სამხედრო
სამართალი
პოლიტიკა

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
საზოგადოება
მეცნიერება
მსოფლიო
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საერთაშორისო საზოგადოება ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საერთაშორისო საზოგადოება ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჰო­მო­ფო­ბი­ას­თან, ტრანსფო­ბი­ა­სა და ბი­ფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­ე­როს სა­ა­გენ­ტო­თა ჯგუ­ფი სა­ქარ­თვე­ლო­ში; ევ­რო­კავ­ში­რის, ავ­სტრი­ის, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბის, ბელ­გი­ის, გერ­მა­ნი­ის, და­ნი­ის, დიდი ბრი­ტა­ნე­თის, ეს­პა­ნე­თის, ირ­ლან­დი­ის, ის­რა­ე­ლის, იტა­ლი­ის, ლუქ­სემ­ბურ­გის, ნი­დერ­ლან­დე­ბის სა­მე­ფოს, ნორ­ვე­გი­ის, რუ­მი­ნე­თის, სა­ბერ­ძნე­თის, საფ­რან­გე­თის, სლო­ვე­ნი­ის, ფი­ნე­თის, შვე­დე­თის, შვე­ი­ცა­რი­ის და ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის ელ­ჩე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში; ევ­რო­პის საბ­ჭოს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში და სა­ქარ­თვე­ლო­ში ევ­რო­კავ­ში­რის მო­ნი­ტო­რინ­გის მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლი ერ­თობ­ლივ გან­ცხა­დე­ბას ავ­რცე­ლე­ბენ.

გან­ცხა­დე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ ლგბტ­ქი+ თე­მის უფ­ლე­ბე­ბი მეტ ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს რო­გორც COVID-19 პან­დე­მი­ით გა­მოწ­ვე­უ­ლი კრი­ზი­სის დროს, ასე­ვე მის შემ­დგომ პე­რი­ოდ­ში.

"დღეს 30 წელი შეს­რულ­და ჯან­დაც­ვის მსოფ­ლიო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის (WHO) ის­ტო­რი­უ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბი­დან იმის შე­სა­ხებ, რომ ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლო­ბა ავად­მყო­ფო­ბად არ უნდა იქ­ნას მიჩ­ნე­უ­ლი. ჰო­მო­ფო­ბი­ას­თან, ბი­ფო­ბი­ა­სა და ტრანსფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღეს (IDAHOBIT), ჩვენ მხარ­და­ჭე­რა­სა და სო­ლი­და­რო­ბას ვუ­ცხა­დებთ ლეს­ბო­სელ, გეი, ბი­სექ­სუ­ალ, ტრანსგენ­დერ, ქვი­არ და ინ­ტერ­სექს (ლგბტ­ქი+) თემს სა­ქარ­თვე­ლო­ში.

წელს ჰო­მო­ფო­ბი­ას­თან, ბი­ფო­ბი­ა­სა და ტრანსფო­ბი­ას­თან ბრძო­ლის სა­ერ­თა­შო­რი­სო დღე (IDAHOBIT) COVID-19-ით გა­მოწ­ვე­უ­ლი პან­დე­მი­ის ფონ­ზე აღი­ნიშ­ნე­ბა. ვირუ­სის საფრ­თხის­გან და მის შე­სა­კა­ვებ­ლად გა­ტა­რე­ბუ­ლი ზო­მე­ბის სო­ცი­ა­ლუ­რი და ეკო­ნო­მი­კუ­რი შე­დე­გე­ბის­გან არა­ვი­ნაა და­ზღვე­უ­ლი. თუმ­ცა შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბით მძი­მეა მო­წყვლა­დი და მარ­გი­ნა­ლუ­რი ჯგუ­ფე­ბის­თვის, მათ შო­რის ლგბტ­ქი+ თე­მის­თვის.

ლგბტ­ქი+ თემი მუდ­მი­ვად გა­ნიც­დის დის­კრი­მი­ნა­ცი­ა­სა და სტიგ­მას ჯან­დაც­ვი­სა და სხვა სა­ხის სერ­ვი­სე­ბის მი­ღე­ბის დროს, რა­მაც პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში შე­იძ­ლე­ბა სა­ბე­დის­წე­რო შე­დე­გი გა­მო­ი­ღოს. სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­რე­ბი­სა და კა­რან­ტი­ნის შე­დე­გად გა­ი­ზარ­და ოჯახ­ში ძა­ლა­დო­ბის საფრ­თხე ლგბტ­ქი+ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მი­მართ. ხოლო ეკო­ნო­მი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბის შე­ზღუდ­ვის გამო, ბევ­რმა ადა­მი­ან­მა, გან­სა­კუთ­რე­ბით არა­ფორ­მა­ლურ სექ­ტორ­ში, სა­არ­სე­ბო წყა­რო და­კარ­გა და სო­ცი­ა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ქსე­ლის მიღ­მა აღ­მოჩ­ნდა.

