სამართალი
პოლიტიკა
მსოფლიო

23

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 05:06-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. გაუფრთხილდით ფეხებს. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
სპორტი
საზოგადოება
Faceამბები
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რას მიიღებს "ქართული ოცნება" დასავლეთთან ურჩობით?
რას მიიღებს "ქართული ოცნება" დასავლეთთან ურჩობით?

ბოლო თვე­ე­ბია, სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის კრი­ტი­კის ობი­ექ­ტი რამ­დენ­ჯერ­მე გახ­და. კონ­გრეს­მე­ნე­ბი­სა და სე­ნა­ტო­რე­ბის წე­რი­ლებ­მა, "ტვი­ტერ­ზე" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ­მა გან­ცხა­დე­ბებ­მა და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში გა­კე­თე­ბულ­მა კო­მენ­ტა­რებ­მა მძაფ­რი ხა­სი­ა­თი შე­ი­ძი­ნა.

კონ­კრე­ტუ­ლად, რა იყო ის გარ­დამ­ტე­ხი მო­მენ­ტე­ბი, რა­მაც და­სავ­ლეთს „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მსგავ­სი კრი­ტი­კის­კენ უბიძ­გა და რო­გო­რი შე­იძ­ლე­ბა იყოს პარტნი­ო­რე­ბის პა­სუ­ხი, თუ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბა მო­მა­ვალ­შიც ვერ და­იმ­სა­ხუ­რებს და­სავ­ლე­თის მო­წო­ნე­ბას? - ამის შე­სა­ხებ AMBEBI.GE-მ პო­ზი­ცი­ის, ოპო­ზი­ცი­ი­სა და ექ­სპერ­ტე­ბის აზრი მო­ის­მი­ნა.

"ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის, სა­ლო­მე სა­მა­დაშ­ვი­ლის მო­საზ­რე­ბით, და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­ში "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის­თვის" ყვე­ლა­ზე და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი, ჯერ კი­დევ 20 ივ­ნი­სამ­დე, საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი და სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის პრო­ცე­სი იყო.

"არ­ჩევ­ნებ­ზე ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ აჩ­ვე­ნა სა­კუ­თა­რი სახე. შე­ფა­სე­ბე­ბე­ბი ბევ­რად კრი­ტი­კუ­ლი და მძაფ­რი იყო და­ხუ­რულ კადრს მიღ­მა, ვიდ­რე ის, რაც ოფი­ცი­ა­ლურ ან­გა­რი­შებ­ში და­ი­წე­რა. ვფიქ­რობ, ეს არ­ჩევ­ნე­ბი ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბის­თვის სიგ­ნა­ლი იყო, რომ საქ­მე აქვთ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას­თან, რო­მე­ლიც მზა­დაა, დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის ხარ­ჯზე დარ­ჩეს ძა­ლა­უფ­ლე­ბა­ში.

სა­კონ­სტი­ტუ­ციო პრო­ცესს რაც შე­ე­ხე­ბა, მრა­ვა­ლი მო­წო­დე­ბის მი­უ­ხე­და­ვად, ქვე­ყა­ნა შემ­დე­გი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის­თვის გა­და­სუ­ლი­ყო პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე, იგ­ნო­რი­რე­ბა მოხ­და რო­გორც ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის, ასე­ვე, ქვეყ­ნის ოპო­ზი­ცი­ი­სა და არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის პო­ზი­ცი­ე­ბის.

შემ­დეგ 20 ივ­ნი­სი იყო, რა­საც პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე გა­დას­ვლის და­პი­რე­ბა მოჰ­ყვა და აქ უკვე ჩვე­ნი და­სავ­ლე­ლი პარტნი­ო­რე­ბი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა მო­ა­ტყუა - ამან სა­ბო­ლო­ოდ ჩა­მო­შა­ლა მის მი­მართ ნდო­ბა. პა­რა­ლე­ლურ რე­ჟიმ­ში სხვა რა­ღა­ცე­ბიც მოქ­მე­დებ­და და­სავ­ლე­თის გან­წყო­ბა­ზე - ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის ჩაშ­ლა, რაც და­სავ­ლე­თის გე­ო­პო­ლი­ტი­კურ ინ­ტე­რე­სებ­ზე უა­რის თქმა იყო რუ­სე­თის სა­სარ­გებ­ლოდ, და სხვა.

ასე­ვე, ივა­ნიშ­ვი­ლის გუნ­დი ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლა ადა­მი­ან­მა და­ტო­ვა, რო­მელ­საც ნდო­ბის ხა­რის­ხი ჰქონ­და და­სავ­ლეთ­ში, ჯერ კი­დევ მა­შინ, რო­დე­საც გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი გა­და­ა­ყე­ნეს პერ­მი­ე­რის თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან და მერე ვნა­ხეთ, რომ პრო­პორ­ცი­ულ სის­ტე­მა­ზე მი­ღე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის შემ­დეგ, ფაქ­ტობ­რი­ვად, ყვე­ლამ, ვინც "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" წარ­მო­ად­გენ­და სა­ერ­თა­შო­რი­სო ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში, და­ტო­ვა პარ­ტია", - აცხა­დებს სა­მა­დაშ­ვი­ლი.

რო­გორ შეძ­ლებს "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და­სავ­ლე­თის ნდო­ბის დაბ­რუ­ნე­ბას? - "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" წევ­რის მო­საზ­რე­ბით, და­დე­ბი­თი შე­დე­გე­ბის­თვის შან­სი რჩე­ბა, თუმ­ცა, მის მი­საღ­წე­ვად რამ­დე­ნი­მე ნა­ბი­ჯის გა­დად­გმაა სა­ჭი­რო.

"დღეს თუ ივა­ნიშ­ვილს სურს, არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მა­ინც არ დას­რულ­დეს მის მი­მართ ნდო­ბა და­სავ­ლე­თის მხრი­დან, ერ­თა­დერ­თი გზა გი­ორ­გი რუ­რუ­ას გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბის მი­ღე­ბა და შემ­დეგ, სა­არ­ჩევ­ნო პრო­ცე­სის შე­სა­ხებ ეუ­თოს ყვე­ლა რე­კო­მენ­და­ცი­ის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბაა.

