სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეხმძიმედ ვარ, თუმცა უმძიმეს პაციენტებთან მაინც მიწევს ურთიერთობა" - რას ჰყვება პატარა ლუკას დედა, რომელსაც ექიმი მშობლები ვერ ეხუტებიან?
"ფეხმძიმედ ვარ, თუმცა უმძიმეს პაციენტებთან მაინც მიწევს ურთიერთობა" - რას ჰყვება პატარა ლუკას დედა, რომელსაც ექიმი მშობლები ვერ ეხუტებიან?

ცოტა ხნის წინ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 5 წლის ლუ­კას ვი­დეო გავ­რცელ­და, რო­მელ­საც მა­მას­თან ჩა­ხუ­ტე­ბა უნდა, მაგ­რამ იმის გამო, რომ ახლა პან­დე­მი­ის გამო შე­სა­ბა­მი­სი წე­სე­ბია და­სა­ცა­ვი, ოჯა­ხის წევ­რე­ბიც კი ერ­თმა­ნეთ­თან დის­ტან­ცი­უ­რად არი­ან და მამა უარს ეუბ­ნე­ბა ამა­ზე... ვი­დეო უამ­რავ­მა ადა­მი­ან­მა ნახა, "ფე­ის­ბუ­კის" პი­რად გვერ­დებ­ზეც დიდი სიყ­ვა­რუ­ლით გა­ა­ზი­ა­რეს. პა­ტა­რა ლუკა სა­დუ­ნიშ­ვი­ლი ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხმა­რე­ბელ­მა თბი­ლი სი­ტყვე­ბით აავ­სო.

ჩვენ ბი­ჭუ­ნას და მისი ოჯა­ხის ახ­ლოს გაც­ნო­ბა გა­დავ­წყვი­ტეთ. ლუ­კას დედა - ნინო გო­გა­ვა და მამა - გი­ორ­გი სა­დუ­ნიშ­ვი­ლი ექი­მე­ბი არი­ან.

ნინო:

- ლუ­კა­ჩო ჯერ­ჯე­რო­ბით ჩვე­ნი ერ­თა­დერ­თი შვი­ლია, მე­ო­რე პა­ტა­რა­საც ვე­ლო­დე­ბით, რო­მელ­ზეც ახლა ფეხ­მძი­მედ ვარ...

ორი­ვე ექი­მი ვართ - მე ანეს­თე­ზი­ო­ლოგ-რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი, მე­უღ­ლე - ნევ­რო­ლო­გი. ლუ­კა­ჩოს უახ­ლო­ე­სი ადა­მი­ა­ნე­ბიც ექი­მე­ბი არი­ან, მა­მი­და და ბა­ბუა ნევ­რო­ლო­გე­ბი, ერთი ბებო გი­ნე­კო­ლო­გია, მე­ო­რე - ლო­გო­პე­დი, მე­ტყვე­ლე­ბის თე­რა­პევ­ტი. იმის გამო, რომ კლი­ნი­კა­ში მო­რი­გე­ო­ბა ყვე­ლას გვი­წევს, ბავ­შვს სულ ვე­ნატ­რე­ბით, ჩა­ხუ­ტე­ბა მის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ამი­ტომ, ვცდი­ლობთ, სით­ბო არ მო­ვაკ­ლოთ.

- ფეხ­მძი­მო­ბი­სას და ამ ვირუ­სის პე­რი­ოდ­შიც გი­წევთ კლი­ნი­კა­ში საქ­მი­ა­ნო­ბა?

- რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში ამ ვირუ­სის პე­რი­ოდ­შიც და მა­ნამ­დეც, უმ­ძი­მეს პა­ცი­ენ­ტებ­თან გვი­წევს ურ­თი­ერ­თო­ბა. ამი­ტომ, რად­გან ეს ჩემ­თვის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სი­ტუ­ა­ცი­აა, ახლა დი­დად შე­საშ­ფო­თე­ბე­ლი თით­ქოს არა­ფე­რია. ბევ­რად გა­დამ­დებ და რთულ და­ა­ვა­დე­ბებ­თან, პა­ცი­ენ­ტებ­თან მაქვს ხოლ­მე საქ­მე... ორ­სუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ამ­ბო­ბენ, რომ ნა­ყო­ფის დე­დის­გან და­ინ­ფი­ცი­რე­ბის საფრ­თხე არ არ­სე­ბობს, მაგ­რამ ეს ბო­ლომ­დე დამ­ტკი­ცე­ბუ­ლი არ არის. ამი­ტომ, ახლა გა­ცი­ლე­ბით მე­ტად ვფრ­თხი­ლობ და ვცდი­ლობ, ვირუ­სი­ან პა­ცი­ენ­ტებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა არ მქონ­დეს. რე­ა­ნი­მა­ტო­ლო­გი ვარ და რო­დე­საც ავად­მყო­ფი ნე­ბის­მი­ერ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში დამ­ძიმ­დე­ბა, ჩემი პა­ცი­ენ­ტი ხდე­ბა, ამი­ტო­მაც ვთქვი, რომ რთულ და­ა­ვა­დე­ბებ­თან მაქვს შე­ხე­ბა. ახლა ად­მი­ნის­ტრა­ცია ხელს მი­წყობს, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი­ა­ნებ­თან არ მქონ­დეს შე­ხე­ბა. გი­ორ­გის ეს პრი­ვი­ლე­გი­ე­ბი არა აქვს, ის მთე­ლი დატ­ვირ­თვით მუ­შა­ობს და სულ სა­ა­ვად­მყო­ფო­შია...

- ლუ­კას ვი­დეო მა­მამ გა­და­უ­ღო?

- ამ ვი­დე­ოს ამ­ბავს გე­ტყვით, რო­გორც მოხ­და - ჩემი მე­უღ­ლე იმ დღეს მო­რი­გე­ო­ბი­დან დაბ­რუნ­და, და­ი­ბა­ნა, მო­წეს­რიგ­და, და­ის­პირ­ტა და ამ დროს მის ტე­ლე­ფონ­ზე ზარი გა­ის­მა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლი იყო, სა­ჩხე­რის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბი ყო­ფი­ლიყ­ვნენ (რამ­დე­ნი­მე ექიმ­ზე გახ­ლდათ სა­უ­ბა­რი). ვი­ნა­ი­დან გი­ორ­გის მათ­თან კონ­ტაქ­ტი ჰქონ­და, ასე­ვე კო­რო­ნი­ან პა­ცი­ენ­ტებ­თა­ნაც, ამი­ტომ, იზო­ლა­ცი­ა­ში წას­ვლა აუ­ცი­ლე­ბე­ლი იყო. სა­ნამ წა­ვი­დო­და, ეს ვი­დეო გა­და­ი­ღო. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"ფეხმძიმედ ვარ, თუმცა უმძიმეს პაციენტებთან მაინც მიწევს ურთიერთობა" - რას ჰყვება პატარა ლუკას დედა, რომელსაც ექიმი მშობლები ვერ ეხუტებიან?

"ფეხმძიმედ ვარ, თუმცა უმძიმეს პაციენტებთან მაინც მიწევს ურთიერთობა" - რას ჰყვება პატარა ლუკას დედა, რომელსაც ექიმი მშობლები ვერ ეხუტებიან?

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში 5 წლის ლუკას ვიდეო გავრცელდა, რომელსაც მამასთან ჩახუტება უნდა, მაგრამ იმის გამო, რომ ახლა პანდემიის გამო შესაბამისი წესებია დასაცავი, ოჯახის წევრებიც კი ერთმანეთთან დისტანციურად არიან და მამა უარს ეუბნება ამაზე... ვიდეო უამრავმა ადამიანმა ნახა, "ფეისბუკის" პირად გვერდებზეც დიდი სიყვარულით გააზიარეს. პატარა ლუკა სადუნიშვილი ინტერნეტმომხმარებელმა თბილი სიტყვებით აავსო.

