მეცნიერება
პოლიტიკა

10

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთხუთმეტე დღე დაიწყება 20:34-ზე, მთვარე მორიელშია კრიტიკული დღეა. არ იჩხუბოთ. ეცადეთ, ეს დღე მშვიდად განვლოთ. არ დაიწყოთ ახალი საქმეები; მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას; ფინანსური საკითხების მოგვარება სხვა დღისთვის გადადეთ; ვაჭრობისთვის არახელსაყრელი დღეა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები სხვა დღეს მოაგვარეთ. აკონტროლეთ ემოციები. არასასურველია კამათი, ჩხუბი, საქმეების გარჩევა. არ გირჩევთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. სხვა დღისთვის გადადეთ მგზავრობა და მივლინება. კარგია შემოქმედებითი საქმიანობა, საოჯახო საქმეების შესრულება. ცუდი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის. მატულობს ვენერიული დაავადებების რისკი. მოსალოდნელია ტრავმები, ქირურგიული ჩარევის ალბათობა.
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოხუმელი ექიმის გატაცება, რომელიც შემოსავლიან ბიზნესად იქცა - გაიცანით, ბოსტნეულის "ცუკატების დედოფალი"
სოხუმელი ექიმის გატაცება, რომელიც შემოსავლიან ბიზნესად იქცა - გაიცანით, ბოსტნეულის "ცუკატების დედოფალი"

ეკა­ტე­რი­ნე ფა­რუ­ლა­ვა სო­ხუ­მი­დან დევ­ნი­ლი ექი­მია და წლე­ბია ზუგ­დიდ­ში, დე­დუ­ლეთ­ში ცხოვ­რობს. 25 წე­ლი­წადს პრო­ფე­სი­ით იმუ­შა­ვა, შემ­დეგ კი გა­და­წყვი­ტა თავი სხვა­დას­ხვა საქ­მე­ში ეცა­და.

ეკა­ტე­რი­ნე ფა­რუ­ლა­ვა:

- ყვა­ვი­ლე­ბის პა­ტა­რა მა­ღა­ზია მქონ­და. სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ფუს­ფუ­სი, ექ­სპე­რი­მენ­ტე­ბი სულ მიყ­ვარ­და და ინ­ტერ­ნეტ­ში შემ­ხვდა ვი­დეო, სა­დაც ერთი ქალი გოგ­რის ცუ­კა­ტებს აკე­თებ­და, რა­საც პა­ტა­რე­ბი სი­ა­მოვ­ნე­ბით მი­ირ­თმევ­დნენ.

გა­დავ­წყვი­ტე მეც გა­მე­კე­თე­ბი­ნა და ჩემს სამ­ზა­რე­უ­ლო­ში პირ­ვე­ლი ექ­სპე­რი­მენ­ტის ჩა­ტა­რე­ბა ვცა­დე. გა­მო­მი­ვი­და, კარ­გი შე­დე­გი მი­ვი­ღე და მო­ი­წო­ნეს. მო­ი­წო­ნა ჩემ­მა მე­უღ­ლემ, რო­მე­ლიც კვე­ბის ტექ­ნო­ლო­გია, ყნოს­ვით შე­უძ­ლია გან­სა­ზღვროს, კერძს მა­რი­ლი აქვს თუ არა...

2018 წელს ზუგ­დი­დის მე­რი­ის სამ­სა­ხურ­მა სა­შო­ბაო-სა­ა­ხალ­წლო ბაზ­რო­ბა­ზე მი­მიწ­ვია, სა­დაც ხელ­ნა­კე­თი სა­ა­ხალ­წლო ნა­მუ­შევ­რე­ბი მქონ­და წარ­დგე­ნი­ლი. იქ სა­დე­გუს­ტა­ცი­ოდ ცუ­კა­ტე­ბიც წა­ვი­ღე, მა­ინ­ტე­რე­სებ­და, თუ მიხ­ვდე­ბოდ­ნენ, რა იყო. ყვე­ლა აღ­ფრთო­ვან­და, მაგ­რამ მხო­ლოდ ერთი ადა­მი­ა­ნი მიხ­ვდა, რომ ეს ნუგ­ბა­რი გოგ­რის­გან იყო დამ­ზა­დე­ბუ­ლი. შემ­დეგ მე­გო­ბარ­მა მირ­ჩია, ამ საქ­მეს მივ­ყო­ლო­დი. გოგ­რას მეგ­რუ­ლად კო­პე­შია ჰქვია და მე­გო­ბარ­მაც პრო­დუქტს "კო­პე­შო­ნი" და­არ­ქვა. ასე­თი ევ­რო­პულ-მეგ­რუ­ლი და­სა­ხე­ლე­ბა გა­მო­უ­ვი­და ჩემს პრო­დუქტს.

