მეცნიერება
პოლიტიკა

11

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
აუთვისებელი სიმდიდრე – ჰიდროგენერაციის ნორვეგიული მაგალითი საქართველოსთვის
აუთვისებელი სიმდიდრე – ჰიდროგენერაციის ნორვეგიული მაგალითი საქართველოსთვის

ჰიდ­რო­ე­ლექტრო­გე­ნე­რა­ცია, რო­მე­ლიც და­სა­ბამს მე­ცხრა­მე­ტე სა­უ­კუ­ნი­დან იღებს, გა­ნახ­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის წყა­როა. ენერ­გე­ტი­კის ამ დარ­გის გან­ვი­თა­რე­ბით ლი­დე­რი ნორ­ვე­გი­აა, რო­მელ­საც თით­ქმის სრუ­ლად აქვს ათ­ვი­სე­ბუ­ლი წყლის რე­სურ­სე­ბი. ამ მხრივ სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც ასე­ვე მდი­და­რია წყლის რე­სურ­სით, ამ სიმ­დიდ­რის მხო­ლოდ 20%–ს ით­ვი­სებს.

ეს - იმ პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც ელექტრო­ე­ნერ­გი­ის იმ­პორ­ტი წლი­დან წლამ­დე იზ­რდე­ბა და მხო­ლოდ გა­სულ 2019 წელს რუ­სე­თი­სა და აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­გან შე­ძე­ნილ ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ში ქვე­ყა­ნამ $80 მლნ–ზე მეტი გა­და­ი­ხა­და.

ნორ­ვე­გი­ის გა­მოც­დი­ლე­ბა

პირ­ვე­ლი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი ნორ­ვე­გი­ა­ში 1885 წელს აა­გეს ჩანჩქერ­ზე, რო­მე­ლიც ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სწო­რედ ამ მიზ­ნით გა­მო­ის­ყი­და. უკვე 1920 წელს ქვეყ­ნის ყვე­ლა ქა­ლაქს მი­ე­წო­დე­ბო­და ელექტრო­ე­ნერ­გია და ელექტრი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი იყო მო­სახ­ლე­ო­ბის 64%.

დღეს ნორ­ვე­გია ჰიდ­რო­გე­ნე­რა­ცი­ით ევ­რო­პა­ში - პირ­ველ, ხოლო მსოფ­ლი­ო­ში მე-6 ად­გილ­ზეა. მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი, ანუ წყალ­სა­ცა­ვი­ა­ნი ჰე­სე­ბის წილი ქვეყ­ნის ჯა­მუ­რი სიმ­ძლავ­რის 75%-ს შე­ად­გენს. ეს უზ­რუნ­ველ­ყოფს წყა­ლუხ­ვო­ბი­სას დაგ­რო­ვე­ბუ­ლი წყლის გა­მო­ყე­ნე­ბას წყალმცი­რო­ბის პე­რი­ოდ­ში.

ნორ­ვე­გი­ა­ში, რომ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა სა­ქარ­თვე­ლო­სას დი­დად არ აღე­მა­ტე­ბა (5.3 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი), ჰიდ­რო­ე­ლექ­ტო­სად­გუ­რე­ბის წლი­უ­რი გე­ნე­რა­ცია და­ახ­ლო­ე­ბით 135 ტე­რა­ვატ/სა­ა­თია. ეს მო­ნა­ცე­მი, რა თქმა უნდა, ყო­ველ­წლი­უ­რად გან­სხვავ­დე­ბა და და­მო­კი­დე­ბუ­ლია წყლის მო­დი­ნე­ბა­სა და ნა­ლექ­ზე. ქვე­ყა­ნა­ში 1600 ჰე­სია, რო­მელ­თა ჯა­მუ­რი დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე და­ახ­ლო­ე­ბით 33 000 მე­გა­ვატს შე­ად­გენს. 1000-მდე მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი, ანუ წყალ­სა­ცა­ვი­ა­ნი ჰესი ჭარ­ბი ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბის აკუ­მუ­ლი­რე­ბის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა.

