სამხედრო
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბარათით გადახდა, სიცხის გაზომვა და დეზობარიერები - რა წესების დაცვა მოუწევთ სალონებს და კლიენტებს 18 მაისიდან
ბარათით გადახდა, სიცხის გაზომვა და დეზობარიერები - რა წესების დაცვა მოუწევთ სალონებს და კლიენტებს 18 მაისიდან

სი­ლა­მა­ზის სა­ლო­ნე­ბი­სა და ეს­თე­ტი­კუ­რი ცენ­ტრე­ბის­თვის ჯან­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრომ რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი და­ამ­ტკი­ცა, რომ­ლის შეს­რუ­ლე­ბაც მათ 18 მა­ი­სი­დან მო­უ­წევთ.

სა­მი­ნის­ტროს მიერ დამ­ტკი­ცე­ბულ ძი­რი­თად რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რი­გე­ბი­სა და ადა­მი­ან­თა თავ­შეყ­რის თა­ვი­დან აცი­ლე­ბის მიზ­ნით, და­წე­სე­ბუ­ლე­ბებ­მა მომ­ხმა­რე­ბელ­თა მი­ღე­ბა წი­ნას­წა­რი და­ჯავ­შნის სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბით იმგვა­რად უნდა უზ­რუნ­ველ­ყონ, რომ არ მოხ­დეს ობი­ექ­ტის შიდა სივ­რცე­ში მომ­ხმა­რე­ბელ­თა მოც­და. ამა­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, სა­ერ­თო სივ­რცე­ში 5 კვ.მ-ზე დაშ­ვე­ბუ­ლი უნდა იყოს მხო­ლოდ ერთი მომ­ხმა­რე­ბე­ლი და ეს ფარ­თი ასე­ვე მო­ი­ცავს ერთ მომ­ხმა­რე­ბელ­ზე ერთ მომ­სა­ხუ­რე პერ­სო­ნალს. ასე­ვე, თი­თო­ე­ულ სა­მუ­შაო უბანს შო­რის და­ცუ­ლი უნდა იყოს მი­ნი­მუმ ორ­მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია. ხოლო თუ ეს ვერ ხერ­ხდე­ბა, სივ­რცე­ე­ბის იზო­ლა­ცი­ის­თვის შე­საძ­ლე­ბე­ლია ისე­თი ბა­რი­ე­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა (მოძ­რა­ვი კედ­ლე­ბი/შირ­მა და ა.შ.), რო­მე­ლიც ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა რე­ცხვა-დე­ზინ­ფექ­ცი­ას.

სა­მუ­შა­ოს და­წყე­ბამ­დე სა­ლო­ნებ­მა და ეს­თე­ტი­კუ­რი მე­დი­ცი­ნის ცენ­ტრებ­მა, რო­მელ­თაც ჰყავთ 20 და მეტი და­საქ­მე­ბუ­ლი, უნდა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლონ და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის/ვი­ზო­ტო­რე­ბის ყო­ველ­დღი­უ­რი თერ­მოსკრი­ნინ­გი ობი­ექ­ტზე შეს­ვლის წინ; ასე­ვე, შე­სას­ვლე­ლებ­ში უნდა გა­ნა­თავ­სონ დე­ზო­ბა­რი­ე­რი, შე­სა­ბა­მი­სი სა­ვალ­დე­ბუ­ლი ნიშ­ნის მი­თი­თე­ბით. იმ შემ­თხე­ვა­ში, რო­დე­საც პრო­ცე­დუ­რა ით­ვა­ლის­წი­ნებს მოც­დის პე­რი­ოდს, გა­ნი­სა­ზღვროს კონ­კრე­ტუ­ლი ად­გი­ლი მომ­ხმა­რებ­ლის გან­სა­თავ­სებ­ლად, რო­მე­ლიც და­შო­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა არა­ნაკ­ლებ 2 მეტ­რის დის­ტან­ცი­ით სხვა პი­რე­ბის­გან; ან­გა­რიშს­წო­რე­ბი­სას უპი­რა­ტე­სო­ბა უნდა მი­ა­ნი­ჭონ ბა­რა­თით გა­დახ­დას.