მოკ­ლედ, თა­ვი­დან იყო გოგ­რა და­რი­ჩი­ნით, ინ­ტერ­ნეტ­ში ნას­წავ­ლი რე­ცეპ­ტის შე­სა­ბა­მი­სად, მაგ­რამ ბევ­რს არ მოს­წონს და მათ­თვის ვა­ნი­ლი­სა­რო­მა­ტი­ა­ნი გა­ვა­კე­თე. შემ­დეგ სტა­ფი­ლო და ჭარ­ხა­ლი მოვ­სინ­ჯე და სა­ინ­ტე­რე­სო პრო­დუქ­ტი მი­ვი­ღე. სტა­ფი­ლოს ცუ­კა­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ბავ­შვებს მოს­წონთ, კან­ფე­ტი­ვით არის, ლი­მო­ნის გე­მო­თი, ოდ­ნავ მომ­ჟა­ვო-მოტ­კბო. ზა­ფხულ­ში ცუ­კი­ნის ცუ­კა­ტე­ბიც გა­ვა­კე­თე. ეს თით­ქოს უკვე სხვა სა­ფე­ხუ­რი იყო, მაგ­რამ მშვე­ნი­ე­რი გა­მო­ვი­და, ფა­ქი­ზი, ნაზი ფაქ­ტუ­რის... მერე მწვა­ნე პო­მი­დო­რი, კიტ­რი მოვ­სინ­ჯე.

- მარ­თლაც აგ­როკ­რე­ა­ტი­ვია... ბოსტნე­ულს ატ­კბობთ?

- რე­ცეპ­ტი, რო­მე­ლიც ინ­ტერ­ნეტ­ში მო­ვი­პო­ვე, ჩე­მე­ბუ­რად შევ­ცვა­ლე - შაქ­რის მი­ნი­მა­ლუ­რი რა­ო­დე­ნო­ბა დავ­ტო­ვე, ანუ იმ­დე­ნი, რაც კონ­სერ­ვა­ცი­ის­თვის არის სა­ჭი­რო, რომ პრო­დუქტმა თავი შე­ი­ნა­ხოს - სიტ­კბოს მხო­ლოდ ამ და­ნიშ­ნუ­ლე­ბით ვი­ყე­ნებ. გარ­და ამი­სა, არო­მა­ტის­თვის ვუ­მა­ტებ მი­ხაკს, სხვა კონ­სერ­ვან­ტი, ემულ­გა­ტო­რი აბ­სო­ლუ­ტუ­რად გა­მო­რი­ცხუ­ლია.

- ამ საქ­მეს მარ­ტო აუ­დი­ხართ?

- საქ­მე ახ­ლან­დელ­მა ვი­თა­რე­ბამ შე­ა­ფერ­ხა, არა­და, მიკ­რო­სა­წარ­მო უნდა ამე­მუ­შა­ვე­ბი­ნა. ბოლო დღე­ე­ბია პრო­დუქტზე მო­თხოვ­ნა შემ­ცირ­და, ტუ­რის­ტე­ბიც აღარ არი­ან. თა­ვი­დან­ვე მო­თხოვ­ნა სწრა­ფად გა­ი­ზარ­და, ისე, რომ ვერც ვაკ­მა­ყო­ფი­ლებ­დი. წარ­მო­ე­ბის გაზ­რდაც ამი­ტომ გა­დავ­წყვი­ტე და სხვა­დას­ხვა გრან­ტით შევ­ძე­ლი მიკ­რო­სა­წარ­მოს და­გეგ­მვა, ფარ­თო­ბი კი უკვე მქონ­და.

- ახლა რა ეტაპ­ზეა სა­წარ­მო?

