სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა ფერებში განათდება დღეს ანძა? - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს
რა ფერებში განათდება დღეს ანძა? - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბი­ლი­სის მე­რია დღეს ან­ძას თურ­ქმე­ნე­თის დრო­შის ფე­რებ­ში გა­ა­ნა­თებს. ამის შე­სა­ხებ მე­რი­ის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­შია აღ­ნიშ­ნუ­ლი.

რო­გორც მე­რი­ა­ში გან­მარ­ტა­ვენ, ან­ძის ფე­რებ­ში გა­ნა­თე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით რამ­დე­ნი­მე წე­რი­ლი იყო შე­სუ­ლი, ამი­ტომ პა­ტი­ვის­ცე­მი­სა და სო­ლი­და­რო­ბის ნიშ­ნად ანძა შემ­დგომ დღე­ებ­ში თეთ­რად გა­ნათ­დე­ბა.

„სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ტე­რე­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, გვსურს, გან­ვმარ­ტოთ თბი­ლი­სის ან­ძის გა­ნა­თე­ბის პრინ­ცი­პი: სხვა­დას­ხვა ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი და უწყე­ბე­ბი, სა­ელ­ჩო­ე­ბი მი­მარ­თა­ვენ მე­რი­ას შე­სა­ბა­მი­სი წე­რი­ლით, რის სა­ფუძ­ველ­ზეც, ან­ძის გა­ნა­თე­ბა ხდე­ბა.

კონ­კრე­ტუ­ლად, 17-18 მა­ი­სის გა­ნა­თე­ბა­ზე შე­მო­სუ­ლია რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის და ერ­თიც - მე­გო­ბა­რი ქვეყ­ნის წე­რი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, ჩვენ ვერ და­ვარ­ღვევთ ტრა­დი­ცი­ას და ვერ გა­მოვ­ტო­ვებთ ან­ძის გა­ნა­თე­ბას თურ­ქმე­ნე­თის დრო­შის ფე­რებ­ში, მათ ეროვ­ნულ დღე­სას­წა­ულ­თან და­კავ­ში­რე­ბით.

რაც შე­ე­ხე­ბა მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მო­სუ­ლი ად­გი­ლობ­რი­ვი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის წე­რი­ლებს, მათი იდე­უ­რი მრა­ვა­ფე­როვ­ნე­ბი­დან და მო­თხოვ­ნე­ბის გან­სხვა­ვე­ბუ­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, მი­ღე­ბუ­ლია ისე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც ყვე­ლას მი­მართ გა­მოვ­ხა­ტავთ პა­ტი­ვის­ცე­მა­სა და სო­ლი­და­რო­ბას - შემ­დგომ დღე­ებ­ში ანძა გა­ნათ­დე­ბა თეთ­რად. ამით გვინ­და აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ჩვე­ნი ყვე­ლა მო­ქა­ლა­ქე არის ერთი მთლი­ა­ნი და არა მსოფ­ლმხედ­ვე­ლო­ბის, ან ცხოვ­რე­ბის წე­სის მი­ხედ­ვით და­ნა­წევ­რე­ბუ­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა.

ამ ქვე­ყა­ნა­ში ტო­ლე­რან­ტო­ბას ვე­რას­დროს ჩა­ა­ნაც­ვლებს შე­უ­წყნა­რებ­ლო­ბა და ფო­ბი­ე­ბი. ჩვენ ქვე­ყა­ნა­ში სა­მო­ქა­ლა­ქო უფ­ლე­ბე­ბი და ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბი ნა­წილ­დე­ბა ყვე­ლა­ზე თა­ნაბ­რად, მათი სექ­სუ­ა­ლუ­რი, ეთ­ნი­კუ­რი თუ კონ­ფე­სი­უ­რი კუთ­ვნი­ლე­ბის მი­უ­ხე­და­ვად“, - აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 14 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
)
16

ეგ არი მთავარი

თბილისელი
7
თეთრი კარგი ფერია,თანაც ყველასია
ავტორი:

რა ფერებში განათდება დღეს ანძა? - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

რა ფერებში განათდება დღეს ანძა? - თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია დღეს ანძას თურქმენეთის დროშის ფერებში გაანათებს. ამის შესახებ მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

როგორც მერიაში განმარტავენ, ანძის ფერებში განათებასთან დაკავშირებით რამდენიმე წერილი იყო შესული, ამიტომ პატივისცემისა და სოლიდარობის ნიშნად ანძა შემდგომ დღეებში თეთრად განათდება.

„საზოგადოების ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, განვმარტოთ თბილისის ანძის განათების პრინციპი: სხვადასხვა ორგანიზაციები და უწყებები, საელჩოები მიმართავენ მერიას შესაბამისი წერილით, რის საფუძველზეც, ანძის განათება ხდება.

კონკრეტულად, 17-18 მაისის განათებაზე შემოსულია რამდენიმე ადგილობრივი ორგანიზაციის და ერთიც - მეგობარი ქვეყნის წერილი. შესაბამისად, ჩვენ ვერ დავარღვევთ ტრადიციას და ვერ გამოვტოვებთ ანძის განათებას თურქმენეთის დროშის ფერებში, მათ ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით.

რაც შეეხება მოგვიანებით შემოსული ადგილობრივი ორგანიზაციების წერილებს, მათი იდეური მრავაფეროვნებიდან და მოთხოვნების განსხვავებულობიდან გამომდინარე, მიღებულია ისეთი გადაწყვეტილება, რომლითაც ყველას მიმართ გამოვხატავთ პატივისცემასა და სოლიდარობას - შემდგომ დღეებში ანძა განათდება თეთრად. ამით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ჩვენი ყველა მოქალაქე არის ერთი მთლიანი და არა მსოფლმხედველობის, ან ცხოვრების წესის მიხედვით დანაწევრებული საზოგადოება.

ამ ქვეყანაში ტოლერანტობას ვერასდროს ჩაანაცვლებს შეუწყნარებლობა და ფობიები. ჩვენ ქვეყანაში სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები ნაწილდება ყველაზე თანაბრად, მათი სექსუალური, ეთნიკური თუ კონფესიური კუთვნილების მიუხედავად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საქართველოდან ჩასულმა პირმა 14-დღიანი კარანტინი უნდა გაიაროს, ან PCR ტესტი ჩაიტაროს - უკრაინამ საქართველო "წითელ ზონაში" შეიყვანა

"ძველი სამსახურიდან შემომეხმიანნენ და სამსახურშიც აღმადგენენ" - რას წერს "ფეისბუქზე" კობა დავითაშვილი

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - კონგრესმენების სკანდალური წერილი; ხელისუფლების პოზიცია