სამართალი
მსოფლიო
პოლიტიკა

13

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეჩვიდმეტე დღე დაიწყება 23:15-ზე, მთვარე მშვილდოსანს ესტუმრება 12:33-ზე კარგი დღეა ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, ახალი საქმეების დასაწყებად. ვაჭრობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. შეხვედრების, ურთიერთობისა და მხიარულების დღეა. მოერიდეთ საქმეების გარჩევას. უფროსთან კონტაქტი კარგს არაფერს მოგიტანთ. კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. კარგი დღეა ქორწინებისთვის, ნიშნობისთვის. გაუფრთხილდით ღვიძლს. მოერიდეთ ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ოპერაციას. არ გადაუსხათ სხვას სისხლი და პირიქით.
მეცნიერება
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
კონფლიქტები
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ერთი კვირის წინ სოცმუშაკი მოდის და მეკითხება: თუ გათავისუფლდებით, რას აპირებთო? ანუ ყველამ იცოდა, რა შედეგიც დადგებოდა" - ოქრუაშვილი
"ერთი კვირის წინ სოცმუშაკი მოდის და მეკითხება: თუ გათავისუფლდებით, რას აპირებთო? ანუ ყველამ იცოდა, რა შედეგიც დადგებოდა" - ოქრუაშვილი

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ, სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის მუ­შა­კი მო­დის ჩემ­თან და კი­თხვას მის­ვამს: თუ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით, მო­მა­ვალ­ში რას აპი­რებ­თო? ანუ ყვე­ლამ წი­ნას­წარ იცო­და, რა შე­დე­გიც დად­გე­ბო­და, - ამის შე­სა­ხებ "გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ლი­დერ­მა ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს სა­პა­ტიმ­როს და­ტო­ვე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და. ოქ­რუ­აშ­ვი­ლის თქმით, მისი და­ჭე­რაც და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი იყო.

ამას­თან, რო­გორც ოქ­რუ­აშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, მას „ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ ლი­დე­რე­ბის ქმე­დე­ბე­ბის გამო რცხვე­ნო­და, რად­გან ე.წ. პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის სა­კი­თხზე ყუ­რა­დღე­ბა გა­ა­მახ­ვი­ლეს ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რებ­მა, კონ­გრეს­მე­ნებ­მა, სე­ნა­ტო­რებ­მა და ელ­ჩებ­მა.

"ვა­პი­რებ, რომ ოპო­ზი­ცი­ის კონ­სო­ლი­და­ცი­ას მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუ­წყო ხელი. მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­ვუ­წყო ხელი იმას, რომ ოპო­ზი­ცი­ამ არ­ჩევ­ნებ­ზე შეძ­ლოს იმ შე­დე­გის და­დე­ბა, რაც სა­ფუძ­ველს შე­უქ­მნის კო­ა­ლი­ცი­უ­რი მთავ­რო­ბის შექ­მნას.

და­ახ­ლო­ე­ბით ერთი კვი­რის წინ, სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რის მუ­შა­კი მო­დის ჩემ­თან და კი­თხვას მის­ვამს: თუ გა­თა­ვი­სუფ­ლდე­ბით, მო­მა­ვალ­ში რას აპი­რებ­თო? ფორ­მა­ლუ­რი კი­თხვაა, რა თქმა უნდა. ანუ ყვე­ლამ წი­ნას­წარ იცო­და, რა შე­დე­გიც დად­გე­ბო­და. ჩემი და­ჭე­რაც, გი­გის და­ჭე­რაც, რუ­რუ­ას და­ჭე­რაც და ბევ­რი სხვა ადა­მი­ა­ნის და­ჭე­რაც, რომ­ლებ­მაც და­ტო­ვეს სა­პა­ტიმ­რო, იყო პო­ლი­ტი­კუ­რი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბაც პო­ლი­ტი­კის ნა­წი­ლია. ეს აღი­ა­რეს ისე­თი ტრი­ბუ­ნი­დან, რომ სი­მარ­თლე გი­თხრათ, შემ­რცხვა, რომ ჩვენ ამ­ხე­ლა ყუ­რა­დღე­ბას გვით­მობ­დნენ.

ძა­ლი­ან მრცხვე­ნო­და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ზო­გი­ერ­თი ლი­დე­რის გამო, რომ ქალ­ბა­ტო­ნი კელი დეგ­ნა­ნის, ბა­ტო­ნი კარლ ჰარ­ცე­ლის, უამ­რა­ვი კონ­გრეს­მე­ნის, სე­ნა­ტო­რის და ევ­რო­პარ­ლა­მენ­ტა­რის შე­საძ­ლებ­ლო­ბებს, ძა­ლის­ხმე­ვას, ჩვე­ნი ქვეყ­ნი­სად­მი ერ­თგუ­ლე­ბას ნაც­ვლად იმი­სა, რომ ვი­ყე­ნებ­დეთ დე­ო­კუ­პა­ცი­ის­თვის და უზარ­მა­ზა­რი ეკო­ნო­მი­კუ­რი საფრ­თხე­ე­ბის აღ­მო­სა­ფხვრე­ლად, ამ ადა­მი­ა­ნებს უწევ­დათ თა­ვი­ან­თი ძა­ლის­ხმე­ვის გა­მო­ჩე­ნა იმის გამო, რომ აქ ვი­ღა­ცას გო­ნე­ბა აე­რია. მრცხვე­ნო­და ამის გამო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა "ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს" ერთ-ერთი ლი­დე­რის გიგი უგუ­ლა­ვას და თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლის შე­წყა­ლე­ბის აქტი გა­მოს­ცა.