ელექტრო­ე­ნერ­გი­ის გე­ნე­რა­ცი­ის სიმ­ძლავ­რე ნორ­ვე­გი­ა­ში იყო­ფა ორ კა­ტე­გო­რი­ად - რე­გუ­ლი­რე­ბა­დი და ცვა­ლე­ბა­დი. ქა­რი­სა და მზის ენერ­გია ცვა­ლე­ბა­დია. ელექტრო­ე­ნერ­გი­ის წარ­მო­ე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია მხო­ლოდ მა­შინ, რო­დე­საც მზი­სა და ქა­რის რე­სურ­სი ხელ­მი­საწ­ვდო­მია. იგი­ვე ეხე­ბა სე­ზო­ნურ და მცი­რე ზო­მის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რებ­საც. თუმ­ცა ნორ­ვე­გია წყალ­სა­ცა­ვი­ა­ნი ჰე­სე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით წარ­მა­ტე­ბით ახერ­ხებს ცვა­ლე­ბა­დი ენერ­გი­ის ბა­ლან­სი­რე­ბას.

დღე­ი­სათ­ვის ნორ­ვე­გი­ას ათ­ვი­სე­ბუ­ლი აქვს სა­კუ­თა­რი ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბის 60%.

სა­ქარ­თვე­ლოს ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბი

2019 წელს სა­ქარ­თვე­ლოს ჰიდ­რო­გე­ნე­რა­ცი­ამ ჯამ­ში 8,9 ტე­რა­ვატ/სა­ა­თი შე­ად­გი­ნა. ქვე­ყა­ნა­ში დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რის ჯა­მუ­რი მო­ცუ­ლო­ბა 4247 მგვტ-ია და მისი 73.3% ჰე­სებ­ზე მო­დის. 2019 წლის ბო­ლოს­თვის სა­ქარ­თვე­ლო­ში ფუნ­ქცი­ო­ნი­რებ­და შემ­დე­გი ტი­პის ჰე­სე­ბი: 7 - მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი, 4 - დღი­უ­რი რე­გუ­ლი­რე­ბის, 27 - სე­ზო­ნუ­რი, ანუ მო­დი­ნე­ბა­ზე, 53 - მცი­რე ჰესი. ჯამ­ში ვი­ღებთ ჰიდ­რო­გე­ნე­რა­ცი­ის 91 ობი­ექტს, რაც იგი­ვე ნორ­ვე­გი­ის ჰე­სე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 5%–ს შე­ად­გენს. ეს - იმ ფონ­ზე, რო­დე­საც, გან­ვმე­ორ­დე­ბით, სა­ქარ­თვე­ლოს სა­კუ­თა­რი წყლის რე­სურ­სე­ბის მხო­ლოდ 20% აქვს ათ­ვი­სე­ბუ­ლი.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ჰიდ­რო­გე­ნე­რა­გი­ის 56% სწო­რედ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ, ანუ წყალ­სა­ცა­ვი­ან ჰე­სებ­ზე მო­დის.

ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­ე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მთლი­ა­ნი მო­ცუ­ლო­ბის ერთ მე­სა­მედს გა­მო­ი­მუ­შა­ვებს უმ­სხვი­ლე­სი ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რი „ენ­გურ­ჰე­სი“, რომ­ლის დად­გმუ­ლი სიმ­ძლავ­რე 1300 მგვტ-ს შე­ად­გენს. სი­დი­დით მე­ო­რე ჰე­სია „ვარ­დნი­ლის კას­კა­დი“. „ენ­გურ­ჰე­სი“ და „ვარ­დნი­ლის კას­კა­დი“ სხვა - შე­და­რე­ბით მცი­რე ჰე­სებ­თან ერ­თად წარ­მო­ად­გე­ნენ მა­რე­გუ­ლი­რე­ბელ ჰე­სებს და წე­ლი­წად­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1990 მგვტ სიმ­ძლავ­რეს უზ­რუნ­ველ­ყო­ფენ.

