პოლიტიკა
საზოგადოება

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან
"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან

მსოფ­ლიო პან­დე­მი­ის გამო, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის გა­მოქ­ვეყ­ნე­ბა შე­ჩე­რე­ბუ­ლი გვქონ­და. AMBEBI.GE გა­ნაგ­რძობს თა­ვი­სი მკი­თხვე­ლის­თვის იმ ახა­ლი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­წო­დე­ბას, რო­მელ­საც და­კარ­გუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის ოჯა­ხე­ბი წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ელოდ­ნენ.

რამ­დე­ნი­მე წლის წინ ტექ­სე­ლის კუნ­ძუ­ლის ერთ-ერთ გა­დარ­ჩე­ნილს, გრი­შა ბა­ინ­დუ­რაშ­ვილს ვეს­ტუმ­რე, რო­მელ­მაც ომი­სა და ტყვე­ო­ბის მძი­მე წლებ­ზე სა­უბ­რი­სას, გა­იხ­სე­ნა, რომ ომის და­წყე­ბამ­დე, ის, სხვა ქარ­თვე­ლებ­თან ერ­თად, ლიტ­ვა­ში იხ­დი­და სამ­ხედ­რო სა­ვალ­დე­ბუ­ლო სამ­სა­ხურს, სწო­რედ მა­შინ და­ი­წყო ომი.

"ომის და­წყე­ბის­თა­ნა­ვე, პირ­ველ ხაზ­ზე, ტყვი­ამფრქვე­ბებ­თან გა­დაგ­ვა­ნა­წი­ლეს, რაც იმას ნიშ­ნავ­და, რომ პირ­ველ ხაზ­ზე აღ­მოვ­ჩნდით, ჩვენს პი­რის­პირ გერ­მა­ნე­ლე­ბი იყ­ვნენ, თუმ­ცა, ლი­ე­ტუ­ე­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც საბ­ჭო­თა კავ­შირს ვერ იტან­დნენ, ყვე­ლა ჯა­რის­კაცს დამ­პყრობ­ლად აღიქ­ვამ­დნენ და რო­გორც კი შან­სი მი­ე­ცე­მო­დათ, გვებ­რძოდ­ნენ, სოფ­ლის მო­ხუ­ცე­ბიც კი ქუ­ჩა­ში ქვებს გვეს­როდ­ნენ... ისიც ით­ქვა, რომ იყო შემ­თხვე­ვე­ბი, რო­დე­საც საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცე­ბი ტყვედ აჰ­ყავ­დათ და მათ შემ­დეგ გერ­მა­ნე­ლებს გა­დას­ცემ­დნე­ნო. თუმ­ცა, ამის გარ­კვე­ვი­სა და გა­და­მოწ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არას­დროს მქო­ნია. შემ­დეგ, თა­ვად გა­და­მარ­ჩი­ნეს ლი­ე­ტუ­ე­ლებ­მა, მაგ­რამ მალე ისევ ჩავ­ვარ­დი ტყვედ", - იხ­სე­ნებს ბა­ინ­დუ­რაშ­ვი­ლი.

ასეა თუ ისე, პირ­ველ წლებ­ში, გერ­მა­ნე­ლებს უპ­რე­ცენ­დენ­ტოდ ბევ­რი საბ­ჭო­თა ჯა­რის­კა­ცი ჩა­უ­ვარ­დათ ტყვედ, რა­ზეც მოგ­ვი­ა­ნე­ბით წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სა­უბ­რობ­დნენ, ან ის მსჯე­ლო­ბაც მა­შინ­დე­ლი პრო­პა­გან­დის ნა­წი­ლი იყო. ერთი სი­ტყვით, მხო­ლოდ გერ­მა­ნი­ა­ში არა­ერ­თი სა­ერ­თო საფ­ლა­ვი არ­სე­ბობს და თითო მათ­გან­ში ათა­სო­ბით ჯა­რის­კა­ცი გა­ნის­ვე­ნებს, მათ შო­რის უამ­რა­ვი ქარ­თვე­ლია...

ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი მეგი სტემ­პე­ნი რამ­დე­ნი­მე წე­ლია აგ­რო­ვებს უგზო-უკვლოდ და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის მო­ნა­ცე­მებს, თუმ­ცა, მისი თქმით, ჯერ წინ უამ­რა­ვი საქ­მე აქვს.

