სამართალი
პოლიტიკა
საზოგადოება
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"აპრილი ღუზაზე გავატარეთ... რთული ყოფილა ხმელეთს თვეობით რომ ვერ ნახულობ" - რას ჰყვება COVID-19-ს გადარჩენილი "დისნეის" გემის ქართველი მეზღვაური
"აპრილი ღუზაზე გავატარეთ... რთული ყოფილა ხმელეთს თვეობით რომ ვერ ნახულობ" - რას ჰყვება COVID-19-ს გადარჩენილი "დისნეის" გემის ქართველი მეზღვაური

სო­ფია მხე­ი­ძე ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლია, რო­მე­ლიც წლე­ბია, "დის­ნე­ის" საკ­რუ­ი­ზო გე­მებ­ზე კონ­ტრაქ­ტით მუ­შა­ობს და დის­ნე­ის გმი­რებ­თან ერ­თად მოგ­ზა­უ­რობს. სო­ფი­ამ ხუთი ენა იცის: ქარ­თუ­ლი, რუ­სუ­ლი, თურ­ქუ­ლი, ბერ­ძნუ­ლი და ინ­გლი­სუ­რი. ძა­ლი­ან უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა და პრო­ფე­სი­უ­ლად სწო­რედ მოგ­ზა­უ­რო­ბის სიყ­ვა­რუ­ლის გამო შე­ის­წავ­ლა ტუ­რიზ­მიც.

თავ­და­პირ­ვე­ლად "დის­ნე­ის" ოთხი საკ­რუ­ი­ზო გე­მი­დან ერთ-ერ­თზე - 14-სარ­თუ­ლი­ან "დის­ნეი დრიმ­ზე", მი­სა­ღებ­ში, ერთხა­ზი­ა­ნი ოფიც­რის რან­გში სა­მუ­შა­ოდ აიყ­ვა­ნეს. იქი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი, მას ყვე­ლა "სო­ფია ჯორ­ჯი­ად" იც­ნობს და მის საკ­რუ­ი­ზო ბე­იჯ­საც ასე­ვე აწე­რია SOPHIA GEORGIA, ოღონდ უკვე ყვე­ლამ - თა­ნამ­შრო­მელ­მაც და დამ­სვე­ნე­ბელ­მაც კარ­გად იცის, რომ ეს გო­გო­ნა ამე­რი­კის შტატ ჯორ­ჯი­ი­დან კი არა, ოკე­ა­ნის იქით მდე­ბა­რე პა­ტა­რა ქვეყ­ნი­და­ნაა, რო­მელ­საც სა­ქარ­თვე­ლო ჰქვია.

სო­ფი­ას­თან ინ­ტერ­ვიუ ჟურ­ნალ­მა "გზამ" ჩა­წე­რა:

- ამ­ჯე­რად "დის­ნე­ის" რო­მელ გემ­ზე ხარ და რა პო­ზი­ცი­ა­ზე?

- ეს კონ­ტრაქ­ტი 27 ოქ­ტომ­ბერს ნიუ-იორკში და­ი­წყო. უკვე მე­რამ­დე­ნე კონ­ტრაქ­ტია, არ მახ­სოვს, აღარ ვით­ვლი, ოღონდ სა­და­ცაა, 6 წელი შეს­რულ­დე­ბა, რაც Disney Cruise Line-ში ვმუ­შა­ობ, კვლავ ერ­თა­დერ­თი ქარ­თვე­ლი ვარ ჩვენს კომ­პა­ნი­ა­ში და უკვე - გე­მის კა­პიტ­ნის მდი­ვა­ნი.

- გი­ლო­ცავ. ამ­ჯე­რად რა მარ­შრუ­ტი გქონ­დათ და სად მო­გის­წროთ კო­რო­ნა­ვირუს­მა, კუნ­ძულ­ზე თუ ზღვა­ში, დამ­სვე­ნებ­ლებ­თან ერ­თად?