ზამ­თარ­ში სე­ზო­ნურ სად­გუ­რებ­ზე წყლის ჩა­მო­დი­ნე­ბა მი­ნი­მა­ლუ­რია და შე­სა­ბა­მი­სად, მათი გა­მო­მუ­შა­ვე­ბაც მცი­რეა. ამას­თან, ეს პე­რი­ო­დი ხა­სი­ათ­დე­ბა მა­ღა­ლი მოხ­მა­რე­ბით, ამი­ტომ ამ დროს სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­სის­ტე­მა დე­ფი­ცი­ტუ­რია. მოხ­მა­რე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა ხორ­ცი­ელ­დე­ბა ძი­რი­თა­დად რამ­დე­ნი­მე მა­რე­გუ­ლი­რე­ბე­ლი ჰე­სის (ენ­გურ­ჰე­სი, ხრა­მ­ჰე­სი 1,2, ვარ­დნილ­ჰე­სი, ძევ­რულ­ჰე­სი, შა­ორ­ჰე­სი, ჟინ­ვალ­ჰე­სი) მიერ წყალ­სა­ცა­ვებ­ში დაგ­რო­ვე­ბუ­ლი წყლის ხარ­ჯზე, ასე­ვე გარ­დაბ­ნის თბო­ე­ლექტრო­სად­გუ­რე­ბით (N 3, 4, 9 ბლო­კე­ბი, აირ­ტურ­ბი­ნა, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი სად­გუ­რი) და მე­ზო­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი­დან (რუ­სე­თი, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი) იმ­პორ­ტი­რე­ბუ­ლი ენერ­გი­ით.

სა­ქარ­თვე­ლოს ჰიდ­რო­პო­ტენ­ცი­ა­ლი და ათ­ვი­სე­ბის ოპ­ტი­მა­ლუ­რი სტრა­ტე­გია

ფაქ­ტია, რომ ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა წყლის შემგრო­ვე­ბე­ლი სად­გუ­რე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა. ეს აა­მაღ­ლებს სის­ტე­მის მდგრა­დო­ბას, მოქ­ნი­ლო­ბას და გა­ა­ჩენს ცვა­ლე­ბა­დი გე­ნე­რა­ცი­ის (მზი­სა და ქა­რის) და­მა­ტე­ბი­თი სიძ­ლავ­რე­ე­ბის ინ­ტეგ­რა­ცი­ის სა­შუ­ა­ლე­ბას. ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბის აკუ­მუ­ლი­რე­ბა სწო­რედ წყალ­სა­ცა­ვი­ან ჰე­სებ­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი: მათ „ენერ­გე­ტი­კუ­ლი ზამ­თრის“ პე­რი­ოდ­ში, ანუ იმ თვე­ებ­ში ავით­ვი­სებთ, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს მდი­ნა­რე­ებ­ში წყლის დონე მნიშ­ვნე­ლოვ­ნა­დაა შემ­ცი­რე­ბუ­ლი და მცი­რე, სე­ზო­ნუ­რი ჰე­სე­ბი პრაქ­ტი­კუ­ლად ვე­ღარ მუ­შა­ობს.

„ჩვე­ნი ენერ­გე­ტი­კა და­ფუძ­ნე­ბუ­ლია ჰიდ­რო­ე­ნერ­გი­ა­ზე და მდი­ნა­რე­ე­ბის მო­დი­ნე­ბა­ზე. სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ არ გვაქვს რე­ზერ­ვუ­ა­რი­ა­ნი ჰე­სე­ბის დიდი პო­ტენ­ცი­ა­ლი და და­გუ­ბე­ბის კუ­თხით ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლე­ბი ვართ. რამ­დე­ნი­მე პრო­ექ­ტია მხო­ლოდ სა­ქარ­თვე­ლო­ში, რომ­ლებ­საც ჩვე­ნი ენერ­გო­და­მო­უ­კი­დე­ბუ­ლო­ბის მხრივ ძა­ლი­ან დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა ენი­ჭე­ბა. ასე­თე­ბია ხუ­დო­ნი, ნენ­სკრა და ნა­წი­ლობ­რივ ნა­მახ­ვა­ნი. ყვე­ლა და­ნარ­ჩე­ნი ჰე­სის პრო­ექ­ტი მო­დი­ნე­ბა­ზეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. რე­გუ­ლი­რე­ბა­დი ჰე­სე­ბი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია რო­გორც სის­ტე­მის გაზ­რდის­თვის, ასე­ვე ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი ენერ­გე­ტი­კის კუ­თხით, ვი­ნა­ი­დან მზი­სა და ქა­რის ელექტრო­სად­გუ­რე­ბი არას­ტა­ბი­ლუ­რია და მათ და­სა­ბა­ლან­სებ­ლად აუ­ცი­ლე­ბე­ლია ჰიდ­რო­რე­სურ­სე­ბით მი­ღე­ბუ­ლი ელექტრო­ე­ნერ­გია“ - გა­ნა­ცხა­და ჩვენ­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გე­ტი­კის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის დი­რექ­ტორ­მა გი­ორ­გი ჩი­ქო­ვან­მა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

