პოლიტიკა
საზოგადოება
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
სამხედრო
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რომელი ახალი სახეები შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში
რომელი ახალი სახეები შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში

მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ჯერ სა­ბო­ლო­ოდ ისიც კი არ ვი­ცით, მო­მა­ვა­ლი სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბი რო­გო­რი სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მით ჩა­ტარ­დე­ბა, ანუ მო­ეს­წრე­ბა თუ არა სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებს უკვე და­წყე­ბუ­ლი აქვთ მუ­შა­ო­ბა სა­არ­ჩევ­ნო სი­ებ­ზე. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მო­ლო­დი­ნია იმი­სა, თუ "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბა" ვის წა­რუდ­გენს ამომ­რჩე­ველს და რამ­დე­ნად მო­ა­ხერ­ხებს გუნ­დის მნიშ­ვნე­ლო­ვან გა­და­ხა­ლი­სე­ბას.

დღე­ვან­დე­ლი მდგო­მა­რე­ო­ბის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, წე­სით, სი­ა­ზე, გუნ­დის ორი გა­მოკ­ვე­თი­ლი ლი­დე­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გი­ორ­გი გა­ხა­რია და თბი­ლი­სის მერი კახა კა­ლა­ძე უნდა ფიქ­რობ­დნენ, თუმ­ცა, ისიც ცხა­დია, რომ სა­ბო­ლო­ოდ სიის ფორ­მი­რე­ბა, რა თქმა უნდა, პარ­ტი­ის თავ­მჯდო­მა­რის ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის გა­და­სა­წყვე­ტი იქ­ნე­ბა. აქვე გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლია ხე­ლი­სუფ­ლე­ბის შიგ­ნით არ­სე­ბულ და­ფა­რუ­ლი პრო­ცე­სე­ბი, რაც რიგ შემ­თხვე­ვა­ში ძა­ლო­ვა­ნებს და მათ პო­ლი­ტი­კურ ამ­ბი­ცი­ებს უკავ­შირ­დე­ბა.

"ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის­გან ის­მის ზო­გა­დი გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ სი­ა­ში აუ­ცი­ლებ­ლად იქ­ნე­ბი­ან ახა­ლი სა­ხე­ე­ბი. "კვი­რის პა­ლიტ­რა" შე­ე­ცა­და გა­ერ­კვია, ვინ მო­ნა­წი­ლე­ობს სა­არ­ჩევ­ნო სიის და­კომ­პლექ­ტე­ბა­ში და ვის­თან აწარ­მო­ე­ბენ მო­ლა­პა­რა­კე­ბებს?

რო­გორც ამ­ბო­ბენ, სი­ა­ში ად­გი­ლე­ბის­თვის შიდა ომია ძველ სა­ხე­ებს შო­რის, ვის­თვი­საც დე­პუ­ტა­ტო­ბა ბევ­რად მომ­გე­ბი­ა­ნი პო­ზი­ცი­აა, ვიდ­რე ნე­ბის­მი­ე­რი სხვა თა­ნამ­დე­ბო­ბა.

რო­გორც კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რი წყა­რო გვე­უბ­ნე­ბა, სიის მკა­ფიო კონ­ტუ­რე­ბი ჯერ­ჯე­რო­ბით არ ჩა­ნან, მაგ­რამ აქ­ტი­უ­რი მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს და "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" სი­ა­ში შე­საძ­ლოა ვი­ხი­ლოთ ექ­სპერ­ტი გია აბა­ში­ძე, სო­ცი­ო­ლო­გი და ამ­ჟა­მად ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის" წამ­ყვა­ნი ვა­ლე­რი­ან (ვაკა) გორ­გი­ლა­ძე, თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე გი­ორ­გი ტყე­მა­ლა­ძე, იუ­რის­ტი თამ­თა მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი, ექ­სპერ­ტე­ბი: ნი­კო­ლოზ მეტ­რე­ვე­ლი და ირაკ­ლი ლა­ტა­რია...