"ბა­ნა­კი "VI ა ჰე­მე­რი" მე­ო­რე მსოფ­ლიო ომში გერ­მა­ნი­ის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე დიდი ბა­ნა­კი იყო, მისი სი­სას­ტი­კე 23 000-ზე მეტ­მა საბ­ჭო­თა სამ­ხედ­რო ტყვემ იწ­ვნია სა­კუ­თარ ჯან­მრთე­ლო­ბა­სა და სი­ცო­ცხლე­ზე. 6 000-ზე მეტ­მა იქი­დან ცო­ცხალ­მა ვერ გა­აღ­წია, ძი­რი­თა­დი და­ღუპ­ვის მი­ზე­ზი შიმ­ში­ლი, ინ­ფექ­ცი­უ­რი და­ა­ვა­დე­ბე­ბი და ორ­გა­ნიზ­მის სი­სუს­ტე იყო.

Höcklingser Weg-ის სა­ხე­ლით ცნო­ბი­ლი სა­საფ­ლაო სპე­ცი­ა­ლუ­რად საბ­ჭო­თა კავ­ში­რის ტყვე­ე­ბის­თვის გა­კეთ­და და მხო­ლოდ 1943 წელს იქ 3 000 ადა­მი­ა­ნის ცხე­და­რი 16 მა­სობ­რივ საფ­ლავ­ში გა­და­ა­ნა­წი­ლეს. 1949 წელს სა­საფ­ლაო გა­ნა­ახ­ლეს. ბა­ნა­კის გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შემ­დეგ გა­დარ­ჩე­ნილ­მა ჯა­რის­კა­ცებ­მა, იმ ად­გი­ლას ხის ჯვა­რი აღ­მარ­თეს, რო­მე­ლიც 1960 წელს ახ­ლით შეც­ვა­ლეს. ეს არის 2 972 კვად­რა­ტულ მეტრზე მო­წყო­ბო­ლი სა­საფ­ლაო, რო­მე­ლიც შე­მო­ღო­ბი­ლია, თუმ­ცა შეს­ვლა ნე­ბის­მი­ერ მსურ­ველს შე­უძ­ლია", - ამ­ბობს ის.

გთა­ვა­ზობთ იმ ქარ­თვე­ლე­ბის გვარ-სა­ხელს, რო­მელ­თა იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბაც ამ დრო­ის­თვის მო­ხერ­ხდა:

"ერთ-ერთი მათ­გა­ნის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია ყი­რი­მი­დან მო­ვი­და, მისი გვარ-სა­ხე­ლია შავ­ლე­გო მდი­ვა­ნი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1914 წელს თბი­ლის­ში. დიდი ალ­ბა­თო­ბით ის სკო­ლის მოს­წავ­ლე იყო. მის სა­არ­ქი­ვო სა­ბუ­თებ­ში, ნივ­თე­ბის აღ­წე­რი­სას წე­რია, რომ თან ჰქონ­და ქა­ლის სა­ა­თი, რო­მე­ლიც დე­დის ან სა­ცო­ლის იყო. სამ­ხედ­რო ჰოს­პი­ტალ­ში დარ­ჩე­ნილ ექი­მის ჩა­ნა­წე­რებ­ში ვკი­თხუ­ლობთ, რომ ის სი­ცხის­გან ბო­დავ­და და დე­დას ეძახ­და, ბო­დიშს უხ­დი­და რა­ღა­ცის გამო... რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ, მი­ყე­ნე­ბუ­ლი ჭრი­ლო­ბე­ბის­გან გარ­და­იც­ვა­ლა", - ამ­ბობს ქერ­ჩის კო­მი­სი­ის წერ­ვი სუ­სა­ნა კი­რა­კო­ზი­ა­ნი.

ალექ­სან­დრე სე­ფაშ­ვი­ლი (ან სე­ფი­აშ­ვი­ლი) ილი­ას ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1919 წლის 19 დე­კე­მე­ბერს, აზერ­ბა­ი­ჯან­ში, ქა­ლაქ ბა­ქო­ში. დე­დის გვა­რია, მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი. მე­უღ­ლე - პო­ლი­ნა. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 27 ივ­ლისს. წო­დე­ბა: კა­პი­ტა­ნი. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 95531, ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა.

შალ­ვა სერ­გოს ძე ხურ­ცი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წლის 20 ივ­ნისს, ვა­ნის რა­ი­ონ­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 18 ივ­ლისს. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 95535. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა. გარ­დაც­ვა­ლე­ბის სა­ვა­რა­უ­დო თა­რი­ღი 1942 წლის 26 თე­ბერ­ვა­ლი. დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი, ვუსტრაუ, ბრან­დენ­ბურ­გი.

