სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

27

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 06:51-ზე, მთვარე თევზებშია ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. არ გირჩევთ ოპერაციის ჩატარებას ღვიძლზე, ფეხებზე. არ გადაღალოთ, ჩაიცვით მოსახერხებელი ფეხსაცმელი. კარგია ტერფების მასაჟი.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"როგორ ელოდნენ ამ საბუთს ქართველი არალეგალები, რამხელა ბედნიერებაა მათთვის" - რა შეცვალა იტალიის მთავრობამ ემიგრანტებისთვის
"როგორ ელოდნენ ამ საბუთს ქართველი არალეგალები, რამხელა ბედნიერებაა მათთვის" - რა შეცვალა იტალიის მთავრობამ ემიგრანტებისთვის

იტა­ლი­ის მთავ­რო­ბამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ლე­გა­ლუ­რად მყო­ფი ემიგ­რან­ტე­ბის­თვის "სა­ნა­ტო­რია" - დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა გა­მოს­ცა.

იტა­ლი­ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ჯუ­ზე­პე კონ­ტე­სა და პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში მყოფ პარ­ტი­ებს შო­რის, რამ­დე­ნი­მე­დღი­ა­ნი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბი­სა და აზ­რთა სხვა­დას­ხვა­ო­ბის შემ­დეგ, წუ­ხელ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა მო­ხერ­ხდა იტა­ლი­ა­ში მყო­ფი იმ მიგ­რან­ტე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლე­ბიც ში­ნა­მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბად თუ მომ­ვლე­ლე­ბად მუ­შა­ო­ბენ.

რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი ორ მი­მარ­თუ­ლე­ბას მო­ი­ცავს: ერ­თია არა­ლე­გა­ლუ­რი, "შავი" სა­მუ­შა­ო­ე­ბის აღი­ა­რე­ბა, მე­ო­რე კი - უცხო­ე­ლი მუ­შა­ხე­ლის­თვის დრო­ე­ბი­თი ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბე­ბის გა­ცე­მა. მარ­თა­ლია, ზუს­ტი ციფ­რე­ბი ცნო­ბი­ლი არ არის, თუმ­ცა შე­საძ­ლოა, რე­გუ­ლა­ცი­ებს 500 ათა­სი უცხო­ე­ლი და­ექ­ვემ­დე­ბა­როს, მათ შო­რის ათი­ა­თა­სო­ბით ქარ­თვე­ლი.

ერთი მხრივ, იტა­ლი­ის მთავ­რო­ბის ამ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის, მე­ო­რე მხრივ კი - პან­დე­მი­ის გამო ქვე­ყა­ნა­ში შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბის შე­სა­ხებ AMBEBI.GE იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რებ ჟურ­ნა­ლისტს ნინა მა­მუ­კა­ძეს ესა­უბ­რა. ის 8 წე­ლია, ფლო­რენ­ცი­ა­ში ცხოვ­რობს და მუ­შა­ობს.

- რას გუ­ლის­ხმობს ახა­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი, რო­მელ­ზეც იტა­ლი­ის მთავ­რო­ბამ შე­თან­ხმე­ბას მი­აღ­წია?

- ბოლო რამ­დე­ნი­მე დღე აქ­ტი­უ­რად გა­ნი­ხი­ლე­ბო­და არა­ლე­გა­ლე­ბის პრობ­ლე­მის მოგ­ვა­რე­ბის სა­კი­თხი. ძი­რი­თა­დად სამი პარ­ტია იყო მო­ლა­პა­რა­კე­ბა­ში ჩარ­თუ­ლი - დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტია, „იტა­ლია ვივა“ და „5 ვარ­სკვლა­ვის მოძ­რა­ო­ბა“. სწო­რედ ეს უკა­ნას­კნე­ლი პარ­ტია იყო არა­ლე­გალ­თა, ასე ვთქვათ, ლე­გა­ლი­ზე­ბის დიდი წი­ნა­აღ­მდე­გი, მაგ­რამ გუ­შინ გვი­ან ღა­მით მიღ­წე­ულ იქნა შე­თან­ხმე­ბა ამ პარ­ტი­ებს შო­რის და დამ­ტკიც­და დეკ­რე­ტი, რო­მე­ლიც შე­ე­ხე­ბა რამ­დე­ნი­მე ასე­ულ ათას არა­ლე­გალ უცხო­ელს.

ეს ძი­რი­თა­დად აგ­რა­რულ სექ­ტორს მო­ი­ცავს, ასე­ვე, შე­ე­ხე­ბა იმ სექ­ტორს, სა­დაც არა­ლე­გა­ლი ქარ­თვე­ლე­ბის უდი­დე­სი ნა­წი­ლია და­საქ­მე­ბუ­ლი - ში­ნა­მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბი, მომ­ვლე­ლე­ბი და ძი­ძე­ბი. ყვე­ლა­ზე გა­ი­ცე­მა 6-თვი­ა­ნი მუ­შა­ო­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის ნე­ბარ­თვა და რო­გორც ირ­კვე­ვა, 6 თვის შემ­დეგ, თუ პი­როვ­ნე­ბას ისევ ექ­ნე­ბა სა­მუ­შაო კონ­ტრაქ­ტი, შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა ამ სა­ბუ­თე­ბის გა­ხან­გრძლი­ვე­ბა.

ეს სი­ახ­ლე კა­ნო­ნის სა­ხით ჯერ არ გა­მო­სუ­ლა, აუ­ცი­ლებ­ლად უნდა და­ი­ბეჭ­დოს Gazzetta Ufficiale-ში, სა­დაც იბეჭ­დე­ბა ოფი­ცი­ა­ლუ­რი ტექ­სტი, რო­მელ­საც მთავ­რო­ბა გა­მოს­ცემს. ამის შემ­დეგ გვექ­ნე­ბა სა­შუ­ა­ლე­ბა, დე­ტა­ლებ­ზე ვი­სა­უბ­როთ.