- ნა­წი­ლობ­რივ აღ­ჭურ­ვი­ლია და რო­დე­საც ცხოვ­რე­ბი­სა და მუ­შა­ო­ბის ჩვე­უ­ლი რიტ­მი აღ­დგე­ბა, ავა­მუ­შა­ვებთ. რაც მთა­ვა­რია, სპე­ცი­ა­ლუ­რი და­ნად­გა­რი უკვე მაქვს და­მონ­ტა­ჟე­ბუ­ლი. ის ძა­ლი­ან ჭკვი­ან­მა ქარ­თვე­ლებ­მა შექ­მნეს - ბოსტნე­უ­ლი­სა და ხი­ლის საშ­რო­ბია, ინფრა­წი­თელ სპექტრზე მუ­შა­ობს და პრო­დუქ­ცი­ას გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ხა­რის­ხით აშ­რობს.

- მას მერე, რაც ბოსტნე­ულს ტკბილ ვა­ჟინ­ში ავ­ლებთ, პრო­დუქ­ტი რა პრო­ცე­სებს გა­დის?

- ვა­ჟინ­ში და­მუ­შა­ვე­ბის შემ­დეგ დრო­ის შუ­ა­ლე­დის დაც­ვაა სა­ჭი­რო და უნდა და­ი­წუ­როს, ბო­ლოს კი გაშ­რეს. საშ­რობ­ში სხვა­დას­ხვა ნედ­ლე­ულს სხვა­დას­ხვა სით­ბო, დრო და პრო­ცე­დუ­რა სჭირ­დე­ბა.

- თა­ვი­დან ვა­ჟინ­ში იხარ­შე­ბა?

- რე­ცეპ­ტში კი იყო ასე, რომ ხარ­შვა სჭირ­დე­ბა, მაგ­რამ ტექ­ნო­ლო­გია ისე დავ­ხვე­წე, არ ვხარ­შავ. ვცდი­ლობ მაქ­სი­მა­ლუ­რად შე­უ­ნარ­ჩუნ­დეს ყვე­ლა ბუ­ნებ­რი­ვი თვი­სე­ბა. წა­ი­კი­თხეთ სრუ­ლად

ყური მიგდე
0

მომჟავო-მოტკბო გემოს აქვს ქართული სახელი- მხე..

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
დღეს, 9 მაისს, მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებიდან 80 წელი შესრულდა
ავტორი:

სოხუმელი ექიმის გატაცება, რომელიც შემოსავლიან ბიზნესად იქცა - გაიცანით, ბოსტნეულის "ცუკატების დედოფალი"

სოხუმელი ექიმის გატაცება, რომელიც შემოსავლიან ბიზნესად იქცა - გაიცანით, ბოსტნეულის "ცუკატების დედოფალი"

ეკატერინე ფარულავა სოხუმიდან დევნილი ექიმია და წლებია ზუგდიდში, დედულეთში ცხოვრობს. 25 წელიწადს პროფესიით იმუშავა, შემდეგ კი გადაწყვიტა თავი სხვადასხვა საქმეში ეცადა.

ეკატერინე ფარულავა:

- ყვავილების პატარა მაღაზია მქონდა. სამზარეულოში ფუსფუსი, ექსპერიმენტები სულ მიყვარდა და ინტერნეტში შემხვდა ვიდეო, სადაც ერთი ქალი გოგრის ცუკატებს აკეთებდა, რასაც პატარები სიამოვნებით მიირთმევდნენ.

გადავწყვიტე მეც გამეკეთებინა და ჩემს სამზარეულოში პირველი ექსპერიმენტის ჩატარება ვცადე. გამომივიდა, კარგი შედეგი მივიღე და მოიწონეს. მოიწონა ჩემმა მეუღლემ, რომელიც კვების ტექნოლოგია, ყნოსვით შეუძლია განსაზღვროს, კერძს მარილი აქვს თუ არა...

2018 წელს ზუგდიდის მერიის სამსახურმა საშობაო-საახალწლო ბაზრობაზე მიმიწვია, სადაც ხელნაკეთი საახალწლო ნამუშევრები მქონდა წარდგენილი. იქ სადეგუსტაციოდ ცუკატებიც წავიღე, მაინტერესებდა, თუ მიხვდებოდნენ, რა იყო. ყველა აღფრთოვანდა, მაგრამ მხოლოდ ერთი ადამიანი მიხვდა, რომ ეს ნუგბარი გოგრისგან იყო დამზადებული. შემდეგ მეგობარმა მირჩია, ამ საქმეს მივყოლოდი. გოგრას მეგრულად კოპეშია ჰქვია და მეგობარმაც პროდუქტს "კოპეშონი" დაარქვა. ასეთი ევროპულ-მეგრული დასახელება გამოუვიდა ჩემს პროდუქტს.

