მსოფლიო
სპორტი
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
სამხედრო
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეისბუქმა" კადიროვის "ინსტაგრამი" დაბლოკა - "ჩვენს მხედარს იმ გვერდზე ჰქონდა ატვირთული ბოდიშები, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც იღებს"
"ფეისბუქმა" კადიროვის "ინსტაგრამი" დაბლოკა - "ჩვენს მხედარს იმ გვერდზე ჰქონდა ატვირთული ბოდიშები, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც იღებს"

რამ­ზან კა­დი­როვს "ინ­სტაგ­რა­მი" და­უბ­ლო­კეს – ამის შე­სა­ხებ bbc.com-ის რუ­სუ­ლი სა­ინ­ფორ­მა­ციო სამ­სა­ხუ­რი იუ­წყე­ბა. მი­სი­ვე ცნო­ბით, გვერ­დი, რომ­ლი­თაც ჩეჩ­ნე­თის ლი­დე­რი აქ­ტი­უ­რად სარ­გებ­ლობ­და, დი­ლი­დან დაბ­ლო­კი­ლია.

ად­გი­ლობრვი ტე­ლე­კომ­პა­ნი­ის დი­რექ­ტო­რი ირ­წმუ­ნე­ბა, რომ სო­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დის დაბ­ლო­კილ გვერ­დებ­თან კა­დი­როვს სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს, თუმ­ცა მის პა­რა­ლე­ლუ­რად, "ფე­ის­ბუქ­მა" გა­ნა­ცხა­და, რომ "ინ­სტაგ­რა­მი" მათ ეკუთ­ვნით და ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბაც, ამე­რი­კის მიერ სა­წე­სე­ბუ­ლი სან­ქცი­ე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი აუ­ცი­ლებ­ლო­ბის სა­ფუძ­ველ­ზე მი­ი­ღეს.

ცნო­ბის­თვის, 2017 წელს ამე­რი­კის ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ ჩეჩ­ნე­თის პრე­ზი­დენ­ტი რამ­ზან კა­დი­რო­ვი ე.წ. მაგ­ნიტსკის სი­ა­ში შე­იყ­ვა­ნა, რაც ნიშ­ნავს, რომ კა­დი­როვს პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას აკის­რე­ბენ სა­სა­მარ­თლოს გა­რე­შე სიკ­ვდი­ლით დას­ჯის, წა­მე­ბი­სა და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის სხვა სა­ხის დარ­ღვე­ვე­ბის­თვის...

"მაგ­ნიტსკის აქტი" კონ­გრეს­მა 2012 წელს მი­ი­ღო და იმ პირ­თა წი­ნა­აღ­მდეგ, ვი­საც კავ­ში­რი აქვს კო­რუფ­ცი­ას­თან და ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბის დარ­ღვე­ვას­თან, ეკო­ნო­მი­კურ და სა­ვი­ზო სან­ქცი­ებს ით­ვა­ლის­წი­ნებს.

სო­ცუ­ა­ლუ­რი ქსე­ლის გვერ­დე­ბი და­ებ­ლო­კათ სა­ხელ­მწი­ფო დუ­მის წევ­რს ადამ დე­ლიმ­ხა­ნოვს, ჩეჩ­ნე­თის პა­რალ­მენ­ტის სპი­კერს მა­გო­მედ და­უ­დოვს და ვიცე-პრე­მი­ერ აბუ­ზა­იდ ვის­მუ­რა­დოვს. ყვე­ლა მათ­გა­ნი ჩენ­ჩე­თის ლი­დე­რის უახ­ლო­ე­სი გა­რე­მოც­ვის წევ­რე­ბად ით­ვლე­ბი­ან.

თა­ვად კა­დი­რო­ვი არ აღი­ა­რებს "ინ­სტრაგ­რა­მის" გვერ­დე­ბის დაბ­ლოკ­ვას. იგი­ვეს აცხა­დებს ჩეჩ­ნე­თის ტე­ლე­ვი­ზი­ის დი­რექ­ტო­რი ახ­მედ დუ­და­ე­ვი.

ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში წერ­დნენ, რომ კა­დი­რო­ვი "ინ­სტაგ­რა­მის" გვერ­დებს აქ­ტი­უ­რად მო­იხ­მარ­და და თი­თო­ე­ულ მათ­განს 3 მი­ლი­ონ­ზე მეტი გა­მომ­წე­რი ჰყავ­და, რაც ნიშ­ნავს, რომ ის "ფეიკ გვერ­დი" ვერ იქ­ნე­ბო­და.

