საზოგადოება
სამართალი
მსოფლიო

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
5000 მგზავრისთვის გაწეული მომსახურება  და  3 მილიონ ლარამდე კომპენსაცია - სააგენტო flyhelp ავიამგზავრების უფლებებს იცავს
5000 მგზავრისთვის გაწეული მომსახურება  და  3 მილიონ ლარამდე კომპენსაცია - სააგენტო flyhelp ავიამგზავრების უფლებებს იცავს

თუ ბოლო სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვენს მოგ­ზა­უ­რო­ბას ისე­თი არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო მო­გო­ნე­ბე­ბიც უკავ­შირ­დე­ბა, რო­გო­რიც ფრე­ნის გა­და­დე­ბა, გა­უქ­მე­ბა ან თუნ­დაც, ბარ­გის და­ზი­ა­ნე­ბაა, შე­გიძ­ლი­ათ თქვე­ნი ხარ­ვე­ზუ­ლი მოგ­ზა­უ­რო­ბა თა­ვი­სუფ­ლად აქ­ცი­ოთ ფუ­ლად კომ­პენ­სა­ცი­ად - 250 ევ­რო­დან 600 ევ­როს ოდე­ნო­ბით.

უკვე სამი წე­ლია სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ა­გენ­ტო flyhelp ავი­ამ­გზავ­რე­ბის უფ­ლე­ბებს იცავს. ყვე­ლა­ფე­რი 2017 წელს და­ი­წყო, როცა ვახ­ტანგ ფარ­ცხა­ლა­ძეს, რო­მე­ლიც ახლა კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია, ერთ-ერთ ავი­ა­ხაზ­ზე ბარ­გი და­უ­ზი­ა­ნეს, არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ სა­ა­გენ­ტოს შექ­მნის იდე­აც და­ი­ბა­და.

„ავი­ა­კომ­პა­ნი­ის­გან კომ­პენ­სა­ცი­ა­ზე უარი მი­ვი­ღე. იმ­დე­ნად ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო ნივ­თი, რო­მე­ლიც და­ზი­ან­და, რომ უა­რის შემ­დეგ მოქ­მედ რე­გუ­ლა­ცი­ებ­ში გარ­კვე­ვა და­ვი­წყე. შემ­დეგ ხე­ლახ­ლა შე­ვად­გი­ნე სარ­ჩე­ლი და მო­თხოვ­ნა და­მიკ­მა­ყო­ფი­ლეს. საქ­მე იმა­შია, რომ ძა­ლი­ან ბევრ მო­თხოვ­ნას, რო­მე­ლიც იუ­რი­დი­უ­ლად გამ­ყა­რე­ბუ­ლი არ არის, ავი­ა­ხა­ზე­ბი ბლო­კა­ვენ და არ აკ­მა­ყო­ფი­ლე­ბენ,“- გვიყ­ვე­ბა ვახ­ტანგ ფარ­ცხა­ლა­ძე.

ვახ­ტანგ ფარ­ცხა­ლა­ძე ახლა თა­ვის მე­გო­ბარ მი­ხე­ილ ჭან­ტუ­რი­ას­თან ერ­თად flyhelp-ის დამ­ფუძ­ნე­ბე­ლია. მე­გობ­რებს იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა გერ­მა­ნი­ა­ში აქვთ მი­ღე­ბუ­ლი.

”ვნა­ხეთ, რომ ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა მუ­შა­ობ­და და შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო ეს სერ­ვი­სი გაგ­ვეც­ნო ქარ­თვე­ლი მომ­ხმა­რებ­ლის­თვის, რათა მა­თაც ესარ­გებ­ლათ ევ­რო­პუ­ლი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით. გვინ­დო­და მოგ­ვე­ხერ­ხე­ბი­ნა ისე, რომ ყვე­ლას გვცოდ­ნო­და ჩვე­ნი უფ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ. ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტეთ დაგ­ვე­წყო ეს სერ­ვი­სი და საკ­მა­ოდ ბევრ ადა­მი­ანს და­ვეხ­მა­რეთ,“- ამ­ბობს მი­ხე­ილ ჭან­ტუ­რია.