ბოლო "სა­ნა­ტო­რია" 8 წლის წინ, 2012 წელს გა­მო­ი­ცა. ამ­ჯე­რად კო­რო­ნა­ვირუს­მა და­აჩ­ქა­რა ამ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა, რად­გან კრი­ზი­სი შე­იქ­მნა აგ­რა­რულ სექ­ტორ­ში, რა­მაც ბიძ­გი მის­ცა, რომ მომ­ხდა­რი­ყო სხვა სექ­ტორ­ში მო­მუ­შა­ვე არა­ლე­გა­ლე­ბის ლე­გა­ლი­ზე­ბაც - მომ­ვლე­ლე­ბი­სა და ში­ნა­მო­სამ­სა­ხუ­რე­ე­ბის.

VIDEO: შე­თან­ხმე­ბა, რო­მელ­საც იტა­ლი­ის მთავ­რო­ბამ არა­ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბუ­ლე­ბის­თვის მი­აღ­წია - რო­გორ გა­უ­მარ­ტი­ვებს კა­ნო­ნი ცხოვ­რე­ბას ათა­სო­ბით ქარ­თველს?

- რო­გორ უნდა მოხ­დეს ამ რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის აღ­სრუ­ლე­ბა?

- შე­თან­ხმე­ბა შე­ე­ხე­ბა არა­ლე­გალ უცხო­ე­ლებს, ვინც 2020 წლის 8 მარ­ტამ­დეა იტა­ლი­ა­ში ჩა­მო­სუ­ლი. ასე­ვე, გა­ნა­ცხა­დის შე­ტა­ნა შე­უძ­ლი­ათ იმ პი­რებს, ვის ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბა­საც ვადა გა­უ­ვი­და 2019 წლის 31 ოქ­ტომ­ბრამ­დე, ანუ, შე­უძ­ლი­ათ ის გა­ნა­ახ­ლონ.

ავ­ტო­მა­ტუ­რად და­იბ­ლო­კე­ბა იმ პი­რე­ბის გა­ნა­ცხა­დე­ბი, რომ­ლე­ბიც ნარ­კოტ­რა­ფი­კის­თვის, პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბის­თვის ან ადა­მი­ან­თა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის­თვის არი­ან გა­სა­მარ­თლე­ბუ­ლე­ბი. და­იბ­ლო­კე­ბა ის გან­ცხა­დე­ბე­ბიც, თუ დამ­საქ­მე­ბე­ლი - ანუ ოჯა­ხის უფ­რო­სი, ვინც კონ­ტრაქტს აწერს ხელს, შემ­ჩნე­უ­ლია ადა­მი­ან­თა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­სა ან პროს­ტი­ტუ­ცი­ის ხელ­შე­წყო­ბა­ში.

შრო­მი­თი ექ­სპლუ­ა­ტა­ცია უფრო აგ­რა­რულ სექ­ტორს შე­ე­ხე­ბა, მაგ­რამ არაა გა­მო­რი­ცხუ­ლი, ოჯა­ხის წევ­რი მა­ნამ­დე ყო­ფი­ლი­ყო შემ­ჩნე­უ­ლი მომ­ვლელ­თან ცუდ მო­პყრო­ბა­ში. სა­ბუ­თე­ბის შე­ტა­ნის დრო პირ­ვე­ლი ივ­ნი­სი­დან 15 ივ­ლი­სამ­დე იქ­ნე­ბა. ასე­ვე, შე­ტა­ნი­სას, იმ კონ­კრე­ტულ მო­მენ­ტში პირს უნდა ჰქონ­დეს სა­მუ­შაო კონ­ტრაქ­ტი და ასე­ვე, 6 თვის შემ­დე­გაც, რო­დე­საც სა­ბუ­თე­ბის გა­ნახ­ლე­ბა მოხ­დე­ბა.

სა­ხელ­მწი­ფო პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის­გან ათა­ვი­სუფ­ლებს დამ­საქ­მებ­ლებს, ამ კონ­კრე­ტულ შემ­თხვე­ვა­ში და­ნა­შა­უ­ლი არაა, რომ არა­ლე­გა­ლი ჰყავ­დათ და­საქ­მე­ბუ­ლი, თო­რემ ისე, იტა­ლი­უ­რი კა­ნონ­მდებ­ლო­ბით, ეს დას­ჯა­დია. ახლა ბევ­რი რამ იმპრო­ვი­ზი­რე­ბუ­ლია, ამი­ტომ, პრო­ცე­დუ­რის შე­სა­ხებ ძნე­ლია რა­მის თქმა, მა­ნამ­დე მსგავს დეკ­რე­ტებს პარ­ლა­მენ­ტი ამ­ტკი­ცებ­და.

- ნიშ­ნავს თუ არა ეს იმას, რომ ქარ­თვე­ლებს შე­ეძ­ლე­ბათ სა­ქარ­თვე­ლო­ში ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ნა­ხა­ვად დაბ­რუ­ნე­ბა?

- ამ ეტაპ­ზე ეს სა­კი­თხი გარ­კვე­უ­ლი არ არის. არ ვი­ცით, ამ ტი­პის სა­ბუ­თი სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თის სა­შუ­ა­ლე­ბას მის­ცემთ თუ არა არა­ლე­გა­ლუ­რად მყო­ფებს. რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი სა­ნამ კა­ნო­ნის სა­ხით არ გა­მო­ვა, ეს მა­ნამ­დე არ გვე­ცო­დი­ნე­ბა.

- რო­გორც ვიცი, შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ვერ მო­ხერ­ხდა - პარ­ტია "5 ვარ­სკვლა­ვი" იმ პრობ­ლე­მა­ზე ამახ­ვი­ლებ­და ყუ­რა­დღე­ბას, რომ ბრძა­ნე­ბუ­ლე­ბა დამ­საქ­მებ­ლე­ბის წა­ხა­ლი­სე­ბას შე­უ­წყობ­და ხელს არა­ლე­გა­ლუ­რად და­საქ­მე­ბის კუ­თხით.