აუთვისებელი სიმდიდრე – ჰიდროგენერაციის ნორვეგიული მაგალითი საქართველოსთვის

აუთვისებელი სიმდიდრე – ჰიდროგენერაციის ნორვეგიული მაგალითი საქართველოსთვის

ჰიდროელექტროგენერაცია, რომელიც დასაბამს მეცხრამეტე საუკუნიდან იღებს, განახლებადი ენერგიის წყაროა. ენერგეტიკის ამ დარგის განვითარებით ლიდერი ნორვეგიაა, რომელსაც თითქმის სრულად აქვს ათვისებული წყლის რესურსები. ამ მხრივ საქართველო, რომელიც ასევე მდიდარია წყლის რესურსით, ამ სიმდიდრის მხოლოდ 20%–ს ითვისებს.

ეს - იმ პირობებში, როდესაც ელექტროენერგიის იმპორტი წლიდან წლამდე იზრდება და მხოლოდ გასულ 2019 წელს რუსეთისა და აზერბაიჯანისგან შეძენილ ელექტროენერგიაში ქვეყანამ $80 მლნ–ზე მეტი გადაიხადა.

ნორვეგიის გამოცდილება

პირველი ჰიდროელექტროსადგური ნორვეგიაში 1885 წელს ააგეს ჩანჩქერზე, რომელიც ხელისუფლებამ სწორედ ამ მიზნით გამოისყიდა. უკვე 1920 წელს ქვეყნის ყველა ქალაქს მიეწოდებოდა ელექტროენერგია და ელექტრიფიცირებული იყო მოსახლეობის 64%.

დღეს ნორვეგია ჰიდროგენერაციით ევროპაში - პირველ, ხოლო მსოფლიოში მე-6 ადგილზეა. მარეგულირებელი, ანუ წყალსაცავიანი ჰესების წილი ქვეყნის ჯამური სიმძლავრის 75%-ს შეადგენს. ეს უზრუნველყოფს წყალუხვობისას დაგროვებული წყლის გამოყენებას წყალმცირობის პერიოდში.

ნორვეგიაში, რომლის მოსახლეობა საქართველოსას დიდად არ აღემატება (5.3 მილიონი ადამიანი), ჰიდროელექტოსადგურების წლიური გენერაცია დაახლოებით 135 ტერავატ/საათია. ეს მონაცემი, რა თქმა უნდა, ყოველწლიურად განსხვავდება და დამოკიდებულია წყლის მოდინებასა და ნალექზე. ქვეყანაში 1600 ჰესია, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრე დაახლოებით 33 000 მეგავატს შეადგენს. 1000-მდე მარეგულირებელი, ანუ წყალსაცავიანი ჰესი ჭარბი ჰიდრორესურსების აკუმულირებისთვის გამოიყენება.

ელექტროენერგიის გენერაციის სიმძლავრე ნორვეგიაში იყოფა ორ კატეგორიად - რეგულირებადი და ცვალებადი. ქარისა და მზის ენერგია ცვალებადია. ელექტროენერგიის წარმოება შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც მზისა და ქარის რესურსი ხელმისაწვდომია. იგივე ეხება სეზონურ და მცირე ზომის ჰიდროელექტროსადგურებსაც. თუმცა ნორვეგია წყალსაცავიანი ჰესების საშუალებით წარმატებით ახერხებს ცვალებადი ენერგიის ბალანსირებას.

დღეისათვის ნორვეგიას ათვისებული აქვს საკუთარი ჰიდრორესურსების 60%.

საქართველოს ჰიდრორესურსები

2019 წელს საქართველოს ჰიდროგენერაციამ ჯამში 8,9 ტერავატ/საათი შეადგინა. ქვეყანაში დადგმული სიმძლავრის ჯამური მოცულობა 4247 მგვტ-ია და მისი 73.3% ჰესებზე მოდის. 2019 წლის ბოლოსთვის საქართველოში ფუნქციონირებდა შემდეგი ტიპის ჰესები: 7 - მარეგულირებელი, 4 - დღიური რეგულირების, 27 - სეზონური, ანუ მოდინებაზე, 53 - მცირე ჰესი. ჯამში ვიღებთ ჰიდროგენერაციის 91 ობიექტს, რაც იგივე ნორვეგიის ჰესების დაახლოებით 5%–ს შეადგენს. ეს - იმ ფონზე, როდესაც, განვმეორდებით, საქართველოს საკუთარი წყლის რესურსების მხოლოდ 20% აქვს ათვისებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში ჰიდროგენერაგიის 56% სწორედ მარეგულირებელ, ანუ წყალსაცავიან ჰესებზე მოდის.

