სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქართველი ავტორების 3 ახალი წიგნი უკვე „ბიბლუსის“ მაღაზიათა თაროებზე
ქართველი ავტორების 3 ახალი წიგნი უკვე „ბიბლუსის“ მაღაზიათა თაროებზე

„ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ე­ბი გა­იხ­სნა და მკი­თხველს უკვე აქვს შე­საძ­ლებ­ლო­ბა, გა­ეც­ნოს მის­თვის სა­სურ­ველ ახალ ლი­ტე­რა­ტუ­რას. მათ შო­რის, იმ ახალ გა­მო­ცე­მებ­საც, რომ­ლის შე­ძე­ნაც, ბოლო პე­რი­ოდ­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის გამო, ვერ ხერ­ხდე­ბო­და.

გთა­ვა­ზობთ ქარ­თვე­ლი ავ­ტო­რე­ბის სამ ახალ წიგნს, რომ­ლე­ბიც, შე­საძ­ლოა, მხედ­ვე­ლო­ბი­დან გა­მოგრჩათ:

ელის დოჯ­სო­ნი - „ამ მთი­სა და იმ ბა­რი­სა“

ელის დოჯ­სო­ნი, ლი­ტე­რა­ტუ­რუ­ლი კონ­კურ­სის „გახ­დი ბესტსე­ლე­რის ავ­ტო­რი 2017-ის“ ფარ­გლებ­ში, ჟი­უ­რის რჩე­უ­ლი გახ­და.

„ამ მთი­სა და იმ ბა­რი­სა“ ელი­სის რი­გით მე­სა­მე რო­მა­ნია.

„ეს წიგ­ნი არის იმა­ზე, თუ რო­გორ უნდა შე­ვიყ­ვა­როთ სა­კუ­თა­რი თავი. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ბევრ ადა­მი­ანს სხვა თვა­ლით და­ა­ნახ­ვებს, თუნ­დაც, მის „ტოქ­სი­კურ“ ურ­თი­ერ­თო­ბებ­სა და სა­კუ­თარ თავს“, - ელის დოჯ­სო­ნი.

სიყ­ვა­რულ­ში იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლი ახალ­გაზ­რდა ქალი დიდ ტკი­ვილ­სა და დიდი ქა­ლა­ქის აურ­ზა­ურს მთა­ში გა­ურ­ბის, სა­დაც უჩ­ვე­უ­ლო სი­წყნა­რეს, სი­ლა­მა­ზეს და მი­ტო­ვე­ბუ­ლი სოფ­ლის ლან­დებს აფა­რებს თავს. სწო­რედ აქ, მი­თე­ბი­სა და ლე­გენ­დე­ბის სა­უფ­ლო­ში, მის­ტი­კი­სა და რე­ა­ლო­ბის, წარ­სუ­ლი­სა და აწ­მყოს მიჯ­ნა­ზე, აღა­თოს ამ­ბებ­ში პო­უ­ლობს შვე­ბას, სა­კუ­თარ თავს და დიდ სიყ­ვა­რულს...

წიგნ­ში ავ­ტო­რი ხევ­სუ­რულ დი­ა­ლექტს იყე­ნებს, ტექ­სტი გა­მარ­თა და და­ა­მუ­შა­ვა ლი­ტე­რა­ტორ­მა ამი­რან არა­ბულ­მა.

„ელის დოჯ­სო­ნის ამ ნა­წარ­მო­ებ­მა ჩემს ხელ­ში გა­ი­ა­რა და შე­სა­ნიშ­ნა­ვი წიგ­ნია. ავ­ტო­რის წე­რის მა­ნე­რა და აზ­როვ­ნე­ბა აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, ორი­გი­ნა­ლუ­რია, არ არის მა­სობ­რი­ვი და ჩვე­უ­ლებ­რი­ვი, ყო­ველ­დღი­უ­რი. ჩვენ ძა­ლი­ან კარგ ნა­წარ­მო­ებ­თან გვე­ლის შეხ­ვედ­რა, წიგნ­თან, რო­მე­ლიც ბევრ რა­მეს შეგ­ვახ­სე­ნებს და ახ­ლე­ბუ­რად, სხვა­ნა­ი­რად ჩაგ­ვა­ხე­დებს“, - ამი­რან არა­ბუ­ლი.