მომ­ხდა­რი მოვ­ლე­ნე­ბის და­მა­ზი­ა­ნე­ბე­ლი შე­დე­გი ისაა, რომ ფაქ­ტობ­რი­ვად, თა­რო­ზე შე­მო­ი­დო სა­ქარ­თვე­ლო­სა და ევ­რო­კავ­შირს და სა­ქარ­თვე­ლო­სა და ნა­ტოს შო­რის ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში წინსვლა. შემ­დეგ არ­ჩევ­ნე­ბამ­დე არა­ნა­ი­რი პროგ­რე­სი არ გვექ­ნე­ბა, მსოფ­ლიო ჩვე­ნი მხრი­დან იმის დე­მონ­სტრი­რე­ბას ელო­დე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ქვე­ყა­ნაა. ზა­რალ­დე­ბა და უკვე და­ზა­რალ­და და­სავ­ლეთ­ში ინ­ტეგ­რა­ცი­ის პრო­ცე­სი.

მე­ო­რე - საფრ­თხე ექ­მნე­ბა დახ­მა­რე­ბას, რო­მე­ლიც სა­სი­ცო­ცხლოდ სჭირ­დე­ბათ ჩვენს სო­ცი­ა­ლუ­რად უმ­ძი­მეს ვი­თა­რე­ბა­ში მყოფ მო­ქა­ლა­ქე­ებს. ამ დახ­მა­რე­ბებს და­სავ­ლე­თი ავ­ტოკ­რა­ტი­უ­ლი რე­ჟი­მის არ­სე­ბო­ბის პი­რო­ბებ­ში არ გას­ცემს

რაც შე­ე­ხე­ბა ივა­ნიშ­ვილს და მისი რე­ჟი­მის წარ­მო­მად­გენ­ლებ­თან და­სავ­ლე­თის ურ­თი­ერ­თო­ბას, აშშ-ში გლო­ბა­ლუ­რი "მაგ­ნიტსკის აქტი" პერ­სო­ნა­ლი­ზი­რე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს იმ პი­რე­ბის­თვის, ვინც დე­მოკ­რა­ტი­ა­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბებს საფრ­თხეს უქ­მნის. იგი­ვე ჩა­ნა­წე­რია ევ­რო­კავ­ში­რის და­მა­არ­სე­ბე­ლი ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის მე-11 მუხ­ლში, თა­ვად ევ­რო­კავ­ში­რიც მუ­შა­ობს "მაგ­ნიტსკის აქ­ტის" მსგავ­სი სა­კა­ნონ­მდებ­ლო აქ­ტის მი­ღე­ბა­ზე უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში, და და­სავ­ლე­თის მხრი­დან წნე­ხი, რომ­ლის ქვე­შაც ივა­ნიშ­ვი­ლი და ის ხალ­ხი აღ­მოჩ­ნდე­ბა, ვინც ქვე­ყა­ნა­ში დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სის შე­ჩე­რე­ბა­ში მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, უმ­ძი­მე­სი იქ­ნე­ბა. ვი­ცით, რო­გორ გაგ­რძელ­და მა­გა­ლი­თად, ია­ნუ­კო­ვი­ჩის ბედი და აქე­დან შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნე­ბი უნდა გა­მო­ი­ტა­ნონ“, - აღ­ნიშ­ნავს სა­მა­დაშ­ვი­ლი.

პარ­ლა­მენ­ტის პირ­ვე­ლი ვიცე-სპი­კე­რი გია ვოლ­სკი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში გან­მარ­ტავს, რომ და­სავ­ლეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის კონ­ტექ­სტში რამ­დე­ნი­მე ფაქ­ტო­რია გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი. მისი თქმით, კრი­ტი­კა ცალ­კე­ულ სა­კი­თხებს მო­ი­ცავს და მთლი­ა­ნად, პარტნი­ო­რო­ბი­სა და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კონ­ტექ­სტში არ უნდა გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს.

"2012 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, აშშ-სა თუ ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ებ­თან ორ­მხრივ თუ მრა­ვალ­მხრივ ურ­თი­ერ­თო­ბებ­ში პარტნი­ო­რო­ბა ეფექ­ტუ­რი და პროგ­რე­სი­რე­ბა­დია. ეს ფაქ­ტი არა­ნა­ირ ეჭვს არ იწ­ვევს. კონ­გრეს­მე­ნე­ბის და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბის კრი­ტი­კა, კონ­კრე­ტულ პე­რი­ოდ­ში, არ­ჩევ­ნებ­თან და­კავ­ში­რე­ბულ თე­მებს ეხე­ბა და ერ­თობ­ლი­ვი მუ­შა­ო­ბით მოგ­ვა­რე­ბა­დია, რო­გორც ეს მოხ­და სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით

არაა მარ­თე­ბუ­ლი, ჩვე­ნი ამე­რი­კე­ლი და ევ­რო­პე­ლი კო­ლე­გე­ბის წე­რი­ლებ­ში წა­მო­წე­უ­ლი უთან­ხმო­ე­ბე­ბი ქარ­თულ-და­სავ­ლუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის კონ­ტექ­სტში გა­ნი­ხი­ლე­ბო­დეს

სა­ქარ­თვე­ლოს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პო­ლი­ტი­კუ­რი გუნ­დი ამ­ჟა­მად ორ ბა­ნა­კა­დაა გა­ყო­ფი­ლი, თუმ­ცა, მათ სა­ერ­თო პლატ­ფორ­მა და და­სავ­ლურ პო­ლი­ტი­კურ სტრუქ­ტუ­რებ­ში კარ­გად ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი აქვთ. გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­სა­ჩი­ნოა ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტში უმ­რავ­ლე­სო­ბის მქო­ნე სა­ხალ­ხო პარ­ტი­ას­თან სა­მო­კავ­ში­რეო ურ­თი­ერ­თო­ბა. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, სა­ქარ­თვე­ლოს პარ­ლა­მენ­ტში მო­მა­ვა­ლი არ­ჩევ­ნე­ბი­სას ეს ფაქ­ტო­რი ვერ იქ­ნე­ბა მათი წარ­მა­ტე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა.