ამ დრო­ის­თვის კომ­პა­ნი­ას 5000 მგზავ­რის­თვის აქვს სერ­ვი­სი გა­წე­უ­ლი და 3 მი­ლი­ონ ლა­რამ­დე კომ­პენ­სა­ცია აქვს გა­ცე­მუ­ლი.

„იმ მი­ზე­ზებს შო­რის, რის­თვი­საც ჩვე­ნი მომ­ხმა­რებ­ლე­ბი კომ­პენ­სა­ცი­ას იღე­ბენ, ყვე­ლა­ზე ხში­რია რე­ი­სის დაგ­ვი­ა­ნე­ბა და გა­უქ­მე­ბა, შემ­დეგ მო­დის ხო­მალ­დზე არ­დაშ­ვე­ბა და ბარ­გი. რაც შე­ე­ხე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო ქე­ი­სებს, მახ­სენ­დე­ბა შემ­თხვე­ვა, როცა თურ­ქე­თის ავი­ა­ხა­ზით ოჯა­ხი (5 პირი) მგზავ­რობ­და და რე­ის­მა და­იგ­ვი­ა­ნა. სამ პირს ავი­ა­ხაზ­მა კომ­პენ­სა­ცი­ის მო­თხოვ­ნა და­უკ­მა­ყო­ფი­ლა, და­ნარ­ჩენ ორს კი უარი ეთ­ქვა. ჩვენ სა­მო­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლოს მივ­მარ­თეთ და გა­ვი­მარ­ჯვეთ. ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მგზავ­რის­თვის არის ის, რომ მთე­ლი პრო­ცე­სის დე­ლე­გი­რე­ბას აკე­თებს ჩვენ­ზე და დრო­ის და რე­სურ­სის ხარ­ჯვა თვი­თონ არ უწევს. რი­გით მო­ქა­ლა­ქეს, რო­მელ­საც იუ­რი­დი­უ­ლი გა­ნათ­ლე­ბა არ აქვს, საკ­მა­ოდ გა­უძ­ნელ­დე­ბა, რომ გა­უ­ძღვეს მთელ ამ პრო­ცესს. ჩვენ და­ზა­რა­ლე­ბულ მგზავრს სრულ სერ­ვისს ვაწ­ვდით და მხო­ლოდ იმ შემ­თხვე­ვა­ში ვა­კა­ვებთ სა­კო­მი­სი­ოს, როცა წარ­მა­ტე­ბას ვაღ­წევთ, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, მგზავ­რი არა­ფერს იხ­დის,“- ამ­ბობს ვახ­ტანგ ფარ­ცხა­ლა­ძე.

Flyhelp ევ­რო­პუ­ლი და­ვე­ბის 5 ყვე­ლა­ზე მსხვილ სა­ა­გენ­ტოს­თან ერ­თად ევ­რო­პის და­ვე­ბის სა­ა­გენ­ტო­ე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში­ცაა გა­წევ­რი­ა­ნე­ბუ­ლი. ამ პლატ­ფორ­მის სა­შუ­ა­ლე­ბით კი მათ შე­საძ­ლებ­ლო­ბა ეძ­ლე­ვათ ჩარ­თულ­ნი იყ­ვნენ იმ კა­ნონ­მდებ­ლო­ბის დახ­ვე­წა­ში, რო­მე­ლიც ავი­ამ­გზავ­რე­ბის უფ­ლე­ბებს ეხე­ბა და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში ან ევ­რო­კო­მი­სი­ა­ში გა­ნი­ხი­ლე­ბა.

