პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი

28

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 06:58-ზე, მთვარე თევზებშია საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია დაიცვათ მარხვა. ძილის წინ მიიღეთ შხაპი. რაციონიდან გამორიცხეთ ხორცეული, პურ-ფუნთუშეული და ტკბილეული.
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თურქი ვარსკვლავი, რომელმაც მსოფლიოში ათასობით ადამიანი ეკრანს მიაჯაჭვა - კარიერის გამო დაკლებული კილოგრამები და აქინ აქინოზუს პირადი ცხოვრების დეტალები (ფოტოები)
თურქი ვარსკვლავი, რომელმაც მსოფლიოში ათასობით ადამიანი ეკრანს მიაჯაჭვა - კარიერის გამო დაკლებული კილოგრამები და აქინ აქინოზუს პირადი ცხოვრების დეტალები (ფოტოები)

თურ­ქუ­ლი სე­რი­ა­ლე­ბი მსოფ­ლი­ოს მრა­ვალ ქვე­ყა­ნა­ში და მათ შო­რის, სა­ქარ­თვე­ლო­შიც უდი­დე­სი პო­პუ­ლა­რო­ბით სარ­გებ­ლობს. თურ­ქმა ვარ­სკვლა­ვებ­მა კი ლა­თი­ნო-ამე­რი­კუ­ლი საპ­ნის ოპე­რე­ბის მსა­ხი­ო­ბე­ბი წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ნაც­ვლეს.

ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ბევ­რი ადა­მი­ა­ნი უყუ­რებს, მომ­ხიბ­ვლე­ლი მსა­ხი­ო­ბე­ბი არი­ან. ქარ­თვე­ლი მა­ყუ­რე­ბე­ლი ბევრ მათ­განს კარ­გად იც­ნობს. ზო­გი­ერ­თი ჩვენს ქვე­ყა­ნას ეს­ტუმ­რა კი­დეც,

ყვე­ლა­ფე­რი "სა­ვაშ ბალ­და­რი­დან“ და­ი­წყო. მსა­ხი­ობ მუ­რათ ილ­დი­რიმს ამ გმირ­მა ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი პო­პუ­ლა­რო­ბა მო­უ­ტა­ნა. ქა­ლე­ბის­თვის კი სა­ვა­შის მსგავ­სი მა­მა­კა­ცი სა­ოც­ნე­ბო გახ­და. ალ­ბათ, გახ­სოვთ, რო­დე­საც პარ­ლა­მენ­ტარ გუ­გუ­ლი მაღ­რა­ძეს ჰკი­თხეს, თუ რო­გო­რი ტი­პის მა­მა­კა­ცე­ბი მოს­წონს, მან უპა­სუ­ხა, რომ სა­ვაშ ბალ­და­რის მსგავ­სი კა­ცე­ბი (ნა­ხეთ ვი­დეო).

სა­ვა­შის შემ­დეგ ქარ­თველ­მა მა­ყუ­რე­ბელ­მა კი­დევ ბევ­რი თურ­ქი მსა­ხი­ო­ბი და გმი­რი შე­იყ­ვა­რა. ახლა კი გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით მსა­ხი­ო­ბი აქინ აქი­ნო­ზუ სარ­გებ­ლობს.

ასევე დაგაინტერესებთ
18:12 / 10-05-2020

ყველაზე მომხიბვლელი თურქი მსახიობის შვილი ინტერნეტვარსკვლავი გახდა - ბურაქ ოზჩივიტის ვაჟის ფოტოები, რომელიც მამის ასლია

20:12 / 07-06-2020

ვინ არის და როგორ ცხოვრობს თურქული "დრამის დედოფალი" ნესლიჰან ათაგული  - გოგონა მწვანე თვალებით, რომელმაც ათასობით ადამიანი "მოაჯადოვა"

16:47 / 19-06-2020

თურქული სერიალების ვარსკვლავი, რომელიც თურქებს არ უყვართ - ჯან იამანის სკანდალები და დაპირისპირება  მსახიობებთან

12:42 / 14-09-2020

თურქულ სერიალში ქართული მუსიკისა და ცეკვის ელემენტები - "ახლა ამათ რა უნდათ, ეს ცეკვა თავისად გაასაღონ და ასე აჩვენონ მსოფლიოს?"

13:05 / 28-10-2020

"თავქარიანის" რეალური ცხოვრება, პირადი დეტალები და სტუმრობა საქართველოში - "რეიანი" NBA-ის კალათბურთელზეა შეყვარებული (ფოტოები)

15:03 / 13-02-2021

გადატანილი უმძიმესი ტრაგედია და სულ სხვანაირი "აზიზე ასლანბეი" - ვინ არის და როგორც ცხოვრობს პოპულარული ბებია "თავქარიანიდან"

აქინს ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში პო­პუ­ლა­რო­ბა სე­რი­ალ­მა "თავ­ქა­რი­ან­მა“(hercai) მო­უ­ტა­ნა, სა­დაც მი­რან შა­დო­ლუს როლს ას­რუ­ლებს. მას პარტნი­ო­რო­ბას ებრუ შა­ჰი­ნი უწევს, რომ­ლის გმირ­საც რე­ი­ა­ნი ჰქვია.

\

აქინ აქი­ნო­ზუ 1990 წლის 22 სექ­ტემ­ბერს, ან­კა­რა­ში და­ი­ბა­და. მსა­ხი­ო­ბის ოჯახს ყო­ველ­თვის კი­ნოს­თან და ტე­ლე­ვი­ზი­ას­თან ჰქონ­დათ შე­ხე­ბა. აქი­ნის დე­დაც მსა­ხი­ო­ბია, ხოლო მისი ბა­ბუა თურ­ქეთ­ში პირ­ვე­ლი ტე­ლე­ვი­ზი­ის TRS-ის წამ­ყვა­ნი იყო, ბა­ბუ­ის ძმას თურ­ქუ­ლი დო­კუ­მენ­ტუ­რი ფილ­მის მა­მას უწო­დე­ბენ.

აქი­ნი დე­დი­სერ­თაა. 17 წლის ასაკ­ში ის სა­ცხოვ­რებ­ლად და სას­წავ­ლებ­ლად აშშ-ში გა­და­ვი­და. ის UC Berkeley-ის პრეს­ტი­ჟულ სას­წავ­ლე­ბელ­ში სწავ­ლობ­და და პრო­ფე­სი­ით მა­თე­მა­ტი­კო­სია. თურ­ქეთ­ში დაბ­რუ­ნე­ბის შემ­დეგ კი უარი თქვა თა­ვის პრო­ფე­სი­ა­ზე და დე­დის კვალს გაჰ­ყვა - სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა და­ი­წყო.

მას დიდი ხნის სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს სან­დრა პეს­ტე­მალ­ჩი­ან­თან, თუმ­ცა, ჯერ­ჯე­რო­ბით და­ქორ­წი­ნე­ბის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არ მი­უ­ღი­ათ. ჰყავს ძაღ­ლი სა­ხე­ლად არჩი. აქი­ნი გა­მარ­თუ­ლად სა­უბ­რობს ინ­გლი­სუ­რად.

აქი­ნი შეყ­ვა­რე­ბულ­თან ერ­თად

სამ­სა­ხი­ო­ბო კა­რი­ე­რა­ში მისი მთა­ვა­რი სე­რი­ა­ლი "თავ­ქა­რი­ა­ნია“, რო­მელ­მაც წარ­მო­უდ­გე­ნე­ლი წარ­მა­ტე­ბა მო­უ­ტა­ნა. ეს არის სე­რი­ა­ლი, რო­მელ­მაც სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლე­ბი "აა­ფეთ­ქა“. სე­რი­ა­ლის ოფი­ცი­ა­ლურ­მა არ­ხმა "იუ­თუბ­ზე" რე­კორ­დი მოხ­სნა, რად­გა­ნაც სულ რა­ღაც 5 კვი­რა­ში 1 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რი და­აგ­რო­ვა. 1.7 მი­ლი­ო­ნი გა­მომ­წე­რით "თავ­ქა­რი­ა­ნი“ თურ­ქულ სე­რი­ა­ლებს შო­რის რე­კორდსმე­ნია "ინ­სტაგ­რამ­ზეც“.

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბე­ბი დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის. კო­რო­ნა­ვირუ­სის პან­დე­მი­ამ­დე მე­ო­რე სე­ზო­ნის გა­და­ღე­ბე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და, თუმ­ცა ვირუ­სის საფრ­თხის გამო გა­და­ღე­ბე­ბი შე­ჩერ­და. ამ ეტაპ­ზე გა­მო­სუ­ლია პირ­ვე­ლი სე­ზო­ნი და მე­ო­რე სე­ზო­ნის ნა­წი­ლი.

სე­რი­ა­ლის პირ­ვე­ლი სე­ზო­ნის შემ­დეგ Golden Objective Awards-ზე და ასე­ვე Premios Nova Mas and Mister Nova- და­ჯილ­დო­ე­ბებ­ზე დრა­მის სა­უ­კე­თე­სო მსა­ხი­ო­ბი მა­მა­კა­ცის ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა.

აქი­ნის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ბევ­რი ჭორი ვრცელ­დე­ბა. მათ შო­რის ერთ-ერთი სე­რი­ალ­ში მის პარტნი­ორ­თან ებრუ შა­ჰინ­თან სა­სიყ­ვა­რუ­ლო ურ­თი­ერ­თო­ბას უკავ­შირ­დე­ბო­და, რაც მარ­თა­ლი არ აღ­მოჩ­ნდა.

აქი­ნი ადრე და ახლა

აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ აქი­ნო­ზუ რამ­დე­ნი­მე წლის წინ ჭარბ წო­ნას ებ­რძო­და და საკ­მა­ოდ დიდი შრო­მა დას­ჭირ­და იმის­თვის, რომ ზედ­მე­ტი კი­ლოგ­რა­მე­ბი მო­ე­შო­რე­ბი­ნა.

მკითხველის კომენტარები / 35 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ტასო
41

მაგას ერსან დურუ ჯობია ასჯერ

oto
21

თურქული სერიალების პოპულარობა საქართველოში, ერის დაბალგანვითარებულობაზე მეტყველებს,რაც სამწუხარო რეალობაა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
16 ხიდი და 3 კვანძი, ვნახოთ სად გაივლის და რა დაჯდება თბილისის შემოვლითი გზის 11 კმ-იანი მონაკვეთი
ავტორი:

თურქი ვარსკვლავი, რომელმაც მსოფლიოში ათასობით ადამიანი ეკრანს მიაჯაჭვა - კარიერის გამო დაკლებული კილოგრამები და აქინ აქინოზუს პირადი ცხოვრების დეტალები (ფოტოები)

თურქი ვარსკვლავი, რომელმაც მსოფლიოში ათასობით ადამიანი ეკრანს მიაჯაჭვა - კარიერის გამო დაკლებული კილოგრამები და აქინ აქინოზუს პირადი ცხოვრების დეტალები (ფოტოები)

თურქული სერიალები მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს. თურქმა ვარსკვლავებმა კი ლათინო-ამერიკული საპნის ოპერების მსახიობები წარმატებით ჩაანაცვლეს.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც თურქულ სერიალებს მსოფლიოს მასშტაბით ბევრი ადამიანი უყურებს, მომხიბვლელი მსახიობები არიან. ქართველი მაყურებელი ბევრ მათგანს კარგად იცნობს. ზოგიერთი ჩვენს ქვეყანას ესტუმრა კიდეც,

ყველაფერი "სავაშ ბალდარიდან“ დაიწყო. მსახიობ მურათ ილდირიმს ამ გმირმა ჩვენს ქვეყანაში წარმოუდგენელი პოპულარობა მოუტანა. ქალებისთვის კი სავაშის მსგავსი მამაკაცი საოცნებო გახდა. ალბათ, გახსოვთ, როდესაც პარლამენტარ გუგული მაღრაძეს ჰკითხეს, თუ როგორი ტიპის მამაკაცები მოსწონს, მან უპასუხა, რომ სავაშ ბალდარის მსგავსი კაცები (ნახეთ ვიდეო).

სავაშის შემდეგ ქართველმა მაყურებელმა კიდევ ბევრი თურქი მსახიობი და გმირი შეიყვარა. ახლა კი განსაკუთრებული პოპულარობით მსახიობი აქინ აქინოზუ სარგებლობს.

აქინს ჩვენს ქვეყანაში პოპულარობა სერიალმა "თავქარიანმა“(hercai) მოუტანა, სადაც მირან შადოლუს როლს ასრულებს. მას პარტნიორობას ებრუ შაჰინი უწევს, რომლის გმირსაც რეიანი ჰქვია.

\

აქინ აქინოზუ 1990 წლის 22 სექტემბერს, ანკარაში დაიბადა. მსახიობის ოჯახს ყოველთვის კინოსთან და ტელევიზიასთან ჰქონდათ შეხება. აქინის დედაც მსახიობია, ხოლო მისი ბაბუა თურქეთში პირველი ტელევიზიის TRS-ის წამყვანი იყო, ბაბუის ძმას თურქული დოკუმენტური ფილმის მამას უწოდებენ.

აქინი დედისერთაა. 17 წლის ასაკში ის საცხოვრებლად და სასწავლებლად აშშ-ში გადავიდა. ის UC Berkeley-ის პრესტიჟულ სასწავლებელში სწავლობდა და პროფესიით მათემატიკოსია. თურქეთში დაბრუნების შემდეგ კი უარი თქვა თავის პროფესიაზე და დედის კვალს გაჰყვა - სამსახიობო კარიერა დაიწყო.

მას დიდი ხნის სასიყვარულო ურთიერთობა აქვს სანდრა პესტემალჩიანთან, თუმცა, ჯერჯერობით დაქორწინების გადაწყვეტილება არ მიუღიათ. ჰყავს ძაღლი სახელად არჩი. აქინი გამართულად საუბრობს ინგლისურად.

აქინი შეყვარებულთან ერთად

სამსახიობო კარიერაში მისი მთავარი სერიალი "თავქარიანია“, რომელმაც წარმოუდგენელი წარმატება მოუტანა. ეს არის სერიალი, რომელმაც სოციალური ქსელები "ააფეთქა“. სერიალის ოფიციალურმა არხმა "იუთუბზე" რეკორდი მოხსნა, რადგანაც სულ რაღაც 5 კვირაში 1 მილიონი გამომწერი დააგროვა. 1.7 მილიონი გამომწერით "თავქარიანი“ თურქულ სერიალებს შორის რეკორდსმენია "ინსტაგრამზეც“.

აღსანიშნავია, რომ სერიალის გადაღებები დასრულებული არ არის. კორონავირუსის პანდემიამდე მეორე სეზონის გადაღებები მიმდინარეობდა, თუმცა ვირუსის საფრთხის გამო გადაღებები შეჩერდა. ამ ეტაპზე გამოსულია პირველი სეზონი და მეორე სეზონის ნაწილი.

სერიალის პირველი სეზონის შემდეგ Golden Objective Awards-ზე და ასევე Premios Nova Mas and Mister Nova- დაჯილდოებებზე დრამის საუკეთესო მსახიობი მამაკაცის ტიტული მოიპოვა.

აქინის შესახებ სოციალურ ქსელებში ბევრი ჭორი ვრცელდება. მათ შორის ერთ-ერთი სერიალში მის პარტნიორთან ებრუ შაჰინთან სასიყვარულო ურთიერთობას უკავშირდებოდა, რაც მართალი არ აღმოჩნდა.

აქინი ადრე და ახლა

აღსანიშნავია, რომ აქინოზუ რამდენიმე წლის წინ ჭარბ წონას ებრძოდა და საკმაოდ დიდი შრომა დასჭირდა იმისთვის, რომ ზედმეტი კილოგრამები მოეშორებინა.