სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მინდა ვუთხრა პატრულის ამ თანამშრომელს, დოქსოპულო, შენ დედა გყავს?!"- რა შეემთხვა თბილისის აეროპორტში გიული ალასანიას, რომელიც ამჟამად კარანტინშია
"მინდა ვუთხრა პატრულის ამ თანამშრომელს, დოქსოპულო, შენ დედა გყავს?!"- რა შეემთხვა თბილისის აეროპორტში გიული ალასანიას, რომელიც ამჟამად კარანტინშია

სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტის მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის დედა გი­უ­ლი ალა­სა­ნია, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე დღის წინ უკ­რა­ი­ნი­დან დაბ­რუნ­და, ამ­ჟა­მად კა­რან­ტინ­ში იმ­ყო­ფე­ბა. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცე­ლე­ბულ ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს.

მისი ინ­ფორ­მა­ცი­ით, კა­რან­ტინ­ში გა­დაყ­ვა­ნამ­დე გი­უ­ლი ალა­სა­ნი­ას ინ­ცი­დენ­ტი შე­ემ­თხვა თბი­ლი­სის აე­რო­პორ­ტში, რის გა­მოც სა­ქარ­თვე­ლოს მე­სა­მე პრე­ზი­დენ­ტი სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას აკ­რი­ტი­კებს.

"მინ­და გა­გი­ზი­ა­როთ ერთი ის­ტო­რია. არა­სო­დეს მი­წუ­წუ­ნია ოჯა­ხურ სა­კი­თხებ­ზე, მაგ­რამ ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ ჩემი ოჯა­ხის წევ­რს, ზო­გა­დად - ბევრ ქარ­თველს.

რამ­დე­ნი­მე დღის წინ დე­და­ჩე­მი უკ­რა­ი­ნი­დან ჩაფ­რინ­და თბი­ლის­ში. ფრე­ნის დროს ძა­ლი­ან მაღ­ლა აუ­ვი­და წნე­ვა, პა­ტა­რა გოგო აღარ არის... აე­რო­პორ­ტში რომ გა­მო­ვი­და, უთხრეს, რომ ჯდე­ბით ავ­ტო­ბუს­ში და მიგ­ვყავ­ხართ კა­ხეთ­შიო. ამ დროს იყო ძა­ლი­ან ცუ­დად. და­მი­რე­კა, ვერ ვლა­პა­რა­კო­ბო და რა­ღაც­ნა­ი­რად უნდა უთხრაო, რომ კა­ხე­თამ­დე ვერ ჩა­ვაღ­წე­ვო.

ამ დროს მეს­მის, რომ ეუბ­ნე­ბი­ან, გა­ი­ა­რეთ ქალ­ბა­ტო­ნოო... მი­თხრა, რომ პატ­რუ­ლის თა­ნამ­შრო­მე­ლი იყო იქ. ვუ­თხა­რი, რომ გა­და­ე­ცი მას ტე­ლე­ფო­ნი და მე ავუხ­სნი, რაც ხდე­ბა­თქო. აწ­ვდის ყურ­მილს, რომ ჩემი შვი­ლი აგიხ­სნით ყვე­ლა­ფერ­სო... ის პა­სუ­ხობს, მჭა­ხე ხმით - არ მაქვს უფ­ლე­ბა, ვინ­მეს და­ვე­ლა­პა­რა­კო, გა­ი­ა­რეთ და ჩა­ჯე­ქით ავ­ტო­ბუს­შიო.

მე მინ­და ვუ­თხრა ამ პატ­რულს, სხვა­თა­შო­რის მისი სა­ხე­ლი და გვა­რი ვიცი, დოქ­სო­პუ­ლო, შენ დედა გყავს სა­ერ­თოდ?! ასე ეპყრო­ბით მო­ქა­ლა­ქე­ებს?

ამის შემ­დეგ დე­და­ჩემ­მა უთხრა, რომ ვერ წა­ვალ კა­ხეთ­შიო და გა­მო­ი­ძა­ხეთ სას­წრა­ფოო. სას­წრა­ფო ერთი სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში არ მო­ვი­და აე­რო­პორ­ტში. კა­ხეთ­ში ვე­ღარ წა­იყ­ვა­ნეს, რად­გან ვერ დგე­ბო­და ფეხ­ზე. შემ­დეგ მე­გო­ბარ­მა მი­ა­წო­და წამ­ლე­ბი და მო­ეხ­სნა წნე­ვა. შემ­დეგ გა­და­იყ­ვა­ნეს თბი­ლის­ში სას­ტუმ­რო­ში, სა­დაც კარ­გი ხალ­ხი შეხ­ვდა და ახლა არის კა­რან­ტინ­ში.

