მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

12

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეთექვსმეტე დღე დაიწყება 21:55-ზე, მთვარე მორიელშია მშვიდობიანი საქმეები წარმატებით დასრულდება. კაპიტალდაბანდებებს მოერიდეთ. კარგი დღეა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად, სასამართლო პროცესების დასაწყებად. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას გამოიჩინეთ ტაქტი. უფროსს მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრისთვის ნუ შეხვდებით; წვრილ-წვრილი საკითხები მოაგვარეთ. კარგი დღეა დასვენების, მოგზაურობის, ფიზიკური დატვირთვისა და საოჯახო საქმეების შესრულებისთვის. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას, მოწევას. არც იშიმშილოთ და არც კუჭი გადატვირთოთ.
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო 28 წლის ბიჭი, რომელიც ბათუმში მომხდარ ავარიას ემხვერპლა
ვინ იყო 28 წლის ბიჭი, რომელიც ბათუმში მომხდარ ავარიას ემხვერპლა

14 მა­ისს ბა­თუ­მის ბულ­ვარ­თან უმ­ძი­მე­სი ავა­რია მოხ­და. ხიმ­ში­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე ოთხი მსუ­ბუ­ქი ავ­ტო­მო­ბი­ლი შე­ე­ჯა­ხა ერ­თმა­ნეთს, რის შე­დე­გა­დაც სამი ადა­მი­ა­ნი და­შავ­და.

ერთ-ერთი და­შა­ვე­ბუ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა ძა­ლი­ან მძი­მე იყო - მისი გა­დარ­ჩე­ნა ექი­მებ­მა ვერ შეძ­ლეს და დღეს გამ­თე­ნი­ი­სას სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

და­ღუ­პუ­ლი ახალ­გაზ­რდა ბა­თუ­მე­ლი ოპე­რა­ტო­რი და ფო­ტოგ­რა­ფი მინ­დია შა­ვა­ძე იყო. 28 წლის ახალ­გაზ­რდას მე­უღ­ლე და მცი­რე­წლო­ვა­ნი ვაჟი დარ­ჩა.

ახალ­გაზ­რდა ფო­ტოგ­რა­ფის გარ­დაც­ვა­ლე­ბამ მთე­ლი ბა­თუ­მი შეძ­რა. ტრა­გე­დი­ის გა­აზ­რე­ბა უჭირთ ახ­ლობ­ლებს, რომ­ლე­ბიც მინ­დია შა­ვა­ძეს ხა­ლი­სი­ან და პო­ზი­ტი­ურ ადა­მი­ა­ნად ახა­სი­ა­თე­ბენ.

"სა­უ­კე­თე­სო ადა­მი­ა­ნი, საყ­ვა­რე­ლი ბიჭი, სული გული ახ­ლობ­ლე­ბი­სა და ნა­თე­სა­ვე­ბი­სა... იუ­მო­რის და სი­ცო­ცხლის ელექ­სი­რი... ძა­ლი­ან გვეტ­კი­ნა გული ყვე­ლას... ნა­თე­ლი და­გიმ­კვიდ­როს უფალ­მა ჩვე­ნო მინ­დო... და დიდი გამ­ძლე­ო­ბა და მოთ­მი­ნე­ბა ჩვენს სო­ფოს"

"დაგვტო­ვა ყვე­ლა­ზე პო­ზი­ტი­ურ­მა, თბილ­მა და კე­თილ­მა ადა­მი­ან­მა, ძა­ლი­ან ახალ­გაზ­რდამ... ნა­თე­ლი იმ­ქვეყ­ნი­ურ სა­სუ­ფე­ველ­ში, ვუ­სამ­ძიმ­რებ ოჯა­ხის წევ­რებს... არ მჯე­რა ამ ყვე­ლაფ­რის და­წე­რა რომ მი­წევს"