- ვე­თან­ხმე­ბი „დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პარ­ტი­ის“ ლი­დე­რე­ბის მო­საზ­რე­ბას, რომ თუ არ­სე­ბულ პრობ­ლე­მა­ზე და­ხუ­ჭავ თვალს, არ ნიშ­ნავს, რომ ის გაქ­რე­ბა. თა­ვის მოჩ­ვე­ნე­ბა, რომ ეს ადა­მი­ა­ნე­ბი არ არ­სე­ბო­ბენ, უაზ­რო­ბაა და ხელს უწყობს, ასე ვთქვათ, "შავი ბაზ­რის" შექ­მნას. ნე­ბის­მი­ე­რი ქარ­თვე­ლი გე­ტყვით, რომ მზა­დაა, გა­და­ი­ხა­დოს ნე­ბის­მი­ე­რი სა­ხელ­მწი­ფო გა­და­სა­ხა­დი, ოღონდ მო­ი­პო­ვოს ბი­ნად­რო­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის უფ­ლე­ბა და მი­ე­ცეს სა­შუ­ა­ლე­ბა, დაბ­რუნ­დეს ოჯა­ხის წევ­რე­ბის სა­ნა­ხა­ვად.

რო­დე­საც სა­ბუ­თე­ბი წეს­რიგ­ში არ გაქვს და უცხო ქვე­ყა­ნა­ში იმ­ყო­ფე­ბი, ფაქ­ტობ­რი­ვად, ნული ხარ... არ­სად ფიქ­სირ­დე­ბი, არ არ­სე­ბობ სა­ხელ­მწი­ფოს­თვის და აღარ არ­სე­ბობ არც შენი ქვეყ­ნის­თვის

რო­გორ ელოდ­ნენ ამ სა­ბუ­თის დამ­ტკი­ცე­ბას ქარ­თვე­ლი არა­ლე­გა­ლე­ბი, წარ­მოდ­გე­ნაც კი ძნე­ლია, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბა და შვე­ბაა ეს მათ­თვის. სოფ­ლის მე­ურ­ნე­ბის მი­ნის­ტრმა, ტე­ლე­ზა ბე­ლა­ნო­ვამ, რომ­ლის დიდი დამ­სა­ხუ­რე­ბა­ცაა ამ შე­თან­ხმე­ბის მიღ­წე­ვა, მი­ნის­ტრთა სხდო­მის შემ­დეგ გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე იტი­რა და ეს სი­ტყვე­ბი თქვა:

"ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც აქამ­დე უჩინ­რე­ბი­ვით იყ­ვნენ, მუ­შა­ობ­დნენ, ყვე­ლამ იცო­და მათ შე­სა­ხებ, მაგ­რამ არა­ვინ ამ­ჩნევ­და - მომ­ვლე­ლე­ბი, დამ­ლა­გებ­ლე­ბი, აგ­რა­რუ­ლი მუ­შა­კე­ბი, დღე­ი­დან - დამ­ცი­რე­ბულ, მი­ზე­რულ ყო­ფას, არა­ლე­გა­ლო­ბას შე­წყვე­ტენ და ისე მო­იქ­ცე­ვი­ან, რო­გორც მათ ადა­მი­ა­ნურ ღირ­სე­ბას და ჭეშ­მა­რი­ტად დე­მოკ­რა­ტი­ულ იტა­ლი­ას შე­ე­ფე­რე­ბა“.

- თუ გაქვთ ურ­თი­ერ­თო­ბა იტა­ლი­ა­ში მცხოვ­რებ ქარ­თვე­ლებ­თან, რა იცით მათი ყო­ფის შე­სა­ხებ?

- ისი­ნი, სწო­რედ არა­ლე­გა­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და იმის გამო, რომ არ შე­უძ­ლი­ათ სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში თა­მა­მად მი­მარ­თონ, ხში­რად ხდე­ბი­ან ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ის მსხვერ­პლნი, თუნ­დაც იმის გამო, რომ შე­სა­ბა­მის ანა­ზღა­უ­რე­ბას არ უხ­დი­ან, ას­რუ­ლე­ბენ იმა­ზე გა­ცი­ლე­ბით მძი­მე სა­მუ­შა­ოს, ვიდ­რე მათი ხელ­ფა­სია.

რაც უფრო მძი­მეა სა­მუ­შაო, კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, ხელ­ფა­სი უფრო მა­ღა­ლია. სწო­რედ ამი­ტომ აჰ­ყავთ ოჯა­ხებს არა­ლე­გა­ლე­ბი, რომ გა­ცი­ლე­ბით ნაკ­ლე­ბი გა­და­უ­ხა­დონ, ვიდ­რე სა­ბუ­თი­ან და ბი­ნად­რო­ბის უფ­ლე­ბის მქო­ნე პი­რებს

მე­ო­რე მხრივ, სპე­ცი­ფი­კა, რაც ქარ­თვე­ლე­ბის სა­მუ­შაო ად­გი­ლებს ძი­რი­თა­დად ახა­სი­ა­თებს, პან­დე­მი­ის პი­რო­ბებ­ში და­დე­ბით მხა­რედ იქცა, რად­გან ისი­ნი ფაქ­ტობ­რი­ვად, ისე­დაც იზო­ლა­ცი­ა­ში იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ. ამ პე­რი­ოდ­ში, რაც და­ვი­ნა­ხე, ალ­ბათ, არას­დროს მი­ნა­ხავს ქარ­თვე­ლე­ბის მხრი­დან ერ­თმა­ნე­თის ასე­თი მხარ­ში დგო­მა. ვინც უმუ­შე­ვა­რი და ფი­ნან­სე­ბის გა­რე­შე დარ­ჩა, მგო­ნი, მარ­თლა არ უგ­რძვნი­ათ, ისე გა­და­ი­ტა­ნეს ეს პე­რი­ო­დი, რად­გან ქარ­თვე­ლებს ერ­თმა­ნე­თი არ მი­უ­ტო­ვე­ბი­ათ.