გარ­და ამი­სა, რე­კო­მენ­და­ცი­ებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლია, რომ რი­გის თა­ვი­დან ასა­ცი­ლებ­ლად, მომ­ხმა­რე­ბე­ლი მომ­სა­ხუ­რე­ბის მი­სა­ღე­ბად დათ­ქმულ დრო­სა და ად­გილ­ზე უნდა გა­მო­ცხად­დეს. ასე­ვე მას უნდა ჰქონ­დეს ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი. სა­ვალ­დე­ბუ­ლოა ნიღ­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა; მომ­სა­ხუ­რე­ბის სივ­რცე­ში შეს­ვლის­თა­ნა­ვე უნდა ჩა­ი­ტა­როს ხე­ლის ჰი­გი­ე­ნა, და­იც­ვას ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის მიერ გან­სა­ზღვრუ­ლი წე­სე­ბი და პრე­ვენ­ცი­უ­ლი ნორ­მე­ბი.

იმ შემ­თხვე­ვა­ში, რო­დე­საც სა­სა­ლო­ნე მომ­სა­ხუ­რე­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს სა­ხის, ხე­ლის ან/და ფე­ხის პრო­ცე­დუ­რას, ხდე­ბა მხო­ლოდ ჩა­რე­ვის ზო­ნის შე­სა­ბა­მი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბის მოხ­სნა (მაგ. სა­ხის პრო­ცე­დუ­რე­ბის დროს მო­იხ­სნას ნი­ღა­ბი). პრო­ცე­დუ­რის ჩა­ტა­რე­ბის დროს და­ცუ­ლი უნდა იყოს მომ­ხმა­რებ­ლებს შო­რის 2 მეტ­რი­ა­ნი დის­ტან­ცია, ხოლო მომ­სა­ხუ­რე­ბის გამ­წე­ვი პირი აღ­ჭურ­ვი­ლი უნდა იყოს სა­თა­ნა­დო ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, დამ­საქ­მებ­ლის ვალ­დე­ბუ­ლე­ბებ­ში შე­დის COVID-19-ის პრე­ვენ­ცი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბე­ბის გან­თავ­სე­ბა, ასე­ვე ხე­ლის ან­ტი­სეპ­ტი­კუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გან­თავ­სე­ბა და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში. მან ასე­ვე უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი და ვი­ზი­ტო­რე­ბი ხე­ლის და­ბა­ნის გა­მარ­თუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით, ერთჯე­რა­დი ხელ­სა­ხო­ცე­ბით - ნიღ­ბე­ბით, სათ­ვა­ლით, დამ­ცა­ვი ტან­საც­მლით და სხვ.

რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის თა­ნახ­მად, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ამ უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი, სა­მუ­შა­ოს სპე­ცი­ფი­კის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­სა­ბა­მი­სი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბე­ბით. იმ პრო­ცე­დუ­რე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას, რო­დე­საც შე­საძ­ლე­ბე­ლია კონ­ტაქ­ტი სის­ხლთან და ბი­ო­ლო­გი­ურ სი­თხე­ებ­თან ერთჯე­რა­დი ხელ­თათ­მა­ნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა. იმ პრო­ცე­დუ­რე­ბის წარ­მო­ე­ბი­სას, რო­დე­საც შე­საძ­ლე­ბე­ლია სის­ხლი­სა და ბი­ო­ლო­გი­უ­რი სი­თხე­ე­ბის გაფ­რქვე­ვა, დამ­ცა­ვი ტან­საც­მე­ლი­სა და სათ­ვა­ლის გა­მო­ყე­ნე­ბა. ნიღ­ბე­ბით ნე­ბის­მი­ე­რი პრო­ცე­დუ­რე­ბის დროს. ნიღ­ბე­ბის შეც­ვლა უნდა გან­ხორ­ცი­ელ­დეს და­ბინ­ძუ­რე­ბის შე­სა­ბა­მი­სად, მაგ­რამ არა­უ­მე­ტეს ოთხ სა­ათ­ში ერთხელ. სა­მუ­შაო ინ­სტრუ­მენ­ტე­ბი­სა და აღ­ჭურ­ვი­ლო­ბის დე­ზინ­ფექ­ცია-სტე­რი­ლი­ზა­ცი­ის გარ­და, დამ­საქ­მე­ბელ­მა ასე­ვე უნდა უზ­რუნ­ველ­ყოს სა­მუ­შაო სივ­რცი­სა და სა­თავ­სე­ბის ბუ­ნებ­რი­ვი ან ხე­ლოვ­ნუ­რი ვენ­ტი­ლა­ცია. ასე­ვე, უზ­რუნ­ველ­ყოს გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი თეთ­რე­უ­ლის ცვლი­სა და რე­ცხვის მარ­თე­ბუ­ლი რე­ჟი­მის დაც­ვა. სა­მუ­შაო ად­გი­ლებ­ზე გა­ნა­თავ­სოს ხში­რად შე­ხე­ბა­დი ზე­და­პი­რე­ბის და­სა­მუ­შა­ვე­ბე­ლი სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი და უზ­რუნ­ველ­ყოს მათი სწო­რად მოხ­მა­რე­ბის პრაქ­ტი­კა (პერ­სო­ნა­ლის ინ­ფორ­მი­რე­ბა/ტრე­ნი­რე­ბა).