"გარ­და­იც­ვა­ლა მინ­დია შა­ვა­ძე... კე­თი­ლო თბი­ლო ძა­ლი­ან მძი­მეა უშე­ნო­ბა, სი­ცო­ცხლით სავ­სე, რო­გორ ნა­ად­რე­ვად გა­მოგ­ვაკ­ლდი. ვე­რა­სო­დეს და­გი­ვი­წყებთ შენ და შენს მიერ გა­კე­თე­ბულ სი­კე­თე­ებს, ყვე­ლას­თვის გულ­კე­თი­ლი და გულ­მარ­თა­ლი რომ იყა­ვი. სი­ტყვებ­მა ძალა და­კარ­გეს რა უნდა თქვას ადა­მი­ან­მა... ძნე­ლია შენი სა­ხე­ლის წარ­სულ­ში მოხ­სე­ნი­ე­ბა, ყვე­ლას ტკი­ვი­ლი­ა­ნი კვა­ლი და­უ­ტო­ვე გულ­ში. უკე­თილ­შო­ბი­ლე­სი იყა­ვი, და­უს­რუ­ლებ­ლად ისა­უბ­რებს მას­ზედ ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნი, ვი­საც კი ოდ­ნავ მა­ინც ქონ­და შე­ხე­ბა მას­თან.... ყვე­ლა­ნი მწა­რედ გა­ნიც­დი­ან შენ და­კარ­გვას. დაე, ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის სიყ­ვა­რულ­მა, მო­ნატ­რე­ბამ და ლოც­ვამ, ნა­თელ­ში ამ­ყო­ფოს შენი ლა­მა­ზი სული. ღმერ­თმა და­გიმ­კვიდ­როს სა­სუ­ფე­ვე­ლი, სა­დაც მარ­თალ­ნი გა­ნის­ვე­ნე­ბენ"

"გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი იყა­ვი და ყო­ველ­თვის გან­სა­კუთ­რე­ბულ ად­გილს და­ი­ჭერ ჩვენს გუ­ლებ­ში"

"სი­ტყვებს ვერ ვპო­უ­ლობ გა­მოვ­ხა­ტო ის ტკი­ვი­ლი რაც შენ მო­მა­ყე­ნე. პირ­ვე­ლად გან­ვი­ცა­დე კა­ცუ­რი სიყ­ვა­რუ­ლის ტკი­ვი­ლი, რო­მე­ლიც სა­ში­ნე­ლე­ბა ყო­ფი­ლა. რამ­დე­ნი და რა დროც არ უნდა გა­ვი­დეს, შენ ყო­ველ­თვის ლა­მაზ მო­გო­ნე­ბად დარ­ჩე­ბი ჩემს გო­ნე­ბა­ში, ხოლო დიდ ტკი­ვი­ლად ჩემს გულ­ში... ტკბი­ლად იძი­ნე ძმაო..." - წე­რენ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტრა­გე­დი­ით შეძ­რუ­ლი ბა­თუ­მე­ლე­ბი.

ფაქ­ტზე სა­ქარ­თვე­ლოს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ძი­ე­ბა "სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექ­სის" 276-ე მუხ­ლით და­ი­წყო, რაც სატ­რან­სპორ­ტო მოძ­რა­ო­ბი­სას წე­სე­ბის დარ­ღვე­ვას გუ­ლის­ხმობს.

მკითხველის კომენტარები / 17 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
Dudu
0

ვერ უნდა მიხვდეთ რომ ქალაქში შეზღუდოთ სიჩქარე!!!რომ დაფრინავენ მანქანებით!!!

გუგა
0

ერთხელ ფარული რეიდი გააკეთეთ და ნახავთ რამდენი არღვევს სიჩქარის წესს. დაფრინავენ ქუჩებში. პატრულის მანქანას თუ ვერ ხედავენ დაფრინავენ. გასამკაცრებელია სასჯელი ისე რომ ვერავინ ვერ გაბედოს გაზზე ზედმეტად ფეხის დაჭერა. ეს რახდება რა უბედურებაა.

