ... რატომღაც, მამა მაინც ისტორიულზე აღმოჩნდა. რაც შეეხება სიმღერებს, პირველი სტუდენტობისას, 19-20 წლის ასაკში დაწერა და ეს გახლდათ "ქარი გიმღერის ნანასა". მაშინ ანა კალანდაძის ლექსები დაბეჭდილიც არ იყო, მხოლოდ ხელნაწერი სახით ვრცელდებოდა და მამა პირადად არც კი იცნობდა პოეტს. იმ პერიოდში სტუდენტები ხშირად აწყობდნენ საღამოებს და მსახიობებსაც იწვევდნენ ხოლმე. ვერაზე, ჩვენს სახლში მოწყობილ ერთ-ერთ შეხვედრაზე ბატონი სერგო ზაქარიაძეც მოუპატიჟებიათ. სიმღერის მელოდია მამას უკვე შექმნილი ჰქონია და წაუღიღინებია. სერგო ზაქარიაძეს ანას ლექსები თან ჰქონია, ამოუღია და კითხვა დაუწყია. მელოდია მოუხდა სიტყვებს თუ პირიქით - სიტყვები მოიხდინა მელოდიამ, არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, ერთმანეთს შეერწყა და ასე შეიქმნა ეს სიმღერა. მერე ეს ამბავი ანა კალანდაძემაც გაიგო, ერთმანეთსაც შეხვდნენ, გაეცნენ და ანამაც ძალიან მოიწონა მამას სიმღერები. შემდეგ მის ლექსზე სხვა სიმღერაც გაჩნდა - "ყაყაჩოს ღვინო სალხინო" და მამასა და ანა კალანდაძეს ბოლომდე ძალიან თბილი ურთიერთობა ჰქონდათ.

სამეგობრო - თბილისის კოლორიტები

- მთელი თბილისი მამას საახლობლო-სამეგობრო იყო. ჩვენს ოჯახში ძალიან ხშირად იკრიბებოდნენ, ეწყობოდა ულამაზესი წვეულებები, მღეროდნენ, ილხენდნენ. მახსოვს, ზაფხულობით ბიჭვინთაში, ხელოვანთა დასასვენებელ სახლში ჩავდიოდით ხოლმე და აივნიდან ვუყურებდი, ახლაც თვალწინ მიდგას, შენობიდან გასვლისთანავე, მამას ირგვლივ უცებ რომ იკრიბებოდა უამრავი ადამიანი - მამა შუაში და გარშემო მისი სანაცნობო-სამეგობრო.

მამა ძალიან უშუალო და კომუნიკაბელური ადამიანი იყო და ყველას უყვარდა. ჩვენს ოჯახში შეკრებები მართლაც ძალიან ხშირი იყო - ჯერ ვერაზე ვცხოვრობდით და იქ გვსტუმრობდნენ, შემდეგ - ბახტრიონზე და ბოლოს ზაქარიაძის ქუჩაზე, სადაც დღემდე ვცხოვრობთ მე და ჩემი ოჯახი.

ბებია და ბაბუა "პლეხანოვზე" ცხოვრობდნენ და იქაც ხშირად ვიყავით, რა თქმა უნდა, არც იმ სახლს აკლდა თავყრილობები - სულ სუფრა იყო გაშლილი და მუდამ ილხენდნენ. რაც მთავარია, ეს უბრალო ქეიფი და ღრეობა არ იყო, ეს იყო შთამბეჭდავი საღამოები, საოცრად ლამაზი და კულტურული, სიყვარულით, სიმღერითა და ურთიერთობით სავსე. ჩვენც - ოჯახიც ხშირად მივდიოდით ხოლმე სტუმრად მამას მეგობრებთან. კარგად მახსოვს, რომ ამ საღამოებზე არავინ თვრებოდა. თამადა ყოველთვის თემიკო ჩირგაძე იყო და ისეთ ამბებს ჰყვებოდა, სიცილისგან ყველას მუცელი ხელით ეჭირა. რაც მთავარია, ამბავს და ხუმრობას არასდროს იმეორებდა. ეს კაცი მართლა ფენომენი იყო, ცხოვრებაში მსგავსი არავინ შემხვედრია.ნიაზ დიასამიძე მოდიოდა ხოლმე, მაგრამ მე კარგად არ მახსოვს, რადგან ძალიან პატარა ვიყავი, რომ გარდაიცვალა. ის კი კარგად მახსოვს, ჩემი ასაკის გამო, ჩვენთან შეკრება-მოლხენისას გვიანობამდე არ მაჩერებდნენ. დედა დამაწვენდა ხოლმე, მაგრამ მალევე ჩუმად გავდიოდი ხოლმე სასტუმრო ოთახში, ვძვრებოდი გაშლილი მაგიდის ქვეშ და ყველაფრს ვისმენდი. ვერ წარმოიდგენთ, რა ბედნიერი ვიყავი. არ მავიწყდება რამდენჯერმე ჩვენთან მსახიობ ლიანა ასათიანის სტუმრობა. ისეთი ლამაზი იყო, პირველად რომ ვნახე, მახსოვს, გაშტერებული, მონუსხულივით ვუყურებდი. საერთოდაც, იმ თაობის ქალები აშკარად გამოირჩეოდნენ განსაკუთრებული სილამაზით. თბილად მახსენდება გოგი დოლიძე, რომელიც ძალიან ხშირად მოდიოდა ჩვენთან, ასევე, "ქართული ხმების" ის თაობა. წაიკითხეთ სრულად

ორსული მეგან მარკლი შვილთან ერთად - პატარა არჩის ახალი ფოტოები, რომელზეც ამბობენ, რომ "მამის ასლია"

ყველაზე ექსტრავაგანტური, პომპეზური, ელეგანტური კაბები და გამარჯვებულები - ფოტოები 2021 წლის ოსკარის ცერემონიიდან

56 წლის მონიკა ბელუჩის ახალი, შთამბეჭდავი ფოტოები - "ამ ასაკში, კიდევ უფრო სექსუალურია"