ავი­ამ­გზავ­რე­ბის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვას ევ­რო­რე­გუ­ლა­ცია ავალ­დე­ბუ­ლებს. ასე­ვე გა­მო­ცე­მუ­ლია ევ­რო­კო­მი­სი­ის მიერ დი­რექ­ტი­ვე­ბი, რო­მე­ლიც ად­გენს, რომ 250 -დან 600-მდე ევ­როს ოდე­ნო­ბით კომ­პენ­სა­ცია ეკუთ­ვნის მგზავრს, რომ­ლის რე­ი­სი გა­უქ­მდე­ბა ან და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გი­ლას 3 სა­ათ­ზე მე­ტის დაგ­ვი­ა­ნე­ბით ჩავა, ასე­ვე, მგზავრს, რო­მე­ლიც ბორტზე არ და­იშ­ვე­ბა.

„სა­ქარ­თვე­ლომ ეს ევ­რო­რე­გუ­ლა­ცია მი­ი­ღო, მაგ­რამ არ შეგ­ვი­ტა­ნია მას­ში ცვლი­ლე­ბე­ბი, რო­მე­ლიც რე­ი­სის დაგ­ვი­ა­ნე­ბას ეხე­ბა, რაც ზო­გი­ერთ შემ­თხვე­ვა­ში ხელ-ფეხს გვიკ­რავს, რად­გან დაგ­ვი­ა­ნე­ბა­ზე კომ­პენ­სა­ცი­ის მო­თხოვ­ნა შე­საძ­ლე­ბე­ლია იმ შემ­თხვე­ვა­ში, თუ მგზავ­რი მოფ­რი­ნავს ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნი­დან, ნე­ბის­მი­ე­რი მე­სა­მე ქვეყ­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით ან პი­რი­ქით, მე­სა­მე ქვეყ­ნი­დან ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მხო­ლოდ ევ­რო­პუ­ლი ავი­ა­ხა­ზით. მე ვფიქ­რობ, რომ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მოხ­დეს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ჰარ­მო­ნი­ზა­ცია და ევ­რო­პულ კა­ნონ­მდებ­ლო­ბას­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში მოყ­ვა­ნა,“-ამ­ბობს მი­ხე­ილ ჭან­ტუ­რია.

აღ­ნიშ­ნუ­ლი პრობ­ლე­მის მი­უ­ხე­და­ვად, რო­გორც ჭან­ტუ­რია ამ­ბობს, წარ­მა­ტე­ბის კო­ე­ფი­ცი­ენ­ტი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. „და­ახ­ლო­ე­ბით 10 - დან 9 საქ­მეს ვი­გებთ, ამი­ტომ მგზავ­რე­ბის უმე­ტე­სო­ბა ვინც მოგ­ვმარ­თავს, კმა­ყო­ფი­ლია მომ­სა­ხუ­რე­ბით,“- ამ­ბობს ჭან­ტუ­რია.

კომ­პა­ნია წარ­მა­ტე­ბით ემ­სა­ხუ­რე­ბა მგზავ­რებს პან­დე­მი­ის პე­რი­ოდ­შიც. ამ პე­რი­ოდ­ში ძი­რი­თა­დად, flyhelp-ს გა­უქ­მე­ბუ­ლი ბი­ლე­თე­ბის ღი­რე­ბუ­ლე­ბის უკან დაბ­რუ­ნე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის­თვის მი­მარ­თა­ვენ. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, მო­თხოვ­ნის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის კუ­თხით, ლი­დე­რე­ბი და­ბალ ბი­უ­ჯე­ტი­ა­ნი ავი­ა­კომ­პა­ნი­ე­ბი არი­ან. კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ფრე­ნის გა­უქ­მე­ბის შემ­თხვე­ვა­ში, ავი­ა­კომ­პა­ნი­ამ თან­ხა 7 დღის გან­მავ­ლო­ბა­ში უნდა გა­და­ი­ხა­დოს.

