სამხედრო
მსოფლიო
პოლიტიკა

29

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეათე დღე დაიწყება 07:05-ზე მთვარის პირველი დღე დადგება 14:57-ზე, მთვარე ვერძშია შუადღემდე დაასრულეთ ძველი საქმეები. გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, სწავლა. აკონტროლეთ ემოციები. კარგი დღეა დასვენებისთვის. ბუნებაში, ქალაქგარეთ სასეირნოდ. საღამოს დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები. არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი.
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სამართალი
მოზაიკა
Faceამბები
სპორტი
მეცნიერება
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"400 იარაღი აქვს გაფორმებული ოფიციალურად, არაოფიციალური რაში სჭირდებოდა" - რას ამბობს გიორგი რურუას ცნობილი სიმამრი დაკავებულზე
"400 იარაღი აქვს გაფორმებული ოფიციალურად, არაოფიციალური რაში სჭირდებოდა" - რას ამბობს გიორგი რურუას ცნობილი სიმამრი დაკავებულზე

გი­ორ­გი რუ­რუა სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა 18 ნო­ემ­ბერს, სსკ-ის 236-ე მუხ­ლის მე-3 და მე-4 ნა­წი­ლე­ბით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის­თვის და­ა­კა­ვეს, რაც ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღის მარ­თლსა­წი­ნა­აღ­მდე­გო შე­ძე­ნა-შე­ნახ­ვა-ტა­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. მას აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბის სა­ხით პა­ტიმ­რო­ბა აქვს შე­ფარ­დე­ბუ­ლი.

ოპო­ზი­ცია გი­ორ­გი რუ­რუ­ას, გიგი უგუ­ლა­ვას, ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­სა და 20 ივ­ნი­სის მოვ­ლე­ნე­ბის დროს და­კა­ვე­ბუ­ლი ბე­სიკ თამ­ლი­ა­ნის გა­მოშ­ვე­ბას დიდი ხანი ითხოვ­და.

ახ­ლან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი­დან პა­ტიმ­რო­ბა­ში მხო­ლოდ გი­ორ­გი რუ­რუა რჩე­ბა. ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა და გიგი უგუ­ლა­ვამ სა­პა­ტიმ­რო გუ­შინ, პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე და­ტო­ვეს. 4 აპ­რილს კი ბე­სიკ თამ­ლი­ა­ნი გა­თა­ვი­სუფ­ლდა.

პრე­ზი­დენ­ტმა გი­ორ­გი რუ­რუ­ას შე­წყა­ლე­ბა ვერ შეძ­ლო, რად­გან მის მი­მართ ჯერ­ჯე­რო­ბით გა­მამ­ტყუ­ნე­ბე­ლი სას­ჯე­ლი არ დამ­დგა­რა. თუმ­ცა, ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია, რომ შე­საძ­ლოა რუ­რუა ორ­შა­ბათს სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლონ.

ცნო­ბი­ლი მწე­რა­ლი, მსა­ხი­ო­ბი, მო­ცეკ­ვა­ვე და უბ­რა­ლოდ თბი­ლი­სის კო­ლო­რი­ტი გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე გი­ორ­გი რუ­რუ­ას სი­მამ­რია. რუ­რუ­ას მისი შვი­ლიშ­ვი­ლი სოფო სი­ხა­რულ­ძე ჰყავს ცო­ლად.

სი­ხა­რუ­ლი­ძის შე­ფა­სე­ბით რუ­რუა უკა­ნო­ნოდ არის და­პა­ტიმ­რე­ბუ­ლი და ელო­დე­ბა რო­დის გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბა პა­ტიმ­რო­ბი­დან.

გივი სი­ხა­რუ­ლი­ძე:

- გი­ორ­გი რუ­რუა ჩემი სი­ძეა, შვი­ლიშ­ვი­ლის მე­უღ­ლეა. სას­წა­უ­ლი, ან­გე­ლო­ზი­ვით შვილ­თაშ­ვი­ლი მყავს. მე არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს მის გა­მოშ­ვე­ბა­ზე, მაგ­რამ გი­ორ­გი ძა­ლი­ან მიყ­ვარს. ჩემი შვი­ლიშ­ვი­ლი უყ­ვარს, ჩემს შვი­ლიშ­ვილ­საც უყ­ვარს და ამი­ტომ ძა­ლი­ან დიდ პა­ტივს ვცემ.