"არა­და, კა­დი­რო­ვი ერთ-ერთ გვერ­დზე მისი და ოჯა­ხის მიერ გა­კე­თე­ბულ სი­კე­თე­ებ­ზე წერ­და და სი­უ­ჟე­ტებ­საც უშ­ვებ­და, თუ რო­გორ ზრუ­ნავ­დნენ მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი რეს­პუბ­ლი­კა­ზე, მო­სახ­ლე­ო­ბა­ზე, რო­გო­რი სა­მა­გა­ლი­თო იყ­ვნენ ყვე­ლა მათ­გა­ნი თა­ვი­ან­თი მო­რა­ლი­თა და პრინ­ცი­პე­ბით..." - წერს გა­მო­ცე­მა, რომ­ლის ცნო­ბი­თაც, მას ადრე "ფე­ის­ბუქ­მა" და­უბ­ლო­კა გვერ­დე­ბი იმ მი­ზე­ზით, რომ მას­ზე ამე­რი­კის მიერ და­წე­სე­ბუ­ლი სა­ვი­ზო და ეკო­ნო­მი­კუ­რი სან­ქცი­ე­ბი ვრცელ­დე­ბა..

"ჩვენს "მა­მაც მხე­დარს" იმ გვერ­დზე ჰქონ­და ატ­ვირ­თუ­ლი ბო­დი­შე­ბი, რო­მელ­საც კვი­რა­ში ერთხელ მა­ინც იღებს იმ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის­გან, ვი­საც გან­სხვა­ვე­ბუ­ლი აზრი აღ­მო­აჩ­ნდე­ბა და ამის თქმას ხმა­მაღ­ლა გა­ბე­დავს. კო­რო­ნა­ვირუსს ხელი არ შე­უშ­ლია და თუნ­დაც გა­სულ კვი­რებ­ში, ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბის გამო, ვინც კი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის კრი­ტი­კა გა­ბე­და, ყვე­ლას ბო­დი­ში მო­ახ­დე­ვი­ნა. ვი­დე­ო­ებს კი, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ტვირ­თავ­და, რომ სხვე­ბის­თვის გაკ­ვე­თი­ლი ყო­ფი­ლი­ყო..." - წე­რენ ად­გი­ლობ­რი­ვე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში.

სხვა­დას­ხვა ფსევ­დო­ნი­მით ინ­ტერ­ნეტ­მომ­ხა­რებ­ლე­ბი ასე­ვე წე­რენ, რომ კა­დი­როვს თა­ვი­სი "კე­თილ­შო­ბი­ლე­ბის წარ­მო­სა­ჩე­ნად" წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ნა­მუ­შე­ვა­რი პი­არ­სი­უ­ჟე­ტე­ბიც წა­ე­შა­ლა.

რამ­დე­ნი­მე ხნის წინ, ჩეჩ­ნე­თის ლი­ერ­მა, ახა­ლი, ად­გი­ლობ­რი­ვი სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის Mylistory-ის ამოქ­მე­დე­ბა და­ა­ნონ­სა, რო­მე­ლიც ად­გი­ლობ­რი­ვი პროგ­რა­მის­ტის მა­გო­მედ ეს­ხა­ნო­ვის მიერ არის შექ­მნი­ლი, თუმ­ცა მას ბევ­რად ცოტა მომ­ხმა­რე­ბე­ლი ჰყავს, ვიდ­რე "ინ­სტაგ­რამს".

მკითხველის კომენტარები / 6 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
ვახო
21

რა დროს კადიროვია ,ვერ ხედავთ ქვყანაში რა ხდება? თუ სირაქლემას პოზაში ხართ თავი მიწაში და .............

ლუხუმი
9

გაუშვით....იაროს

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
უძრავი ქონება საქართველოში: ეკონომიკაზე გავლენა, ტენდენციები და პროგნოზები
ავტორი:

"ფეისბუქმა" კადიროვის "ინსტაგრამი" დაბლოკა - "ჩვენს მხედარს იმ გვერდზე ჰქონდა ატვირთული ბოდიშები, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც იღებს"

"ფეისბუქმა" კადიროვის "ინსტაგრამი" დაბლოკა - "ჩვენს მხედარს იმ გვერდზე ჰქონდა ატვირთული ბოდიშები, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც იღებს"

რამზან კადიროვს "ინსტაგრამი" დაუბლოკეს – ამის შესახებ bbc.com-ის რუსული საინფორმაციო სამსახური იუწყება. მისივე ცნობით, გვერდი, რომლითაც ჩეჩნეთის ლიდერი აქტიურად სარგებლობდა, დილიდან დაბლოკილია.

ადგილობრვი ტელეკომპანიის დირექტორი ირწმუნება, რომ სოციალური გვერდის დაბლოკილ გვერდებთან კადიროვს საერთო არაფერი აქვს, თუმცა მის პარალელურად, "ფეისბუქმა" განაცხადა, რომ "ინსტაგრამი" მათ ეკუთვნით და ეს გადაწყვეტილებაც, ამერიკის მიერ საწესებული სანქციების სამართლებრივი აუცილებლობის საფუძველზე მიიღეს.