ამ ვი­თა­რე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, მი­ვე­სალ­მე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის ძა­ლის­ხმე­ვას, პან­დე­მი­ის დროს ხელი შე­უ­წყოს ლგბტ­ქი+ თემ­სა და მო­სახ­ლე­ო­ბის სხვა მო­წყვლად ჯგუ­ფებს, რაც ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის საბ­ჭოს და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი­სა და გენ­დერუ­ლი თა­ნას­წო­რო­ბის სა­კი­თხებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის მრჩევ­ლის მეშ­ვე­ო­ბით ხორ­ცი­ელ­დე­ბა. მო­ვუ­წო­დებთ სა­ქარ­თვე­ლოს ხე­ლი­სუფ­ლე­ბას, გა­ით­ვა­ლის­წი­ნოს ლგბტ­ქი+ თე­მის ხმა და დის­კრი­მი­ნა­ცი­ი­სა და მი­კერ­ძო­ე­ბის გა­რე­შე მო­ე­კი­დოს მისი სა­ჭი­რო­ე­ბე­ბის მოგ­ვა­რე­ბას.

თუმ­ცა, არ­სე­ბუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა მიმ­დი­ნა­რე კრი­ზი­სის ფარ­გლებს სცილ­დე­ბა. ამ დღეს გა­სულ წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­მა ხმა აი­მაღ­ლეს იმ დი­სო­ნანსთან და­კავ­ში­რე­ბით, რო­მე­ლიც შე­იმ­ჩნე­ვა სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის სუ­ლის­კვე­თე­ბა­სა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვი­სა და სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა თუ გენ­დერუ­ლი იდენ­ტო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე დის­კრი­მი­ნა­ცი­ას­თან ბრძო­ლის სა­კი­თხებ­ში და იმ რუ­ტი­ნულ სტე­რე­ო­ტი­პებ­სა და ძა­ლა­დო­ბას შო­რის, რო­მელ­საც ლგბტ­ქი+ თე­მის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში აწყდე­ბი­ან.

მი­ვე­სალ­მე­ბით მას შემ­დეგ გა­დად­გმულ ნა­ბი­ჯებს, მათ შო­რის 2020 წლის თე­ბერ­ვალ­ში ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დაც­ვის ეროვ­ნუ­ლი სა­მოქ­მე­დო გეგ­მის მე-15 თა­ვის მი­ღე­ბას, რო­მე­ლიც სი­ძულ­ვი­ლის მო­ტი­ვით ჩა­დე­ნილ და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლას, სექ­სუ­ა­ლუ­რი ორი­ენ­ტა­ცი­ი­სა და გენ­დერულ იდენ­ტო­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ე­რე­ბის ამაღ­ლე­ბას და ლგბტ­ქი+ თე­მის სა­ჭი­რო­ე­ბებ­ზე მორ­გე­ბუ­ლი სერ­ვი­სე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას ით­ვა­ლის­წი­ნებს. ვი­მე­დოვ­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბა მკა­ფიო ვალ­დე­ბუ­ლე­ბებს აი­ღებს ამ გეგ­მის შე­სას­რუ­ლებ­ლად და ამ მი­მარ­თუ­ლე­ბით მყი­სი­ერ და კო­ორ­დი­ნი­რე­ბულ ნა­ბი­ჯებს გა­დად­გამს.

ყვე­ლა დო­ნის სამ­თავ­რო­ბო უწყე­ბებ­მა მტკი­ცედ უნდა იმოქ­მე­დონ, რათა ლგბტ­ქი+ ადა­მი­ა­ნებ­მა საფრ­თხი­სა და ში­შის გა­რე­შე შეძ­ლონ თა­ვი­ან­თი უფ­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა და სა­კუ­თა­რი იდენ­ტო­ბის გა­მოვ­ლე­ნა. თუმ­ცა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ამით არ ამო­ი­წუ­რე­ბა. რე­ლი­გი­ურ და სა­თე­მო ლი­დე­რებს, სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა­სა და მთლი­ა­ნად სა­ზო­გა­დო­ე­ბას უდი­დე­სი როლი აკის­რია სა­ქარ­თვე­ლო­ში ტო­ლე­რან­ტო­ბის კლი­მა­ტის შექ­მნის საქ­მე­ში.