ავტორი:

ვინ იყო 28 წლის ბიჭი, რომელიც ბათუმში მომხდარ ავარიას ემხვერპლა

ვინ იყო 28 წლის ბიჭი, რომელიც ბათუმში მომხდარ ავარიას ემხვერპლა

14 მაისს ბათუმის ბულვართან უმძიმესი ავარია მოხდა. ხიმშიაშვილის ქუჩაზე ოთხი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა ერთმანეთს, რის შედეგადაც სამი ადამიანი დაშავდა.

ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა ძალიან მძიმე იყო - მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს და დღეს გამთენიისას საავადმყოფოში გარდაიცვალა.

დაღუპული ახალგაზრდა ბათუმელი ოპერატორი და ფოტოგრაფი მინდია შავაძე იყო. 28 წლის ახალგაზრდას მეუღლე და მცირეწლოვანი ვაჟი დარჩა.

ახალგაზრდა ფოტოგრაფის გარდაცვალებამ მთელი ბათუმი შეძრა. ტრაგედიის გააზრება უჭირთ ახლობლებს, რომლებიც მინდია შავაძეს ხალისიან და პოზიტიურ ადამიანად ახასიათებენ.

"საუკეთესო ადამიანი, საყვარელი ბიჭი, სული გული ახლობლებისა და ნათესავებისა... იუმორის და სიცოცხლის ელექსირი... ძალიან გვეტკინა გული ყველას... ნათელი დაგიმკვიდროს უფალმა ჩვენო მინდო... და დიდი გამძლეობა და მოთმინება ჩვენს სოფოს"

"დაგვტოვა ყველაზე პოზიტიურმა, თბილმა და კეთილმა ადამიანმა, ძალიან ახალგაზრდამ... ნათელი იმქვეყნიურ სასუფეველში, ვუსამძიმრებ ოჯახის წევრებს... არ მჯერა ამ ყველაფრის დაწერა რომ მიწევს"

"გარდაიცვალა მინდია შავაძე... კეთილო თბილო ძალიან მძიმეა უშენობა, სიცოცხლით სავსე, როგორ ნაადრევად გამოგვაკლდი. ვერასოდეს დაგივიწყებთ შენ და შენს მიერ გაკეთებულ სიკეთეებს, ყველასთვის გულკეთილი და გულმართალი რომ იყავი. სიტყვებმა ძალა დაკარგეს რა უნდა თქვას ადამიანმა... ძნელია შენი სახელის წარსულში მოხსენიება, ყველას ტკივილიანი კვალი დაუტოვე გულში. უკეთილშობილესი იყავი, დაუსრულებლად ისაუბრებს მასზედ ნებისმიერი ადამიანი, ვისაც კი ოდნავ მაინც ქონდა შეხება მასთან.... ყველანი მწარედ განიცდიან შენ დაკარგვას. დაე, ყველა ჩვენგანის სიყვარულმა, მონატრებამ და ლოცვამ, ნათელში ამყოფოს შენი ლამაზი სული. ღმერთმა დაგიმკვიდროს სასუფეველი, სადაც მართალნი განისვენებენ"

"განსაკუთრებული იყავი და ყოველთვის განსაკუთრებულ ადგილს დაიჭერ ჩვენს გულებში"

"სიტყვებს ვერ ვპოულობ გამოვხატო ის ტკივილი რაც შენ მომაყენე. პირველად განვიცადე კაცური სიყვარულის ტკივილი, რომელიც საშინელება ყოფილა. რამდენი და რა დროც არ უნდა გავიდეს, შენ ყოველთვის ლამაზ მოგონებად დარჩები ჩემს გონებაში, ხოლო დიდ ტკივილად ჩემს გულში... ტკბილად იძინე ძმაო..." - წერენ სოციალურ ქსელში ტრაგედიით შეძრული ბათუმელები.

ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.

კახეთში სტიქიამ რამდენიმე სოფელი დააზარალა - დასეტყვილია ვენახები

"წვიმამ მთიდან ქვა-ღორღი ჩამოიტანა და გზა რამდენიმე ადგილას ჩახერგა" - გორში სტიქიას ებრძვიან

საქართველოში მიწისძვრა მოხდა