სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება
საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება

სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა და "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი" 22 მა­ი­სის შემ­დეგ აღარ გაგ­რძელ­დე­ბა - ამის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე გი­ორ­გი გა­ხა­რი­ამ ისა­უბ­რა.

პრე­მი­ე­რის თქმით, ამის შემ­დეგ თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის პი­რა­დი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა კი­დევ უფრო გა­იზ­რდე­ბა და შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნა არ ნიშ­ნავს იმას, რომ ვირუ­სი გაქ­რე­ბა.

"დღეს სა­ქარ­თვე­ლო­ში COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბის 8 ახა­ლი შემ­თხვე­ვა გვაქვს. სტა­ცი­ო­ნარ­ში მკურ­ნა­ლო­ბას გა­დის ერ­თდრო­უ­ლად 224 ადა­მი­ა­ნი. რა თქმა უნდა, ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, რომ ამ გლო­ბა­ლუ­რი პან­დე­მი­ის შემ­დგომ, გა­მოწ­ვე­ვე­ბი სულ უფრო და უფრო მძიმ­დე­ბა, თუმ­ცა ამავდრო­უ­ლად, ყვე­ლას კარ­გად გვეს­მის, რომ ჩვე­ნი ვა­დე­ბუ­ლე­ბაა ქვე­ყა­ნა ნელ - ნელა, რა­ცი­ო­ნა­ლუ­რად, მაგ­რამ ძა­ლი­ან ფრთხი­ლად ცხოვ­რე­ბის ნორ­მა­ლურს წესს და­უბ­რუნ­დეს.

ამი­ტომ მთავ­რო­ბამ მი­ი­ღო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა აღარ გაგ­რძელ­დეს სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა და შე­სა­ბა­მი­სად, აღარ გაგ­რძელ­დეს "კო­მენ­დან­ტის სა­ა­თი", თუმ­ცა ვირუ­სი არ­სად არ წა­სუ­ლა და ყვე­ლას უნდა გვეს­მო­დეს, რომ ეს ბრძო­ლა ჩვენ­თან ერ­თად იქ­ნე­ბა ის პე­რი­ო­დი, რო­მელ­ზეც და­ზუს­ტე­ბით ვე­რა­ვინ ვერ ამ­ბობს. სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უქ­მე­ბის შემ­დგომ, ჩვე­ნი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა, რო­გორც მთავ­რო­ბის, ასე­ვე თი­თო­ე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქის კი­დევ უფრო იზ­რდე­ბა და მო­თხოვ­ნა პირ­ბა­დის,სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის და ასე შემ­დეგ, კი­დევ უფრო მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია.

დღეს მსოფ­ლი­ო­ში უკვე ღიად სა­უბ­რო­ბენ კო­რო­ნას­ვირუ­სის მე­ო­რე ტალ­ღის საფრ­თხე­ზე და ეს ყვე­ლა­ფე­რი არის გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი, რო­დე­საც გა­და­წყვე­ტი­ლე­ბებს ვი­ღებთ. უნდა გვეს­მო­დეს, რომ სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უქ­მე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ გარ­კვე­უ­ლი შე­ზღუდ­ვე­ბი ქვე­ყა­ნა­ში დაგ­ვჭირ­დე­ბა. ეს ის შე­ზღუდ­ვე­ბია, რომ­ლე­ბიც აუ­ცი­ლე­ბე­ლია რომ გა­ვუმკლავ­დეთ ვირუსს და ფრთხი­ლად და ეფექ­ტუ­რად ავა­მუ­შა­ოთ ეკო­ნო­მი­კა", - გა­ნა­ცხა­და პრე­მი­ერ­მა.

შე­გახ­სე­ნებთ, ქვე­ყა­ნა­ში სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბა 22 მა­ი­სის ჩათ­ვლით არის გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი.

მკითხველის კომენტარები / 43 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
პრემიერი
61

საუკეთესო პრემიერი

!
5

კაი იქნება აბსურდულ რამეებს თუ არ მოიგონებენ და რაცაა იმას გადახედავენ

ავტორი:

საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება

საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება

საგანგებო მდგომარეობა და "კომენდანტის საათი" 22 მაისის შემდეგ აღარ გაგრძელდება - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე გიორგი გახარიამ ისაუბრა.

პრემიერის თქმით, ამის შემდეგ თითოეული მოქალაქის პირადი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზრდება და შეზღუდვების მოხსნა არ ნიშნავს იმას, რომ ვირუსი გაქრება.

"დღეს საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 8 ახალი შემთხვევა გვაქვს. სტაციონარში მკურნალობას გადის ერთდროულად 224 ადამიანი. რა თქმა უნდა, ყველას კარგად გვესმის, რომ ამ გლობალური პანდემიის შემდგომ, გამოწვევები სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა ამავდროულად, ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი ვადებულებაა ქვეყანა ნელ - ნელა, რაციონალურად, მაგრამ ძალიან ფრთხილად ცხოვრების ნორმალურს წესს დაუბრუნდეს.

ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება აღარ გაგრძელდეს საგანგებო მდგომარეობა და შესაბამისად, აღარ გაგრძელდეს "კომენდანტის საათი", თუმცა ვირუსი არსად არ წასულა და ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს ბრძოლა ჩვენთან ერთად იქნება ის პერიოდი, რომელზეც დაზუსტებით ვერავინ ვერ ამბობს. საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შემდგომ, ჩვენი პასუხისმგებლობა, როგორც მთავრობის, ასევე თითოეული მოქალაქის კიდევ უფრო იზრდება და მოთხოვნა პირბადის,სოციალური დისტანციის და ასე შემდეგ, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია.

დღეს მსოფლიოში უკვე ღიად საუბრობენ კორონასვირუსის მეორე ტალღის საფრთხეზე და ეს ყველაფერი არის გასათვალისწინებელი, როდესაც გადაწყვეტილებებს ვიღებთ. უნდა გვესმოდეს, რომ საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესაბამისად, ჩვენ გარკვეული შეზღუდვები ქვეყანაში დაგვჭირდება. ეს ის შეზღუდვებია, რომლებიც აუცილებელია რომ გავუმკლავდეთ ვირუსს და ფრთხილად და ეფექტურად ავამუშაოთ ეკონომიკა", - განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა 22 მაისის ჩათვლით არის გამოცხადებული.

პრემიერი გიორგი შაქარაშვილის საქმეს ეხმაურება

LIVE "ნიუსრუმიდან" - ეკა ბესელია

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - ბრალდებები ამერიკიდან; ოპოზიციის გეგმები; ხელისუფლების პოზიცია