გრი­გო­რი ია­სო­ნის ძე ელ­ბი­ძე (სა­ვა­რა­უ­დოდ) ელ­ბა­ქი­ძე, და­ბა­დე­ბუ­ლი 1921 წლის 11 მა­ისს, ხო­ნის რა­ი­ო­ნის კონ­ტუ­ათ­ში. ტყვედ ჩა­ვარ­და, 1942 წლის 10 ოქ­ტომ­ბერს, ყი­რიმ­ში. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 101192. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი 3 ა. და­ღუპ­ვის სა­ვა­რა­უ­დო თა­რი­თი 1943 წლის 4 მარ­ტი. და­უ­ზუს­ტე­ბე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, დაკ­რძა­ლუ­ლია ბერ­ლი­ნის მი­და­მო­ებ­ში.

ალექ­სან­დრე სარ­დი­ო­ნის ძე ჭა­ჭუ­კაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1906 წელს გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ახა­შენ­ში. დე­დის ან მე­უღ­ლის სა­ხე­ლი სო­ნია. ტყვედ ჩა­ვარ­და 1942 წლის 5 მა­ი­სი. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 100604. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი 3 ა. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს. დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი: დორ­ტმუნ­დი.

ალექ­სან­დრე სე­მე­ნის ძე ბი­ძი­ნაშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წლის 25 თე­ბერ­ვალს ყვარ­ლის რა­ი­ო­ნის სო­ფელ შილ­და­ში. დედა მა­რია ივა­ნეს ასუ­ლი ახალ­ბე­დაშ­ვი­ლი. სტუ­დენ­ტი. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 23 ივ­ნისს. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 95454. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი III ა. და­ი­ღუ­პა 1942 წლის 28 ოქ­ტომ­ბერს. დაკ­რძა­ლუ­ლია ბრან­დენ­ბურ­გში.

ნი­კო­ლოზ ივა­ნეს ძე გზი­რიშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1916 წელს, გურ­ჯა­ა­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ჩა­ლა­უ­ბან­ში. დე­დის სა­ხე­ლი - ვარა. ტყვედ ჩა­ვარ­და 1941 წლის 13 ოქ­ტომ­ბერს. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 100600. ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი 3 ა. და­ი­ღუ­პა 1943 წლის 24 მარტს. დაკ­რძალ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლი - ბლან­კე­ფელ­დე მა­ლო­ვი, ბრან­დენ­ბურ­გი.

სუ­რენ ალექ­სან­დრეს ძე გო­გი­აშ­ვი­ლი, და­ბა­დე­ბუ­ლი 1920 წელს, გო­რის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ბერ­ბუკ­ში. დე­დის გვა­რი - გო­გი­აშ­ვი­ლი. ტყვედ ჩა­ვარ­და, 1941 წლის 23 ივ­ნისს. ბა­ნა­კის ნო­მე­რი: 96636, ბა­ნა­კი: შტა­ლა­გი 3 ა. და­ღუპ­ვის სა­ვა­რა­უ­დო თა­რი­ღი 1942 წლის 30 მარ­ტი, ან 29 მა­ი­სი. და­ი­ღუ­პა, ფილ­ტვე­ბის ან­თე­ბით. დაკ­რძა­ლუ­ლია ბრან­დენ­ბურ­გის მი­წა­ზე.

იხი­ლეთ ყვე­ლა სტა­ტია: ომის დროს და­კარ­გუ­ლი ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ

მკითხველის კომენტარები / 16 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნონა
0

ბიძა გვყავს დაკარგული უგზო უკვლოდ დღემდე ვერაფერი გავიგეთ კონსტანტინე ქურდიანი

dato
1

ადამიანის უმადურობას რომ საზღვარი არა აქვს უმრავლესობის კომენატარებიდან ნათლად ჩანს,სხვებმა რა დააშავეს თორემ თქვენი გულისთვის თითის განძრევაც არ ღირდა და მერე ნახავდით არსებობს კორონა, არ არსებობს თუ რაც ხდება..ევროპას რო თავი გაანებოთ,კითხეთ აბა რუსებს თუ არ არსებობს აგერ არიან ყურის ძირში..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან

"სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო" - II მსოფლიო ომში დაკარგული ქართველების გვარ-სახელები გერმანული არქივებიდან

მსოფლიო პანდემიის გამო, გარკვეული დროის განმავლობაში მეორე მსოფლიო ომში უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების შესახებ მოპოვებული ინფორმაციების გამოქვეყნება შეჩერებული გვქონდა. AMBEBI.GE განაგრძობს თავისი მკითხველისთვის იმ ახალი მონაცემების მიწოდებას, რომელსაც დაკარგული ადამიანების ოჯახები წლების განმავლობაში ელოდნენ.