- ნო­ემ­ბერ­ში რამ­დე­ნი­მე 4-5-დღი­ა­ნი კრუ­ი­ზი ნიუ-იორ­კი­დან შე­ვას­რუ­ლეთ. დამ­სვე­ნებ­ლე­ბი ორ­ლან­დო­ში, Disney World-ში წა­ვიყ­ვა­ნეთ და რა თქმა უნდა, უკან და­ვაბ­რუ­ნეთ, ჩვენს სა­ფირ­მო, სა­კუ­თარ კუნ­ძულ Castaway Cay-ზე გა­ჩე­რე­ბით. ბოლო ორი წე­ლია, Disney Magic-ზე ვმუ­შა­ობ. ეს ჩვე­ნი კომ­პა­ნი­ის პირ­ვე­ლი გე­მია და შე­და­რე­ბით პა­ტა­რაა. მას­ზე 2700 დამ­სვე­ნე­ბე­ლი და 1000 პერ­სო­ნა­ლი ეტე­ვა და იმით გა­მო­ირ­ჩე­ვა, რომ ზა­ფხუ­ლო­ბით ევ­რო­პა­ში ახორ­ცი­ე­ლებს კრუ­ი­ზებს. მარ­ტო შარ­შან ზა­ფხულს ამ გე­მით 18 ქვე­ყა­ნა და 36 პორ­ტი მო­ვი­ა­რე. სა­ა­ხალ­წლო კრუ­ი­ზე­ბის­თვის, ნიუ-იორკში რომ აცივ­და, მა­ი­ა­მი­ში გად­მო­ვი­ნაც­ვლეთ და კა­რი­ბის ზღვის კუნ­ძუ­ლებ­ზე გა­ვა­ტა­რეთ დე­კემ­ბერ-იან­ვა­რი და თე­ბერ­ვა­ლი. მა­შინ "კო­ვიდ-19"-ზე ჯერ კი­დევ არა­ფე­რი გვქონ­და გა­გე­ბუ­ლი, მხი­ა­რუ­ლად ვაგ­რძე­ლებ­დით მოგ­ზა­უ­რო­ბას დამ­სვე­ნებ­ლე­ბით სავ­სე გე­მით და ყვე­ლა კუ­თხე­ში ბავ­შვე­ბის ჟრი­ა­მუ­ლი ის­მო­და.

ჩვე­ნი მთა­ვა­რი ოფი­სი­დან "კო­ვიდ-19"-ზე ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­წო­დე­ბა მარ­ტის მე­ო­რე კვი­რა­ში და­ი­წყეს. ყვე­ლა­ზე მძაფ­რად ამ ამ­ბის სიმწვა­ვე მა­შინ ვიგ­რძე­ნით, მა­ლე­ვე შან­ხა­ის "დის­ნე­ი­ლენ­დი" რომ და­ი­ხუ­რა და მას ჰონ­კონ­გი­სა და ტო­კი­ოს "დის­ნე­ი­ლენ­დე­ბიც" მიჰ­ყვა. მერე პა­რი­ზის "დის­ნე­ი­ლენ­დი" და­ი­ხუ­რა და ჩვე­ნი ჯე­რიც დად­გა - მოგვ­თხო­ვეს, კრუ­ი­ზი დაგ­ვეს­რუ­ლე­ბი­ნა, ყვე­ლა დამ­სვე­ნე­ბე­ლი ჩა­მოგ­ვეს­ვა და მა­ი­ა­მი­დან მხო­ლოდ პერ­სო­ნალს გაგ­ვე­ცუ­რა ჩვე­ნი კუნ­ძუ­ლის­კენ. გაგ­ვი­მარ­თლა, რად­გან ეს მო­თხოვ­ნა რომ მი­ვი­ღეთ, უკვე მა­ი­ა­მი­ში ვი­ყა­ვით, კრუ­ი­ზი დას­რუ­ლე­ბუ­ლი გვქონ­და და ყვე­ლა დამ­სვე­ნებ­ლის სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბა რე­ი­სის შეც­ვლის გა­რე­შე მო­ვა­ხერ­ხეთ. 14 მარ­ტის შემ­დეგ მხო­ლოდ პერ­სო­ნა­ლი - 800 ადა­მი­ა­ნი დავ­რჩით გემ­ზე.

მალე ყვე­ლა­ზე დიდი - ორ­ლან­დოს "დის­ნე­ი­ლენ­დი" ანუ ჩვე­ნი Disney World და კა­ლი­ფორ­ნი­ის "დის­ნე­ი­ლენ­დიც" და­ი­კე­ტა, მას მიჰ­ყვა ჩვე­ნი მრა­ვა­ლი სას­ტუმ­რო და თა­ნა­მიმ­დევ­რო­ბით - ორ­ლან­დო­სა და ინ­გლი­სის მთა­ვა­რი ოფი­სე­ბი. ჩვენ და ორი კი­დევ უფრო დიდი გემი უკვე დამ­სვე­ნებ­ლე­ბის გა­რე­შე, ორ­ლან­დო­ში, პორ­ტში საკ­ვე­ბი­სა და საწ­ვა­ვის ასა­ღე­ბად შევ­დი­ო­დით. მარ­ტი ასე გა­ვა­ტა­რეთ.

ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დით, რომ "დის­ნე­ის" ყვე­ლა გემი, პარ­კი, სას­ტუმ­რო და ოფი­სი ერ­თბა­შად და­ი­ხუ­რე­ბო­და! ერთი კვი­რით გა­ჩე­რე­ბა ჩვენ­თვის უცხო არ იყო. ადრე, Disney Fantasy-ზე რომ ვმუ­შა­ობ­დი, შენი სეხ­ნია ქა­რიშ­ხლის - "ირ­მას" გამო ერთი კვი­რა დამ­სვე­ნებ­ლე­ბის გა­რე­შე, კუ­ბას­თან ვი­დე­ქით, მაგ­რამ ახლა თვე-ნა­ხე­ვა­რი ვი­ყა­ვით გა­ჩე­რე­ბუ­ლე­ბი. ეს სულ სხვა გან­ცდა აღ­მოჩ­ნდა.

მარ­ტის ბო­ლოს ვი­თა­რე­ბა გამ­წვავ­და. ამე­რი­კა­ში ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა ძა­ლი­ან გა­ი­ზარ­და, იტა­ლი­ის, საფ­რან­გე­თი­სა და ეს­პა­ნე­თის ამ­ბებს ტე­ლე­ვი­ზი­ით ვი­გებ­დით და დღე­საც თვალ­ყურს ვა­დევ­ნებთ. სი­ტუ­ა­ცი­ის გამ­წვა­ვე­ბის შე­დე­გად ბა­ჰა­მის მთავ­რო­ბამ სა­ჰა­ე­რო, სა­ზღვაო და შიდა სატ­რან­სპორ­ტო გზე­ბი ჯერ ერთი კვი­რით ჩა­კე­ტა, მერე კი­დევ ერთი კვი­რა მო­ა­ყო­ლა და სა­ბო­ლო­ოდ, კუნ­ძულ­ზე 24 აპ­რი­ლამ­დე ვე­ღარც ჩა­ვაღ­წი­ეთ. აპ­რი­ლი ღუ­ზა­ზე გა­ვა­ტა­რეთ, Port Canaveral-ის მახ­ლობ­ლად, ორ­ლან­დო­ში და დრო­დად­რო შევ­დი­ო­დით პორ­ტში მა­რა­გე­ბის შე­სავ­სე­ბად. მცი­რე რა­ო­დე­ნო­ბის პერ­სო­ნა­ლი, ამე­რი­კე­ლე­ბი, ვინც სახ­ლამ­დე მან­ქა­ნით ჩა­ვი­დო­და, გა­ვუშ­ვით. კომ­პა­ნია დღემ­დე ცდი­ლობს, გემ­ზე დარ­ჩე­ნი­ლე­ბი შინ და­აბ­რუ­ნოს, ოღონდ ეს რთუ­ლია, ვი­ნა­ი­დან აქ და­ახ­ლო­ე­ბით 60 ქვეყ­ნის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი მუ­შა­ობს და ამ­ჟა­მად კო­მერ­ცი­უ­ლი ფრე­ნე­ბი შე­ზღუ­დუ­ლია.

ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გემ­ზე უქ­მად არ ვყო­ფილ­ვართ, ბევ­რი სა­რე­მონ­ტო პრო­ექ­ტი შე­ვას­რუ­ლეთ და პერ­სო­ნა­ლის უმ­რავ­ლე­სო­ბამ ხელ­ფა­სი შე­ვი­ნარ­ჩუ­ნეთ. ვი­საც კონ­ტრაქ­ტი და­უმ­თავ­რდა და შინ ვერ ვაბ­რუ­ნებთ, გემ­ზე უხელ­ფა­სო შვე­ბუ­ლე­ბა­შია. ვინც ვერ და­ვა­საქ­მეთ (მომ­ღე­რალ-მო­ცეკ­ვა­ვე­ე­ბი, ფო­ტოგ­რა­ფე­ბი), ხელ­ფა­სე­ბი და სა­მუ­შაო სა­ა­თე­ბი შე­ვუმ­ცი­რეთ. ყო­ველ­დღი­უ­რად ყვე­ლას­თვის ბევ­რი სა­ინ­ტე­რე­სო ტრე­ნინ­გი ტარ­დე­ბა. რად­გან გე­მის კა­პიტ­ნის მდი­ვა­ნი ვარ, მე­ვა­ლე­ბა ყო­ველ­დღი­უ­რი თათ­ბი­რე­ბი­სა და სა­ტე­ლე­ფო­ნო კონ­ფე­რე­ცი­ე­ბის ჩა­ტა­რე­ბა, ინ­ფორ­მა­ცი­ის ჩა­წე­რა და კა­პი­ტან­თან შე­თან­ხმე­ბით გავ­რცე­ლე­ბა.

დიდი ხა­ნია, ზღვა­ში უსაფრ­თხო­ე­ბა­საც ვემ­სა­ხუ­რე­ბი, რად­გან გემ­ზე ეს პრი­ო­რი­ტე­ტია. გავ­დი­ვართ ცე­ცხლთან ბრძო­ლის ტრე­ნინ­გებს, პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბი­სა და წყალ­ში გა­დარ­ჩე­ნის მე­თო­დებს. ნე­ბის­მი­ე­რი ექ­სტრე­მა­ლუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ის­თვის მზად ვართ, მაგ­რამ "კო­ვიდ-19" ისე­თი სა­გან­გე­ბო და ამას­თან ერ­თად, ახა­ლი საფრ­თხეა, რომ ჯერ არ ვი­ცით, რო­გორ ვი­მოქ­მე­დოთ. თუმ­ცა, ყო­ველ­დღი­უ­რად ვსწავ­ლობთ და გან­ვი­ხი­ლავთ ახალ გზებ­სა და მე­თო­დებს, რო­გორ უნდა მო­ვიქ­ცეთ სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში.

აქამ­დე ხომ პა­ტივს ვცემ­დი "დის­ნე­ის" და ჩვენს უფ­რო­სებს, მაგ­რამ ამ ყვე­ლაფ­რის შემ­ხედ­ვა­რე, ორ­მა­გად ვა­ფა­სებ და მე­ა­მა­ყე­ბა, რომ ამ კომ­პა­ნი­ის წევ­რი ვარ. ასე­ვე ძა­ლი­ან მე­ა­მა­ყე­ბა ჩემი სამ­შობ­ლო - სა­ქარ­თვე­ლო, რო­მელ­მაც დრო­უ­ლად მი­ი­ღო სა­ჭი­რო ზო­მე­ბი და შე­დე­გად, ასე ცოტა და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლი და და­ღუ­პუ­ლი გვყავს.

- ამ თვე-ნა­ხევ­რის გან­მავ­ლო­ბა­ში რა­ი­მე შე­ზღუდ­ვე­ბი გქონ­დათ გემ­ზე ან თუ შე­გა­მოწ­მეს ვირუს­ზე? რა რე­კო­მენ­და­ცი­ებს გაძ­ლევ­დნენ?

- თა­ვი­დან­ვე მი­ვი­ღეთ ზო­მე­ბი. პერ­სო­ნა­ლი ცალ-ცალ­კე ოთა­ხებ­ში გა­დაგ­ვიყ­ვა­ნეს, მხო­ლოდ რეს­ტო­რან­ში გავ­დი­ო­დით კვე­ბის­თვის. და­ვი­წყეთ გე­მის გე­ნე­რა­ლუ­რი და­სუფ­თა­ვე­ბა, კა­პი­ტა­ლუ­რი დე­ზინ­ფექ­ცია, პერ­სო­ნა­ლის ტემ­პე­რა­ტუ­რის შე­მოწ­მე­ბა და სხვა ჰი­გი­ე­ნუ­რი ზო­მე­ბის მი­ღე­ბა. სო­ცი­ა­ლუ­რი დის­ტან­ცი­ა­საც ვი­ცავთ, ვე­რი­დე­ბით ერთ ად­გი­ლას ბევ­რი ადა­მი­ა­ნის თავ­მოყ­რას, ხე­ლის ჩა­მორ­თვას, ჭა­მის დროს ღია ბუ­ფეტ­ში ხელ­თათმნით ვი­ღებთ საკ­ვებს. ამ ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­ცი­ვე­ბის სიმპტო­მიც კი არა­ვის ჰქო­ნია. ყვე­ლა­ზე დიდი შე­ზღუდ­ვა გა­რეთ გა­უს­ვლე­ლო­ბაა. ამას გან­ვიც­დით.....წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

მკითხველის კომენტარები / 3 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ჟანა დარკი.
10

მაგარი მეზღვაურია, ერთი თვე ძლივს გაუტარებია ზღვაში.