რო­დე­საც პარტნი­ო­რი ქვეყ­ნე­ბი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ოპო­ნენ­ტთა შო­რის უთან­ხმო­ე­ბის მოგ­ვა­რე­ბის პრო­ცეს­ში ჩა­ერ­თვნენ, მათი მი­ზა­ნი არ ყო­ფი­ლა "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" სა­ტე­ლი­ტუ­რი გა­ერ­თი­ა­ნე­ბის მხარ­და­ჭე­რა. მათ პრაგ­მა­ტულ ინ­ტე­რესს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში სტა­ბი­ლუ­რო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა წარ­მო­ად­გენს.

დიახ, 8 მარ­ტის შე­თან­ხმე­ბის ერთი ნა­წი­ლი გან­სხვა­ვე­ბუ­ლად იქნა ინ­ტერპრე­ტი­რე­ბუ­ლი, თუმ­ცა, სა­მარ­თლებ­რი­ვი და­ვის სა­გა­ნი (არი­ან თუ არა უგუ­ლა­ვა და ოქ­რუ­აშ­ვი­ლი დამ­ნა­შა­ვე­ე­ბი ან პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბი), დღის წეს­რი­გი­დან მოხ­სნა პრე­ზი­დენ­ტის მიერ გა­მო­ცე­მულ­მა შე­წყა­ლე­ბის აქ­ტმა, თუმ­ცა არა­ვის გა­უ­უქ­მე­ბია სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მათი ბრა­ლე­უ­ლო­ბის შე­სა­ხებ

რუ­რუ­ას სა­კი­თხის გან­ხილ­ვა სა­სა­მარ­თლო­ში კვლავ გრძელ­დე­ბა და გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შე­ფა­სე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღე­ბა. "ნაც­სა­ტე­ლი­ტუ­რი" გა­ერ­თი­ა­ნე­ბა კი მო­ი­თხოვს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­სა­მარ­თლოს მის­ცეს ბრალ­დე­ბუ­ლის გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბის მი­თი­თე­ბა, რაც აბ­სურ­დია. ჩნდე­ბა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ ჩვე­ნი ოპო­ნენ­ტე­ბის მი­ზა­ნია, არ მოხ­დეს სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი შე­თან­ხმე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია" - აცხა­დებს ვოლ­სკი.

რაც შე­ე­ხე­ბა და­სავ­ლე­თის მხრი­დან სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბას, ვიცე-სპი­კე­რი თვლის, რომ ეს მხო­ლოდ მათი გუნ­დის ოპო­ნენ­ტე­ბის ოც­ნე­ბაა.

უშიშ­რო­ე­ბის საბ­ჭოს მდივ­ნის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე, ექ­სპერ­ტი ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი მი­იჩ­ნევს, რომ და­სავ­ლე­თის მხრი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში მიმ­დი­ნა­რე პრო­ცე­სე­ბი­სად­მი კი­თხვე­ბი და კრი­ტი­კა სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გაჩ­ნდა:

"სა­ქარ­თვე­ლოს აშშ-სთან სტრა­ტე­გი­უ­ლი თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ქარ­ტია აკავ­ში­რებს, რო­მელ­შიც ერთ-ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნა­წი­ლი დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბაა. სა­ქარ­თვე­ლოს ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი აქვს აღე­ბუ­ლი, რო­გორც ევ­რო­პის ასო­ცი­რე­ბულ წევ­რს, და კონ­კრე­ტუ­ლი მი­მარ­თუ­ლე­ბაა დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმარ­თვე­ლო­ბა, მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბა...

და­სავ­ლეთს, რო­გორც ჩვენს პარტნი­ორ ქვეყ­ნებს, არა­ერ­თი გაფრ­თხი­ლე­ბა მო­უ­ცია, ეს რო­მე­ლიც რო­გორც წესი, კუ­ლუ­ა­რებს მიღ­მა ხდე­ბა - პი­რად შეხ­ვედ­რებ­ში, ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტე­ბის დროს. გაფრ­თხი­ლე­ბე­ბი იყო გან­სა­კუთ­რე­ბით ბოლო წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, როცა მოხ­და პრო­პორ­ცი­უ­ლი სის­ტე­მის ჩაგ­დე­ბა, მა­ნამ­დე - სა­კონ­სტი­ტუ­ციო რე­ფორ­მაც, რო­მე­ლიც მხო­ლოდ ერ­თმა პარ­ტი­ამ, "ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ" მი­ი­ღო. იყო ვე­ნე­ცი­ის კო­მი­სი­ის ძა­ლი­ან არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო დას­კვნა... ამ ყვე­ლა­ფერ­მა სა­ჯა­რო სახე მი­ი­ღო იმ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის მხრი­დან, რო­მელ­თაც უშუ­ა­ლოდ აქვთ ჩა­ბა­რე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო-ამე­რი­კის, სა­ქარ­თვე­ლო-ევ­რო­კავ­ში­რის ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" პო­ლი­ტი­კურ­მა ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბამ ვერ მო­ა­ხერ­ხა მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის და­ლა­გე­ბა და ის, რომ და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა ისი­ნი მათ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა­ში, და­ერ­წმუ­ნე­ბი­ნა, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ოპო­ნენ­ტე­ბი ან­ტი­დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ძა­ლე­ბია

სა­ერ­თო ჯამ­ში, იქ­ნე­ბა ეს პო­ლი­ტი­კუ­რად მო­ტი­ვი­რე­ბუ­ლი - და­პა­ტიმ­რე­ბე­ბი, მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლა თუ სხვა, ჩვე­ნი მე­გობ­რე­ბის მიერ აღ­ქმუ­ლი იქნა, რომ "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბის თა­მა­ში სჭირ­დე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ, რომ მი­უ­ხე­და­ვად მისი და­ბა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მხარ­და­ჭე­რი­სა, 2020 წელს ერ­თპი­როვ­ნულ, ერ­თპარ­ტი­ულ მმარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მა­ში დარ­ჩეს, რაც ძა­ლი­ან შორ­საა ევ­რო­პუ­ლი დე­მოკ­რა­ტი­ის­გან და მე­ტად და მე­ტად სა­ხავს ე.წ. რუ­სუ­ლი ტი­პის მმარ­თვე­ლო­ბას, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მაა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის და და­სავ­ლე­თის­თვის.