- რო­გო­რი იყო კა­რან­ტი­ნის პე­რი­ოდ­ში სა­ხელ­მწი­ფო დახ­მა­რე­ბის პა­კე­ტე­ბი?

- კა­რი­ტა­სი, რო­მე­ლიც შე­ჭირ­ვე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბა და მათ­თვის საკ­ვებს, გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში, ღა­მის გა­სა­თევ ად­გი­ლებ­საც უზ­რუნ­ველ­ყოფს, იტა­ლი­ა­ში საკ­მა­ოდ აქ­ტი­უ­რად მუ­შა­ობს და ამ­გვა­რი დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არა­ლე­გა­ლებ­საც ჰქონ­დათ. რაც შე­ე­ხე­ბა ფუ­ლად ანა­ზღა­უ­რე­ბას, რო­მე­ლიც იტა­ლი­ურ ოჯა­ხებ­ზე და ასე­ვე, ლე­გა­ლუ­რად მცხოვ­რებ უცხო­ე­ლებ­ზეც გა­ი­ცა.

რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ასე­თი ტი­პის დახ­მა­რე­ბე­ბი არა­ლე­გა­ლებს არ აუ­ღი­ათ, რად­გან ამის­თვის გა­სულ წელს სა­ხელ­მწი­ფოს­თვის გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბის გა­და­სა­ხა­დი უნდა ჰქო­ნო­დათ გა­დახ­დი­ლი.

- რა ეტაპ­ზეა ამ­ჟა­მად იტა­ლია რო­გორც და­ა­ვა­დე­ბის გავ­რცე­ლე­ბის, ისე შე­ზღუდ­ვე­ბის მოხ­სნის კუ­თხით?

- და­ახ­ლო­ე­ბით ათი დღეა, იტა­ლია სა­გან­გე­ბო მდგო­მა­რე­ო­ბის მე­ო­რე ფა­ზა­ზე გა­და­ვი­და და შე­და­რე­ბით შემ­სუ­ბუქ­და შე­ზღუდ­ვე­ბი. მაგ­რამ, 18 მა­ი­სი­დან კი­დევ უფრო მსუ­ბუქ­დე­ბა. აქამ­დე სახ­ლი­დან გას­ვლა მხო­ლოდ ავ­ტო­სერ­ტი­ფი­კა­ტის ქო­ნის შემ­თხვე­ვა­ში შეგ­ვეძ­ლო, სა­დაც ქუ­ჩა­ში ყოფ­ნის მი­ზე­ზი უნდა ყო­ფი­ლი­ყო მი­თი­თე­ბუ­ლი.

გა­ი­ღე­ბა ბარ-რეს­ტორ­ნე­ბი, მაგ­რამ აუ­ცი­ლე­ბე­ლია გარ­კვე­უ­ლი ნორ­მე­ბის დაც­ვა თა­ვად რეს­ტორ­ნე­ბის მხრი­დან. იხ­სნე­ბა სა­ლო­ნე­ბიც, თუმ­ცა მა­თაც უნდა და­იც­ვან გარ­კვე­უ­ლი რე­გუ­ლა­ცი­ე­ბი - წი­ნას­წა­რი ჩა­წე­რა, ნიღ­ბი­სა და ხელ­თათ­მა­ნე­ბის ტა­რე­ბა და ა.შ. ბევ­რს ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­და, რომ 18-დან შე­საძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა მე­გობ­რე­ბის ნახ­ვა, რაც აქამ­დე აკ­რძა­ლუ­ლი იყო, ნა­თე­სა­ვე­ბის ნახ­ვა კი და­ახ­ლო­ე­ბით 10 დღის წინ და­უშ­ვეს.

შე­ზღუდ­ვა ისევ გრძელ­დე­ბა რე­გი­ო­ნებ­ზე, ანუ რე­გი­ო­ნი­დან რე­გი­ონ­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სა­ჭი­რო­ე­ბის გა­რე­შე გა­და­ად­გი­ლე­ბა აკ­რძა­ლუ­ლია. ასე­ვე, არის რამ­დე­ნი­მე რე­გი­ო­ნი, რო­მელ­საც შე­ზღუდ­ვე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა ნაკ­ლე­ბად შე­ე­ხე­ბა, მა­გა­ლი­თად, ლომ­ბარ­დია და პი­ე­მონ­ტე, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით ყვე­ლა­ზე მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბა იყო.

რაც შე­ე­ხე­ბა ინ­ფექ­ცი­ის გავ­რცე­ლე­ბას, რამ­დე­ნი­მე დღის წინ იტა­ლი­ა­ში გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბამ და­ინ­ფი­ცი­რე­ბუ­ლე­ბის რა­ო­დე­ნო­ბის სა­ერ­თო ჯამს პირ­ვე­ლად გა­და­ას­წრო. ახა­ლი შემ­თხვე­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც იკ­ლებს, ამ დღე­ებ­ში შე­და­რე­ბით მა­ღა­ლი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი იყო, მაგ­რამ ეს იმი­ტომ, რომ იტა­ლი­ა­ში ტეს­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა საგ­რძნობ­ლად გა­ი­ზარ­და. ისე კი, სა­ერ­თო მდგო­მა­რე­ო­ბა უკვე რამ­დე­ნი­მე დღეა, წინა პე­რი­ოდ­თან შე­და­რე­ბით გა­ცი­ლე­ბით უკე­თე­სია.

- თქვენ შე­სა­ხებ რას გვე­ტყვით, რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო ეპი­დე­მი­ი­სა და სა­ყო­ველ­თაო კა­რან­ტი­ნის პე­რი­ო­დის გა­და­ტა­ნა?

- ეს იყო ნამ­დვი­ლი შოკი, გან­სა­კუთ­რე­ბით ისე­თი აქ­ტი­უ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სის მქო­ნე ხალ­ხის­თვის, რო­გორც იტა­ლი­ე­ლე­ბი არი­ან. ჩვენც მათი ცხოვ­რე­ბის რიტმზე ვართ გად­მო­სუ­ლე­ბი და მარ­თლაც ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი შოკი იყო სახ­ლში გა­მო­კეტ­ვა.