ამას­თან, მომ­სა­ხუ­რე­ბის­თვის ან­გა­რიშს­წო­რე­ბის მა­გი­და უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს გამჭვირ­ვა­ლე ბა­რი­ე­რით, უკი­დუ­რეს შემ­თხვე­ვა­ში და­საქ­მე­ბუ­ლი სხვა ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი დაც­ვის სა­შუ­ა­ლე­ბებ­თან ერ­თად უნდა აღი­ჭურ­ვოს დამ­ცა­ვი ფა­რით.

ყო­ვე­ლი სა­მუ­შაო დღის შემ­დგომ უნდა მოხ­დეს სა­მუ­შაო სივ­რცის სვე­ლი წე­სით და­ლა­გე­ბა სა­დე­ზინ­ფექ­ციო სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ასე­ვე, აუ­ცი­ლე­ბე­ლია ნარ­ჩე­ნე­ბის დრო­უ­ლი გა­ტა­ნა.

მკითხველის კომენტარები / 5 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ოღონდაცა რააააააააა
6

არ მაქვს ბარათები, არ ვარ ბანკის მომხმარებელი როგორ უნდა გადავიხადო სალონში???

 

lado
1

10-თეთრიანი ერთჯერადი პირბადეები ლარნახევარი რომ ღირს აფთიაქში ეს ამბავი როგორ იქნება?

ავტორი:

ბარათით გადახდა, სიცხის გაზომვა და დეზობარიერები - რა წესების დაცვა მოუწევთ სალონებს და კლიენტებს 18 მაისიდან

ბარათით გადახდა, სიცხის გაზომვა და დეზობარიერები - რა წესების დაცვა მოუწევთ სალონებს და კლიენტებს 18 მაისიდან

სილამაზის სალონებისა და ესთეტიკური ცენტრებისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდაციები დაამტკიცა, რომლის შესრულებაც მათ 18 მაისიდან მოუწევთ.

სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ძირითად რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ რიგებისა და ადამიანთა თავშეყრის თავიდან აცილების მიზნით, დაწესებულებებმა მომხმარებელთა მიღება წინასწარი დაჯავშნის სისტემის გამოყენებით იმგვარად უნდა უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს ობიექტის შიდა სივრცეში მომხმარებელთა მოცდა. ამავე რეკომენდაციების თანახმად, საერთო სივრცეში 5 კვ.მ-ზე დაშვებული უნდა იყოს მხოლოდ ერთი მომხმარებელი და ეს ფართი ასევე მოიცავს ერთ მომხმარებელზე ერთ მომსახურე პერსონალს. ასევე, თითოეულ სამუშაო უბანს შორის დაცული უნდა იყოს მინიმუმ ორმეტრიანი დისტანცია. ხოლო თუ ეს ვერ ხერხდება, სივრცეების იზოლაციისთვის შესაძლებელია ისეთი ბარიერების გამოყენება (მოძრავი კედლები/შირმა და ა.შ.), რომელიც ექვემდებარება რეცხვა-დეზინფექციას.

სამუშაოს დაწყებამდე სალონებმა და ესთეტიკური მედიცინის ცენტრებმა, რომელთაც ჰყავთ 20 და მეტი დასაქმებული, უნდა განახორციელონ დასაქმებულების/ვიზოტორების ყოველდღიური თერმოსკრინინგი ობიექტზე შესვლის წინ; ასევე, შესასვლელებში უნდა განათავსონ დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებული ნიშნის მითითებით. იმ შემთხევაში, როდესაც პროცედურა ითვალისწინებს მოცდის პერიოდს, განისაზღვროს კონკრეტული ადგილი მომხმარებლის განსათავსებლად, რომელიც დაშორებული იქნება არანაკლებ 2 მეტრის დისტანციით სხვა პირებისგან; ანგარიშსწორებისას უპირატესობა უნდა მიანიჭონ ბარათით გადახდას.

