პოლიტიკა
სამართალი

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ეტაპზეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რა შედეგი აჩვენა ადამიანზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა
რა ეტაპზეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რა შედეგი აჩვენა ადამიანზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა

კო­რო­ნა­ვირუსს თვე­ე­ბია მთე­ლი მსოფ­ლიო ებ­რძვის, თუმ­ცა ჯერ­ჯე­რო­ბით, ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს. სა­მე­დი­ცი­ნო ექ­სპერ­ტე­ბი და მსოფ­ლი­ოს უმ­სხვი­ლე­სი ფარ­მა­კო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ე­ბი ვაქ­ცი­ნის შექ­მნას დაჩ­ქა­რე­ბულ რე­ჟიმ­ში ცდი­ლო­ბენ.

COVID-19 მარ­ტი­ვად ვრცელ­დე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბი და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან. ვაქ­ცი­ნა კი უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია, რად­გა­ნაც მან უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს ორ­გა­ნიზ­მში ვირუ­სის მი­მართ იმუ­ნი­ტე­ტის გა­მო­მუ­შა­ვე­ბა. ვაქ­ცი­ნის შექ­მნა სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემს ქვეყ­ნებს, რომ კა­რან­ტი­ნის რე­ჟი­მი­დან გა­მო­ვიდ­ნენ, თან ისე, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა თავი უსაფრ­თხოდ იგ­რძნონ, აღარ იყოს სა­ჭი­რო სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ის დაც­ვა და სა­ზო­გა­დო­ე­ბა ჩვე­ულ ცხოვ­რე­ბას და­უბ­რუნ­დეს.

  • რა ეტაპ­ზეა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა?

ამ დრო­ის­თვის კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ უკვე შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნე­ბის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და ამ კვლე­ვებ­ში მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, და­ახ­ლო­ე­ბით, 80 სა­მე­დი­ცი­ნო ჯგუ­ფია ჩარ­თუ­ლი.

იმე­დის მომ­ცე­მი ვაქ­ცი­ნე­ბი:

  • ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნია "მო­დერ­ნას" მიერ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა, რომ­ლის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვის პირ­ვე­ლი ფა­ზაც დას­რულ­და. კვლე­ვის შე­დე­გად დად­გინ­და, რომ იმ მო­ხა­ლი­სე­ებს, რომ­ლებ­საც ვაქ­ცი­ნა­ცია ჩა­უ­ტარ­დათ, ორ­გა­ნიზ­მში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი გა­მო­უ­მუ­შავ­დათ.
  • ოქსფორდში შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც 800 მო­ხა­ლი­სეს გა­უ­კე­თეს. ვაქ­ცი­ნა­ცი­ის შე­დე­გე­ბი ჯერ უც­ნო­ბია. ამას­თან, ხელი მო­ე­წე­რა შე­თან­ხმე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც,თუ აღ­ნიშ­ნუ­ლი ვაქ­ცი­ნა წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, 100 მი­ლი­ო­ნი დოზა უნდა დამ­ზად­დეს.
  • ფარ­მა­ცევ­ტუ­ლი გი­გან­ტე­ბი, Sanofi და GSK მუ­შა­ო­ბენ ვაქ­ცი­ნის გან­ვი­თა­რე­ბა­ზე.
  • ავ­სტრა­ლი­ელ­მა მეც­ნი­ე­რებ­მა და­ი­წყეს ორი პო­ტენ­ცი­უ­რი ვაქ­ცი­ნით ინექ­ცია. ამ ეტაპ­ზე ისი­ნი ვაქ­ცი­ნე­ბის კლი­ნი­კურ ვერ­სი­ას ცხო­ვე­ლებ­ზე ცდი­ან.

მა­სა­ჩუ­სეთ­სის ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ის მიერ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა

მა­სა­ჩუ­სეთ­სის ბი­ო­ტექ­ნო­ლო­გი­უ­რი კომ­პა­ნი­ის, "მო­დერ­ნას" მიერ შექ­მნი­ლი ვაქ­ცი­ნა, შე­საძ­ლოა, სხვა ვაქ­ცი­ნებს შო­რის ამ ეტაპ­ზე და­წი­ნა­უ­რე­ბუ­ლად მი­ვიჩ­ნი­ოთ. რო­გორც washingtonpost.com წერს, ადა­მი­ან­ზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ იმე­დის­მომ­ცე­მი შე­დე­გი აჩ­ვე­ნა. ექ­სპე­რი­მენ­ტუ­ლი ვაქ­ცი­ნის კლი­ნი­კუ­რი კვლე­ვა მო­ხა­ლი­სე­თა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბა­ზე, სულ 8 ადა­მი­ან­ზე ჩა­ტარ­და.