თუმ­ცა, მე ეს ძა­ლი­ან ცოტა ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მო­მი­წია, რად­გან დაც­ვი­სა და უსაფრ­თხო­ე­ბის ერთ-ერთ კომ­პა­ნი­ა­ში ვმუ­შა­ობ, რო­მე­ლიც ფაქ­ტობ­რი­ვად არ გა­ჩე­რე­ბუ­ლა, რამ­დე­ნი­მე დღე­ში ისევ გა­მო­მი­ძა­ხეს, რო­გორც კი მო­ი­ფიქ­რეს, რა შე­იძ­ლე­ბო­და გა­კე­თე­ბუ­ლი­ყო, რათა ყვე­ლა­ფე­რი არ გა­ჩე­რე­ბუ­ლი­ყო. ჩემი აზ­რით, ამან შე­და­რე­ბით იო­ლად გა­და­მა­ტა­ნი­ნა ეს პე­რი­ო­დი.

იმ რა­ო­დე­ნო­ბის სა­ა­თებს, რა თქმა უნდა, ვე­ღარ უზ­რუნ­ველ­ყოფ­და კომ­პა­ნია. ამ შემ­თხვე­ვა­ში თუ და­საქ­მე­ბუ­ლის ნა­წი­ლობ­რი­ვი გა­ჩე­რე­ბა ხდე­ბა, სა­ხელ­მწი­ფო უზ­რუნ­ველ­ყოფს მისი ანა­ზღა­უ­რე­ბის 80%-ს. ანუ, ეს პრობ­ლე­მაც შე­და­რე­ბით რბი­ლად შე­მე­ხო.

- ხომ არ გი­ფიქ­რი­ათ სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე?

- არა, რად­გან რამ­დე­ნი­მე მი­ზე­ზი მაქვს. აქ ოჯა­ხი მყავს და მათ ვერ დავ­ტო­ვებ­დი, თა­ნაც, რე­ი­სებ­ზე მგზავ­რე­ბის ძა­ლი­ან შე­ზღუ­დუ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა იყო, უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე თვითმფრი­ნა­ვის გავ­სე­ბაც არ შე­იძ­ლე­ბო­და. ჩემი პა­ნი­კის გამო ნამ­დვი­ლად ვერ და­ვი­კა­ვებ­დი ისე­თი ადა­მი­ა­ნის ად­გილს, ვი­საც მარ­თლა სჭირ­დე­ბო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. თა­ნაც, მე­ში­ნო­და, ჩემი ოჯა­ხის წევ­რე­ბის­თვის საფრ­თხე არ შე­მექ­მნა.

- რო­გორც ვიცი, ადა­მი­ა­ნე­ბი იტა­ლი­ა­ში არც ისე პა­სუ­ხის­მგებ­ლი­ა­ნად ეკი­დე­ბოდ­ნენ უსაფრ­თხო­ე­ბის სა­კითხს, ინ­ფექ­ცი­ის აფეთ­ქე­ბამ­დეც და ბოლო პე­რი­ოდ­შიც, რო­დე­საც რე­გუ­ლა­ცი­ე­ბის შემ­სუ­ბუ­ქე­ბა და­ი­წყო. ამა­ზე რისი თქმა შე­გიძ­ლი­ათ?

- თით­ქოს თა­ვი­დან ვერ აღიქ­ვეს, თუ რამ­დე­ნად სე­რი­ო­ზუ­ლი პრობ­ლე­მის წი­ნა­შე იდგა ქვე­ყა­ნა. მათი მსუ­ბუ­ქი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა თა­ვი­დან იტა­ლი­ურ მსუ­ბუქ ხა­სი­ათს და­ვაბ­რა­ლეთ, მაგ­რამ ამ გად­მო­სა­ხე­დი­დან ვფიქ­რობ, რომ იტა­ლია პირ­ვე­ლი ქვე­ყა­ნა იყო, რო­მე­ლიც ასე მწვა­ვედ დად­გა ამ პრობ­ლე­მის წი­ნა­შე და არ ჰქონ­და მა­გა­ლი­თი, სხვა ქვეყ­ნე­ბის შეც­დო­მე­ბი გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნა.

მე ძა­ლი­ან მიკ­ვირს უკვე სხვა ქვეყ­ნე­ბის - თუნ­დაც, ეს­პა­ნე­თის, საფ­რან­გე­თის, რო­მელ­თაც იტა­ლი­ის მა­გა­ლი­თი ჰქონ­დათ, მაგ­რამ ისე­ვე მო­იქ­ცნენ, რო­გორც იტა­ლი­ე­ლე­ბი გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვა­ში.

მკითხველის კომენტარები / 19 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ნანი
11
ა ხალხი...Viva Italia!!!
gaga
54

რა ბედნიერებაა, დღეიდან ქართველები კანონიერად მოემსახურებიან იტალიელ მოხუცებს! ამ დიადი უფლების მოსაპოვებლად ნამდვილად ღირდა კომუნისტური პარტიის ჩამოშორება ხელისუფლებიდან და თავისუფლების მოპოვება!

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"
ავტორი:

"როგორ ელოდნენ ამ საბუთს ქართველი არალეგალები, რამხელა ბედნიერებაა მათთვის" - რა შეცვალა იტალიის მთავრობამ ემიგრანტებისთვის

"როგორ ელოდნენ ამ საბუთს ქართველი არალეგალები, რამხელა ბედნიერებაა მათთვის" - რა შეცვალა იტალიის მთავრობამ ემიგრანტებისთვის

იტალიის მთავრობამ ქვეყანაში არალეგალურად მყოფი ემიგრანტებისთვის "სანატორია" - დროებითი ბინადრობისა და მუშაობის უფლება გამოსცა.