„ავი­ა­კომ­პა­ნი­ებს ვალ­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ, რომ მგზავრს და­უბ­რუ­ნონ ბი­ლეთ­ში გა­დახ­დი­ლი თან­ხა ან შეს­თა­ვა­ზონ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ფრე­ნა. ძი­რი­თა­დი პრობ­ლე­მა, რაც ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით იკ­ვე­თე­ბა, არის ის, რომ ავი­ა­ხა­ზე­ბი ცდი­ლო­ბენ, თან­ხა არ და­უბ­რუ­ნონ მგზავრს და ისეთ დროს შეს­თა­ვა­ზონ ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი მარ­შრუ­ტი, როცა მგზავრს ეს არ აწყობს. ჩვენ გვეს­მის, რომ გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ვი­თა­რე­ბაა ავი­ა­ხა­ზე­ბის­თვის და მათი ინ­ტე­რე­სიც გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია, მაგ­რამ არ შე­იძ­ლე­ბა ეს მოხ­დეს მგზავ­რთა უფ­ლე­ბე­ბის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფის ხარ­ჯზე,“- აცხა­დებს ვახ­ტანგ ფარ­ცხა­ლა­ძე.

იმის­თვის, რომ და­ზა­რა­ლე­ბულ­მა მგზავ­რმა კომ­პენ­სა­ცია მი­ი­ღოს, მარ­ტი­ვი პრო­ცე­დუ­რის გავ­ლაა სა­ჭი­რო - უნდა შე­ავ­სოს გა­ნა­ცხა­დი ვებ-გვერ­დზე Flyhelp.ge რომ­ლის გაგ­ზავ­ნის­თა­ნა­ვე, მინ­დო­ბი­ლო­ბას მი­ი­ღებს. ამის შემ­დეგ მინ­დო­ბი­ლო­ბის ამო­ბეჭდ­ვა და ხელ­მო­წე­რი­ლის მე­ი­ლით კომ­პა­ნი­ის­თვის გაგ­ზავ­ნაა სა­ჭი­რო, და­ნარ­ჩენ­ზე უკვე კომ­პა­ნია ზრუ­ნავს.

NS

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
kaxa
0

მატყუარები არიან ყველა საბუთს გაგაგზავნინებენ მერე თვითონ აიღებენ ფულს და შენ უარს გეტყვიან არ გამოდისო

ავტორი:

5000 მგზავრისთვის გაწეული მომსახურება  და  3 მილიონ ლარამდე კომპენსაცია - სააგენტო flyhelp ავიამგზავრების უფლებებს იცავს

5000 მგზავრისთვის გაწეული მომსახურება  და  3 მილიონ ლარამდე კომპენსაცია - სააგენტო flyhelp ავიამგზავრების უფლებებს იცავს

თუ ბოლო სამი წლის განმავლობაში თქვენს მოგზაურობას ისეთი არასასიამოვნო მოგონებებიც უკავშირდება, როგორიც ფრენის გადადება, გაუქმება ან თუნდაც, ბარგის დაზიანებაა, შეგიძლიათ თქვენი ხარვეზული მოგზაურობა თავისუფლად აქციოთ ფულად კომპენსაციად - 250 ევროდან 600 ევროს ოდენობით.

უკვე სამი წელია საქართველოში სააგენტო flyhelp ავიამგზავრების უფლებებს იცავს. ყველაფერი 2017 წელს დაიწყო, როცა ვახტანგ ფარცხალაძეს, რომელიც ახლა კომპანიის დამფუძნებელია, ერთ-ერთ ავიახაზზე ბარგი დაუზიანეს, არასასიამოვნო გამოცდილების შემდეგ სააგენტოს შექმნის იდეაც დაიბადა.