- მის და­კა­ვე­ბას რო­გორ შე­ა­ფა­სებ­დით?

- ყვე­ლამ იცის, რომ მა­გას ია­რა­ღი არა­ფერ­ში არ სჭირ­დე­ბო­და. 400 ია­რა­ღი აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რად. რაში სჭირ­დე­ბო­და არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი ია­რა­ღი?! არ იყო სწო­რი, რაც და­აბ­რა­ლეს. მისი გა­მოს­ვლა პრე­ზი­დენ­ტის შე­წყა­ლე­ბით არ მოხ­დე­ბა, სა­სა­მარ­თლო­თი უნდა გა­მო­ვი­დეს.

სოფო სი­ხა­რულ­ძეს და გი­ორ­გი რუ­რუ­ას ხში­რად ნა­ხავ­დით მცი­რე­წლო­ვან შვილ­თან ერ­თად სხვა­დას­ხვა აქ­ცი­ებ­ზე. გი­ორ­გის და­კა­ვე­ბი­დან ძა­ლი­ან მალე სო­ფომ სპე­ცა­ლუ­რი მი­მარ­თვაც კი გა­ავ­რცე­ლა, სა­დაც ამ­ბობ­და:

"ჩვენ ყვე­ლა ვცდი­ლობთ, და­ვაგ­რო­ვოთ გა­მოც­დი­ლე­ბა, ვის­წავ­ლოთ შეც­დო­მებ­ზე, მაგ­რამ მივ­ხვდი, რომ მო­სა­მარ­თლე­ე­ბის­თვის არა­ფე­რი იც­ვლე­ბა. ათწლე­უ­ლე­ბია, მათი დღის წეს­რი­გი ერთი და იგი­ვეა, უბ­რა­ლოდ, იც­ვლე­ბი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, ვინც მათ მი­უ­თი­თებს, რა უნდა ქნან. ამი­ტომ, ჩემი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ამ სის­ტე­მის ჩა­მოშ­ლა და რე­ფორ­მი­რე­ბა...".

სო­ფოს თქმით, გი­ორ­გი რუ­რუა იმის გა­მოა და­ჭე­რი­ლი, რომ არ იაქ­ტი­უ­როს, მაგ­რამ ეს ასე არ იქ­ნე­ბა.

„ის იქი­და­ნაც გა­აგ­რძე­ლებს ბრძო­ლას, მე გი­ორ­გის მა­გივ­რად ვივ­ლი აქ­ცი­ებ­ზე და გა­ვაგ­რძე­ლებ აქ­ტი­უ­რო­ბას, ვემ­ზა­დე­ბით სტრას­ბურ­გის­თვი­საც და ადრე თუ გვი­ან დად­გინ­დე­ბა სი­მარ­თლე და გი­ორ­გი გა­მარ­თლდე­ბა“, - გა­ნა­ცხა­და სოფო სი­ხა­რუ­ლი­ძემ.

მკითხველის კომენტარები / 51 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
?!
863

გივი სიხარულიძე თბილისის კოლორიტი??? joy joy joy საბრალო თბილისი........

ქართველი
527

ვისაც ძმები თორაძეების მკვლელობაში მიუძღვის წვლილი, ვერცერთი ვერ გაიხარებს!!! ნამდვილი ვაჟკაცები როგორ გაწირა ყველამ?! ნამდვილი ქართული ოჯახი მოსპეს!... სასამართლო თუ ვერ, უფალი ყველას თავისას მიუზღვევს, ვისაც როგორ ეკუთვნის.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

"400 იარაღი აქვს გაფორმებული ოფიციალურად, არაოფიციალური რაში სჭირდებოდა" - რას ამბობს გიორგი რურუას ცნობილი სიმამრი დაკავებულზე

"400 იარაღი აქვს გაფორმებული ოფიციალურად, არაოფიციალური რაში სჭირდებოდა" - რას ამბობს გიორგი რურუას ცნობილი სიმამრი დაკავებულზე

გიორგი რურუა სამართალდამცავებმა 18 ნოემბერს, სსკ-ის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის დააკავეს, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.