ჰავლაბრელი ყაიმაზა ელი..
1

ჟანა დარკი.

პირველი ეგ გავიფიქრე. სულ ზღვაშია და ერთი თვე რა გახდა ? მარა..... ნუ ათამაშებ მარიაკ!!!!! ოოოხ, კიბიტოხ და კიბიტოხ!

მეზღვაურო! ზღვა, თუ გწყენს, იქნება სტიუარდესობა გეცადა...

 

 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა მოხდება იმ შემთხვევაში თუ პირი ჯარიმას არ გადაიხდის და რა ვადებს უკავშირდება მისი აღსრულება?
ავტორი:

"აპრილი ღუზაზე გავატარეთ... რთული ყოფილა ხმელეთს თვეობით რომ ვერ ნახულობ" - რას ჰყვება COVID-19-ს გადარჩენილი "დისნეის" გემის ქართველი მეზღვაური

"აპრილი ღუზაზე გავატარეთ... რთული ყოფილა ხმელეთს თვეობით რომ ვერ ნახულობ" - რას ჰყვება COVID-19-ს გადარჩენილი "დისნეის" გემის ქართველი მეზღვაური

სოფია მხეიძე ერთადერთი ქართველია, რომელიც წლებია, "დისნეის" საკრუიზო გემებზე კონტრაქტით მუშაობს და დისნეის გმირებთან ერთად მოგზაურობს. სოფიამ ხუთი ენა იცის: ქართული, რუსული, თურქული, ბერძნული და ინგლისური. ძალიან უყვარს მოგზაურობა და პროფესიულად სწორედ მოგზაურობის სიყვარულის გამო შეისწავლა ტურიზმიც.

თავდაპირველად "დისნეის" ოთხი საკრუიზო გემიდან ერთ-ერთზე - 14-სართულიან "დისნეი დრიმზე", მისაღებში, ერთხაზიანი ოფიცრის რანგში სამუშაოდ აიყვანეს. იქიდან მოყოლებული, მას ყველა "სოფია ჯორჯიად" იცნობს და მის საკრუიზო ბეიჯსაც ასევე აწერია SOPHIA GEORGIA, ოღონდ უკვე ყველამ - თანამშრომელმაც და დამსვენებელმაც კარგად იცის, რომ ეს გოგონა ამერიკის შტატ ჯორჯიიდან კი არა, ოკეანის იქით მდებარე პატარა ქვეყნიდანაა, რომელსაც საქართველო ჰქვია.

სოფიასთან ინტერვიუ ჟურნალმა "გზამ" ჩაწერა:

- ამჯერად "დისნეის" რომელ გემზე ხარ და რა პოზიციაზე?

- ეს კონტრაქტი 27 ოქტომბერს ნიუ-იორკში დაიწყო. უკვე მერამდენე კონტრაქტია, არ მახსოვს, აღარ ვითვლი, ოღონდ სადაცაა, 6 წელი შესრულდება, რაც Disney Cruise Line-ში ვმუშაობ, კვლავ ერთადერთი ქართველი ვარ ჩვენს კომპანიაში და უკვე - გემის კაპიტნის მდივანი.

- გილოცავ. ამჯერად რა მარშრუტი გქონდათ და სად მოგისწროთ კორონავირუსმა, კუნძულზე თუ ზღვაში, დამსვენებლებთან ერთად?

- ნოემბერში რამდენიმე 4-5-დღიანი კრუიზი ნიუ-იორკიდან შევასრულეთ. დამსვენებლები ორლანდოში, Disney World-ში წავიყვანეთ და რა თქმა უნდა, უკან დავაბრუნეთ, ჩვენს საფირმო, საკუთარ კუნძულ Castaway Cay-ზე გაჩერებით. ბოლო ორი წელია, Disney Magic-ზე ვმუშაობ. ეს ჩვენი კომპანიის პირველი გემია და შედარებით პატარაა. მასზე 2700 დამსვენებელი და 1000 პერსონალი ეტევა და იმით გამოირჩევა, რომ ზაფხულობით ევროპაში ახორციელებს კრუიზებს. მარტო შარშან ზაფხულს ამ გემით 18 ქვეყანა და 36 პორტი მოვიარე. საახალწლო კრუიზებისთვის, ნიუ-იორკში რომ აცივდა, მაიამიში გადმოვინაცვლეთ და კარიბის ზღვის კუნძულებზე გავატარეთ დეკემბერ-იანვარი და თებერვალი. მაშინ "კოვიდ-19"-ზე ჯერ კიდევ არაფერი გვქონდა გაგებული, მხიარულად ვაგრძელებდით მოგზაურობას დამსვენებლებით სავსე გემით და ყველა კუთხეში ბავშვების ჟრიამული ისმოდა.

ჩვენი მთავარი ოფისიდან "კოვიდ-19"-ზე ოფიციალური ინფორმაციის მოწოდება მარტის მეორე კვირაში დაიწყეს. ყველაზე მძაფრად ამ ამბის სიმწვავე მაშინ ვიგრძენით, მალევე შანხაის "დისნეილენდი" რომ დაიხურა და მას ჰონკონგისა და ტოკიოს "დისნეილენდებიც" მიჰყვა. მერე პარიზის "დისნეილენდი" დაიხურა და ჩვენი ჯერიც დადგა - მოგვთხოვეს, კრუიზი დაგვესრულებინა, ყველა დამსვენებელი ჩამოგვესვა და მაიამიდან მხოლოდ პერსონალს გაგვეცურა ჩვენი კუნძულისკენ. გაგვიმართლა, რადგან ეს მოთხოვნა რომ მივიღეთ, უკვე მაიამიში ვიყავით, კრუიზი დასრულებული გვქონდა და ყველა დამსვენებლის სახლში დაბრუნება რეისის შეცვლის გარეშე მოვახერხეთ. 14 მარტის შემდეგ მხოლოდ პერსონალი - 800 ადამიანი დავრჩით გემზე.

მალე ყველაზე დიდი - ორლანდოს "დისნეილენდი" ანუ ჩვენი Disney World და კალიფორნიის "დისნეილენდიც" დაიკეტა, მას მიჰყვა ჩვენი მრავალი სასტუმრო და თანამიმდევრობით - ორლანდოსა და ინგლისის მთავარი ოფისები. ჩვენ და ორი კიდევ უფრო დიდი გემი უკვე დამსვენებლების გარეშე, ორლანდოში, პორტში საკვებისა და საწვავის ასაღებად შევდიოდით. მარტი ასე გავატარეთ.

ვერასდროს წარმოვიდგენდით, რომ "დისნეის" ყველა გემი, პარკი, სასტუმრო და ოფისი ერთბაშად დაიხურებოდა! ერთი კვირით გაჩერება ჩვენთვის უცხო არ იყო. ადრე, Disney Fantasy-ზე რომ ვმუშაობდი, შენი სეხნია ქარიშხლის - "ირმას" გამო ერთი კვირა დამსვენებლების გარეშე, კუბასთან ვიდექით, მაგრამ ახლა თვე-ნახევარი ვიყავით გაჩერებულები. ეს სულ სხვა განცდა აღმოჩნდა.

მარტის ბოლოს ვითარება გამწვავდა. ამერიკაში ინფიცირებულების რაოდენობა ძალიან გაიზარდა, იტალიის, საფრანგეთისა და ესპანეთის ამბებს ტელევიზიით ვიგებდით და დღესაც თვალყურს ვადევნებთ. სიტუაციის გამწვავების შედეგად ბაჰამის მთავრობამ საჰაერო, საზღვაო და შიდა სატრანსპორტო გზები ჯერ ერთი კვირით ჩაკეტა, მერე კიდევ ერთი კვირა მოაყოლა და საბოლოოდ, კუნძულზე 24 აპრილამდე ვეღარც ჩავაღწიეთ. აპრილი ღუზაზე გავატარეთ, Port Canaveral-ის მახლობლად, ორლანდოში და დროდადრო შევდიოდით პორტში მარაგების შესავსებად. მცირე რაოდენობის პერსონალი, ამერიკელები, ვინც სახლამდე მანქანით ჩავიდოდა, გავუშვით. კომპანია დღემდე ცდილობს, გემზე დარჩენილები შინ დააბრუნოს, ოღონდ ეს რთულია, ვინაიდან აქ დაახლოებით 60 ქვეყნის წარმომადგენელი მუშაობს და ამჟამად კომერციული ფრენები შეზღუდულია.