20 ივ­ნი­სის მერე რაც არა­ო­ფი­ცი­ა­ლურ სა­უბ­რებ­ში ხში­რად ეს­მო­და "ქარ­თულ ოც­ნე­ბას", უკვე სა­ჯა­რო ხა­სი­ა­თი მი­ი­ღო და პირ­და­პი­რი იყო მი­თი­თე­ბა - იმის­თვის, რომ სა­ქარ­თვე­ლო დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მმ­მარ­თვე­ლო­ბის სის­ტე­მად დარ­ჩეს და არა რუ­სულ სა­ტე­ლი­ტად, კონ­კრე­ტუ­ლი ნა­ბი­ჯე­ბის გა­დად­გმაა სა­ჭი­რო: სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მა, ოპო­ნენ­ტე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, მე­დი­ა­ზე ზე­წო­ლის მოხ­სნა და სხვა, რაც პო­ლი­ტი­კურ პლუ­რა­ლიზ­მთა­ნა­აა და­კავ­ში­რე­ბუ­ლი. იყო ანაკ­ლი­ის პორ­ტის პრო­ექ­ტის ჩაგ­დე­ბაც, როცა ამე­რი­კე­ლე­ბის­თვის გან­სა­კუთ­რე­ბით გა­შიშ­ვლდა "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" გა­უ­გე­ბა­რი მიდ­გო­მა ამე­რი­კუ­ლი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის მი­მართ" - ხაზს უს­ვამს მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი AMBEBI.GE-სთან სა­უ­ბარ­ში.

ექ­სპერ­ტის თქმით, მთავ­რო­ბამ ვე­რა­ფე­რი და­უმ­ტკი­ცა კონ­გრეს­მე­ნებს, სე­ნა­ტო­რებს, ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებს, ამ ინ­სტი­ტუ­ტებს კი სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კა­ში სე­რი­ო­ზუ­ლი ბერ­კე­ტე­ბი აქვს.

"უბ­რა­ლოდ იტყუ­ე­ბი­ან, როცა საქ­მე ეხე­ბა ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს, რო­მე­ლიც აი­ღეს 8 მარ­ტის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბით. თუ ვერ შე­ას­რუ­ლეს, მე­ტად იქ­ნე­ბა სა­უ­ბა­რი ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბის­გან, რომ ესაა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის ერ­თპი­როვ­ნუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და არა­ნა­ირ პო­ლი­ტი­კურ პრო­ცეს­თან, კონ­სულ­ტა­ცი­ებ­თან თუ შე­დეგ­თან არ გვაქვს საქ­მე. ეს არის ის, რის შე­სა­ხე­ბაც ალ­ბათ, 2020-ის არ­ჩევ­ნე­ბამ­დე მეტს და მეტს გა­ვი­გებთ ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტი­დან და აშშ-დან.

ად­რე­სა­ტებს, რო­მელ­თაც "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" კრი­ტი­კით მი­მარ­თავს და მი­ა­ნიშ­ნებს, რომ ისი­ნი არ არი­ან სწო­რად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლე­ბი, ან არი­ან ოპო­ზი­ცი­უ­რი ძა­ლე­ბის მე­გობ­რე­ბი - კონ­გრესს, სე­ნატს, ევ­რო­პარ­ლა­მენტს, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი აქვს სა­გა­რეო პო­ლი­ტი­კის თვალ­საზ­რი­სით, რა­საც ჰქვია კონ­კრე­ტუ­ლი წერ­ტი­ლო­ვა­ნი სან­ქცი­ე­ბი, შე­ზღუდ­ვე­ბი და პრე­ცე­დენ­ტე­ბი პოსტსაბ­ჭო­უ­რი ქვეყ­ნე­ბი­დან.

ისე გა­მო­ვი­და, რომ „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა“ ქვეყ­ნის შიგ­ნით პო­ლი­ტი­კუ­რი ძა­ლე­ბის და ქვეყ­ნის გა­რე­თაც, მათ წი­ნა­აღ­მდე­გაა, ვინც სწო­რედ სა­ქარ­თვე­ლოს ეკო­ნო­მი­კუ­რი, ფი­ნან­სუ­რი, უსაფრ­თხო­ე­ბის თუ სხვა მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით ეხ­მა­რე­ბი­ან და რაც ჩვენს ქვე­ყა­ნას ძა­ლი­ან სჭირ­დე­ბა

აქ სა­უ­ბა­რი იქ­ნე­ბა და იყო კი­დე­ვაც, კონ­კრე­ტუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი, ფი­ნან­სუ­რი მხარ­და­ჭე­რის შე­ჩე­რე­ბა­ზე, შე­საძ­ლე­ბე­ლია იყოს სა­უ­ბა­რი კონ­კრე­ტუ­ლი პი­როვ­ნე­ბე­ბის, პო­ლი­ტი­კუ­რი ლი­დე­რე­ბის­თვის სან­ქცი­ე­ბის და­წე­სე­ბა­ზე, და რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, მე­ტად და მე­ტად ამო­ვა ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის თემა და მის მი­მართ ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა, თუ რო­გორ უნდა მოხ­დეს სან­ქცი­რე­ბა იმ პარ­ტი­ის ლი­დე­რის, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ქარ­თვე­ლო­ში დე­მოკ­რა­ტი­ულ გან­ვი­თა­რე­ბას ხელს უშ­ლის. სამ­წუ­ხა­როდ, უკვე ასე დად­გა სა­კი­თხი ჩვე­ნი ევ­რო­პე­ლი და ამე­რი­კე­ლი პარტნი­ო­რე­ბის მხრი­დან" - აცხა­დებს ვანო მა­ჭა­ვა­რი­ა­ნი.

ამე­რი­კის­მცოდ­ნე­ო­ბის ინ­სტი­ტუ­ტის ხელ­მძღვა­ნე­ლი, ვა­სილ კა­ჭა­რა­ვა კი ამ­ბობს, რომ კრი­ტი­კა ად­რეც იყო და ეს ჯან­სა­ღი პარტნი­ო­რო­ბის ნა­წი­ლია.