მა­რი­ამ ხუ­ცუ­რა­უ­ლი - „მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით“

მა­რი­ამ ხუ­ცუ­რა­უ­ლის ლექ­სე­ბი პირ­ვე­ლად გა­მოქ­ვეყ­ნდა ჟურ­ნალ „ლი­ტე­რა­ტუ­რულ პა­ლიტ­რა­ში“ 2009 წელს და მას შემ­დეგ მისი ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი ხში­რად იბე­ჭე­დე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა ლი­ტე­რა­ტუ­რულ ჟურ­ნალ-გა­ზე­თებ­ში. გა­მო­ცე­მუ­ლი აქვს შვი­დი პო­ე­ტუ­რი და პრო­ზა­უ­ლი კრე­ბუ­ლი.

მა­რი­ამ ხუ­ცუ­რა­ულ­მა 2011 წელს და­ა­არ­სა პოეტ ქალ­თა ლი­ტე­რა­ტუ­ლი კონ­კურ­სი „ხვა­რამ­ზე­ო­ბა“ და მას შემ­დეგ არის მისი უც­ვლე­ლი ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი.

მის ახალ წიგნ­ში „მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით“ (ბე­ბოს ნამ­ზით­ვი ქვა­ბის ამ­ბე­ბი) შეხ­ვდე­ბით “პილ­პილ-მა­რი­ლით” გემ­რი­ე­ლად შე­ზა­ვე­ბულ ამ­ბებს მა­მუ­ლის სიყ­ვა­რულ­ზე, დე­დაშ­ვი­ლო­ბა­ზე, დაძ­მო­ბა­ზე, მე­გობ­რო­ბა­ზე, ნა­თე­სა­ო­ბა­ზე, ნაც­ნო­ბო­ბა­სა და მე­ზობ­ლო­ბა­ზე. აქ არის ამ­ბე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ზე... და იმა­ზე, რომ ყვე­ლა­ზე გემ­რი­ე­ლი კერ­ძე­ბი ოჯახ­ში მზად­დე­ბა.

„მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით“ უჩ­ვე­უ­ლო წიგ­ნია - ბავ­შვო­ბის ტკბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბით, სა­სა­ცი­ლო თუ სევ­დი­ა­ნი ის­ტო­რი­ე­ბი­თა და გემ­რი­ე­ლი რე­ცეპ­ტე­ბით შე­ზა­ვე­ბუ­ლი წიგ­ნი, რო­მე­ლიც ერთი დიდი და მე­გობ­რუ­ლი სა­ნა­თე­სა­ოს შე­სა­ხებ მოგ­ვი­თხრობს. რე­ა­ლუ­რი ამ­ბე­ბი, ნამ­დვი­ლი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, თხრო­ბის მა­ნე­რა, რო­მელ­საც მსუ­ბუ­ქად დაჰ­კრავს ფშა­უ­რი დი­ა­ლექ­ტის­თვის და­მა­ხა­სი­ა­თე­ბე­ლი შტრი­ხე­ბი, წიგნს გან­სა­კუთ­რე­ბულ ხიბლს ჰმა­ტებს. და, რაც მთა­ვა­რია, „მა­რი­ლი გე­მოვ­ნე­ბით“ ნამ­დვი­ლი სა­გან­ძუ­რია კუ­ლი­ნა­რი­ის მოყ­ვა­რულ­თათ­ვის, რად­გან ყვე­ლა ამ­ბა­ვი ამა თუ იმ გემ­რი­ელ, ძი­რძველ, ტრა­დი­ცი­ულ ქარ­თულ კერძს უკავ­შირ­დე­ბა და მათი მომ­ზა­დე­ბის სა­ი­დუმ­ლო­საც გვიმ­ხელს“, - ირმა იანტბე­ლი­ძე, რე­დაქ­ტო­რი.

ლალი მო­როშ­კი­ნა - „სამი დღე ვაქ­ცი­ნამ­დე“

პრო­ფე­სო­რი­სა და მწე­რალ ლალი მო­როშ­კი­ნას წიგ­ნის „სამი დღე ვაქ­ცი­ნამ­დე“ ბიბ­ლუ­სის მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში შე­ძე­ნა უკვე შე­საძ­ლე­ბე­ლია.

მსოფ­ლი­ოს ახა­ლი გა­და­ნა­წი­ლე­ბა, სა­ტახ­ტო თა­მა­შე­ბი, პო­ლი­ტი­კუ­რი ინ­ტრი­გე­ბი, და­ხუ­რუ­ლი სა­მეც­ნი­ე­რო ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბი, გენ­მო­დი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ვირუ­სუ­ლი ეპი­დე­მია და რა თქმა უნდა, სიყ­ვა­რუ­ლი, ლალი მო­როშ­კი­ნას პო­ლი­ტი­კურ რო­მან­ში "სამი დღე ვაქ­ცი­ნამ­დე".