იტალიის პრემიერ-მინისტრ ჯუზეპე კონტესა და პარლამენტის უმრავლესობაში მყოფ პარტიებს შორის, რამდენიმედღიანი კონსულტაციებისა და აზრთა სხვადასხვაობის შემდეგ, წუხელ შეთანხმების მიღწევა მოხერხდა იტალიაში მყოფი იმ მიგრანტების შესახებ, რომლებიც შინამოსამსახურეებად თუ მომვლელებად მუშაობენ.

რეგულაციები ორ მიმართულებას მოიცავს: ერთია არალეგალური, "შავი" სამუშაოების აღიარება, მეორე კი - უცხოელი მუშახელისთვის დროებითი ბინადრობის უფლებების გაცემა. მართალია, ზუსტი ციფრები ცნობილი არ არის, თუმცა შესაძლოა, რეგულაციებს 500 ათასი უცხოელი დაექვემდებაროს, მათ შორის ათიათასობით ქართველი.

ერთი მხრივ, იტალიის მთავრობის ამ გადაწყვეტილების, მეორე მხრივ კი - პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი ვითარების შესახებ AMBEBI.GE იტალიაში მცხოვრებ ჟურნალისტს ნინა მამუკაძეს ესაუბრა. ის 8 წელია, ფლორენციაში ცხოვრობს და მუშაობს.

- რას გულისხმობს ახალი რეგულაციები, რომელზეც იტალიის მთავრობამ შეთანხმებას მიაღწია?

- ბოლო რამდენიმე დღე აქტიურად განიხილებოდა არალეგალების პრობლემის მოგვარების საკითხი. ძირითადად სამი პარტია იყო მოლაპარაკებაში ჩართული - დემოკრატიული პარტია, „იტალია ვივა“ და „5 ვარსკვლავის მოძრაობა“. სწორედ ეს უკანასკნელი პარტია იყო არალეგალთა, ასე ვთქვათ, ლეგალიზების დიდი წინააღმდეგი, მაგრამ გუშინ გვიან ღამით მიღწეულ იქნა შეთანხმება ამ პარტიებს შორის და დამტკიცდა დეკრეტი, რომელიც შეეხება რამდენიმე ასეულ ათას არალეგალ უცხოელს.

ეს ძირითადად აგრარულ სექტორს მოიცავს, ასევე, შეეხება იმ სექტორს, სადაც არალეგალი ქართველების უდიდესი ნაწილია დასაქმებული - შინამოსამსახურეები, მომვლელები და ძიძები. ყველაზე გაიცემა 6-თვიანი მუშაობისა და ცხოვრების ნებართვა და როგორც ირკვევა, 6 თვის შემდეგ, თუ პიროვნებას ისევ ექნება სამუშაო კონტრაქტი, შესაძლებელი იქნება ამ საბუთების გახანგრძლივება.

ეს სიახლე კანონის სახით ჯერ არ გამოსულა, აუცილებლად უნდა დაიბეჭდოს Gazzetta Ufficiale-ში, სადაც იბეჭდება ოფიციალური ტექსტი, რომელსაც მთავრობა გამოსცემს. ამის შემდეგ გვექნება საშუალება, დეტალებზე ვისაუბროთ.

ბოლო "სანატორია" 8 წლის წინ, 2012 წელს გამოიცა. ამჯერად კორონავირუსმა დააჩქარა ამ საკითხის გადაწყვეტა, რადგან კრიზისი შეიქმნა აგრარულ სექტორში, რამაც ბიძგი მისცა, რომ მომხდარიყო სხვა სექტორში მომუშავე არალეგალების ლეგალიზებაც - მომვლელებისა და შინამოსამსახურეების.

VIDEO: შეთანხმება, რომელსაც იტალიის მთავრობამ არალეგალურად დასაქმებულებისთვის მიაღწია - როგორ გაუმარტივებს კანონი ცხოვრებას ათასობით ქართველს?

- როგორ უნდა მოხდეს ამ რეგულაციების აღსრულება?

- შეთანხმება შეეხება არალეგალ უცხოელებს, ვინც 2020 წლის 8 მარტამდეა იტალიაში ჩამოსული. ასევე, განაცხადის შეტანა შეუძლიათ იმ პირებს, ვის ბინადრობის უფლებასაც ვადა გაუვიდა 2019 წლის 31 ოქტომბრამდე, ანუ, შეუძლიათ ის განაახლონ.

ავტომატურად დაიბლოკება იმ პირების განაცხადები, რომლებიც ნარკოტრაფიკისთვის, პროსტიტუციის ხელშეწყობისთვის ან ადამიანთა ექსპლუატაციისთვის არიან გასამართლებულები. დაიბლოკება ის განცხადებებიც, თუ დამსაქმებელი - ანუ ოჯახის უფროსი, ვინც კონტრაქტს აწერს ხელს, შემჩნეულია ადამიანთა ექსპლუატაციასა ან პროსტიტუციის ხელშეწყობაში.

შრომითი ექსპლუატაცია უფრო აგრარულ სექტორს შეეხება, მაგრამ არაა გამორიცხული, ოჯახის წევრი მანამდე ყოფილიყო შემჩნეული მომვლელთან ცუდ მოპყრობაში. საბუთების შეტანის დრო პირველი ივნისიდან 15 ივლისამდე იქნება. ასევე, შეტანისას, იმ კონკრეტულ მომენტში პირს უნდა ჰქონდეს სამუშაო კონტრაქტი და ასევე, 6 თვის შემდეგაც, როდესაც საბუთების განახლება მოხდება.

სახელმწიფო პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს დამსაქმებლებს, ამ კონკრეტულ შემთხვევაში დანაშაული არაა, რომ არალეგალი ჰყავდათ დასაქმებული, თორემ ისე, იტალიური კანონმდებლობით, ეს დასჯადია. ახლა ბევრი რამ იმპროვიზირებულია, ამიტომ, პროცედურის შესახებ ძნელია რამის თქმა, მანამდე მსგავს დეკრეტებს პარლამენტი ამტკიცებდა.

- ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ქართველებს შეეძლებათ საქართველოში ოჯახის წევრების სანახავად დაბრუნება?