„ავიაკომპანიისგან კომპენსაციაზე უარი მივიღე. იმდენად ძვირადღირებული და მნიშვნელოვანი იყო ნივთი, რომელიც დაზიანდა, რომ უარის შემდეგ მოქმედ რეგულაციებში გარკვევა დავიწყე. შემდეგ ხელახლა შევადგინე სარჩელი და მოთხოვნა დამიკმაყოფილეს. საქმე იმაშია, რომ ძალიან ბევრ მოთხოვნას, რომელიც იურიდიულად გამყარებული არ არის, ავიახაზები ბლოკავენ და არ აკმაყოფილებენ,“- გვიყვება ვახტანგ ფარცხალაძე.

ვახტანგ ფარცხალაძე ახლა თავის მეგობარ მიხეილ ჭანტურიასთან ერთად flyhelp-ის დამფუძნებელია. მეგობრებს იურიდიული განათლება გერმანიაში აქვთ მიღებული.

”ვნახეთ, რომ ეს მიმართულება მუშაობდა და შესაძლებელი იყო ეს სერვისი გაგვეცნო ქართველი მომხმარებლისთვის, რათა მათაც ესარგებლათ ევროპული კანონმდებლობით. გვინდოდა მოგვეხერხებინა ისე, რომ ყველას გვცოდნოდა ჩვენი უფლებების შესახებ. ამიტომ გადავწყვიტეთ დაგვეწყო ეს სერვისი და საკმაოდ ბევრ ადამიანს დავეხმარეთ,“- ამბობს მიხეილ ჭანტურია.

ამ დროისთვის კომპანიას 5000 მგზავრისთვის აქვს სერვისი გაწეული და 3 მილიონ ლარამდე კომპენსაცია აქვს გაცემული.

„იმ მიზეზებს შორის, რისთვისაც ჩვენი მომხმარებლები კომპენსაციას იღებენ, ყველაზე ხშირია რეისის დაგვიანება და გაუქმება, შემდეგ მოდის ხომალდზე არდაშვება და ბარგი. რაც შეეხება საინტერესო ქეისებს, მახსენდება შემთხვევა, როცა თურქეთის ავიახაზით ოჯახი (5 პირი) მგზავრობდა და რეისმა დაიგვიანა. სამ პირს ავიახაზმა კომპენსაციის მოთხოვნა დაუკმაყოფილა, დანარჩენ ორს კი უარი ეთქვა. ჩვენ სამოქალაქო სასამართლოს მივმართეთ და გავიმარჯვეთ. ყველაზე მნიშვნელოვანი მგზავრისთვის არის ის, რომ მთელი პროცესის დელეგირებას აკეთებს ჩვენზე და დროის და რესურსის ხარჯვა თვითონ არ უწევს. რიგით მოქალაქეს, რომელსაც იურიდიული განათლება არ აქვს, საკმაოდ გაუძნელდება, რომ გაუძღვეს მთელ ამ პროცესს. ჩვენ დაზარალებულ მგზავრს სრულ სერვისს ვაწვდით და მხოლოდ იმ შემთხვევაში ვაკავებთ საკომისიოს, როცა წარმატებას ვაღწევთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრი არაფერს იხდის,“- ამბობს ვახტანგ ფარცხალაძე.

Flyhelp ევროპული დავების 5 ყველაზე მსხვილ სააგენტოსთან ერთად ევროპის დავების სააგენტოების გაერთიანებაშიცაა გაწევრიანებული. ამ პლატფორმის საშუალებით კი მათ შესაძლებლობა ეძლევათ ჩართულნი იყვნენ იმ კანონმდებლობის დახვეწაში, რომელიც ავიამგზავრების უფლებებს ეხება და ევროპარლამენტში ან ევროკომისიაში განიხილება.

ავიამგზავრების უფლებების დაცვას ევრორეგულაცია ავალდებულებს. ასევე გამოცემულია ევროკომისიის მიერ დირექტივები, რომელიც ადგენს, რომ 250 -დან 600-მდე ევროს ოდენობით კომპენსაცია ეკუთვნის მგზავრს, რომლის რეისი გაუქმდება ან დანიშნულების ადგილას 3 საათზე მეტის დაგვიანებით ჩავა, ასევე, მგზავრს, რომელიც ბორტზე არ დაიშვება.