COVID-19-მა სა­ქარ­თვე­ლოს სა­უ­კე­თე­სო მხა­რე­ე­ბი გა­მო­ავ­ლი­ნა, დაგ­ვა­ნა­ხა ადა­მი­ა­ნე­ბის სო­ლი­და­რო­ბა, მათი მზა­ო­ბა, იმოქ­მე­დონ სხვი­სი ინ­ტე­რე­სე­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით. იმე­დი გვაქვს, რომ მო­მა­ვალ­ში ეს სუ­ლის­კვე­თე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ცხოვ­რე­ბის სრულ მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა­ზე, მათ შო­რის ლგბტ­ქი+ თემ­ზეც გავ­რცელ­დე­ბა, რაც ჰარ­მო­ნი­უ­ლი და მდგრა­დი სა­ზო­გა­დო­ე­ბის მშე­ნებ­ლო­ბას შე­უ­წყობს ხელს.

ჩვენს ერ­თობ­ლივ ძა­ლის­ხმე­ვა­ში მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნე­ბის მი­საღ­წე­ვად, ვხე­დავთ სა­ქარ­თვე­ლოს მო­მა­ვალს, სა­დაც გან­ვი­თა­რე­ბის მიღ­მა არა­ვინ დარ­ჩე­ბა" , - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

მკითხველის კომენტარები / 2 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ცისო
60

ეს ყველაფერი რაც ხდება არის პროპაგანდა. რატომ ? რისთვის არა საჭირო პროპაგანდა? არსებობენ ასეთები და იყონ თავისთვის, რატომ გვახვევთ თავზე , ჩვენი უფლებები ამით ირღვევა, ჩვენი შვილების უფლებებიც ასევე.

ცისო-ს რა-არის-პროპაგანდა
0

ცისარტყელადან-ამოიტყორცნა-ზეციური 

ცისფერ-ტაბურეტიან-ლომ-მამაოთა-პრაიდი 

მარვალფეროვან-ჯიპებზე-შემომჯდარი 

ნაკურთხი-წყლით და ფერადოვანი-ხატებით 

გულზე-ოქროს-ჯვრით კგბ-ჩნიკური აზრებით

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

საერთაშორისო საზოგადოება ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საერთაშორისო საზოგადოება ჰომოფობიის წინააღმდეგ ბრძოლის დღესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ჰომოფობიასთან, ტრანსფობიასა და ბიფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაეროს სააგენტოთა ჯგუფი საქართველოში; ევროკავშირის, ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ბელგიის, გერმანიის, დანიის, დიდი ბრიტანეთის, ესპანეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების სამეფოს, ნორვეგიის, რუმინეთის, საბერძნეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის და ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩები საქართველოში; ევროპის საბჭოს წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში და საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

განცხადებაში ნათქვამია, რომ ლგბტქი+ თემის უფლებები მეტ ყურადღებას საჭიროებს როგორც COVID-19 პანდემიით გამოწვეული კრიზისის დროს, ასევე მის შემდგომ პერიოდში.

"დღეს 30 წელი შესრულდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ისტორიული გადაწყვეტილებიდან იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობად არ უნდა იქნას მიჩნეული. ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს (IDAHOBIT), ჩვენ მხარდაჭერასა და სოლიდარობას ვუცხადებთ ლესბოსელ, გეი, ბისექსუალ, ტრანსგენდერ, ქვიარ და ინტერსექს (ლგბტქი+) თემს საქართველოში.

წელს ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე (IDAHOBIT) COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის ფონზე აღინიშნება. ვირუსის საფრთხისგან და მის შესაკავებლად გატარებული ზომების სოციალური და ეკონომიკური შედეგებისგან არავინაა დაზღვეული. თუმცა შექმნილი ვითარება განსაკუთრებით მძიმეა მოწყვლადი და მარგინალური ჯგუფებისთვის, მათ შორის ლგბტქი+ თემისთვის.