ჩვენ ბიჭუნას და მისი ოჯახის ახლოს გაცნობა გადავწყვიტეთ. ლუკას დედა - ნინო გოგავა და მამა - გიორგი სადუნიშვილი ექიმები არიან.

ნინო:

- ლუკაჩო ჯერჯერობით ჩვენი ერთადერთი შვილია, მეორე პატარასაც ველოდებით, რომელზეც ახლა ფეხმძიმედ ვარ...

ორივე ექიმი ვართ - მე ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, მეუღლე - ნევროლოგი. ლუკაჩოს უახლოესი ადამიანებიც ექიმები არიან, მამიდა და ბაბუა ნევროლოგები, ერთი ბებო გინეკოლოგია, მეორე - ლოგოპედი, მეტყველების თერაპევტი. იმის გამო, რომ კლინიკაში მორიგეობა ყველას გვიწევს, ბავშვს სულ ვენატრებით, ჩახუტება მისთვის მნიშვნელოვანია. ამიტომ, ვცდილობთ, სითბო არ მოვაკლოთ.

- ფეხმძიმობისას და ამ ვირუსის პერიოდშიც გიწევთ კლინიკაში საქმიანობა?

- რეანიმაციაში ამ ვირუსის პერიოდშიც და მანამდეც, უმძიმეს პაციენტებთან გვიწევს ურთიერთობა. ამიტომ, რადგან ეს ჩემთვის ჩვეულებრივი სიტუაციაა, ახლა დიდად შესაშფოთებელი თითქოს არაფერია. ბევრად გადამდებ და რთულ დაავადებებთან, პაციენტებთან მაქვს ხოლმე საქმე... ორსულების შემთხვევაში ამბობენ, რომ ნაყოფის დედისგან დაინფიცირების საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ეს ბოლომდე დამტკიცებული არ არის. ამიტომ, ახლა გაცილებით მეტად ვფრთხილობ და ვცდილობ, ვირუსიან პაციენტებთან ურთიერთობა არ მქონდეს. რეანიმატოლოგი ვარ და როდესაც ავადმყოფი ნებისმიერ განყოფილებაში დამძიმდება, ჩემი პაციენტი ხდება, ამიტომაც ვთქვი, რომ რთულ დაავადებებთან მაქვს შეხება. ახლა ადმინისტრაცია ხელს მიწყობს, რომ კორონავირუსიანებთან არ მქონდეს შეხება. გიორგის ეს პრივილეგიები არა აქვს, ის მთელი დატვირთვით მუშაობს და სულ საავადმყოფოშია...

- ლუკას ვიდეო მამამ გადაუღო?

- ამ ვიდეოს ამბავს გეტყვით, როგორც მოხდა - ჩემი მეუღლე იმ დღეს მორიგეობიდან დაბრუნდა, დაიბანა, მოწესრიგდა, დაისპირტა და ამ დროს მის ტელეფონზე ზარი გაისმა, რომ შესაძლებელი იყო, საჩხერის საავადმყოფოში დაინფიცირებულები ყოფილიყვნენ (რამდენიმე ექიმზე გახლდათ საუბარი). ვინაიდან გიორგის მათთან კონტაქტი ჰქონდა, ასევე კორონიან პაციენტებთანაც, ამიტომ, იზოლაციაში წასვლა აუცილებელი იყო. სანამ წავიდოდა, ეს ვიდეო გადაიღო. წაიკითხეთ სრულად

"ნოემბრიდან კორონავირუსის მეორე ძლიერ ტალღას ველით - შესაძლოა, მესამე და მეოთხე ტალღაც იყოს" - როგორია პაატა იმნაძის პროგნოზი

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებმა 700-ს გადააჭარბა

დღეიდან ძალაში რჩება აკრძალვა ავტომობილით 3-ზე მეტი პირის გადაადგილების შესახებ