COVID-19-ის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო კან­დი­და­ტი ვაქ­ცი­ნის სა­ხე­ლია mRNA-1273, ვაქ­ცი­ნამ რვა­ვე ადა­მი­ან­ში კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ან­ტის­ხე­უ­ლე­ბი წარ­მოქ­მნა. "მო­დერ­ნას" ხელ­მძღვა­ნე­ლი, ტალ ზაკ­სი ამ­ბობს, რომ ეს იყო ვაქ­ცი­ნის კვლე­ვის პირ­ვე­ლი ფაზა და მან ის შე­დე­გი აჩ­ვე­ნა, რო­გორ­საც მო­ე­ლოდ­ნენ. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მო­ხა­ლი­სე­ებ­ში ვაქ­ცი­ნას არ გა­მო­უწ­ვე­ვია გარ­თუ­ლე­ბე­ბი, მათ აღე­ნიშ­ნე­ბო­დათ ნა­ნემ­სა­რის შე­წით­ლე­ბა, ან სუს­ტი ტკი­ვი­ლი.

ვაქ­ცი­ნა "მო­დერ­ნამ" აშშ-ის ალერ­გი­ი­სა და ინ­ფექ­ცი­ურ და­ა­ვა­დე­ბა­თა ეროვ­ნულ ინ­სტი­ტუტ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით შექ­მნა. ამ უკა­ნას­კნელს კი, ენ­ტო­ნი ფა­უ­ჩი ხელ­მძღვა­ნე­ლობს.

  • რო­დის გვექ­ნე­ბა კო­რო­ნა­ვირუ­სის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა?

ჩვე­უ­ლებ­რივ, ვაქ­ცი­ნის შექ­მნას წლე­ბი სჭირ­დე­ბა. მკლე­ვა­რე­ბი კი იმე­დოვ­ნე­ბენ, რომ მთელ საქ­მეს რამ­დე­ნი­მე თვე­ში შე­ას­რუ­ლე­ბენ. ექ­სპერ­ტე­ბის უმე­ტე­სო­ბა ფიქ­რობს, რომ ვაქ­ცი­ნა მზად იქ­ნე­ბა 2021 წლის­თვის, თუმ­ცა ეს ძა­ლი­ან დიდი გა­მოწ­ვე­ვაა და არ არ­სე­ბობს გა­რან­ტი­ე­ბი, რომ ის წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის ოჯა­ხის 4 სხვა ვირუ­სი უკვე წლე­ბია სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ტრი­ა­ლებს, თუმ­ცა არც ერთი მათ­გა­ნის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ვაქ­ცი­ნა არ არ­სე­ბობს.

  • რისი გა­კე­თე­ბაა სა­ჭი­რო მა­ნამ­დე, სა­ნამ ვაქ­ცი­ნა ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე მივა?

სხვა­დას­ხვა ჯგუ­ფებ­მა უკვე შე­ი­მუ­შა­ვეს პო­ტენ­ცი­უ­რი ვაქ­ცი­ნე­ბი, მაგ­რამ სა­ნამ ის ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე მივა, ბევ­რი რა­მის გა­კე­თე­ბაა სა­ჭი­რო.

  • პირ­ველ რიგ­ში, მეც­ნი­ე­რე­ბი უნდა დარ­წმუნ­დნენ, რომ ვაქ­ცი­ნა უსაფრ­თხოა და ეს კლი­ნი­კურ­მა კვლე­ვებ­მა უნდა აჩ­ვე­ნოს. ვაქ­ცი­ნა ვერ იქ­ნე­ბა სა­სარ­გებ­ლო, თუ ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბას კო­რო­ნა­ვირუს­ზე უფრო მეტ პრობ­ლე­მას შე­უქ­მნის.
  • კლი­ნი­კურ­მა კვლე­ვებ­მა ასე­ვე უნდა აჩ­ვე­ნოს, ხდის თუ არა ვაქ­ცი­ნა ადა­მი­ა­ნის ორ­გა­ნიზმს COVID-19-ის მი­მართ იმუ­ნურს.
  • როცა მისი ეფექ­ტუ­რო­ბა და­დას­ტურ­დე­ბა, უნდა შე­იქ­მნას მი­ლი­არ­დო­ბით დოზა.
  • ვაქ­ცი­ნა უნდა და­ამ­ტკი­ცონ სა­მე­დი­ცი­ნო მა­რე­გუ­ლი­რებ­ლებ­მა.
  • და ბო­ლოს, იქ­ნე­ბა უდი­დე­სი ლო­ჯის­ტი­კუ­რი გა­მოწ­ვე­ვა, რათა ის გა­და­ნა­წილ­დეს მთელ მსოფ­ლი­ო­ზე.

