მსოფლიო
საზოგადოება
პოლიტიკა

3

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 09:04-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 14:39-ზე მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ. ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მცირე ალკოჰოლი არ გაწყენთ. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.
კონფლიქტები
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა... მისი მთავარი პრობლემა უთბილისობაა" - ისრაელში საცხოვრებლად წასული ზურა დოიჯაშვილი მძიმე მდგომარეობაშია
"ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა... მისი მთავარი პრობლემა უთბილისობაა" - ისრაელში საცხოვრებლად წასული ზურა დოიჯაშვილი მძიმე მდგომარეობაშია

მომ­ღე­რა­ლი ზურა დო­ი­ჯაშ­ვი­ლი მძი­მედ არის ავად და ის­რა­ე­ლის ერთ-ერთ კლი­ნი­კა­ში გა­დის მკურ­ნა­ლო­ბას. ამის შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მისი მე­გობ­რე­ბი წე­რენ:

"შენ თბი­ლი­სი გჭირს, სხვა ჟანგბა­დი ვერ ჩა­ი­სუნ­თქა შენ­მა ფილ­ტვებ­მა! მალე გა­მოგ­ვი­ჯან­მრთელ­დი ზურა!", "მე­გობ­რე­ბო, გთხოვთ ყვე­ლამ ვი­ლო­ცოთ ზუ­რას გა­მო­ჯან­მრთელ­ბის­თვის" - წე­რენ დო­ი­ჯაშ­ვი­ლის ახ­ლობ­ლე­ბი "ფე­ის­ბუქ­ზე".

AMBEBI.GE მომ­ღერ­ლის მდგო­მა­რე­ო­ბით და­ინ­ტე­რეს­და და და­უ­კავ­შირ­და მის მე­გო­ბარს, მუ­სი­კოს ნუგ­ზარ კვა­შალს:

- ზურა თა­ვის ოჯახ­თან ერ­თად ის­რა­ელ­ში ცხოვ­რობს, იქა­უ­რი სა­მე­დი­ცი­ნო სამ­სა­ხუ­რი, თით­ქმის ერთი წე­ლია იკ­ვლევს და ჯერ­ჯე­რო­ბით ვერ და­ად­გი­ნეს ზუს­ტი დი­აგ­ნო­ზი, რა სჭირს. ვერ ვხვდე­ბით, ასე რო­გორ მოხ­და, რომ იქ ამის დად­გე­ნა გა­უ­ჭირ­დათ, მაგ­რამ ფაქ­ტი ასე­თია. ხან რა თქვეს, ხან - რა.

რე­ა­ლუ­რად პრობ­ლე­მა ფილ­ტვებ­ზეა, მაგ­რამ ეს არ არის კო­რო­ნა­ვირუ­სით გა­მოწ­ვე­უ­ლი, ფილ­ტვე­ბი მა­ნამ­დეც აწუ­ხებ­და.

სა­ოც­რად თბი­ლი და კარ­გი ადა­მი­ა­ნია ზურა, უდი­დე­სი მუ­სი­კო­სი, რო­მელ­საც ამ ეტაპ­ზე ძა­ლი­ან დიდი პრობ­ლე­მა აქვს ჯან­მრთე­ლო­ბის მხრივ - ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რატ­ზეა შე­ერ­თე­ბუ­ლი, თუმ­ცა ამ აპა­რატ­ზე ად­რეც იყო შე­ერ­თე­ბუ­ლი, შემ­დეგ დას­ტა­ბი­ლურ­და სი­ტუ­ა­ცია და მოხ­სნეს.

ზუ­რას ყვე­ლა­ზე დიდი და ნო­მერ პირ­ვე­ლი პრობ­ლე­მა უთ­ბი­ლი­სო­ბაა. უთ­ბი­ლი­სოდ ვერ ძლებს, რად­გა­ნაც ჭეშ­მა­რი­ტი და ნამ­დვი­ლი თბი­ლი­სე­ლია. ვფიქ­რობ, რომ ასე იმი­ტომ გამ­წვავ­და მისი მდგო­მა­რე­ო­ბა, რომ ნოს­ტალ­გია მო­ე­ძა­ლა და ამით გა­მოწ­ვე­უ­ლი უსი­ა­მოვ­ნო ემო­ცი­ე­ბი დაგ­როვ­და მის ორ­გა­ნიზ­მში.