ცნობისთვის, 2017 წელს ამერიკის ფინანსთა სამინისტრომ ჩეჩნეთის პრეზიდენტი რამზან კადიროვი ე.წ. მაგნიტსკის სიაში შეიყვანა, რაც ნიშნავს, რომ კადიროვს პასუხისმგებლობას აკისრებენ სასამართლოს გარეშე სიკვდილით დასჯის, წამებისა და ადამიანის უფლებების სხვა სახის დარღვევებისთვის...

"მაგნიტსკის აქტი" კონგრესმა 2012 წელს მიიღო და იმ პირთა წინააღმდეგ, ვისაც კავშირი აქვს კორუფციასთან და ადამიანის უფლებების დარღვევასთან, ეკონომიკურ და სავიზო სანქციებს ითვალისწინებს.

სოცუალური ქსელის გვერდები დაებლოკათ სახელმწიფო დუმის წევრს ადამ დელიმხანოვს, ჩეჩნეთის პარალმენტის სპიკერს მაგომედ დაუდოვს და ვიცე-პრემიერ აბუზაიდ ვისმურადოვს. ყველა მათგანი ჩენჩეთის ლიდერის უახლოესი გარემოცვის წევრებად ითვლებიან.

თავად კადიროვი არ აღიარებს "ინსტრაგრამის" გვერდების დაბლოკვას. იგივეს აცხადებს ჩეჩნეთის ტელევიზიის დირექტორი ახმედ დუდაევი.

ადგილობრივები სოციალურ ქსელებში წერდნენ, რომ კადიროვი "ინსტაგრამის" გვერდებს აქტიურად მოიხმარდა და თითოეულ მათგანს 3 მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავდა, რაც ნიშნავს, რომ ის "ფეიკ გვერდი" ვერ იქნებოდა.

"არადა, კადიროვი ერთ-ერთ გვერდზე მისი და ოჯახის მიერ გაკეთებულ სიკეთეებზე წერდა და სიუჟეტებსაც უშვებდა, თუ როგორ ზრუნავდნენ მისი ოჯახის წევრები რესპუბლიკაზე, მოსახლეობაზე, როგორი სამაგალითო იყვნენ ყველა მათგანი თავიანთი მორალითა და პრინციპებით..." - წერს გამოცემა, რომლის ცნობითაც, მას ადრე "ფეისბუქმა" დაუბლოკა გვერდები იმ მიზეზით, რომ მასზე ამერიკის მიერ დაწესებული სავიზო და ეკონომიკური სანქციები ვრცელდება..

"ჩვენს "მამაც მხედარს" იმ გვერდზე ჰქონდა ატვირთული ბოდიშები, რომელსაც კვირაში ერთხელ მაინც იღებს იმ ადგილობრივებისგან, ვისაც განსხვავებული აზრი აღმოაჩნდება და ამის თქმას ხმამაღლა გაბედავს. კორონავირუსს ხელი არ შეუშლია და თუნდაც გასულ კვირებში, ვირუსით გამოწვეული პრობლემების გამო, ვინც კი ხელისუფლების კრიტიკა გაბედა, ყველას ბოდიში მოახდევინა. ვიდეოებს კი, სოციალურ ქსელში ტვირთავდა, რომ სხვებისთვის გაკვეთილი ყოფილიყო..." - წერენ ადგილობრივები სოციალურ ქსელებში.

სხვადასხვა ფსევდონიმით ინტერნეტმომხარებლები ასევე წერენ, რომ კადიროვს თავისი "კეთილშობილების წარმოსაჩენად" წლების განმავლობაში ნამუშევარი პიარსიუჟეტებიც წაეშალა.

რამდენიმე ხნის წინ, ჩეჩნეთის ლიერმა, ახალი, ადგილობრივი სოციალური ქსელის Mylistory-ის ამოქმედება დაანონსა, რომელიც ადგილობრივი პროგრამისტის მაგომედ ესხანოვის მიერ არის შექმნილი, თუმცა მას ბევრად ცოტა მომხმარებელი ჰყავს, ვიდრე "ინსტაგრამს".

მაღაროელმა უშვიათესი და უძვირფასესი ქვები იპოვა და მილიონერი გახდა - ტანზანიელი კაცის დაუჯერებელი ამბავი

ახალდაბადებულ სამ ტყუპს COVID-19 დაუდასტურდა, დედა კი ინფიცირებული არ არის - უჩვეულო შემთხვევა მექსიკაში

სიკვდილმისჯილი "პრეზიდენტის შვილები" და განაჩენს შეწირული უდანაშაულო ადამიანები - ვის და როგორ სჯიან სიკვდილით 21-ე საუკუნის ბელარუსში