რამ­დენ ადა­მი­ანს დას­ჭირ­დე­ბა ვაქ­ცი­ნა­ცია?

BBC წერს, რომ მე­დი­ცი­ნის ექ­სპერ­ტე­ბის აზ­რით, იმის­თვის, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სის შე­ჩე­რე­ბა მო­ხერ­ხდეს, სა­ჭი­რო იქ­ნე­ბა მსოფ­ლიო მო­სახ­ლე­ბის 60-70-მა პრო­ცენ­ტმა ჩა­ი­ტა­როს ვაქ­ცი­ნა­ცია.

  • ვინ მი­ი­ღებს ვაქ­ცი­ნას?

თუ ვაქ­ცი­ნა წარ­მა­ტე­ბუ­ლი აღ­მოჩ­ნდე­ბა, მო­სა­ლოდ­ნე­ლია, რომ პირ­ველ ეტაპ­ზე იქ­ნე­ბა მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბით და მას ყვე­ლა ვერ მი­ი­ღებს. ასეთ შემ­თხვე­ვა­ში გა­ნი­სა­ზღვრე­ბა პრი­ო­რი­ტე­ტე­ბი. ვაქ­ცი­ნა­ცია პირ­ველ რიგ­ში ჩა­უ­ტარ­დე­ბათ იმ მე­დი­კო­სებს, რომ­ლებ­საც კონ­ტაქ­ტი აქვთ COVID-19-ით ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლებ­თან.

ვი­ნა­ი­დან ვირუ­სი ყვე­ლა­ზე მე­ტად ასა­კო­ვან ადა­მი­ა­ნებს ვნებს, პრი­ო­რი­ტე­ტუ­ლი იქ­ნე­ბა ასე­ვე ხან­ში შე­სუ­ლი ად­მი­ა­ნე­ბის ვაქ­ცი­ნა­ცია, თუმ­ცა ასე­ვე შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ მათ ნაც­ვლად პრი­ო­რი­ტე­ტად გა­ნი­სა­ზღვრონ ის ახალ­გაზ­რდე­ბი, რომ­ლე­ბიც ხან­ში შე­სუ­ლებ­თან ერ­თად ცხოვ­რო­ბენ.

ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ამ კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მია 11 მარტს გა­მო­ა­ცხა­და. ოფი­ცი­ა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, ვირუ­სი პირ­ვე­ლად ჩი­ნე­თის ქა­ლაქ უხან­ში 2019 წლის დე­კემ­ბერ­ში გა­მოვ­ლინ­და და მალე მთელ მსოფ­ლი­ო­ში გავ­რცელ­და. ამ დრო­ის­თვის, გლო­ბა­ლუ­რი მას­შტა­ბით, COVID-19-ით 5 მი­ლი­ო­ნამ­დე ადა­მი­ა­ნი და­ინ­ფი­ცირ­და, მათ შო­რის 324 974 გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო 1 961 062 პა­ცი­ენ­ტი გა­მო­ჯან­მრთელ­და. ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა რა­ო­დე­ნო­ბის მი­ხედ­ვით კი ქვეყ­ნე­ბის ათე­უ­ლი ასე­თია: აშშ, რუ­სე­თი, ეს­პა­ნე­თი, ბრა­ზი­ლია, დიდი ბრი­ტა­ნე­თი, იტა­ლია, საფ­რან­გე­თი, გერ­მა­ნია, თურ­ქე­თი და ირა­ნი.

მკითხველის კომენტარები / 10 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
,,არის თუ არა ეს ბილეთი,,
14

კარგია ,,მიდით ბიჭებო მიაწექით,,

rezo
27

[ადა­მი­ან­ზე ჩა­ტა­რე­ბულ­მა კვლე­ვამ ] კი არა ეკსპერიმენტმა .მერე კიდე საიდან გვისრულებენ კარანტინი და შეზღუდვები არ იქნება ვაქცინას თუ გაიკეთებთო,ყველას არ ეყოფა ჯერო,ანუ იქით უნდა ვეხვეწოთ აგვცერიო,მერე წავა გადაცეები რა კაია ვაქცინა და რა გოიმია ვინც არ იკეთებს,მერე იყტყვიან თქვენ საფრთხე ხართ ვინც არ იკეთებთო და დააპირისპირებენ ხალხს.მოიწვევენ ეთერში გარდაცვლილი აუცრელი ადამიანის დედას და ალაპარაკებენ როგორ არ მიცა უგუნურმა მამამ აცრის უფლება თორე ახლა ცოცხალი იქნებოდაო.იქ ცოტა რუსულ პროპაგანდას ახსენებენ ცოტა სხვა ტექნოლოგიებს,ვიწრო წრეებში ფართოდ ცნობილი ადამიანების გამონათქვამებს მოიყვანენ მაგალითად და ბოლო ბოლო სავალდებულოს გახდიან ისე რომ ჩვენ ბოლომდე არ გვეცოდინება ზიანი უფრო მოაქ თუ სარგებელი ვაქცინას