მე მინ­და ვკი­თხო ყვე­ლას, ივა­ნიშ­ვი­ლის შვი­ლი უტა რომ ჩა­მო­ვი­და და პირ­და­პირ სახ­ლში რომ გა­უშ­ვეს, დე­და­ჩე­მი და ყვე­ლა სხვა მე­ო­რე­ხა­რის­ხო­ვა­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი არი­ან და უტას ეკუთ­ვნის და გი­უ­ლის და სხვებს - არა?! " - ამ­ბობს სა­ა­კაშ­ვი­ლი ვი­დე­ო­მი­მარ­თვა­ში.

00:00 / 00:00
მკითხველის კომენტარები / 58 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანა
103

პატრულის სახელი და გვარი რომ იცით,ეს მუქარაა თუ როგორ გავიგოთ?

გიგი
179

დოქსოს კი ჰყავს დედაც და დეიდაც,

მაგრამ შენ ვინა გყავს შე უდღეურო?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"მინდა ვუთხრა პატრულის ამ თანამშრომელს, დოქსოპულო, შენ დედა გყავს?!"- რა შეემთხვა თბილისის აეროპორტში გიული ალასანიას, რომელიც ამჟამად კარანტინშია

"მინდა ვუთხრა პატრულის ამ თანამშრომელს, დოქსოპულო, შენ დედა გყავს?!"- რა შეემთხვა თბილისის აეროპორტში გიული ალასანიას, რომელიც ამჟამად კარანტინშია

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინიდან დაბრუნდა, ამჟამად კარანტინში იმყოფება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში სააკაშვილი ამბობს.

მისი ინფორმაციით, კარანტინში გადაყვანამდე გიული ალასანიას ინციდენტი შეემთხვა თბილისის აეროპორტში, რის გამოც საქართველოს მესამე პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს.

"მინდა გაგიზიაროთ ერთი ისტორია. არასოდეს მიწუწუნია ოჯახურ საკითხებზე, მაგრამ ეს ეხება არა მხოლოდ ჩემი ოჯახის წევრს, ზოგადად - ბევრ ქართველს.

რამდენიმე დღის წინ დედაჩემი უკრაინიდან ჩაფრინდა თბილისში. ფრენის დროს ძალიან მაღლა აუვიდა წნევა, პატარა გოგო აღარ არის... აეროპორტში რომ გამოვიდა, უთხრეს, რომ ჯდებით ავტობუსში და მიგვყავხართ კახეთშიო. ამ დროს იყო ძალიან ცუდად. დამირეკა, ვერ ვლაპარაკობო და რაღაცნაირად უნდა უთხრაო, რომ კახეთამდე ვერ ჩავაღწევო.

ამ დროს მესმის, რომ ეუბნებიან, გაიარეთ ქალბატონოო... მითხრა, რომ პატრულის თანამშრომელი იყო იქ. ვუთხარი, რომ გადაეცი მას ტელეფონი და მე ავუხსნი, რაც ხდებათქო. აწვდის ყურმილს, რომ ჩემი შვილი აგიხსნით ყველაფერსო... ის პასუხობს, მჭახე ხმით - არ მაქვს უფლება, ვინმეს დაველაპარაკო, გაიარეთ და ჩაჯექით ავტობუსშიო.

მე მინდა ვუთხრა ამ პატრულს, სხვათაშორის მისი სახელი და გვარი ვიცი, დოქსოპულო, შენ დედა გყავს საერთოდ?! ასე ეპყრობით მოქალაქეებს?

ამის შემდეგ დედაჩემმა უთხრა, რომ ვერ წავალ კახეთშიო და გამოიძახეთ სასწრაფოო. სასწრაფო ერთი საათის განმავლობაში არ მოვიდა აეროპორტში. კახეთში ვეღარ წაიყვანეს, რადგან ვერ დგებოდა ფეხზე. შემდეგ მეგობარმა მიაწოდა წამლები და მოეხსნა წნევა. შემდეგ გადაიყვანეს თბილისში სასტუმროში, სადაც კარგი ხალხი შეხვდა და ახლა არის კარანტინში.

მე მინდა ვკითხო ყველას, ივანიშვილის შვილი უტა რომ ჩამოვიდა და პირდაპირ სახლში რომ გაუშვეს, დედაჩემი და ყველა სხვა მეორეხარისხოვანი მოქალაქეები არიან და უტას ეკუთვნის და გიულის და სხვებს - არა?! " - ამბობს სააკაშვილი ვიდეომიმართვაში.

რა უნდა ვიცოდეთ ონკო-გინეკოლოგიურ დაავადებებზე?

26 წლის ანა ოსეფაშვილს, რომელიც ავთვისებიან სარკომას ებრძვის, საზოგადოების დახმარება სჭირდება

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა - "გამოჯანმრთელდა 20 ადამიანი"