ლგბტქი+ თემი მუდმივად განიცდის დისკრიმინაციასა და სტიგმას ჯანდაცვისა და სხვა სახის სერვისების მიღების დროს, რამაც პანდემიის პირობებში შეიძლება საბედისწერო შედეგი გამოიღოს. სოციალური დისტანცირებისა და კარანტინის შედეგად გაიზარდა ოჯახში ძალადობის საფრთხე ლგბტქი+ თემის წარმომადგენლების მიმართ. ხოლო ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გამო, ბევრმა ადამიანმა, განსაკუთრებით არაფორმალურ სექტორში, საარსებო წყარო დაკარგა და სოციალური უსაფრთხოების ქსელის მიღმა აღმოჩნდა.

ამ ვითარების გათვალისწინებით, მივესალმებით საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, პანდემიის დროს ხელი შეუწყოს ლგბტქი+ თემსა და მოსახლეობის სხვა მოწყვლად ჯგუფებს, რაც ადამიანის უფლებების საბჭოს და ადამიანის უფლებებისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის მეშვეობით ხორციელდება. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, გაითვალისწინოს ლგბტქი+ თემის ხმა და დისკრიმინაციისა და მიკერძოების გარეშე მოეკიდოს მისი საჭიროებების მოგვარებას.

თუმცა, არსებული გამოწვევა მიმდინარე კრიზისის ფარგლებს სცილდება. ამ დღეს გასულ წელს საერთაშორისო ორგანიზაციებმა ხმა აიმაღლეს იმ დისონანსთან დაკავშირებით, რომელიც შეიმჩნევა საქართველოს კანონმდებლობის სულისკვეთებასა ადამიანის უფლებების დაცვისა და სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის საფუძველზე დისკრიმინაციასთან ბრძოლის საკითხებში და იმ რუტინულ სტერეოტიპებსა და ძალადობას შორის, რომელსაც ლგბტქი+ თემის წარმომადგენლები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან.

მივესალმებით მას შემდეგ გადადგმულ ნაბიჯებს, მათ შორის 2020 წლის თებერვალში ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული სამოქმედო გეგმის მე-15 თავის მიღებას, რომელიც სიძულვილის მოტივით ჩადენილ დანაშაულთან ბრძოლას, სექსუალური ორიენტაციისა და გენდერულ იდენტობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ლგბტქი+ თემის საჭიროებებზე მორგებული სერვისების უზრუნველყოფას ითვალისწინებს. ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა მკაფიო ვალდებულებებს აიღებს ამ გეგმის შესასრულებლად და ამ მიმართულებით მყისიერ და კოორდინირებულ ნაბიჯებს გადადგამს.

ყველა დონის სამთავრობო უწყებებმა მტკიცედ უნდა იმოქმედონ, რათა ლგბტქი+ ადამიანებმა საფრთხისა და შიშის გარეშე შეძლონ თავიანთი უფლებების განხორციელება და საკუთარი იდენტობის გამოვლენა. თუმცა პასუხისმგებლობა ამით არ ამოიწურება. რელიგიურ და სათემო ლიდერებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მთლიანად საზოგადოებას უდიდესი როლი აკისრია საქართველოში ტოლერანტობის კლიმატის შექმნის საქმეში.

COVID-19-მა საქართველოს საუკეთესო მხარეები გამოავლინა, დაგვანახა ადამიანების სოლიდარობა, მათი მზაობა, იმოქმედონ სხვისი ინტერესების გათვალისწინებით. იმედი გვაქვს, რომ მომავალში ეს სულისკვეთება საქართველოს საზოგადოებრივი ცხოვრების სრულ მრავალფეროვნებაზე, მათ შორის ლგბტქი+ თემზეც გავრცელდება, რაც ჰარმონიული და მდგრადი საზოგადოების მშენებლობას შეუწყობს ხელს.

ჩვენს ერთობლივ ძალისხმევაში მდგრადი განვითარების მიზნების მისაღწევად, ვხედავთ საქართველოს მომავალს, სადაც განვითარების მიღმა არავინ დარჩება" , - ნათქვამია განცხადებაში.

მესტიაში, სოფელ იდლიანთან, მთის ფერდობზე გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება

გამოცდების განრიგი და წესები, რომლებიც აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ - დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება

მესტიაში, სოფელ იდლიანთან მთის ფერდობზე ხანძარია