„საქართველომ ეს ევრორეგულაცია მიიღო, მაგრამ არ შეგვიტანია მასში ცვლილებები, რომელიც რეისის დაგვიანებას ეხება, რაც ზოგიერთ შემთხვევაში ხელ-ფეხს გვიკრავს, რადგან დაგვიანებაზე კომპენსაციის მოთხოვნა შესაძლებელია იმ შემთხვევაში, თუ მგზავრი მოფრინავს ევროკავშირის ქვეყნიდან, ნებისმიერი მესამე ქვეყნის მიმართულებით ან პირიქით, მესამე ქვეყნიდან ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებით, მხოლოდ ევროპული ავიახაზით. მე ვფიქრობ, რომ აუცილებლად უნდა მოხდეს კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოყვანა,“-ამბობს მიხეილ ჭანტურია.

აღნიშნული პრობლემის მიუხედავად, როგორც ჭანტურია ამბობს, წარმატების კოეფიციენტი საკმაოდ მაღალია. „დაახლოებით 10 - დან 9 საქმეს ვიგებთ, ამიტომ მგზავრების უმეტესობა ვინც მოგვმართავს, კმაყოფილია მომსახურებით,“- ამბობს ჭანტურია.

კომპანია წარმატებით ემსახურება მგზავრებს პანდემიის პერიოდშიც. ამ პერიოდში ძირითადად, flyhelp-ს გაუქმებული ბილეთების ღირებულების უკან დაბრუნების უზრუნველყოფისთვის მიმართავენ. როგორც აღმოჩნდა, მოთხოვნის დაკმაყოფილების კუთხით, ლიდერები დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიები არიან. კანონის მიხედვით, ფრენის გაუქმების შემთხვევაში, ავიაკომპანიამ თანხა 7 დღის განმავლობაში უნდა გადაიხადოს.

„ავიაკომპანიებს ვალდებულება აქვთ, რომ მგზავრს დაუბრუნონ ბილეთში გადახდილი თანხა ან შესთავაზონ ალტერნატიული ფრენა. ძირითადი პრობლემა, რაც ამ მიმართულებით იკვეთება, არის ის, რომ ავიახაზები ცდილობენ, თანხა არ დაუბრუნონ მგზავრს და ისეთ დროს შესთავაზონ ალტერნატიული მარშრუტი, როცა მგზავრს ეს არ აწყობს. ჩვენ გვესმის, რომ განსაკუთრებული ვითარებაა ავიახაზებისთვის და მათი ინტერესიც გასათვალისწინებელია, მაგრამ არ შეიძლება ეს მოხდეს მგზავრთა უფლებების უგულებელყოფის ხარჯზე,“- აცხადებს ვახტანგ ფარცხალაძე.

იმისთვის, რომ დაზარალებულმა მგზავრმა კომპენსაცია მიიღოს, მარტივი პროცედურის გავლაა საჭირო - უნდა შეავსოს განაცხადი ვებ-გვერდზე Flyhelp.ge რომლის გაგზავნისთანავე, მინდობილობას მიიღებს. ამის შემდეგ მინდობილობის ამობეჭდვა და ხელმოწერილის მეილით კომპანიისთვის გაგზავნაა საჭირო, დანარჩენზე უკვე კომპანია ზრუნავს.

NS

"ეგონა, ამჯერად მაინც დასრულდებოდა ტანჯვა და ტკივილი, მაგრამ... მორიგი სიურპრიზი მოუწყო ცხოვრებამ"

COVID-19: პანდემიის დროს ხანდაზმულთა საჭიროებები გაიზარდა - რა პრობლემები აქვთ ხანდაზმულებს და ვინ უზრუნველყოფს შინმოვლის სერვისებს?

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტრადიციული სეზონური აქცია გრძელდება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"