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

რა ეტაპზეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რა შედეგი აჩვენა ადამიანზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა

რა ეტაპზეა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა და რა შედეგი აჩვენა ადამიანზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა

კორონავირუსს თვეებია მთელი მსოფლიო ებრძვის, თუმცა ჯერჯერობით, ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს. სამედიცინო ექსპერტები და მსოფლიოს უმსხვილესი ფარმაკოლოგიური კომპანიები ვაქცინის შექმნას დაჩქარებულ რეჟიმში ცდილობენ.

COVID-19 მარტივად ვრცელდება და ადამიანები დაუცველები არიან. ვაქცინა კი უმნიშვნელოვანესია, რადგანაც მან უნდა უზრუნველყოს ორგანიზმში ვირუსის მიმართ იმუნიტეტის გამომუშავება. ვაქცინის შექმნა საშუალებას მისცემს ქვეყნებს, რომ კარანტინის რეჟიმიდან გამოვიდნენ, თან ისე, რომ ადამიანებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ, აღარ იყოს საჭირო სოციალური დისტანციის დაცვა და საზოგადოება ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდეს.

  • რა ეტაპზეა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა?

ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგოდ უკვე შექმნილი ვაქცინების კლინიკური კვლევები მიმდინარეობს და ამ კვლევებში მსოფლიოს მასშტაბით, დაახლოებით, 80 სამედიცინო ჯგუფია ჩართული.

იმედის მომცემი ვაქცინები:

  • ბიოტექნოლოგიური კომპანია "მოდერნას" მიერ შექმნილი ვაქცინა, რომლის კლინიკური კვლევის პირველი ფაზაც დასრულდა. კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ მოხალისეებს, რომლებსაც ვაქცინაცია ჩაუტარდათ, ორგანიზმში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამოუმუშავდათ.
  • ოქსფორდში შექმნილი ვაქცინა, რომელიც 800 მოხალისეს გაუკეთეს. ვაქცინაციის შედეგები ჯერ უცნობია. ამასთან, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც,თუ აღნიშნული ვაქცინა წარმატებული აღმოჩნდება, 100 მილიონი დოზა უნდა დამზადდეს.
  • ფარმაცევტული გიგანტები, Sanofi და GSK მუშაობენ ვაქცინის განვითარებაზე.
  • ავსტრალიელმა მეცნიერებმა დაიწყეს ორი პოტენციური ვაქცინით ინექცია. ამ ეტაპზე ისინი ვაქცინების კლინიკურ ვერსიას ცხოველებზე ცდიან.

მასაჩუსეთსის ბიოტექნოლოგიური კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინა

მასაჩუსეთსის ბიოტექნოლოგიური კომპანიის, "მოდერნას" მიერ შექმნილი ვაქცინა, შესაძლოა, სხვა ვაქცინებს შორის ამ ეტაპზე დაწინაურებულად მივიჩნიოთ. როგორც washingtonpost.com წერს, ადამიანზე ჩატარებულმა კვლევამ იმედისმომცემი შედეგი აჩვენა. ექსპერიმენტული ვაქცინის კლინიკური კვლევა მოხალისეთა მცირე რაოდენობაზე, სულ 8 ადამიანზე ჩატარდა.

COVID-19-ის საწინააღმდეგო კანდიდატი ვაქცინის სახელია mRNA-1273, ვაქცინამ რვავე ადამიანში კორონავირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები წარმოქმნა. "მოდერნას" ხელმძღვანელი, ტალ ზაკსი ამბობს, რომ ეს იყო ვაქცინის კვლევის პირველი ფაზა და მან ის შედეგი აჩვენა, როგორსაც მოელოდნენ. აღსანიშნავია, რომ მოხალისეებში ვაქცინას არ გამოუწვევია გართულებები, მათ აღენიშნებოდათ ნანემსარის შეწითლება, ან სუსტი ტკივილი.

ვაქცინა "მოდერნამ" აშშ-ის ალერგიისა და ინფექციურ დაავადებათა ეროვნულ ინსტიტუტთან თანამშრომლობით შექმნა. ამ უკანასკნელს კი, ენტონი ფაუჩი ხელმძღვანელობს.