გარდა ამისა, რეკომენდაციებში აღნიშნულია, რომ რიგის თავიდან ასაცილებლად, მომხმარებელი მომსახურების მისაღებად დათქმულ დროსა და ადგილზე უნდა გამოცხადდეს. ასევე მას უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური დაცვის საშუალებები. სავალდებულოა ნიღბის გამოყენება; მომსახურების სივრცეში შესვლისთანავე უნდა ჩაიტაროს ხელის ჰიგიენა, დაიცვას ადმინისტრაციის მიერ განსაზღვრული წესები და პრევენციული ნორმები.

იმ შემთხვევაში, როდესაც სასალონე მომსახურება ითვალისწინებს სახის, ხელის ან/და ფეხის პროცედურას, ხდება მხოლოდ ჩარევის ზონის შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალების მოხსნა (მაგ. სახის პროცედურების დროს მოიხსნას ნიღაბი). პროცედურის ჩატარების დროს დაცული უნდა იყოს მომხმარებლებს შორის 2 მეტრიანი დისტანცია, ხოლო მომსახურების გამწევი პირი აღჭურვილი უნდა იყოს სათანადო ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით.

რეკომენდაციების თანახმად, დამსაქმებლის ვალდებულებებში შედის COVID-19-ის პრევენციული ღონისძიებების შესახებ განცხადებების განთავსება, ასევე ხელის ანტისეპტიკური საშუალებების განთავსება დაწესებულებაში. მან ასევე უნდა უზრუნველყოს დასაქმებულები და ვიზიტორები ხელის დაბანის გამართული საშუალებებით, ერთჯერადი ხელსახოცებით - ნიღბებით, სათვალით, დამცავი ტანსაცმლით და სხვ.

რეკომენდაციების თანახმად, ადმინისტრაციამ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულები, სამუშაოს სპეციფიკის გათვალისწინებით შესაბამისი ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით. იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია კონტაქტი სისხლთან და ბიოლოგიურ სითხეებთან ერთჯერადი ხელთათმანების გამოყენება. იმ პროცედურების წარმოებისას, როდესაც შესაძლებელია სისხლისა და ბიოლოგიური სითხეების გაფრქვევა, დამცავი ტანსაცმელისა და სათვალის გამოყენება. ნიღბებით ნებისმიერი პროცედურების დროს. ნიღბების შეცვლა უნდა განხორციელდეს დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არაუმეტეს ოთხ საათში ერთხელ. სამუშაო ინსტრუმენტებისა და აღჭურვილობის დეზინფექცია-სტერილიზაციის გარდა, დამსაქმებელმა ასევე უნდა უზრუნველყოს სამუშაო სივრცისა და სათავსების ბუნებრივი ან ხელოვნური ვენტილაცია. ასევე, უზრუნველყოს გამოყენებული თეთრეულის ცვლისა და რეცხვის მართებული რეჟიმის დაცვა. სამუშაო ადგილებზე განათავსოს ხშირად შეხებადი ზედაპირების დასამუშავებელი სადეზინფექციო საშუალებები და უზრუნველყოს მათი სწორად მოხმარების პრაქტიკა (პერსონალის ინფორმირება/ტრენირება).

ამასთან, მომსახურებისთვის ანგარიშსწორების მაგიდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გამჭვირვალე ბარიერით, უკიდურეს შემთხვევაში დასაქმებული სხვა ინდივიდუალური დაცვის საშუალებებთან ერთად უნდა აღიჭურვოს დამცავი ფარით.

ყოველი სამუშაო დღის შემდგომ უნდა მოხდეს სამუშაო სივრცის სველი წესით დალაგება სადეზინფექციო საშუალებების გამოყენებით. ასევე, აუცილებელია ნარჩენების დროული გატანა.

ნანუკა გუდავაძის ახალი ცხოვრება - როგორ შეიცვლა ყოფილმა მოდელმა ჩაცმის სტილი ბერა ივანიშვილზე გათხოვების შემდეგ

აუზები, რესტორანი, ბარი, სპა... - როგორი იქნება ქვევრის ფორმის სასტუმრო თელავში და როდის მიიღებს პირველ სტუმრებს

ფოთის "ცხელების კლინიკაში" მოთავსებულ 1 წლის ბავშვს კორონავირუსი არ დაუდასტურდა