რამდენიმე წლის წინ ტექსელის კუნძულის ერთ-ერთ გადარჩენილს, გრიშა ბაინდურაშვილს ვესტუმრე, რომელმაც ომისა და ტყვეობის მძიმე წლებზე საუბრისას, გაიხსენა, რომ ომის დაწყებამდე, ის, სხვა ქართველებთან ერთად, ლიტვაში იხდიდა სამხედრო სავალდებულო სამსახურს, სწორედ მაშინ დაიწყო ომი.

"ომის დაწყებისთანავე, პირველ ხაზზე, ტყვიამფრქვებებთან გადაგვანაწილეს, რაც იმას ნიშნავდა, რომ პირველ ხაზზე აღმოვჩნდით, ჩვენს პირისპირ გერმანელები იყვნენ, თუმცა, ლიეტუელები, რომლებიც საბჭოთა კავშირს ვერ იტანდნენ, ყველა ჯარისკაცს დამპყრობლად აღიქვამდნენ და როგორც კი შანსი მიეცემოდათ, გვებრძოდნენ, სოფლის მოხუცებიც კი ქუჩაში ქვებს გვესროდნენ... ისიც ითქვა, რომ იყო შემთხვევები, როდესაც საბჭოთა ჯარისკაცები ტყვედ აჰყავდათ და მათ შემდეგ გერმანელებს გადასცემდნენო. თუმცა, ამის გარკვევისა და გადამოწმების საშუალება არასდროს მქონია. შემდეგ, თავად გადამარჩინეს ლიეტუელებმა, მაგრამ მალე ისევ ჩავვარდი ტყვედ", - იხსენებს ბაინდურაშვილი.

ასეა თუ ისე, პირველ წლებში, გერმანელებს უპრეცენდენტოდ ბევრი საბჭოთა ჯარისკაცი ჩაუვარდათ ტყვედ, რაზეც მოგვიანებით წლების განმავლობაში საუბრობდნენ, ან ის მსჯელობაც მაშინდელი პროპაგანდის ნაწილი იყო. ერთი სიტყვით, მხოლოდ გერმანიაში არაერთი საერთო საფლავი არსებობს და თითო მათგანში ათასობით ჯარისკაცი განისვენებს, მათ შორის უამრავი ქართველია...

ქართველი ემიგრანტი მეგი სტემპენი რამდენიმე წელია აგროვებს უგზო-უკვლოდ დაკარგული ქართველების მონაცემებს, თუმცა, მისი თქმით, ჯერ წინ უამრავი საქმე აქვს.

"ბანაკი "VI ა ჰემერი" მეორე მსოფლიო ომში გერმანიის ტერიტორიაზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანაკი იყო, მისი სისასტიკე 23 000-ზე მეტმა საბჭოთა სამხედრო ტყვემ იწვნია საკუთარ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე. 6 000-ზე მეტმა იქიდან ცოცხალმა ვერ გააღწია, ძირითადი დაღუპვის მიზეზი შიმშილი, ინფექციური დაავადებები და ორგანიზმის სისუსტე იყო.

Höcklingser Weg-ის სახელით ცნობილი სასაფლაო სპეციალურად საბჭოთა კავშირის ტყვეებისთვის გაკეთდა და მხოლოდ 1943 წელს იქ 3 000 ადამიანის ცხედარი 16 მასობრივ საფლავში გადაანაწილეს. 1949 წელს სასაფლაო განაახლეს. ბანაკის გათავისუფლების შემდეგ გადარჩენილმა ჯარისკაცებმა, იმ ადგილას ხის ჯვარი აღმართეს, რომელიც 1960 წელს ახლით შეცვალეს. ეს არის 2 972 კვადრატულ მეტრზე მოწყობოლი სასაფლაო, რომელიც შემოღობილია, თუმცა შესვლა ნებისმიერ მსურველს შეუძლია", - ამბობს ის.