„მე დიდი ხა­ნია ვმუ­შა­ობ გა­სა­ი­დუმ­ლო­ე­ბუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­ე­ბის თე­მა­ტი­კა­ზე, გე­ნე­ტი­კო­სის შვი­ლი ვარ და შე­სა­ბა­მი­სად დიდი ინ­ფორ­მა­ცია მაქვს. ეს მა­სა­ლე­ბი მზად­დე­ბო­და და ახლა ტრი­ლო­გი­ად გა­მო­ი­ცე­მა. დღეს რაც მსოფ­ლი­ო­ში ხდე­ბა ბი­ო­ლო­გი­უ­რი ომია, გავ­ლე­ნე­ბის გა­და­ნა­წი­ლე­ბის თე­მა­ზე. აქ მთა­ვა­რი მო­თა­მა­შე­ე­ბი ამე­რი­კე­ლე­ბი და ბრი­ტა­ნე­ლე­ბი არი­ან. მე რო­მანს მხატ­ვრუ­ლი სახე მი­ვე­ცი, მაგ­რამ ფაქ­ტე­ბი უტყუ­ა­რია.

ვფიქ­რობ, მა­ლე­ვე გა­მოვ­ცემ მე­ო­რე და მე­სა­მე ნა­წილს. მთა­ვა­რია გა­ვაც­ნო­ბი­ე­როთ, რომ რე­ა­ლუ­რად ეს ბაქ­ტე­ტი­ო­ლო­გი­უ­რი ომია და არ დავ­მარ­ცხდეთ ამ ომში! სა­ქარ­თვე­ლოს გა­დარ­ჩე­ნის ყვე­ლა შან­სი აქვს“, - პრო­ფე­სო­რი, PRტექ­ნო­ლო­გი და მწე­რა­ლი ლალი მო­როშ­კი­ნა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

ქართველი ავტორების 3 ახალი წიგნი უკვე „ბიბლუსის“ მაღაზიათა თაროებზე

ქართველი ავტორების 3 ახალი წიგნი უკვე „ბიბლუსის“ მაღაზიათა თაროებზე

„ბიბლუსის“ მაღაზიები გაიხსნა და მკითხველს უკვე აქვს შესაძლებლობა, გაეცნოს მისთვის სასურველ ახალ ლიტერატურას. მათ შორის, იმ ახალ გამოცემებსაც, რომლის შეძენაც, ბოლო პერიოდში შექმნილი ვითარების გამო, ვერ ხერხდებოდა.

გთავაზობთ ქართველი ავტორების სამ ახალ წიგნს, რომლებიც, შესაძლოა, მხედველობიდან გამოგრჩათ:

ელის დოჯსონი - „ამ მთისა და იმ ბარისა“

ელის დოჯსონი, ლიტერატურული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ ფარგლებში, ჟიურის რჩეული გახდა.

„ამ მთისა და იმ ბარისა“ ელისის რიგით მესამე რომანია.

„ეს წიგნი არის იმაზე, თუ როგორ უნდა შევიყვაროთ საკუთარი თავი. დარწმუნებული ვარ, ბევრ ადამიანს სხვა თვალით დაანახვებს, თუნდაც, მის „ტოქსიკურ“ ურთიერთობებსა და საკუთარ თავს“, - ელის დოჯსონი.

სიყვარულში იმედგაცრუებული ახალგაზრდა ქალი დიდ ტკივილსა და დიდი ქალაქის აურზაურს მთაში გაურბის, სადაც უჩვეულო სიწყნარეს, სილამაზეს და მიტოვებული სოფლის ლანდებს აფარებს თავს. სწორედ აქ, მითებისა და ლეგენდების საუფლოში, მისტიკისა და რეალობის, წარსულისა და აწმყოს მიჯნაზე, აღათოს ამბებში პოულობს შვებას, საკუთარ თავს და დიდ სიყვარულს...

წიგნში ავტორი ხევსურულ დიალექტს იყენებს, ტექსტი გამართა და დაამუშავა ლიტერატორმა ამირან არაბულმა.