წყა­როს თქმით, ახლა მათი და­ტესტვა მიმ­დი­ნა­რე­ობს, მათ უშ­ვე­ბენ დე­ბა­ტებ­ში სხვა­დას­ხვა ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში, აკ­ვირ­დე­ბი­ან რამ­დე­ნად შეძ­ლე­ბენ ისი­ნი "ოც­ნე­ბის" ამო­ქაჩ­ვას წა­ი­კი­თხეთ ვრცლად

მკითხველის კომენტარები / 25 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
იორკეზი
67

ბიძინა შენ მოგეცა ჩვენი ცოდვა სად ნახე როგორ გააცოცხლე ეგ უცხვირპირო უსინდისო უტვინო კაცი ყველაფერში უუუუ როა. არაჩვეულებრივ გამოფენაში რო ვალოდია ჭიჭინაძე მაგის პროტოტიპს მაგონებს. 

მარინა
12

ახლა რომ ოცნების სახელით მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას ვინმე როგორი უნდა იყოს წარმომიდგენია

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კადრები: რა ხდებოდა 2 ძლიერი მიწისძვრის დროს მიანმარში? - დაღუპულთა რაოდენობა 1 000-ს გასცდა
ავტორი:

რომელი ახალი სახეები შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში

რომელი ახალი სახეები შეიძლება ვიხილოთ "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ საბოლოოდ ისიც კი არ ვიცით, მომავალი საპარლამენტო არჩევნები როგორი საარჩევნო სისტემით ჩატარდება, ანუ მოესწრება თუ არა საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება, პოლიტიკურ პარტიებს უკვე დაწყებული აქვთ მუშაობა საარჩევნო სიებზე. განსაკუთრებული მოლოდინია იმისა, თუ "ქართული ოცნება" ვის წარუდგენს ამომრჩეველს და რამდენად მოახერხებს გუნდის მნიშვნელოვან გადახალისებას.

დღევანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით, წესით, სიაზე, გუნდის ორი გამოკვეთილი ლიდერი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე უნდა ფიქრობდნენ, თუმცა, ისიც ცხადია, რომ საბოლოოდ სიის ფორმირება, რა თქმა უნდა, პარტიის თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის გადასაწყვეტი იქნება. აქვე გასათვალისწინებელია ხელისუფლების შიგნით არსებულ დაფარული პროცესები, რაც რიგ შემთხვევაში ძალოვანებს და მათ პოლიტიკურ ამბიციებს უკავშირდება.

"ქართული ოცნების" წარმომადგენლებისგან ისმის ზოგადი განცხადებები, რომ სიაში აუცილებლად იქნებიან ახალი სახეები. "კვირის პალიტრა" შეეცადა გაერკვია, ვინ მონაწილეობს საარჩევნო სიის დაკომპლექტებაში და ვისთან აწარმოებენ მოლაპარაკებებს?

როგორც ამბობენ, სიაში ადგილებისთვის შიდა ომია ძველ სახეებს შორის, ვისთვისაც დეპუტატობა ბევრად მომგებიანი პოზიციაა, ვიდრე ნებისმიერი სხვა თანამდებობა.

როგორც კონფიდენციალური წყარო გვეუბნება, სიის მკაფიო კონტურები ჯერჯერობით არ ჩანან, მაგრამ აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს და "ქართული ოცნების" სიაში შესაძლოა ვიხილოთ ექსპერტი გია აბაშიძე, სოციოლოგი და ამჟამად ტელეკომპანია "იმედის" წამყვანი ვალერიან (ვაკა) გორგილაძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, იურისტი თამთა მეგრელიშვილი, ექსპერტები: ნიკოლოზ მეტრეველი და ირაკლი ლატარია...

წყაროს თქმით, ახლა მათი დატესტვა მიმდინარეობს, მათ უშვებენ დებატებში სხვადასხვა ტელევიზიაში, აკვირდებიან რამდენად შეძლებენ ისინი "ოცნების" ამოქაჩვას წაიკითხეთ ვრცლად

თემურ აბაზოვი პოლიტიკაში ბრუნდება - მარნეულის ყოფილი მერის თქმით, "ქართული ოცნების" პროპორციულ სიაში იქნება

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი" - 3 თვე არჩევნებამდე; ოპოზიციის პოზიცია

LIVE: დღის მნიშვნელოვანი ამბები "საღამოს ნიუსრუმში"