ოპოზიცია გიორგი რურუას, გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილსა და 20 ივნისის მოვლენების დროს დაკავებული ბესიკ თამლიანის გამოშვებას დიდი ხანი ითხოვდა.

ახლანდელი მდგომარეობით დაკავებულებიდან პატიმრობაში მხოლოდ გიორგი რურუა რჩება. ირაკლი ოქრუაშვილმა და გიგი უგულავამ საპატიმრო გუშინ, პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე დატოვეს. 4 აპრილს კი ბესიკ თამლიანი გათავისუფლდა.

პრეზიდენტმა გიორგი რურუას შეწყალება ვერ შეძლო, რადგან მის მიმართ ჯერჯერობით გამამტყუნებელი სასჯელი არ დამდგარა. თუმცა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ შესაძლოა რურუა ორშაბათს სასამართლო პროცესიდან გაათავისუფლონ.

ცნობილი მწერალი, მსახიობი, მოცეკვავე და უბრალოდ თბილისის კოლორიტი გივი სიხარულიძე გიორგი რურუას სიმამრია. რურუას მისი შვილიშვილი სოფო სიხარულძე ჰყავს ცოლად.

სიხარულიძის შეფასებით რურუა უკანონოდ არის დაპატიმრებული და ელოდება როდის გათავისუფლდება პატიმრობიდან.

გივი სიხარულიძე:

- გიორგი რურუა ჩემი სიძეა, შვილიშვილის მეუღლეა. სასწაული, ანგელოზივით შვილთაშვილი მყავს. მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს მის გამოშვებაზე, მაგრამ გიორგი ძალიან მიყვარს. ჩემი შვილიშვილი უყვარს, ჩემს შვილიშვილსაც უყვარს და ამიტომ ძალიან დიდ პატივს ვცემ.

- მის დაკავებას როგორ შეაფასებდით?

- ყველამ იცის, რომ მაგას იარაღი არაფერში არ სჭირდებოდა. 400 იარაღი აქვს გაფორმებული ოფიციალურად. რაში სჭირდებოდა არაოფიციალური იარაღი?! არ იყო სწორი, რაც დააბრალეს. მისი გამოსვლა პრეზიდენტის შეწყალებით არ მოხდება, სასამართლოთი უნდა გამოვიდეს.

სოფო სიხარულძეს და გიორგი რურუას ხშირად ნახავდით მცირეწლოვან შვილთან ერთად სხვადასხვა აქციებზე. გიორგის დაკავებიდან ძალიან მალე სოფომ სპეცალური მიმართვაც კი გაავრცელა, სადაც ამბობდა:

"ჩვენ ყველა ვცდილობთ, დავაგროვოთ გამოცდილება, ვისწავლოთ შეცდომებზე, მაგრამ მივხვდი, რომ მოსამართლეებისთვის არაფერი იცვლება. ათწლეულებია, მათი დღის წესრიგი ერთი და იგივეა, უბრალოდ, იცვლებიან ადამიანები, ვინც მათ მიუთითებს, რა უნდა ქნან. ამიტომ, ჩემი აზრით, ყველაზე მნიშვნელოვანია ამ სისტემის ჩამოშლა და რეფორმირება...".

სოფოს თქმით, გიორგი რურუა იმის გამოა დაჭერილი, რომ არ იაქტიუროს, მაგრამ ეს ასე არ იქნება.

„ის იქიდანაც გააგრძელებს ბრძოლას, მე გიორგის მაგივრად ვივლი აქციებზე და გავაგრძელებ აქტიურობას, ვემზადებით სტრასბურგისთვისაც და ადრე თუ გვიან დადგინდება სიმართლე და გიორგი გამართლდება“, - განაცხადა სოფო სიხარულიძემ.

"ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს - თავში" - გივი სიხარულიძე

იაპონიაში ქართული კერძი პოპულარობის პიკშია - "შქმერულის" გაყიდვა მინიმარკეტებშიც დაიწყეს

"ამაში თავზარდამცემი არაფერია" - რას წარმოადგენს კორონავირუსის ახალი შტამი, რომლის პირველი შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა