ავტორი:

28 მაისს, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა” გამოიცემა

28 მაისს, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა” გამოიცემა

პრესის პროექტები გრძელდება და ამჯერად, მკითხველი, სპეციალურ ფასად, 2019 წლის ბესტსელერს ნიკოლოზ ტოტოღაშვილის „შვიდ მომაკვდინებელ გრძნობას მიიღებს. წიგნი, ჟურნალ „გზასთან“ ერთად, 28 მაისს გამოვა. წიგნის სპეციალური ფასია - 8,50 ლარი, ჟურნალთან ერთად10 ლარი.

შეგახსენებთ, რომ გამომცემლობა „პალიტრა L“ და ქართველი ავტორები გაერთიანდნენ, რათა პროექტ „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული წიგნები მკითხველისთვის უფრო ხელმისაწვდომი იყოს. „გახდი ბესტსელერის ავტორი 2017-ის“ გამარჯვებული რომანი თათული ღვინიანიძის „აღიარება ხელისგულზე“ მკითხველმა, ჟურნალთან ერთად, უკვე შეიძინა.

ნიკოლოზ ტოტოღაშვილი ამ რომანით „შვიდი მომაკვდინებელი გრძნობა“ 2019 წლის ბესტსელერი გახდა ნომინაციაში „ქართველი ავტორი”.

ამბავი იან კლაინზეა, უცნაურ მხატვარზე, რომლისთვისაც ყოველი დღე ერთნაირად უიმედოა.

„მკითხველი ბევრ საერთოს იპოვის მასთან. ჩემიწიგნი ვინმეს მასწავლებელი გახდება და მისგანცხოვრების სწავლებას უნდა ელოდოთ-მეთქი, არ გეტყვით. ის უბრალოდ კარგი მეგობარი და მრჩეველი იქნება, რომელსაც შეგიძლია მაშინ მიაკითხო, როდესაც რაღაც განსხვავებული მოსაზრების მოსმენა მოგინდება. წიგნი არისადამიანებზე იმ ადამიანებისთვის, რომელთაც შეუძლიათ, განიცადონ და იგრძნონ“, - ნიკოლოზ ტოტოღაშვილი.

„ნიკოლოზი მშვიდი, აუღელვებელი მთხრობელია, რაც პროზის ძალიან დიდი პლიუსია. წერის მანერას რომ თავი დავანებოთ, ორიგინალურია თვითონ სიუჟეტიც. მან შეიძლება მკითხველს რომელიმე დასავლური ან სულაც, ქართული რომანი გაახსენოს, თუმცა მოქმედებების განვითარება სრულიად განსხვავებულია და არ მისდევს რომელიმე ავტორს. ვინმემ შეიძლება ოსკარ უაილდის „დორიან გრეის პორტრეტთანაც“ გაავლოს პარალელი, თუმცა ნიკოლოზი არ სცდება რეალობას, იყენებს ზღაპრულ მოტივებსაც, ფენტეზსაც, მაგრამ კარგად ხედავს და აღწერს ცხოვრებას, ასახავს ქართულ ყოფიერებას“,- ასე აფასებს რომანს ლიტერატორი ივანე ამირხანაშვილი.

და მაინც, „როგორ ვიცხოვროთ - ჩვენთვის, სხვისთვის თუ სხვის დასანახად? ნიკოლოზ ტოტოღაშვილის პირველი ეპიკური ცდა - შეკითხვების რომანი, სადაც პერსონაჟები პასუხებს არ ეძებენ, რადგან ისინი გრძნობენ, განიცდიან, ცხოვრობენ." - ივანე ამირხანაშვილი.

მაკულიტერატურის ფილიალები უცვლელ რეჟიმში იწყებს მუშაობას

მოუსმინე წიგნებს: მიხაილ ბულგაკოვი "ოსტატი და მარგარიტა" (ოცდამეერთე თავი)

კონკურსზე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2020“ ხმის მიცემა დაიწყო