- ამ ეტაპზე ეს საკითხი გარკვეული არ არის. არ ვიცით, ამ ტიპის საბუთი საზღვრის გადაკვეთის საშუალებას მისცემთ თუ არა არალეგალურად მყოფებს. რეგულაციები სანამ კანონის სახით არ გამოვა, ეს მანამდე არ გვეცოდინება.

- როგორც ვიცი, შეთანხმების მიღწევა დიდი ხნის განმავლობაში ვერ მოხერხდა - პარტია "5 ვარსკვლავი" იმ პრობლემაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ ბრძანებულება დამსაქმებლების წახალისებას შეუწყობდა ხელს არალეგალურად დასაქმების კუთხით.

- ვეთანხმები „დემოკრატიული პარტიის“ ლიდერების მოსაზრებას, რომ თუ არსებულ პრობლემაზე დახუჭავ თვალს, არ ნიშნავს, რომ ის გაქრება. თავის მოჩვენება, რომ ეს ადამიანები არ არსებობენ, უაზრობაა და ხელს უწყობს, ასე ვთქვათ, "შავი ბაზრის" შექმნას. ნებისმიერი ქართველი გეტყვით, რომ მზადაა, გადაიხადოს ნებისმიერი სახელმწიფო გადასახადი, ოღონდ მოიპოვოს ბინადრობისა და მუშაობის უფლება და მიეცეს საშუალება, დაბრუნდეს ოჯახის წევრების სანახავად.

როდესაც საბუთები წესრიგში არ გაქვს და უცხო ქვეყანაში იმყოფები, ფაქტობრივად, ნული ხარ... არსად ფიქსირდები, არ არსებობ სახელმწიფოსთვის და აღარ არსებობ არც შენი ქვეყნისთვის

როგორ ელოდნენ ამ საბუთის დამტკიცებას ქართველი არალეგალები, წარმოდგენაც კი ძნელია, რამხელა ბედნიერება და შვებაა ეს მათთვის. სოფლის მეურნების მინისტრმა, ტელეზა ბელანოვამ, რომლის დიდი დამსახურებაცაა ამ შეთანხმების მიღწევა, მინისტრთა სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე იტირა და ეს სიტყვები თქვა:

"ადამიანები, რომლებიც აქამდე უჩინრებივით იყვნენ, მუშაობდნენ, ყველამ იცოდა მათ შესახებ, მაგრამ არავინ ამჩნევდა - მომვლელები, დამლაგებლები, აგრარული მუშაკები, დღეიდან - დამცირებულ, მიზერულ ყოფას, არალეგალობას შეწყვეტენ და ისე მოიქცევიან, როგორც მათ ადამიანურ ღირსებას და ჭეშმარიტად დემოკრატიულ იტალიას შეეფერება“.

- თუ გაქვთ ურთიერთობა იტალიაში მცხოვრებ ქართველებთან, რა იცით მათი ყოფის შესახებ?

- ისინი, სწორედ არალეგალობიდან გამომდინარე და იმის გამო, რომ არ შეუძლიათ სამართალდამცავ ორგანოებს საჭიროების შემთხვევაში თამამად მიმართონ, ხშირად ხდებიან ექსპლუატაციის მსხვერპლნი, თუნდაც იმის გამო, რომ შესაბამის ანაზღაურებას არ უხდიან, ასრულებენ იმაზე გაცილებით მძიმე სამუშაოს, ვიდრე მათი ხელფასია.

რაც უფრო მძიმეა სამუშაო, კანონის გათვალისწინებით, ხელფასი უფრო მაღალია. სწორედ ამიტომ აჰყავთ ოჯახებს არალეგალები, რომ გაცილებით ნაკლები გადაუხადონ, ვიდრე საბუთიან და ბინადრობის უფლების მქონე პირებს

მეორე მხრივ, სპეციფიკა, რაც ქართველების სამუშაო ადგილებს ძირითადად ახასიათებს, პანდემიის პირობებში დადებით მხარედ იქცა, რადგან ისინი ფაქტობრივად, ისედაც იზოლაციაში იმყოფებოდნენ. ამ პერიოდში, რაც დავინახე, ალბათ, არასდროს მინახავს ქართველების მხრიდან ერთმანეთის ასეთი მხარში დგომა. ვინც უმუშევარი და ფინანსების გარეშე დარჩა, მგონი, მართლა არ უგრძვნიათ, ისე გადაიტანეს ეს პერიოდი, რადგან ქართველებს ერთმანეთი არ მიუტოვებიათ.

- როგორი იყო კარანტინის პერიოდში სახელმწიფო დახმარების პაკეტები?

- კარიტასი, რომელიც შეჭირვებულ ადამიანებს ეხმარება და მათთვის საკვებს, გარკვეულ შემთხვევებში, ღამის გასათევ ადგილებსაც უზრუნველყოფს, იტალიაში საკმაოდ აქტიურად მუშაობს და ამგვარი დახმარების მიღების საშუალება არალეგალებსაც ჰქონდათ. რაც შეეხება ფულად ანაზღაურებას, რომელიც იტალიურ ოჯახებზე და ასევე, ლეგალურად მცხოვრებ უცხოელებზეც გაიცა.

რამდენადაც ვიცი, ასეთი ტიპის დახმარებები არალეგალებს არ აუღიათ, რადგან ამისთვის გასულ წელს სახელმწიფოსთვის გარკვეული რაოდენობის გადასახადი უნდა ჰქონოდათ გადახდილი.

- რა ეტაპზეა ამჟამად იტალია როგორც დაავადების გავრცელების, ისე შეზღუდვების მოხსნის კუთხით?

- დაახლოებით ათი დღეა, იტალია საგანგებო მდგომარეობის მეორე ფაზაზე გადავიდა და შედარებით შემსუბუქდა შეზღუდვები. მაგრამ, 18 მაისიდან კიდევ უფრო მსუბუქდება. აქამდე სახლიდან გასვლა მხოლოდ ავტოსერტიფიკატის ქონის შემთხვევაში შეგვეძლო, სადაც ქუჩაში ყოფნის მიზეზი უნდა ყოფილიყო მითითებული.