მი­მაჩ­ნია, რომ ძლი­ე­რი ადა­მი­ა­ნია და იმა­საც ვფიქ­რობ, რომ დაძ­ლევს პრობ­ლე­მას, კარ­გად იქ­ნე­ბა. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა მღე­რო­და, მომ­ღერ­ლებს ხომ იცით, ფილ­ტვე­ბი ძლი­ე­რი უნდა ჰქონ­დეთ და აქვთ კი­დეც. ჩავ­თვა­ლოთ, რომ ახლა ის პრო­ფი­ლაქ­ტი­კის კურსს გა­დის, გა­მო­ჯან­მრთე­ლე­ბის მიზ­ნით არის სტა­ცი­ო­ნარ­ში მო­თავ­სე­ბუ­ლი და ხე­ლოვ­ნუ­რი სუნ­თქვის აპა­რა­ტიც ამის­თვის სჭირ­დე­ბა. თუმ­ცა ჩვენ მის მდგო­მა­რე­ო­ბას, რო­გორც უნდა იყოს, გან­ვიც­დით.

- რო­დის გა­და­ვიდ­ნენ ის­რა­ელ­ში სა­ცხოვ­რებ­ლად?

- ნო­ემ­ბერ­ში 2 წელი გახ­დე­ბა, რაც მისი ოჯა­ხი სა­ქარ­თვე­ლო­დან გა­და­იხ­ვე­წა.

- ეს მძი­მე ეკო­ნო­მი­კუ­რი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე მოხ­და?

- ზო­გა­დად, ოჯა­ხუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე. იყო ფი­ნან­სუ­რი, ბი­ნის პრობ­ლე­მე­ბი... მოკ­ლედ, ბევ­რი რამ დაგ­როვ­და და ზუ­რამ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ თავი „გა­წი­რა“ ის­რა­ელ­ში წა­სას­ვლე­ლად.

წას­ვლა ტექ­ნი­კუ­რად არ გას­ჭირ­ვე­ბი­ათ, ზუ­რას ბე­ბია ებ­რა­ე­ლი ჰყავ­და, სა­ბუ­თე­ბი ად­ვი­ლად მი­ი­ღო... იცო­და, რომ თბი­ლი­სის გა­რე­შე ვერ გაძ­ლებ­და, მაგ­რამ წა­ვი­და... თუმ­ცა, ნოს­ტალ­გი­ამ თა­ვი­სი გა­ი­ტა­ნა. ვი­მე­ო­რებ, მისი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა ესაა. ჯან­მრთე­ლო­ბა ვუ­სურ­ვოთ ამ კარგ ადა­მი­ანს!

მკითხველის კომენტარები / 22 /
თარიღის მიხედვით
მოწონების მიხედვით
vova
6

მერე ნანი ბრეგვაძისთვის ხო გაიხსნა ურგვაი არგენტინის საზღვარი და ეს კაციც ჩამიყვანეთ.

ttt
26
სამწუხაროა,რომ მთავრობამ არ დაუფასა,ამ კაცს,(ორმოზ(ც)დარვა).
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვრცელდება კადრები სტიქიის ზონიდან, სადაც ჩანს თუ როგორ ხდება მიუდგომელ ტერიტორიაზე, საკვებისა და სხვა საჭირო ნივთების გადაცემა
ავტორი:

"ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა... მისი მთავარი პრობლემა უთბილისობაა" - ისრაელში საცხოვრებლად წასული ზურა დოიჯაშვილი მძიმე მდგომარეობაშია

"ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა... მისი მთავარი პრობლემა უთბილისობაა" - ისრაელში საცხოვრებლად წასული ზურა დოიჯაშვილი მძიმე მდგომარეობაშია

მომღერალი ზურა დოიჯაშვილი მძიმედ არის ავად და ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში გადის მკურნალობას. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მისი მეგობრები წერენ:

"შენ თბილისი გჭირს, სხვა ჟანგბადი ვერ ჩაისუნთქა შენმა ფილტვებმა! მალე გამოგვიჯანმრთელდი ზურა!", "მეგობრებო, გთხოვთ ყველამ ვილოცოთ ზურას გამოჯანმრთელბისთვის" - წერენ დოიჯაშვილის ახლობლები "ფეისბუქზე".