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
irakli
114

ვულოცავ თავისუფლებას ირაკლის ... ქვეყნის სიყვარულისთვის იყო დაპატიმრებული, თქვენს გვერდით ვართ აფხაზეთელები, დევნილები.

ბუგა
15

ოცნებას მხოლოდ ბოტები დარჩათ )

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის ლონდონის სახლში ხანძარი გაჩნდა
ავტორი:

"ერთი კვირის წინ სოცმუშაკი მოდის და მეკითხება: თუ გათავისუფლდებით, რას აპირებთო? ანუ ყველამ იცოდა, რა შედეგიც დადგებოდა" - ოქრუაშვილი

"ერთი კვირის წინ სოცმუშაკი მოდის და მეკითხება: თუ გათავისუფლდებით, რას აპირებთო? ანუ ყველამ იცოდა, რა შედეგიც დადგებოდა" - ოქრუაშვილი

დაახლოებით ერთი კვირის წინ, სოციალური სამსახურის მუშაკი მოდის ჩემთან და კითხვას მისვამს: თუ გათავისუფლდებით, მომავალში რას აპირებთო? ანუ ყველამ წინასწარ იცოდა, რა შედეგიც დადგებოდა, - ამის შესახებ "გამარჯვებული საქართველოს" ლიდერმა ირაკლი ოქრუაშვილმა ჟურნალისტებს საპატიმროს დატოვებისას განუცხადა. ოქრუაშვილის თქმით, მისი დაჭერაც და გათავისუფლებაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები იყო.

ამასთან, როგორც ოქრუაშვილმა აღნიშნა, მას „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებების გამო რცხვენოდა, რადგან ე.წ. პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხზე ყურადღება გაამახვილეს ევროპარლამენტარებმა, კონგრესმენებმა, სენატორებმა და ელჩებმა.

"ვაპირებ, რომ ოპოზიციის კონსოლიდაციას მაქსიმალურად შევუწყო ხელი. მაქსიმალურად შევუწყო ხელი იმას, რომ ოპოზიციამ არჩევნებზე შეძლოს იმ შედეგის დადება, რაც საფუძველს შეუქმნის კოალიციური მთავრობის შექმნას.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, სოციალური სამსახურის მუშაკი მოდის ჩემთან და კითხვას მისვამს: თუ გათავისუფლდებით, მომავალში რას აპირებთო? ფორმალური კითხვაა, რა თქმა უნდა. ანუ ყველამ წინასწარ იცოდა, რა შედეგიც დადგებოდა. ჩემი დაჭერაც, გიგის დაჭერაც, რურუას დაჭერაც და ბევრი სხვა ადამიანის დაჭერაც, რომლებმაც დატოვეს საპატიმრო, იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და გათავისუფლებაც პოლიტიკის ნაწილია. ეს აღიარეს ისეთი ტრიბუნიდან, რომ სიმართლე გითხრათ, შემრცხვა, რომ ჩვენ ამხელა ყურადღებას გვითმობდნენ.

ძალიან მრცხვენოდა "ქართული ოცნების" ზოგიერთი ლიდერის გამო, რომ ქალბატონი კელი დეგნანის, ბატონი კარლ ჰარცელის, უამრავი კონგრესმენის, სენატორის და ევროპარლამენტარის შესაძლებლობებს, ძალისხმევას, ჩვენი ქვეყნისადმი ერთგულებას ნაცვლად იმისა, რომ ვიყენებდეთ დეოკუპაციისთვის და უზარმაზარი ეკონომიკური საფრთხეების აღმოსაფხვრელად, ამ ადამიანებს უწევდათ თავიანთი ძალისხმევის გამოჩენა იმის გამო, რომ აქ ვიღაცას გონება აერია. მრცხვენოდა ამის გამო.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავას და თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის შეწყალების აქტი გამოსცა.

"მაქსიმალურად ვცდილობთ, ბუნებრივად ვითამაშოთ მშვიდობის მტრედების როლი - ჩვენში ეს შინაგანად ზის" - ოქრუაშვილი

LIVE: "360 გრადუსი" - გედევან ფოფხაძე, გურამ მაჭარაშვილი

"ერთი პირის მიერ საკარანტინე წესების დარღვევის გამო შეიძლება მთელი სოფელი ჩაკეტონ" - რას ითვალისწინებს და როგორია შეფასებები სადავო კანონპროექტზე