გაიღება ბარ-რესტორნები, მაგრამ აუცილებელია გარკვეული ნორმების დაცვა თავად რესტორნების მხრიდან. იხსნება სალონებიც, თუმცა მათაც უნდა დაიცვან გარკვეული რეგულაციები - წინასწარი ჩაწერა, ნიღბისა და ხელთათმანების ტარება და ა.შ. ბევრს ძალიან გაუხარდა, რომ 18-დან შესაძლებელი იქნება მეგობრების ნახვა, რაც აქამდე აკრძალული იყო, ნათესავების ნახვა კი დაახლოებით 10 დღის წინ დაუშვეს.

შეზღუდვა ისევ გრძელდება რეგიონებზე, ანუ რეგიონიდან რეგიონში განსაკუთრებული საჭიროების გარეშე გადაადგილება აკრძალულია. ასევე, არის რამდენიმე რეგიონი, რომელსაც შეზღუდვების შემსუბუქება ნაკლებად შეეხება, მაგალითად, ლომბარდია და პიემონტე, სადაც კორონავირუსთან დაკავშირებით ყველაზე მძიმე მდგომარეობა იყო.

რაც შეეხება ინფექციის გავრცელებას, რამდენიმე დღის წინ იტალიაში გამოჯანმრთელების რაოდენობამ დაინფიცირებულების რაოდენობის საერთო ჯამს პირველად გადაასწრო. ახალი შემთხვევების რაოდენობაც იკლებს, ამ დღეებში შედარებით მაღალი მაჩვენებელი იყო, მაგრამ ეს იმიტომ, რომ იტალიაში ტესტების რაოდენობა საგრძნობლად გაიზარდა. ისე კი, საერთო მდგომარეობა უკვე რამდენიმე დღეა, წინა პერიოდთან შედარებით გაცილებით უკეთესია.

- თქვენ შესახებ რას გვეტყვით, რამდენად რთული იყო ეპიდემიისა და საყოველთაო კარანტინის პერიოდის გადატანა?

- ეს იყო ნამდვილი შოკი, განსაკუთრებით ისეთი აქტიური ცხოვრების წესის მქონე ხალხისთვის, როგორც იტალიელები არიან. ჩვენც მათი ცხოვრების რიტმზე ვართ გადმოსულები და მართლაც ფსიქოლოგიური შოკი იყო სახლში გამოკეტვა.

თუმცა, მე ეს ძალიან ცოტა ხნის განმავლობაში მომიწია, რადგან დაცვისა და უსაფრთხოების ერთ-ერთ კომპანიაში ვმუშაობ, რომელიც ფაქტობრივად არ გაჩერებულა, რამდენიმე დღეში ისევ გამომიძახეს, როგორც კი მოიფიქრეს, რა შეიძლებოდა გაკეთებულიყო, რათა ყველაფერი არ გაჩერებულიყო. ჩემი აზრით, ამან შედარებით იოლად გადამატანინა ეს პერიოდი.

იმ რაოდენობის საათებს, რა თქმა უნდა, ვეღარ უზრუნველყოფდა კომპანია. ამ შემთხვევაში თუ დასაქმებულის ნაწილობრივი გაჩერება ხდება, სახელმწიფო უზრუნველყოფს მისი ანაზღაურების 80%-ს. ანუ, ეს პრობლემაც შედარებით რბილად შემეხო.

- ხომ არ გიფიქრიათ საქართველოში დაბრუნებაზე?

- არა, რადგან რამდენიმე მიზეზი მაქვს. აქ ოჯახი მყავს და მათ ვერ დავტოვებდი, თანაც, რეისებზე მგზავრების ძალიან შეზღუდული რაოდენობა იყო, უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე თვითმფრინავის გავსებაც არ შეიძლებოდა. ჩემი პანიკის გამო ნამდვილად ვერ დავიკავებდი ისეთი ადამიანის ადგილს, ვისაც მართლა სჭირდებოდა საქართველოში დაბრუნება. თანაც, მეშინოდა, ჩემი ოჯახის წევრებისთვის საფრთხე არ შემექმნა.

- როგორც ვიცი, ადამიანები იტალიაში არც ისე პასუხისმგებლიანად ეკიდებოდნენ უსაფრთხოების საკითხს, ინფექციის აფეთქებამდეც და ბოლო პერიოდშიც, როდესაც რეგულაციების შემსუბუქება დაიწყო. ამაზე რისი თქმა შეგიძლიათ?

- თითქოს თავიდან ვერ აღიქვეს, თუ რამდენად სერიოზული პრობლემის წინაშე იდგა ქვეყანა. მათი მსუბუქი დამოკიდებულება თავიდან იტალიურ მსუბუქ ხასიათს დავაბრალეთ, მაგრამ ამ გადმოსახედიდან ვფიქრობ, რომ იტალია პირველი ქვეყანა იყო, რომელიც ასე მწვავედ დადგა ამ პრობლემის წინაშე და არ ჰქონდა მაგალითი, სხვა ქვეყნების შეცდომები გაეთვალისწინებინა.

მე ძალიან მიკვირს უკვე სხვა ქვეყნების - თუნდაც, ესპანეთის, საფრანგეთის, რომელთაც იტალიის მაგალითი ჰქონდათ, მაგრამ ისევე მოიქცნენ, როგორც იტალიელები გარკვეულ შემთხვევაში.

"ღამურებზე ლუგარში ბევრი კვლევა ტარდება, მაგრამ ხალხს არ ვეუბნებით, მოგვაწოდონ" - გამყრელიძე ოსურ მედიას პასუხობს

რა ტოქსიკური თვისებები აქვთ პროდუქტებს - სურსათის ექსპერტის რეკომენდაციები

რა უნდა გაითვალისწინოთ, რომ საზამთრომ და ნესვმა არ მოგწამლოთ - "თუ ეს ზოლი ყვითელი ფერისაა, ნიშნავს რომ დაბინძურებულია ნიტრატებით"