ქვეყანაში წარმოებული ელექტროენერგიის მთლიანი მოცულობის ერთ მესამედს გამოიმუშავებს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“, რომლის დადგმული სიმძლავრე 1300 მგვტ-ს შეადგენს. სიდიდით მეორე ჰესია „ვარდნილის კასკადი“. „ენგურჰესი“ და „ვარდნილის კასკადი“ სხვა - შედარებით მცირე ჰესებთან ერთად წარმოადგენენ მარეგულირებელ ჰესებს და წელიწადში დაახლოებით 1990 მგვტ სიმძლავრეს უზრუნველყოფენ.

ზამთარში სეზონურ სადგურებზე წყლის ჩამოდინება მინიმალურია და შესაბამისად, მათი გამომუშავებაც მცირეა. ამასთან, ეს პერიოდი ხასიათდება მაღალი მოხმარებით, ამიტომ ამ დროს საქართველოს ენერგოსისტემა დეფიციტურია. მოხმარების დაკმაყოფილება ხორციელდება ძირითადად რამდენიმე მარეგულირებელი ჰესის (ენგურჰესი, ხრამჰესი 1,2, ვარდნილჰესი, ძევრულჰესი, შაორჰესი, ჟინვალჰესი) მიერ წყალსაცავებში დაგროვებული წყლის ხარჯზე, ასევე გარდაბნის თბოელექტროსადგურებით (N 3, 4, 9 ბლოკები, აირტურბინა, კომბინირებული სადგური) და მეზობელი ქვეყნებიდან (რუსეთი, აზერბაიჯანი) იმპორტირებული ენერგიით.

საქართველოს ჰიდროპოტენციალი და ათვისების ოპტიმალური სტრატეგია

ფაქტია, რომ ენერგოდამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად საქართველოს სჭირდება წყლის შემგროვებელი სადგურების მშენებლობა. ეს აამაღლებს სისტემის მდგრადობას, მოქნილობას და გააჩენს ცვალებადი გენერაციის (მზისა და ქარის) დამატებითი სიძლავრეების ინტეგრაციის საშუალებას. ჰიდრორესურსების აკუმულირება სწორედ წყალსაცავიან ჰესებშია შესაძლებელი: მათ „ენერგეტიკული ზამთრის“ პერიოდში, ანუ იმ თვეებში ავითვისებთ, როდესაც საქართველოს მდინარეებში წყლის დონე მნიშვნელოვნადაა შემცირებული და მცირე, სეზონური ჰესები პრაქტიკულად ვეღარ მუშაობს.

„ჩვენი ენერგეტიკა დაფუძნებულია ჰიდროენერგიაზე და მდინარეების მოდინებაზე. სამწუხაროდ, ჩვენ არ გვაქვს რეზერვუარიანი ჰესების დიდი პოტენციალი და დაგუბების კუთხით ძალიან შეზღუდულები ვართ. რამდენიმე პროექტია მხოლოდ საქართველოში, რომლებსაც ჩვენი ენერგოდამოუკიდებულობის მხრივ ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ასეთებია ხუდონი, ნენსკრა და ნაწილობრივ ნამახვანი. ყველა დანარჩენი ჰესის პროექტი მოდინებაზეა დამოკიდებული. რეგულირებადი ჰესები ძალიან მნიშვნელოვანია როგორც სისტემის გაზრდისთვის, ასევე ალტერნატიული ენერგეტიკის კუთხით, ვინაიდან მზისა და ქარის ელექტროსადგურები არასტაბილურია და მათ დასაბალანსებლად აუცილებელია ჰიდრორესურსებით მიღებული ელექტროენერგია“ - განაცხადა ჩვენთან ინტერვიუში საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა ჩაიკეტა და მკაცრი კარანტინი გამოცხადდა

რატომ არ იხსნება ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიები და რატომ იკრძალება 3-ზე მეტი ადამიანი ავტომობილში - პაატა იმნაძის განმარტება

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 671-მდე გაიზარდა