მოკლედ, თავიდან იყო გოგრა დარიჩინით, ინტერნეტში ნასწავლი რეცეპტის შესაბამისად, მაგრამ ბევრს არ მოსწონს და მათთვის ვანილისარომატიანი გავაკეთე. შემდეგ სტაფილო და ჭარხალი მოვსინჯე და საინტერესო პროდუქტი მივიღე. სტაფილოს ცუკატები განსაკუთრებით ბავშვებს მოსწონთ, კანფეტივით არის, ლიმონის გემოთი, ოდნავ მომჟავო-მოტკბო. ზაფხულში ცუკინის ცუკატებიც გავაკეთე. ეს თითქოს უკვე სხვა საფეხური იყო, მაგრამ მშვენიერი გამოვიდა, ფაქიზი, ნაზი ფაქტურის... მერე მწვანე პომიდორი, კიტრი მოვსინჯე.

- მართლაც აგროკრეატივია... ბოსტნეულს ატკბობთ?

- რეცეპტი, რომელიც ინტერნეტში მოვიპოვე, ჩემებურად შევცვალე - შაქრის მინიმალური რაოდენობა დავტოვე, ანუ იმდენი, რაც კონსერვაციისთვის არის საჭირო, რომ პროდუქტმა თავი შეინახოს - სიტკბოს მხოლოდ ამ დანიშნულებით ვიყენებ. გარდა ამისა, არომატისთვის ვუმატებ მიხაკს, სხვა კონსერვანტი, ემულგატორი აბსოლუტურად გამორიცხულია.

- ამ საქმეს მარტო აუდიხართ?

- საქმე ახლანდელმა ვითარებამ შეაფერხა, არადა, მიკროსაწარმო უნდა ამემუშავებინა. ბოლო დღეებია პროდუქტზე მოთხოვნა შემცირდა, ტურისტებიც აღარ არიან. თავიდანვე მოთხოვნა სწრაფად გაიზარდა, ისე, რომ ვერც ვაკმაყოფილებდი. წარმოების გაზრდაც ამიტომ გადავწყვიტე და სხვადასხვა გრანტით შევძელი მიკროსაწარმოს დაგეგმვა, ფართობი კი უკვე მქონდა.

- ახლა რა ეტაპზეა საწარმო?

- ნაწილობრივ აღჭურვილია და როდესაც ცხოვრებისა და მუშაობის ჩვეული რიტმი აღდგება, ავამუშავებთ. რაც მთავარია, სპეციალური დანადგარი უკვე მაქვს დამონტაჟებული. ის ძალიან ჭკვიანმა ქართველებმა შექმნეს - ბოსტნეულისა და ხილის საშრობია, ინფრაწითელ სპექტრზე მუშაობს და პროდუქციას განსაკუთრებული ხარისხით აშრობს.

- მას მერე, რაც ბოსტნეულს ტკბილ ვაჟინში ავლებთ, პროდუქტი რა პროცესებს გადის?

- ვაჟინში დამუშავების შემდეგ დროის შუალედის დაცვაა საჭირო და უნდა დაიწუროს, ბოლოს კი გაშრეს. საშრობში სხვადასხვა ნედლეულს სხვადასხვა სითბო, დრო და პროცედურა სჭირდება.

- თავიდან ვაჟინში იხარშება?

- რეცეპტში კი იყო ასე, რომ ხარშვა სჭირდება, მაგრამ ტექნოლოგია ისე დავხვეწე, არ ვხარშავ. ვცდილობ მაქსიმალურად შეუნარჩუნდეს ყველა ბუნებრივი თვისება. წაიკითხეთ სრულად

იქნება თუ არა ახალ წელს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა - პაატა იმნაძის პასუხი

მხარს ვუჭერ ახალი ვაქცინის შექმნას, რომელსაც გავიკეთებთ და ყველა გახდება მართლმადიდებელი ქრისტიანი - მეუფე მიქაელი

"საქართველო გაბრწყინდება უკანასკნელ ჟამს" - ილია მეორე