გთავაზობთ იმ ქართველების გვარ-სახელს, რომელთა იდენტიფიცირებაც ამ დროისთვის მოხერხდა:

"ერთ-ერთი მათგანის შესახებ ინფორმაცია ყირიმიდან მოვიდა, მისი გვარ-სახელია შავლეგო მდივანი, დაბადებული 1914 წელს თბილისში. დიდი ალბათობით ის სკოლის მოსწავლე იყო. მის საარქივო საბუთებში, ნივთების აღწერისას წერია, რომ თან ჰქონდა ქალის საათი, რომელიც დედის ან საცოლის იყო. სამხედრო ჰოსპიტალში დარჩენილ ექიმის ჩანაწერებში ვკითხულობთ, რომ ის სიცხისგან ბოდავდა და დედას ეძახდა, ბოდიშს უხდიდა რაღაცის გამო... რამდენიმე დღის შემდეგ, მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა", - ამბობს ქერჩის კომისიის წერვი სუსანა კირაკოზიანი.

ალექსანდრე სეფაშვილი (ან სეფიაშვილი) ილიას ძე, დაბადებული 1919 წლის 19 დეკემებერს, აზერბაიჯანში, ქალაქ ბაქოში. დედის გვარია, მეგრელიშვილი. მეუღლე - პოლინა. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 27 ივლისს. წოდება: კაპიტანი. ბანაკის ნომერი: 95531, ბანაკი: შტალაგი III ა.

შალვა სერგოს ძე ხურციძე, დაბადებული 1916 წლის 20 ივნისს, ვანის რაიონში. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 18 ივლისს. ბანაკის ნომერი: 95535. ბანაკი: შტალაგი III ა. გარდაცვალების სავარაუდო თარიღი 1942 წლის 26 თებერვალი. დაკრძალვის სავარაუდო ადგილი, ვუსტრაუ, ბრანდენბურგი.

გრიგორი იასონის ძე ელბიძე (სავარაუდოდ) ელბაქიძე, დაბადებული 1921 წლის 11 მაისს, ხონის რაიონის კონტუათში. ტყვედ ჩავარდა, 1942 წლის 10 ოქტომბერს, ყირიმში. ბანაკის ნომერი: 101192. ბანაკი: შტალაგი 3 ა. დაღუპვის სავარაუდო თარითი 1943 წლის 4 მარტი. დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკრძალულია ბერლინის მიდამოებში.

ალექსანდრე სარდიონის ძე ჭაჭუკაშვილი, დაბადებული 1906 წელს გურჯაანის რაიონის სოფელ ახაშენში. დედის ან მეუღლის სახელი სონია. ტყვედ ჩავარდა 1942 წლის 5 მაისი. ბანაკის ნომერი: 100604. ბანაკი: შტალაგი 3 ა. დაიღუპა 1942 წლის 28 ოქტომბერს. დაკრძალვის სავარაუდო ადგილი: დორტმუნდი.

ალექსანდრე სემენის ძე ბიძინაშვილი, დაბადებული 1920 წლის 25 თებერვალს ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში. დედა მარია ივანეს ასული ახალბედაშვილი. სტუდენტი. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 23 ივნისს. ბანაკის ნომერი: 95454. ბანაკი: შტალაგი III ა. დაიღუპა 1942 წლის 28 ოქტომბერს. დაკრძალულია ბრანდენბურგში.

ნიკოლოზ ივანეს ძე გზირიშვილი, დაბადებული 1916 წელს, გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში. დედის სახელი - ვარა. ტყვედ ჩავარდა 1941 წლის 13 ოქტომბერს. ბანაკის ნომერი: 100600. ბანაკი: შტალაგი 3 ა. დაიღუპა 1943 წლის 24 მარტს. დაკრძალვის სავარაუდო ადგილი - ბლანკეფელდე მალოვი, ბრანდენბურგი.

სურენ ალექსანდრეს ძე გოგიაშვილი, დაბადებული 1920 წელს, გორის რაიონის სოფელ ბერბუკში. დედის გვარი - გოგიაშვილი. ტყვედ ჩავარდა, 1941 წლის 23 ივნისს. ბანაკის ნომერი: 96636, ბანაკი: შტალაგი 3 ა. დაღუპვის სავარაუდო თარიღი 1942 წლის 30 მარტი, ან 29 მაისი. დაიღუპა, ფილტვების ანთებით. დაკრძალულია ბრანდენბურგის მიწაზე.

იხილეთ ყველა სტატია: ომის დროს დაკარგული ქართველების შესახებ