ამ ხნის განმავლობაში გემზე უქმად არ ვყოფილვართ, ბევრი სარემონტო პროექტი შევასრულეთ და პერსონალის უმრავლესობამ ხელფასი შევინარჩუნეთ. ვისაც კონტრაქტი დაუმთავრდა და შინ ვერ ვაბრუნებთ, გემზე უხელფასო შვებულებაშია. ვინც ვერ დავასაქმეთ (მომღერალ-მოცეკვავეები, ფოტოგრაფები), ხელფასები და სამუშაო საათები შევუმცირეთ. ყოველდღიურად ყველასთვის ბევრი საინტერესო ტრენინგი ტარდება. რადგან გემის კაპიტნის მდივანი ვარ, მევალება ყოველდღიური თათბირებისა და სატელეფონო კონფერეციების ჩატარება, ინფორმაციის ჩაწერა და კაპიტანთან შეთანხმებით გავრცელება.

დიდი ხანია, ზღვაში უსაფრთხოებასაც ვემსახურები, რადგან გემზე ეს პრიორიტეტია. გავდივართ ცეცხლთან ბრძოლის ტრენინგებს, პირველადი დახმარებისა და წყალში გადარჩენის მეთოდებს. ნებისმიერი ექსტრემალური სიტუაციისთვის მზად ვართ, მაგრამ "კოვიდ-19" ისეთი საგანგებო და ამასთან ერთად, ახალი საფრთხეა, რომ ჯერ არ ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ. თუმცა, ყოველდღიურად ვსწავლობთ და განვიხილავთ ახალ გზებსა და მეთოდებს, როგორ უნდა მოვიქცეთ საჭიროების შემთხვევაში.

აქამდე ხომ პატივს ვცემდი "დისნეის" და ჩვენს უფროსებს, მაგრამ ამ ყველაფრის შემხედვარე, ორმაგად ვაფასებ და მეამაყება, რომ ამ კომპანიის წევრი ვარ. ასევე ძალიან მეამაყება ჩემი სამშობლო - საქართველო, რომელმაც დროულად მიიღო საჭირო ზომები და შედეგად, ასე ცოტა დაინფიცირებული და დაღუპული გვყავს.

- ამ თვე-ნახევრის განმავლობაში რაიმე შეზღუდვები გქონდათ გემზე ან თუ შეგამოწმეს ვირუსზე? რა რეკომენდაციებს გაძლევდნენ?

- თავიდანვე მივიღეთ ზომები. პერსონალი ცალ-ცალკე ოთახებში გადაგვიყვანეს, მხოლოდ რესტორანში გავდიოდით კვებისთვის. დავიწყეთ გემის გენერალური დასუფთავება, კაპიტალური დეზინფექცია, პერსონალის ტემპერატურის შემოწმება და სხვა ჰიგიენური ზომების მიღება. სოციალური დისტანციასაც ვიცავთ, ვერიდებით ერთ ადგილას ბევრი ადამიანის თავმოყრას, ხელის ჩამორთვას, ჭამის დროს ღია ბუფეტში ხელთათმნით ვიღებთ საკვებს. ამ ხნის განმავლობაში გაცივების სიმპტომიც კი არავის ჰქონია. ყველაზე დიდი შეზღუდვა გარეთ გაუსვლელობაა. ამას განვიცდით.....წაიკითხეთ სრულად

ექსპერტ-კრიმინალისტს, რომელსაც დენმა დაარტყა, გული გაუჩერდა, თუმცა ექიმებმა მდგომარეობიდან გამოიყვანეს

"ეგონა, ამჯერად მაინც დასრულდებოდა ტანჯვა და ტკივილი, მაგრამ... მორიგი სიურპრიზი მოუწყო ცხოვრებამ"

COVID-19: პანდემიის დროს ხანდაზმულთა საჭიროებები გაიზარდა - რა პრობლემები აქვთ ხანდაზმულებს და ვინ უზრუნველყოფს შინმოვლის სერვისებს?