"ნელ-ნელა ვიზ­რდე­ბით და ვვი­თარ­დე­ბით, თუმ­ცა, მეტი პროგ­რე­სი გვინ­და ჩვენც და ჩვენს პარტნი­ო­რებ­საც. და­სავ­ლეთს დე­მოკ­რა­ტი­ულ სა­ხელ­მწი­ფოს­თან ურ­თი­ერ­თო­ბა უნდა, რად­გან ასე­თი სა­ხელ­მწი­ფო უფრო სან­დოა, მისი მოქ­მე­დე­ბის გან­სა­ზღვრა შე­იძ­ლე­ბა. ჩვე­ნი პარტნი­ო­რე­ბი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლე­ბი არი­ან, ჩვე­ნი დე­მოკ­რა­ტია კარ­გი და დახ­ვე­წი­ლი იყოს.

დადო პი­რო­ბა ბა­ტონ­მა ივა­ნიშ­ვილ­მა, მის­მა მთავ­რო­ბამ, ეს ლა­მა­ზად და დიდი ზარ-ზე­ი­მით მოხ­და. მერე უცებ, რამ­დე­ნი­მე თვე­ში, გა­მო­დის და მე მა­შინ მეჩ­ვე­ნე­ბო­და, რომ კარ­გი იყოო, მაგ­რამ ახლა ვგრძნობ, ასე არა­აო. 2-3 თვე­ში ასე­თი რა რე­ა­ლო­ბა და რა კონ­სტი­ტუ­ცია შე­იც­ვა­ლა? აქ პო­ლი­ტი­კურ ტრა­დი­ცი­ა­შია გან­სხვა­ვე­ბა. ჩვენ­თან პი­რო­ბის დარ­ღვე­ვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი ნორ­მაა, 30 წე­ლი­წა­დი ასე ხდე­ბო­და... თუმ­ცა, ქარ­თველ ხალ­ხს და­უ­დეს პი­რო­ბა და სა­ქარ­თვე­ლო­შიც, თუ ასე­თი აშ­კა­რად გა­მოკ­ვე­თი­ლი შე­თან­ხმე­ბე­ბი ირ­ღვე­ვა, პარტნი­ორ­საც უკვე სან­დო­ო­ბა ეკარ­გე­ბა შენ მი­მართ.

წე­რი­ლე­ბი ამე­რი­კე­ლი კონ­გრეს­მე­ნე­ბის­გან ად­რეც მო­დი­ო­და, არა მარ­ტო ივა­ნიშ­ვი­ლის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მი­მართ, სა­ა­კაშ­ვი­ლის დრო­საც, იქაც ხე­დავ­დნენ დარ­ღვე­ვას. ეს შე­უ­რა­ცხყო­ფად არ უნდა აღიქ­ვა, ეს ქვეყ­ნებს შო­რის პარტნი­ო­რო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბაა და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ამ­ბა­ვია

უბ­რა­ლოდ, კულ­მი­ნა­ცი­ამ­დე არ უნდა მი­იყ­ვა­ნო, თავი უხერ­ხულ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში არ უნდა ჩა­ი­ყე­ნო. მო­ლა­პა­რა­კე­ბის უამ­რა­ვი სა­შუ­ა­ლე­ბაა, იქ­ნე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი, გა­ზე­თე­ბის, წე­რი­ლე­ბის თუ კუ­ლუ­ა­რუ­ლი სა­ხით, გვყავს ელჩი, დიპ­ლო­მა­ტე­ბი ჩა­დი­ან და მო­დი­ან და ა.შ. მგო­ნი, გა­ცი­ლე­ბით მარ­ტი­ვად შე­იძ­ლე­ბო­და პრობ­ლე­მის გა­და­წყვე­ტა.

ეს მთავ­რო­ბა დღე­საა, ხვალ სხვა მთავ­რო­ბა იქ­ნე­ბა, მაგ­რამ რა­ღაც ნე­გა­ტი­უ­რი იმი­ჯი, რაც ქვე­ყა­ნა­ზე რჩე­ბა, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის­თვის არა­ს­ა­სი­ა­მოვ­ნო და ცუ­დია. ოპო­ზი­ცი­ის მდგო­მა­რე­ო­ბა კი ყო­ველ­თვის უფრო მარ­ტი­ვია, კრი­ტი­კა გა­ცი­ლე­ბით ად­ვი­ლია. ხში­რად ემ­თხვე­ვა - ჩვე­ნი ოპო­ზი­ცი­ი­სა და და­სავ­ლე­თე­ლი მო­კავ­ში­რე­ე­ბის პო­ზი­ცია ერ­თმა­ნეთ­თან ახ­ლო­საა უფრო, მაგ­რამ ყო­ველ­თვის ასე არ არის, მთავ­რო­ბას­თა­ნაც კარ­გად თა­ნამ­შრომ­ლობს და­სავ­ლე­თი.

სა­ქარ­თვე­ლო არც ერთ პარ­ტი­ას არ ეკუთ­ვნის, ყვე­ლა პო­ლი­ტი­კოს­მა უნდა გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს, რომ სა­ქარ­თვე­ლოს წარ­მო­ად­გენს. ეს უჭირთ - ადა­მი­ა­ნი სა­ვარ­ძელ­ში რომ ჩაჯ­დე­ბა, მერე თა­ვი­სი თავი ჰგო­ნია ყვე­ლა და ყვე­ლა­ფე­რი" - აღ­ნიშ­ნავს კა­ჭა­რა­ვა.

მკითხველის კომენტარები / 129 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
levani
0

opozicias, daemuqret borinkas or monas hsss ministrs da uhihroebisas da mortheba kvelaferiiiii

Giorgi sixarulidze
135

მთავარი არის ქართველი ხალხი და არა დასავლეთი და ჩრდილოეთი ! ქართველი ხალხი გადაწყვეტს საქართველოს მომავალს !

ავტორი:

რას მიიღებს "ქართული ოცნება" დასავლეთთან ურჩობით?

რას მიიღებს "ქართული ოცნება" დასავლეთთან ურჩობით?

ბოლო თვეებია, საქართველოს ხელისუფლება დასავლელი პარტნიორების კრიტიკის ობიექტი რამდენჯერმე გახდა. კონგრესმენებისა და სენატორების წერილებმა, "ტვიტერზე" გამოქვეყნებულმა განცხადებებმა და ევროპარლამენტში გაკეთებულმა კომენტარებმა მძაფრი ხასიათი შეიძინა.