„ელის დოჯსონის ამ ნაწარმოებმა ჩემს ხელში გაიარა და შესანიშნავი წიგნია. ავტორის წერის მანერა და აზროვნება აბსოლუტურად განსხვავებულია, ორიგინალურია, არ არის მასობრივი და ჩვეულებრივი, ყოველდღიური. ჩვენ ძალიან კარგ ნაწარმოებთან გველის შეხვედრა, წიგნთან, რომელიც ბევრ რამეს შეგვახსენებს და ახლებურად, სხვანაირად ჩაგვახედებს“, - ამირან არაბული.

მარიამ ხუცურაული - „მარილი გემოვნებით“

მარიამ ხუცურაულის ლექსები პირველად გამოქვეყნდა ჟურნალ „ლიტერატურულ პალიტრაში“ 2009 წელს და მას შემდეგ მისი ნაწარმოებები ხშირად იბეჭედება საქართველოს სხვადასხვა ლიტერატურულ ჟურნალ-გაზეთებში. გამოცემული აქვს შვიდი პოეტური და პროზაული კრებული.

მარიამ ხუცურაულმა 2011 წელს დააარსა პოეტ ქალთა ლიტერატული კონკურსი „ხვარამზეობა“ და მას შემდეგ არის მისი უცვლელი ორგანიზატორი.

მის ახალ წიგნში „მარილი გემოვნებით“ (ბებოს ნამზითვი ქვაბის ამბები) შეხვდებით “პილპილ-მარილით” გემრიელად შეზავებულ ამბებს მამულის სიყვარულზე, დედაშვილობაზე, დაძმობაზე, მეგობრობაზე, ნათესაობაზე, ნაცნობობასა და მეზობლობაზე. აქ არის ამბები საქართველოზე... და იმაზე, რომ ყველაზე გემრიელი კერძები ოჯახში მზადდება.

„მარილი გემოვნებით“ უჩვეულო წიგნია - ბავშვობის ტკბილი მოგონებებით, სასაცილო თუ სევდიანი ისტორიებითა და გემრიელი რეცეპტებით შეზავებული წიგნი, რომელიც ერთი დიდი და მეგობრული სანათესაოს შესახებ მოგვითხრობს. რეალური ამბები, ნამდვილი პერსონაჟები, თხრობის მანერა, რომელსაც მსუბუქად დაჰკრავს ფშაური დიალექტისთვის დამახასიათებელი შტრიხები, წიგნს განსაკუთრებულ ხიბლს ჰმატებს. და, რაც მთავარია, „მარილი გემოვნებით“ ნამდვილი საგანძურია კულინარიის მოყვარულთათვის, რადგან ყველა ამბავი ამა თუ იმ გემრიელ, ძირძველ, ტრადიციულ ქართულ კერძს უკავშირდება და მათი მომზადების საიდუმლოსაც გვიმხელს“, - ირმა იანტბელიძე, რედაქტორი.

ლალი მოროშკინა - „სამი დღე ვაქცინამდე“

პროფესორისა და მწერალ ლალი მოროშკინას წიგნის „სამი დღე ვაქცინამდე“ ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში შეძენა უკვე შესაძლებელია.

მსოფლიოს ახალი გადანაწილება, სატახტო თამაშები, პოლიტიკური ინტრიგები, დახურული სამეცნიერო ლაბორატორიები, გენმოდიფიცირებული ადამიანები, ვირუსული ეპიდემია და რა თქმა უნდა, სიყვარული, ლალი მოროშკინას პოლიტიკურ რომანში "სამი დღე ვაქცინამდე".

„მე დიდი ხანია ვმუშაობ გასაიდუმლოებული ლაბორატორიების თემატიკაზე, გენეტიკოსის შვილი ვარ და შესაბამისად დიდი ინფორმაცია მაქვს. ეს მასალები მზადდებოდა და ახლა ტრილოგიად გამოიცემა. დღეს რაც მსოფლიოში ხდება ბიოლოგიური ომია, გავლენების გადანაწილების თემაზე. აქ მთავარი მოთამაშეები ამერიკელები და ბრიტანელები არიან. მე რომანს მხატვრული სახე მივეცი, მაგრამ ფაქტები უტყუარია.

ვფიქრობ, მალევე გამოვცემ მეორე და მესამე ნაწილს. მთავარია გავაცნობიეროთ, რომ რეალურად ეს ბაქტეტიოლოგიური ომია და არ დავმარცხდეთ ამ ომში! საქართველოს გადარჩენის ყველა შანსი აქვს“, - პროფესორი, PRტექნოლოგი და მწერალი ლალი მოროშკინა.

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამესამე თავი)

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეორე თავი)

5 აუდიოწიგნი, რომელიც რიგში დროის გასაყვანად დაგეხმარებათ