AMBEBI.GE მომღერლის მდგომარეობით დაინტერესდა და დაუკავშირდა მის მეგობარს, მუსიკოს ნუგზარ კვაშალს:

- ზურა თავის ოჯახთან ერთად ისრაელში ცხოვრობს, იქაური სამედიცინო სამსახური, თითქმის ერთი წელია იკვლევს და ჯერჯერობით ვერ დაადგინეს ზუსტი დიაგნოზი, რა სჭირს. ვერ ვხვდებით, ასე როგორ მოხდა, რომ იქ ამის დადგენა გაუჭირდათ, მაგრამ ფაქტი ასეთია. ხან რა თქვეს, ხან - რა.

რეალურად პრობლემა ფილტვებზეა, მაგრამ ეს არ არის კორონავირუსით გამოწვეული, ფილტვები მანამდეც აწუხებდა.

საოცრად თბილი და კარგი ადამიანია ზურა, უდიდესი მუსიკოსი, რომელსაც ამ ეტაპზე ძალიან დიდი პრობლემა აქვს ჯანმრთელობის მხრივ - ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა შეერთებული, თუმცა ამ აპარატზე ადრეც იყო შეერთებული, შემდეგ დასტაბილურდა სიტუაცია და მოხსნეს.

ზურას ყველაზე დიდი და ნომერ პირველი პრობლემა უთბილისობაა. უთბილისოდ ვერ ძლებს, რადგანაც ჭეშმარიტი და ნამდვილი თბილისელია. ვფიქრობ, რომ ასე იმიტომ გამწვავდა მისი მდგომარეობა, რომ ნოსტალგია მოეძალა და ამით გამოწვეული უსიამოვნო ემოციები დაგროვდა მის ორგანიზმში.

მიმაჩნია, რომ ძლიერი ადამიანია და იმასაც ვფიქრობ, რომ დაძლევს პრობლემას, კარგად იქნება. მთელი ცხოვრება მღეროდა, მომღერლებს ხომ იცით, ფილტვები ძლიერი უნდა ჰქონდეთ და აქვთ კიდეც. ჩავთვალოთ, რომ ახლა ის პროფილაქტიკის კურსს გადის, გამოჯანმრთელების მიზნით არის სტაციონარში მოთავსებული და ხელოვნური სუნთქვის აპარატიც ამისთვის სჭირდება. თუმცა ჩვენ მის მდგომარეობას, როგორც უნდა იყოს, განვიცდით.

- როდის გადავიდნენ ისრაელში საცხოვრებლად?

- ნოემბერში 2 წელი გახდება, რაც მისი ოჯახი საქართველოდან გადაიხვეწა.

- ეს მძიმე ეკონომიკური სიტუაციიდან გამომდინარე მოხდა?

- ზოგადად, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე. იყო ფინანსური, ბინის პრობლემები... მოკლედ, ბევრი რამ დაგროვდა და ზურამ, შეიძლება ითქვას, რომ თავი „გაწირა“ ისრაელში წასასვლელად.

წასვლა ტექნიკურად არ გასჭირვებიათ, ზურას ბებია ებრაელი ჰყავდა, საბუთები ადვილად მიიღო... იცოდა, რომ თბილისის გარეშე ვერ გაძლებდა, მაგრამ წავიდა... თუმცა, ნოსტალგიამ თავისი გაიტანა. ვიმეორებ, მისი მთავარი პრობლემა ესაა. ჯანმრთელობა ვუსურვოთ ამ კარგ ადამიანს!

24 წლის გიგი გობეჯიშვილს, რომელიც დაუდგენელ დაავადებას ებრძვის, საზოგადოების დახმარება ესაჭუროება

თბილისში ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის მემორიალი დააზიანეს

"მესამე ტალღა მოსალოდნელია, თუმცა ეს არაა სავალდებულო, ეს არაა ბედისწერა" - თენგიზ ცერცვაძე