კონკრეტულად, რა იყო ის გარდამტეხი მომენტები, რამაც დასავლეთს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მსგავსი კრიტიკისკენ უბიძგა და როგორი შეიძლება იყოს პარტნიორების პასუხი, თუ საქართველოს ხელისუფლება მომავალშიც ვერ დაიმსახურებს დასავლეთის მოწონებას? - ამის შესახებ AMBEBI.GE-მ პოზიციის, ოპოზიციისა და ექსპერტების აზრი მოისმინა.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, სალომე სამადაშვილის მოსაზრებით, დასავლეთთან ურთიერთობაში "ქართული ოცნებისთვის" ყველაზე დამაზიანებელი, ჯერ კიდევ 20 ივნისამდე, საპრეზიდენტო არჩევნები და საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესი იყო.

"არჩევნებზე ხელისუფლებამ აჩვენა საკუთარი სახე. შეფასებებები ბევრად კრიტიკული და მძაფრი იყო დახურულ კადრს მიღმა, ვიდრე ის, რაც ოფიციალურ ანგარიშებში დაიწერა. ვფიქრობ, ეს არჩევნები ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის სიგნალი იყო, რომ საქმე აქვთ ხელისუფლებასთან, რომელიც მზადაა, დემოკრატიული პროცესის ხარჯზე დარჩეს ძალაუფლებაში.

საკონსტიტუციო პროცესს რაც შეეხება, მრავალი მოწოდების მიუხედავად, ქვეყანა შემდეგი საპარლამენტო არჩევნებისთვის გადასულიყო პროპორციულ სისტემაზე, იგნორირება მოხდა როგორც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების, ასევე, ქვეყნის ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების პოზიციების.

შემდეგ 20 ივნისი იყო, რასაც პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება მოჰყვა და აქ უკვე ჩვენი დასავლელი პარტნიორები ბიძინა ივანიშვილმა მოატყუა - ამან საბოლოოდ ჩამოშალა მის მიმართ ნდობა. პარალელურ რეჟიმში სხვა რაღაცებიც მოქმედებდა დასავლეთის განწყობაზე - ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა, რაც დასავლეთის გეოპოლიტიკურ ინტერესებზე უარის თქმა იყო რუსეთის სასარგებლოდ, და სხვა.

ასევე, ივანიშვილის გუნდი ფაქტობრივად, ყველა ადამიანმა დატოვა, რომელსაც ნდობის ხარისხი ჰქონდა დასავლეთში, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც გიორგი კვირიკაშვილი გადააყენეს პერმიერის თანამდებობიდან და მერე ვნახეთ, რომ პროპორციულ სისტემაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ფაქტობრივად, ყველამ, ვინც "ქართულ ოცნებას" წარმოადგენდა საერთაშორისო ურთიერთობებში, დატოვა პარტია", - აცხადებს სამადაშვილი.

როგორ შეძლებს "ქართული ოცნების" ხელისუფლება დასავლეთის ნდობის დაბრუნებას? - "ნაცმოძრაობის" წევრის მოსაზრებით, დადებითი შედეგებისთვის შანსი რჩება, თუმცა, მის მისაღწევად რამდენიმე ნაბიჯის გადადგმაა საჭირო.

"დღეს თუ ივანიშვილს სურს, არჩევნებამდე მაინც არ დასრულდეს მის მიმართ ნდობა დასავლეთის მხრიდან, ერთადერთი გზა გიორგი რურუას გათავისუფლება, საკონსტიტუციო ცვლილების მიღება და შემდეგ, საარჩევნო პროცესის შესახებ ეუთოს ყველა რეკომენდაციის გათვალისწინებაა.

მომხდარი მოვლენების დამაზიანებელი შედეგი ისაა, რომ ფაქტობრივად, თაროზე შემოიდო საქართველოსა და ევროკავშირს და საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობებში წინსვლა. შემდეგ არჩევნებამდე არანაირი პროგრესი არ გვექნება, მსოფლიო ჩვენი მხრიდან იმის დემონსტრირებას ელოდება, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. ზარალდება და უკვე დაზარალდა დასავლეთში ინტეგრაციის პროცესი.

მეორე - საფრთხე ექმნება დახმარებას, რომელიც სასიცოცხლოდ სჭირდებათ ჩვენს სოციალურად უმძიმეს ვითარებაში მყოფ მოქალაქეებს. ამ დახმარებებს დასავლეთი ავტოკრატიული რეჟიმის არსებობის პირობებში არ გასცემს

რაც შეეხება ივანიშვილს და მისი რეჟიმის წარმომადგენლებთან დასავლეთის ურთიერთობას, აშშ-ში გლობალური "მაგნიტსკის აქტი" პერსონალიზირებული სანქციების დაწესებას ითვალისწინებს იმ პირებისთვის, ვინც დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებს საფრთხეს უქმნის. იგივე ჩანაწერია ევროკავშირის დამაარსებელი ხელშეკრულების მე-11 მუხლში, თავად ევროკავშირიც მუშაობს "მაგნიტსკის აქტის" მსგავსი საკანონმდებლო აქტის მიღებაზე უახლოეს მომავალში, და დასავლეთის მხრიდან წნეხი, რომლის ქვეშაც ივანიშვილი და ის ხალხი აღმოჩნდება, ვინც ქვეყანაში დემოკრატიული პროცესის შეჩერებაში მიიღებს მონაწილეობას, უმძიმესი იქნება. ვიცით, როგორ გაგრძელდა მაგალითად, იანუკოვიჩის ბედი და აქედან შესაბამისი დასკვნები უნდა გამოიტანონ“, - აღნიშნავს სამადაშვილი.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი AMBEBI.GE-სთან საუბარში განმარტავს, რომ დასავლეთთან ურთიერთობის კონტექსტში რამდენიმე ფაქტორია გასათვალისწინებელი. მისი თქმით, კრიტიკა ცალკეულ საკითხებს მოიცავს და მთლიანად, პარტნიორობისა და ურთიერთობების კონტექსტში არ უნდა განიხილებოდეს.