  • როდის გვექნება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა?

ჩვეულებრივ, ვაქცინის შექმნას წლები სჭირდება. მკლევარები კი იმედოვნებენ, რომ მთელ საქმეს რამდენიმე თვეში შეასრულებენ. ექსპერტების უმეტესობა ფიქრობს, რომ ვაქცინა მზად იქნება 2021 წლისთვის, თუმცა ეს ძალიან დიდი გამოწვევაა და არ არსებობს გარანტიები, რომ ის წარმატებული იქნება.

აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ოჯახის 4 სხვა ვირუსი უკვე წლებია საზოგადოებაში ტრიალებს, თუმცა არც ერთი მათგანის საწინააღმდეგო ვაქცინა არ არსებობს.

  • რისი გაკეთებაა საჭირო მანამდე, სანამ ვაქცინა ადამიანებამდე მივა?

სხვადასხვა ჯგუფებმა უკვე შეიმუშავეს პოტენციური ვაქცინები, მაგრამ სანამ ის ადამიანებამდე მივა, ბევრი რამის გაკეთებაა საჭირო.

  • პირველ რიგში, მეცნიერები უნდა დარწმუნდნენ, რომ ვაქცინა უსაფრთხოა და ეს კლინიკურმა კვლევებმა უნდა აჩვენოს. ვაქცინა ვერ იქნება სასარგებლო, თუ ადამიანის ჯანმრთელობას კორონავირუსზე უფრო მეტ პრობლემას შეუქმნის.
  • კლინიკურმა კვლევებმა ასევე უნდა აჩვენოს, ხდის თუ არა ვაქცინა ადამიანის ორგანიზმს COVID-19-ის მიმართ იმუნურს.
  • როცა მისი ეფექტურობა დადასტურდება, უნდა შეიქმნას მილიარდობით დოზა.
  • ვაქცინა უნდა დაამტკიცონ სამედიცინო მარეგულირებლებმა.
  • და ბოლოს, იქნება უდიდესი ლოჯისტიკური გამოწვევა, რათა ის გადანაწილდეს მთელ მსოფლიოზე.

რამდენ ადამიანს დასჭირდება ვაქცინაცია?

BBC წერს, რომ მედიცინის ექსპერტების აზრით, იმისთვის, რომ კორონავირუსის შეჩერება მოხერხდეს, საჭირო იქნება მსოფლიო მოსახლების 60-70-მა პროცენტმა ჩაიტაროს ვაქცინაცია.

  • ვინ მიიღებს ვაქცინას?

თუ ვაქცინა წარმატებული აღმოჩნდება, მოსალოდნელია, რომ პირველ ეტაპზე იქნება მცირე რაოდენობით და მას ყველა ვერ მიიღებს. ასეთ შემთხვევაში განისაზღვრება პრიორიტეტები. ვაქცინაცია პირველ რიგში ჩაუტარდებათ იმ მედიკოსებს, რომლებსაც კონტაქტი აქვთ COVID-19-ით ინფიცირებულებთან.

ვინაიდან ვირუსი ყველაზე მეტად ასაკოვან ადამიანებს ვნებს, პრიორიტეტული იქნება ასევე ხანში შესული ადმიანების ვაქცინაცია, თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ მათ ნაცვლად პრიორიტეტად განისაზღვრონ ის ახალგაზრდები, რომლებიც ხანში შესულებთან ერთად ცხოვრობენ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსის პანდემია 11 მარტს გამოაცხადა. ოფიციალური მონაცემებით, ვირუსი პირველად ჩინეთის ქალაქ უხანში 2019 წლის დეკემბერში გამოვლინდა და მალე მთელ მსოფლიოში გავრცელდა. ამ დროისთვის, გლობალური მასშტაბით, COVID-19-ით 5 მილიონამდე ადამიანი დაინფიცირდა, მათ შორის 324 974 გარდაიცვალა, ხოლო 1 961 062 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით კი ქვეყნების ათეული ასეთია: აშშ, რუსეთი, ესპანეთი, ბრაზილია, დიდი ბრიტანეთი, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, თურქეთი და ირანი.

"მსურდა, კორონავირუსით დავინფიცირებულიყავი, რათა ხალხისთვის მეჩვენებინა, რომ ეს ჭირი არ არის" - ზელენსკი

"უსიმპტომო პაციენტებისგან კორონავირუსის გავრცელების შემთხვევები იშვიათია" - ჯანმო

რა ხდება სომხეთის ქუჩებში მაშინ, როცა ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღიურად ასეულობით იმატებს