"2012 წლიდან მოყოლებული, აშშ-სა თუ ევროკავშირის ქვეყნების ადმინისტრაციებთან ორმხრივ თუ მრავალმხრივ ურთიერთობებში პარტნიორობა ეფექტური და პროგრესირებადია. ეს ფაქტი არანაირ ეჭვს არ იწვევს. კონგრესმენების და ევროპარლამენტარების კრიტიკა, კონკრეტულ პერიოდში, არჩევნებთან დაკავშირებულ თემებს ეხება და ერთობლივი მუშაობით მოგვარებადია, როგორც ეს მოხდა საკონსტიტუციო ცვლილებების საკითხებთან დაკავშირებით

არაა მართებული, ჩვენი ამერიკელი და ევროპელი კოლეგების წერილებში წამოწეული უთანხმოებები ქართულ-დასავლური ურთიერთობების კონტექსტში განიხილებოდეს

საქართველოს წინა ხელისუფლების პოლიტიკური გუნდი ამჟამად ორ ბანაკადაა გაყოფილი, თუმცა, მათ საერთო პლატფორმა და დასავლურ პოლიტიკურ სტრუქტურებში კარგად ჩამოყალიბებული ურთიერთობები აქვთ. განსაკუთრებით თვალსაჩინოა ევროპარლამენტში უმრავლესობის მქონე სახალხო პარტიასთან სამოკავშირეო ურთიერთობა. მიუხედავად ამისა, საქართველოს პარლამენტში მომავალი არჩევნებისას ეს ფაქტორი ვერ იქნება მათი წარმატების წინაპირობა.

როდესაც პარტნიორი ქვეყნები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ოპონენტთა შორის უთანხმოების მოგვარების პროცესში ჩაერთვნენ, მათი მიზანი არ ყოფილა "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტური გაერთიანების მხარდაჭერა. მათ პრაგმატულ ინტერესს ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება წარმოადგენს.

დიახ, 8 მარტის შეთანხმების ერთი ნაწილი განსხვავებულად იქნა ინტერპრეტირებული, თუმცა, სამართლებრივი დავის საგანი (არიან თუ არა უგულავა და ოქრუაშვილი დამნაშავეები ან პოლიტპატიმრები), დღის წესრიგიდან მოხსნა პრეზიდენტის მიერ გამოცემულმა შეწყალების აქტმა, თუმცა არავის გაუუქმებია სასამართლოს გადაწყვეტილება მათი ბრალეულობის შესახებ

რურუას საკითხის განხილვა სასამართლოში კვლავ გრძელდება და გადაწყვეტილება მტკიცებულებების შეფასების საფუძველზე მიიღება. "ნაცსატელიტური" გაერთიანება კი მოითხოვს, ხელისუფლებამ სასამართლოს მისცეს ბრალდებულის განთავისუფლების მითითება, რაც აბსურდია. ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენი ოპონენტების მიზანია, არ მოხდეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებული შეთანხმების რეალიზაცია" - აცხადებს ვოლსკი.

რაც შეეხება დასავლეთის მხრიდან სანქციების დაწესების შესაძლებლობას, ვიცე-სპიკერი თვლის, რომ ეს მხოლოდ მათი გუნდის ოპონენტების ოცნებაა.

უშიშროების საბჭოს მდივნის ყოფილი მოადგილე, ექსპერტი ვანო მაჭავარიანი მიიჩნევს, რომ დასავლეთის მხრიდან საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი კითხვები და კრიტიკა საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით გაჩნდა:

"საქართველოს აშშ-სთან სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტია აკავშირებს, რომელშიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი დემოკრატიული განვითარების მიმართულებაა. საქართველოს ვალდებულებები აქვს აღებული, როგორც ევროპის ასოცირებულ წევრს, და კონკრეტული მიმართულებაა დემოკრატიული მმართველობა, მართლმსაჯულება...

დასავლეთს, როგორც ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, არაერთი გაფრთხილება მოუცია, ეს რომელიც როგორც წესი, კულუარებს მიღმა ხდება - პირად შეხვედრებში, ოფიციალური ვიზიტების დროს. გაფრთხილებები იყო განსაკუთრებით ბოლო წლის განმავლობაში, როცა მოხდა პროპორციული სისტემის ჩაგდება, მანამდე - საკონსტიტუციო რეფორმაც, რომელიც მხოლოდ ერთმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ" მიიღო. იყო ვენეციის კომისიის ძალიან არასასიამოვნო დასკვნა... ამ ყველაფერმა საჯარო სახე მიიღო იმ პოლიტიკოსების მხრიდან, რომელთაც უშუალოდ აქვთ ჩაბარებული საქართველო-ამერიკის, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები.

"ქართული ოცნების" პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ ვერ მოახერხა მათთან ურთიერთობის დალაგება და ის, რომ დაერწმუნებინა ისინი მათ დემოკრატიულობაში, დაერწმუნებინა, რომ „ქართული ოცნების“ ოპონენტები ანტიდემოკრატიული ძალებია

საერთო ჯამში, იქნება ეს პოლიტიკურად მოტივირებული - დაპატიმრებები, მედიაზე ზეწოლა თუ სხვა, ჩვენი მეგობრების მიერ აღქმული იქნა, რომ "ქართულ ოცნებას" დემოკრატიულობის თამაში სჭირდება მხოლოდ იმიტომ, რომ მიუხედავად მისი დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერისა, 2020 წელს ერთპიროვნულ, ერთპარტიულ მმართველობის სისტემაში დარჩეს, რაც ძალიან შორსაა ევროპული დემოკრატიისგან და მეტად და მეტად სახავს ე.წ. რუსული ტიპის მმართველობას, რომელიც პრობლემაა საქართველოს საზოგადოებისთვის და დასავლეთისთვის.

20 ივნისის მერე რაც არაოფიციალურ საუბრებში ხშირად ესმოდა "ქართულ ოცნებას", უკვე საჯარო ხასიათი მიიღო და პირდაპირი იყო მითითება - იმისთვის, რომ საქართველო დემოკრატიული მმმართველობის სისტემად დარჩეს და არა რუსულ სატელიტად, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმაა საჭირო: საარჩევნო სისტემა, ოპონენტების მიმართ დამოკიდებულება, მედიაზე ზეწოლის მოხსნა და სხვა, რაც პოლიტიკურ პლურალიზმთანააა დაკავშირებული. იყო ანაკლიის პორტის პროექტის ჩაგდებაც, როცა ამერიკელებისთვის განსაკუთრებით გაშიშვლდა "ქართული ოცნების" გაუგებარი მიდგომა ამერიკული ინვესტიციების მიმართ" - ხაზს უსვამს მაჭავარიანი AMBEBI.GE-სთან საუბარში.

ექსპერტის თქმით, მთავრობამ ვერაფერი დაუმტკიცა კონგრესმენებს, სენატორებს, ევროპარლამენტარებს, ამ ინსტიტუტებს კი საგარეო პოლიტიკაში სერიოზული ბერკეტები აქვს.

"უბრალოდ იტყუებიან, როცა საქმე ეხება ვალდებულებებს, რომელიც აიღეს 8 მარტის ხელშეკრულებით. თუ ვერ შეასრულეს, მეტად იქნება საუბარი ჩვენი პარტნიორებისგან, რომ ესაა ბიძინა ივანიშვილის ერთპიროვნული გადაწყვეტილებები და არანაირ პოლიტიკურ პროცესთან, კონსულტაციებთან თუ შედეგთან არ გვაქვს საქმე. ეს არის ის, რის შესახებაც ალბათ, 2020-ის არჩევნებამდე მეტს და მეტს გავიგებთ ევროპარლამენტიდან და აშშ-დან.

ადრესატებს, რომელთაც "ქართული ოცნება" კრიტიკით მიმართავს და მიანიშნებს, რომ ისინი არ არიან სწორად ინფორმირებულები, ან არიან ოპოზიციური ძალების მეგობრები - კონგრესს, სენატს, ევროპარლამენტს, ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები აქვს საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით, რასაც ჰქვია კონკრეტული წერტილოვანი სანქციები, შეზღუდვები და პრეცედენტები პოსტსაბჭოური ქვეყნებიდან.

ისე გამოვიდა, რომ „ქართული ოცნება“ ქვეყნის შიგნით პოლიტიკური ძალების და ქვეყნის გარეთაც, მათ წინააღმდეგაა, ვინც სწორედ საქართველოს ეკონომიკური, ფინანსური, უსაფრთხოების თუ სხვა მიმართულებებით ეხმარებიან და რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება

აქ საუბარი იქნება და იყო კიდევაც, კონკრეტული ეკონომიკური, ფინანსური მხარდაჭერის შეჩერებაზე, შესაძლებელია იყოს საუბარი კონკრეტული პიროვნებების, პოლიტიკური ლიდერებისთვის სანქციების დაწესებაზე, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მეტად და მეტად ამოვა ბიძინა ივანიშვილის თემა და მის მიმართ ძალიან კონკრეტული გეგმა, თუ როგორ უნდა მოხდეს სანქცირება იმ პარტიის ლიდერის, რომელიც ფაქტობრივად, საქართველოში დემოკრატიულ განვითარებას ხელს უშლის. სამწუხაროდ, უკვე ასე დადგა საკითხი ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მხრიდან" - აცხადებს ვანო მაჭავარიანი.

ამერიკისმცოდნეობის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, ვასილ კაჭარავა კი ამბობს, რომ კრიტიკა ადრეც იყო და ეს ჯანსაღი პარტნიორობის ნაწილია.

"ნელ-ნელა ვიზრდებით და ვვითარდებით, თუმცა, მეტი პროგრესი გვინდა ჩვენც და ჩვენს პარტნიორებსაც. დასავლეთს დემოკრატიულ სახელმწიფოსთან ურთიერთობა უნდა, რადგან ასეთი სახელმწიფო უფრო სანდოა, მისი მოქმედების განსაზღვრა შეიძლება. ჩვენი პარტნიორები დაინტერესებულები არიან, ჩვენი დემოკრატია კარგი და დახვეწილი იყოს.

დადო პირობა ბატონმა ივანიშვილმა, მისმა მთავრობამ, ეს ლამაზად და დიდი ზარ-ზეიმით მოხდა. მერე უცებ, რამდენიმე თვეში, გამოდის და მე მაშინ მეჩვენებოდა, რომ კარგი იყოო, მაგრამ ახლა ვგრძნობ, ასე არააო. 2-3 თვეში ასეთი რა რეალობა და რა კონსტიტუცია შეიცვალა? აქ პოლიტიკურ ტრადიციაშია განსხვავება. ჩვენთან პირობის დარღვევა ჩვეულებრივი პოლიტიკური ნორმაა, 30 წელიწადი ასე ხდებოდა... თუმცა, ქართველ ხალხს დაუდეს პირობა და საქართველოშიც, თუ ასეთი აშკარად გამოკვეთილი შეთანხმებები ირღვევა, პარტნიორსაც უკვე სანდოობა ეკარგება შენ მიმართ.

წერილები ამერიკელი კონგრესმენებისგან ადრეც მოდიოდა, არა მარტო ივანიშვილის ადმინისტრაციის მიმართ, სააკაშვილის დროსაც, იქაც ხედავდნენ დარღვევას. ეს შეურაცხყოფად არ უნდა აღიქვა, ეს ქვეყნებს შორის პარტნიორობის გაუმჯობესების შესაძლებლობაა და ჩვეულებრივი ამბავია

უბრალოდ, კულმინაციამდე არ უნდა მიიყვანო, თავი უხერხულ მდგომარეობაში არ უნდა ჩაიყენო. მოლაპარაკების უამრავი საშუალებაა, იქნება ოფიციალური, გაზეთების, წერილების თუ კულუარული სახით, გვყავს ელჩი, დიპლომატები ჩადიან და მოდიან და ა.შ. მგონი, გაცილებით მარტივად შეიძლებოდა პრობლემის გადაწყვეტა.

ეს მთავრობა დღესაა, ხვალ სხვა მთავრობა იქნება, მაგრამ რაღაც ნეგატიური იმიჯი, რაც ქვეყანაზე რჩება, ყველა ჩვენგანისთვის არასასიამოვნო და ცუდია. ოპოზიციის მდგომარეობა კი ყოველთვის უფრო მარტივია, კრიტიკა გაცილებით ადვილია. ხშირად ემთხვევა - ჩვენი ოპოზიციისა და დასავლეთელი მოკავშირეების პოზიცია ერთმანეთთან ახლოსაა უფრო, მაგრამ ყოველთვის ასე არ არის, მთავრობასთანაც კარგად თანამშრომლობს დასავლეთი.

საქართველო არც ერთ პარტიას არ ეკუთვნის, ყველა პოლიტიკოსმა უნდა გაითვალისწინოს, რომ საქართველოს წარმოადგენს. ეს უჭირთ - ადამიანი სავარძელში რომ ჩაჯდება, მერე თავისი თავი ჰგონია ყველა და ყველაფერი" - აღნიშნავს კაჭარავა.